მოდურმა ჟურნალმა InStyle, ყველაზე გემოვნებიან ვარსკვლავთა რეიტინგი გამოაქვეყნა. სია მოდური ჟურნალის სტილისტებმა შეადგინეს. მათი აზრით, ყველაზე გემოვნებით ცნობილ ადამიანებს შორის, მსახიობი ემა სთოუნი იცვამს. მეორე ადგილს კი დიანა კრუგერი იკავებს, რომელმაც კანის კინოფესტივალზე ნამდვილი ფურორი მოახდინა.
მესამე ადგილი პოპულარულმა ახალგაზრდა მსახიობმა, კრისტენ სტუარტმა დაიკავა, რომელმაც დღემდე ყველაზე მოდური ორი ქალბატონი, დიზაინერი ვიქტორია ბექჰემი და ჰერცოგინია ქეით მიდლტონიც კი დაჩრდილა. ამ ქალბატონებს რეიტინგში შესაბამისად მეექვსე და მეშვიდე ადგილები ერგოთ.
რეიტინგში ასევე მოხვდნენ მოდელი ალექს ჩანგი, კეიტ მოსი და მსახიობი ქეით ბოსვორტი.
გავლენიანი ჟურნალის სიაში მცირეწლოვანი მოდის მოყვარული, ტომ კრუზისა და კეტი ჰოლმსის შვილი, სურიც მოხვდა. მას რეიტინგში მეათე ადგილი ერგო.
მომზადებულია InStyle-ის მიხედვით.