პოლიტიკა
მსოფლიო

14

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 22:48-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნიკოლ კიდმანი - ტომ კრუზთან ცხოვრება ჩემთვის სრულყოფილებას ნიშნავდა
ნიკოლ კიდმანი - ტომ კრუზთან ცხოვრება ჩემთვის სრულყოფილებას ნიშნავდა

ჰო­ლი­ვუ­დის მსა­ხი­ო­ბის ნი­კოლ კიდ­მა­ნის ახა­ლი ნა­მუ­შე­ვა­რი - ფილ­მი მო­ნა­კოს პრინ­ცე­სა გრე­ის კე­ლის შე­სა­ხებ, რო­მელ­შიც ნი­კოლ­მა მთა­ვა­რი როლი ითა­მა­შა, ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში მო­ექ­ცა. პრო­ექტს კრი­ტი­კო­სე­ბი დიდ წარ­მა­ტე­ბას უწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბენ. პრე­სის ინ­ტე­რე­სი გა­ი­ზარ­და თა­ვად კიდ­მა­ნის მი­მართ, რო­მელ­მაც ჟურ­ნალ DuJour-ის ახა­ლი ნომ­რის­თვის ფო­ტო­სე­სი­ა­ში მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და გუ­ლახ­დი­ლი ინ­ტერ­ვი­უც მის­ცა. ინ­ტერ­ვი­უ­ში ნი­კოლ­მა ტომ კრუზ­თან გან­ქორ­წი­ნე­ბი­სა და სხვა პი­რა­დი სა­კი­თხე­ბის შე­სა­ხებ ისა­უბ­რა.

კი­ნო­ვარ­სკვლა­ვის თქმით, რო­დე­საც ტომ­მა უთხრა, რომ მას­თან გან­ქორ­წი­ნე­ბა სურ­და, ამ ამ­ბავ­მა "გა­ა­ნად­გუ­რა". გან­ქორ­წი­ნე­ბი­დან ათი წლის შემ­დეგ მსა­ხი­ობს იმ პე­რი­ო­დის გახ­სე­ნე­ბა ძლი­ერ ტკი­ვილს აყე­ნებს.

"ვფიქ­რობ­დი, რომ ჩვე­ნი ერ­თობ­ლი­ვი ცხოვ­რე­ბა მშვე­ნი­ე­რი იყო, - იხ­სე­ნებს კიდ­მა­ნი, - სრუ­ლი­ად შო­კი­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი. ამის გა­და­სა­ტა­ნად დიდი დრო დამ­ჭირ­და".

რო­დე­საც წყვილ­მა იქორ­წი­ნა, ნი­კო­ლი 23 წლის იყო.

"ბედ­ნი­ე­რე­ბის­გან მეშ­ვი­დე ცაზე ვი­ყა­ვი: ტომი უგო­ნოდ მიყ­ვარ­და და მას­თან ერ­თად მზად ვი­ყა­ვი სამ­ყა­როს და­სა­ლი­ერ­ში წავ­სუ­ლი­ყა­ვი, ეს ძლი­ე­რი და ყოვ­ლის­მომ­ცვე­ლი გრძნო­ბა იყო, - ყვე­ბა მსა­ხი­ო­ბი. - მაგ­რამ ამას­თა­ნა­ვე ძა­ლი­ან გუ­ლუბ­რყვი­ლო ვი­ყა­ვი და მრა­ვალ რა­მეს ვერ ვამ­ჩნევ­დი. ცხოვ­რე­ბას ვარ­დის­ფე­რი სათ­ვა­ლით ვუ­ყუ­რებ­დი. მე და ტომი ჩვენს სამ­ყა­რო­ში ვცხოვ­რობ­დით, სა­დაც არა­ვინ გვჭირ­დე­ბო­და. ამი­ტომ ერ­თმა­ნეთ­თან ძა­ლი­ან ახ­ლოს და ერ­თმა­ნეთ­ზე და­მო­კი­დე­ბულ­ნი ვი­ყა­ვით".

ჟურ­ნა­ლის­ტის შე­კი­თხვა­ზე, ბედ­ნი­ე­რია თუ არა დღეს, ნი­კოლ­მა უყოყ­მა­ნოდ გა­ნუ­ცხა­და, რომ ბედ­ნი­ე­რია იმა­ზე მე­ტად, ვიდ­რე ოდეს­მე!".

მუ­სი­კოს კიტ ურ­ბან­ზე და­ქორ­წი­ნე­ბამ და ქა­ლიშ­ვი­ლე­ბის და­ბა­დე­ბამ კი­ნო­ვარ­სკვლა­ვის ცხოვ­რე­ბა მთლი­ა­ნად შეც­ვა­ლა.

"კი­ტის გაც­ნო­ბის შემ­დეგ ჩემი ცხოვ­რე­ბა შე­იც­ვა­ლა. ის შე­სა­ნიშ­ნა­ვი, მზრუნ­ვე­ლი მა­მა­კა­ცია, მე მას ძა­ლი­ან ვა­ფა­სებ. ვცდი­ლობთ ერ­თმა­ნეთს დიდი ხნით არას­დროს დავ­შორ­დეთ, - ამ­ბობს კიდ­მა­ნი, - ამ­ჟა­მად მო­ნა­კო­ში ჩემი მე­გობ­რე­ბის სახ­ლში ვცხოვ­რობ და გრე­ის კე­ლის შე­სა­ხებ ფილმში მი­ღე­ბენ. ჩემი ორი­ვე ქა­ლიშ­ვი­ლი ჩემ­თა­ნაა, სენ­დი რო­უ­ზი უკვე ოთხი წლი­საა, ფე­ი­ტი - ორის. უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში ავ­სტრა­ლი­ი­დან დე­და­ჩე­მი ჩა­მო­ვა, გო­გო­ნე­ბის მოვ­ლა­ში რომ და­მეხ­მა­როს. კი­ტიც მალე შე­მოგ­ვი­ერ­თდე­ბა. მთე­ლი ჩემი ოჯა­ხი ჩემ­თა­ნაა. ჩვენ შე­სა­ნიშ­ნა­ვი სახ­ლი გვაქვს, სა­დაც მუ­დამ მუ­სი­კა ის­მის. კიტი გა­მუდ­მე­ბით რო­ი­ალ­ზე ან გი­ტა­რა­ზე უკ­რავს, ყო­ველ­თვის რა­ღა­ცას ქმნის".

მომ­ზა­დე­ბუ­ლია DuJour-ის მი­ხედ­ვით.

ნიკოლ კიდმანი - ტომ კრუზთან ცხოვრება ჩემთვის სრულყოფილებას ნიშნავდა

ნიკოლ კიდმანი - ტომ კრუზთან ცხოვრება ჩემთვის სრულყოფილებას ნიშნავდა

ჰოლივუდის მსახიობის ნიკოლ კიდმანის ახალი ნამუშევარი - ფილმი მონაკოს პრინცესა გრეის კელის შესახებ, რომელშიც ნიკოლმა მთავარი როლი ითამაშა, ყურადღების ცენტრში მოექცა. პროექტს კრიტიკოსები დიდ წარმატებას უწინასწარმეტყველებენ. პრესის ინტერესი გაიზარდა თავად კიდმანის მიმართ, რომელმაც ჟურნალ DuJour-ის ახალი ნომრისთვის ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა და გულახდილი ინტერვიუც მისცა. ინტერვიუში ნიკოლმა ტომ კრუზთან განქორწინებისა და სხვა პირადი საკითხების შესახებ ისაუბრა.

კინოვარსკვლავის თქმით, როდესაც ტომმა უთხრა, რომ მასთან განქორწინება სურდა, ამ ამბავმა "გაანადგურა". განქორწინებიდან ათი წლის შემდეგ მსახიობს იმ პერიოდის გახსენება ძლიერ ტკივილს აყენებს.

"ვფიქრობდი, რომ ჩვენი ერთობლივი ცხოვრება მშვენიერი იყო, - იხსენებს კიდმანი, - სრულიად შოკირებული ვიყავი. ამის გადასატანად დიდი დრო დამჭირდა".

როდესაც წყვილმა იქორწინა, ნიკოლი 23 წლის იყო.

"ბედნიერებისგან მეშვიდე ცაზე ვიყავი: ტომი უგონოდ მიყვარდა და მასთან ერთად მზად ვიყავი სამყაროს დასალიერში წავსულიყავი, ეს ძლიერი და ყოვლისმომცველი გრძნობა იყო, - ყვება მსახიობი. - მაგრამ ამასთანავე ძალიან გულუბრყვილო ვიყავი და მრავალ რამეს ვერ ვამჩნევდი. ცხოვრებას ვარდისფერი სათვალით ვუყურებდი. მე და ტომი ჩვენს სამყაროში ვცხოვრობდით, სადაც არავინ გვჭირდებოდა. ამიტომ ერთმანეთთან ძალიან ახლოს და ერთმანეთზე დამოკიდებულნი ვიყავით".

ჟურნალისტის შეკითხვაზე, ბედნიერია თუ არა დღეს, ნიკოლმა უყოყმანოდ განუცხადა, რომ ბედნიერია იმაზე მეტად, ვიდრე ოდესმე!".

მუსიკოს კიტ ურბანზე დაქორწინებამ და ქალიშვილების დაბადებამ კინოვარსკვლავის ცხოვრება მთლიანად შეცვალა.

"კიტის გაცნობის შემდეგ ჩემი ცხოვრება შეიცვალა. ის შესანიშნავი, მზრუნველი მამაკაცია, მე მას ძალიან ვაფასებ. ვცდილობთ ერთმანეთს დიდი ხნით არასდროს დავშორდეთ, - ამბობს კიდმანი, - ამჟამად მონაკოში ჩემი მეგობრების სახლში ვცხოვრობ და გრეის კელის შესახებ ფილმში მიღებენ. ჩემი ორივე ქალიშვილი ჩემთანაა, სენდი როუზი უკვე ოთხი წლისაა, ფეიტი - ორის. უახლოეს დღეებში ავსტრალიიდან დედაჩემი ჩამოვა, გოგონების მოვლაში რომ დამეხმაროს. კიტიც მალე შემოგვიერთდება. მთელი ჩემი ოჯახი ჩემთანაა. ჩვენ შესანიშნავი სახლი გვაქვს, სადაც მუდამ მუსიკა ისმის. კიტი გამუდმებით როიალზე ან გიტარაზე უკრავს, ყოველთვის რაღაცას ქმნის".

მომზადებულია DuJour-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება