საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ გახშირდა დანაშაული?
რატომ გახშირდა დანაშაული?

ბოლო დროს გახ­ში­რე­ბულ­მა და­ნა­შა­უ­ლებ­რივ­მა ქმე­დე­ბებ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბა, ცოტა არ იყოს, შე­ა­ში­ნა. არა­ვინ და­ობს, რომ წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ერთ-ერთი მიღ­წე­ვა ქვეყ­ნის მას­შტა­ბით კრი­მი­ნა­ლუ­რი და­ნა­შა­უ­ლის შემ­ცი­რე­ბა იყო. სხვა სა­კი­თხია, ეს რის ფა­სად და რის ხარ­ჯზე ხდე­ბო­და, მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ ადა­მი­ა­ნის პი­რა­დი უსაფრ­თხო­ე­ბა გარ­კვე­ულ დო­ნე­ზე (თუ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წევ­რებ­თან და მომ­ხრე­ებ­თან ინ­ტე­რეს­თა გა­დაკ­ვე­თა არ მოხ­დე­ბო­და) და­ცუ­ლი იყო... მას შემ­დეგ, რაც არ­ჩევ­ნე­ბის გზით ხე­ლი­სუფ­ლე­ბა შე­იც­ვა­ლა, სა­ნამ ახა­ლი მთავ­რო­ბა დამ­ტკიც­დე­ბო­და და მარ­თვის სა­და­ვე­ებს ხელ­ში აი­ღებ­და, კრი­მი­ნა­ლურ­მა და­ნა­შა­უ­ლებ­მა იჩი­ნა თავი. არა­და, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წილს დიდი იმე­დი ჰქონ­და, რომ ადა­მი­ა­ნე­ბის მენ­ტა­ლო­ბა შე­იც­ვა­ლა და კრი­მი­ნა­ლის ჩამ­დენ­თა რა­ო­დე­ნო­ბა მკვეთ­რად შემ­ცირ­და, მაგ­რამ ჯერ კი­დევ გარ­და­მა­ვალ­მა პრო­ცეს­მა დაგ­ვა­ნა­ხა, რომ ასე არ ყო­ფი­ლა. ეს ეხე­ბა რო­გორც თბი­ლისს, ისე მთელ სა­ქარ­თვე­ლოს...

არა­და, იმ რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში "მოშ­ვე­ბუ­ლი" პატ­რუ­ლის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი თით­ქოს ჩვე­უ­ლებ­რივ რე­ჟიმ­ში ას­რუ­ლე­ბენ თა­ვი­ანთ მო­ვა­ლე­ო­ბას, მაგ­რამ მა­ინც დღე არ გავა ინ­ტერ­ნეტ­სა­ი­ტე­ბის, ფო­რუ­მე­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის მომ­ხმა­რებ­ლებ­მა წვრილ­მა­ნი თუ მძი­მე კა­ნონ­დარ­ღვე­ბე­ბის შე­სა­ხებ არ გა­ავ­რცე­ლონ ინ­ფორ­მა­ცია. ეს ეხე­ბა მან­ქა­ნი­სა და ბი­ნის ძარ­ცვას, ყა­ჩა­ღო­ბა­სა თუ ქურ­დო­ბას.

არა­და, შსს-ს ახალ­მა მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა და­ნა­შა­უ­ლის მი­მართ ნუ­ლო­ვა­ნი ტო­ლე­რან­ტო­ბა გა­მო­ა­ცხა­და და თა­ნამ­შრომ­ლებს მო­უ­წო­და, ჩვე­ულ რე­ჟიმ­ში ემუ­შა­ვათ.

ჭო­რის დო­ნე­ზე გავ­რცელ­და, თუმ­ცა არც ერთი წყა­რო­თი არ და­დას­ტუ­რე­ბუ­ლა ინ­ფორ­მა­ცია მათი შემ­ცი­რე­ბის შე­სა­ხებ, მაგ­რამ გახ­ში­რე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის შე­სა­ხებ მა­ინც გვეს­მის.

ირი­ნა დი­ა­სა­მი­ძე, ვარ­კე­თი­ლის რა­ი­ო­ნის მკვიდ­რი:

- ჩემს უბან­ში ორი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში 6 ბინა გა­ტე­ხეს. ბო­ლოს აღარც მახ­სოვს, ასე­თი რამ რო­დის მოხ­და... მარ­თა­ლი გი­თხრათ, ცოტა იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლი ვარ, არ მე­გო­ნა, თუ ასე გან­ვი­თარ­დე­ბო­და მოვ­ლე­ნე­ბი. პატ­რუ­ლი წინ და უკან და­სე­ირ­ნობს, და­ნა­შა­უ­ლი კი მა­ინც ხდე­ბა. თვალს ხუ­ჭა­ვენ ბო­როტ­მოქ­მე­დებ­ზე თუ მარ­თლა ვერ ამ­ჩნე­ვენ? და თუ ვერ ამ­ჩნე­ვენ, რა­ტომ? ჩვენ, პი­რა­და­დად მე და ჩემს ოჯახს ამის­თვის არ მიგ­ვი­ცია ხმა, უკე­თე­სო­ბა გვინ­დო­და და უა­რე­სი მი­ვი­ღეთ?.. პირ­ველ დღე­ებ­ში ვამ­ბობ­დით, ჯერ მი­ნის­ტრე­ბი არ და­უმ­ტკი­ცე­ბი­ათ და ამი­ტომ სარ­გებ­ლო­ბენ-თქო, მაგ­რამ ახლა რაღა უშ­ლით ხელს?.. იმე­დია, არ გვე­ტყვი­ან, ცო­ტაც გვა­ცა­ლე­თო, ხალ­ხს ძა­ლი­ან ცუ­დად ახ­სოვს ავადსახ­სე­ნე­ბე­ლი წლე­ბი და არც მე, და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, არც სხვას იმ დრო­ში დაბ­რუ­ნე­ბა არ უნდა.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

რატომ გახშირდა დანაშაული?

რატომ გახშირდა დანაშაული?

ბოლო დროს გახშირებულმა დანაშაულებრივმა ქმედებებმა საზოგადოება, ცოტა არ იყოს, შეაშინა. არავინ დაობს, რომ წინა ხელისუფლების ერთ-ერთი მიღწევა ქვეყნის მასშტაბით კრიმინალური დანაშაულის შემცირება იყო. სხვა საკითხია, ეს რის ფასად და რის ხარჯზე ხდებოდა, მაგრამ ფაქტია, რომ ადამიანის პირადი უსაფრთხოება გარკვეულ დონეზე (თუ ხელისუფლების წევრებთან და მომხრეებთან ინტერესთა გადაკვეთა არ მოხდებოდა) დაცული იყო... მას შემდეგ, რაც არჩევნების გზით ხელისუფლება შეიცვალა, სანამ ახალი მთავრობა დამტკიცდებოდა და მართვის სადავეებს ხელში აიღებდა, კრიმინალურმა დანაშაულებმა იჩინა თავი. არადა, საზოგადოების ნაწილს დიდი იმედი ჰქონდა, რომ ადამიანების მენტალობა შეიცვალა და კრიმინალის ჩამდენთა რაოდენობა მკვეთრად შემცირდა, მაგრამ ჯერ კიდევ გარდამავალმა პროცესმა დაგვანახა, რომ ასე არ ყოფილა. ეს ეხება როგორც თბილისს, ისე მთელ საქართველოს...

არადა, იმ რამდენიმე დღის განმავლობაში "მოშვებული" პატრულის თანამშრომლები თითქოს ჩვეულებრივ რეჟიმში ასრულებენ თავიანთ მოვალეობას, მაგრამ მაინც დღე არ გავა ინტერნეტსაიტების, ფორუმებისა და სოციალური ქსელების მომხმარებლებმა წვრილმანი თუ მძიმე კანონდარღვებების შესახებ არ გაავრცელონ ინფორმაცია. ეს ეხება მანქანისა და ბინის ძარცვას, ყაჩაღობასა თუ ქურდობას.

არადა, შსს-ს ახალმა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დანაშაულის მიმართ ნულოვანი ტოლერანტობა გამოაცხადა და თანამშრომლებს მოუწოდა, ჩვეულ რეჟიმში ემუშავათ.

ჭორის დონეზე გავრცელდა, თუმცა არც ერთი წყაროთი არ დადასტურებულა ინფორმაცია მათი შემცირების შესახებ, მაგრამ გახშირებული დანაშაულის შესახებ მაინც გვესმის.

ირინა დიასამიძე, ვარკეთილის რაიონის მკვიდრი:

- ჩემს უბანში ორი დღის განმავლობაში 6 ბინა გატეხეს. ბოლოს აღარც მახსოვს, ასეთი რამ როდის მოხდა... მართალი გითხრათ, ცოტა იმედგაცრუებული ვარ, არ მეგონა, თუ ასე განვითარდებოდა მოვლენები. პატრული წინ და უკან დასეირნობს, დანაშაული კი მაინც ხდება. თვალს ხუჭავენ ბოროტმოქმედებზე თუ მართლა ვერ ამჩნევენ? და თუ ვერ ამჩნევენ, რატომ? ჩვენ, პირადადად მე და ჩემს ოჯახს ამისთვის არ მიგვიცია ხმა, უკეთესობა გვინდოდა და უარესი მივიღეთ?.. პირველ დღეებში ვამბობდით, ჯერ მინისტრები არ დაუმტკიცებიათ და ამიტომ სარგებლობენ-თქო, მაგრამ ახლა რაღა უშლით ხელს?.. იმედია, არ გვეტყვიან, ცოტაც გვაცალეთო, ხალხს ძალიან ცუდად ახსოვს ავადსახსენებელი წლები და არც მე, და დარწმუნებული ვარ, არც სხვას იმ დროში დაბრუნება არ უნდა.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ