პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
სპორტი
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის თათული ბართაიას რჩეული
ვინ არის თათული ბართაიას რჩეული

გა­ზეთ "ყვე­ლა სი­ახ­ლის" სა­კუ­თა­რი კო­რეს­პონ­დენ­ტი ავ­სტრა­ლი­ა­ში, მო­დე­ლი და მსა­ხი­ო­ბი თა­თუ­ლი ბარ­თა­ია გა­თხოვ­და და მისი რჩე­უ­ლი სიდ­ნე­ი­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი - დათო უბი­ლა­ვაა. დათო თბი­ლი­სე­ლია, თბი­ლი­სის უნი­ვერ­სი­ტე­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ სას­წავ­ლებ­ლად ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში გა­ემ­გზავ­რა, ბო­ლოს კი ავ­სტრა­ლი­ა­ში აღ­მოჩ­ნდა. მას­ზე თა­თუ­ლის დაწ­ვრი­ლე­ბით არას­დროს უამ­ბნია, ამი­ტომ ვარ­ჩი­ეთ, თვი­თონ და­თოს გავ­სა­უბ­რე­ბო­დით და უკეთ გაგ­ვეც­ნო, რა­ტომ შე­მორ­ჩა სა­ზღვარ­გა­რეთ, რო­გორ აღ­მოჩ­ნდა სიდ­ნე­ი­ში და რო­გორ გა­იც­ნო თა­თუ­ლი.

- და­ვი­ბა­დე და გა­ვი­ზარ­დე თბი­ლის­ში. დედა - ლალი ზა­უ­ტაშ­ვი­ლი ქი­მი­კო­სია, მამა - რეზო უბი­ლა­ვა - ეკო­ნო­მის­ტი. მშობ­ლებ­თან ერ­თად ჩემს აღ­ზრდა­ში დიდი როლი დე­ი­დამ - ლილი ზა­უ­ტაშ­ვილ­მაც შე­ას­რუ­ლა. თბი­ლის­ში ვსწავ­ლობ­დი ბიზ­ნე­სე­კო­ნო­მი­კუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბის 67-ე სა­შუ­ა­ლო სკო­ლა­ში და ამა­ნაც იმოქ­მე­და ჩემს პრო­ფე­სი­ულ არ­ჩე­ვან­ზე, ჩა­მე­ბა­რე­ბი­ნა ეკო­ნო­მი­კის ფა­კულ­ტეტ­ზე. თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტს რომ ვამ­თავ­რებ­დი, უცხო­ეთ­ში სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბის სურ­ვი­ლი გა­მიჩ­ნდა. ჯერ ერთი იმი­ტომ, რომ ცოდ­ნას გა­ვიღ­რმა­ვებ­დი და თა­ნაც, უცხო ქვე­ყა­ნას ვნა­ხავ­დი, სხვა ხალ­ხს, კულ­ტუ­რას გა­ვიც­ნობ­დი. მოკ­ლედ, როცა დრო მო­ვი­და, გავ­გზავ­ნე ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში სა­ბუ­თე­ბი და სა­ბედ­ნი­ე­როდ, რამ­დე­ნი­მემ მი­მიწ­ვია, მე კი ავირ­ჩიე პერ­დუს უნი­ვერ­სი­ტე­ტი, რო­მე­ლიც ჩი­კა­გოს­თან ახ­ლოს, ინ­დი­ა­ნის შტატ­ში მდე­ბა­რე­ობს.

- ამე­რი­კა­ში იოლი არ იქ­ნე­ბო­და თა­ვის დამ­კვიდ­რე­ბა. სად და რო­გორ ცხოვ­რობ­დი, ქარ­თვე­ლებ­თან თუ ურ­თი­ერ­თობ­დი?

- ამე­რი­კა­ში სტუ­დენ­ტო­ბა ცოტა უფრო რთუ­ლია, რად­გან იქ "სა­ხალ­ტუ­როდ" არა­ვინ და­დის სას­წავ­ლე­ბელ­ში. სხვა­თა შო­რის, ძა­ლი­ან გა­მი­მარ­თლა: არა მარ­ტო კარ­გი პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლებ­ლე­ბი, არა­მედ კარ­გი კურ­სე­ლე­ბი მყავ­და მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა კუ­თხი­დან. ჩემი თა­ნა­კურ­სე­ლე­ბის­გან ბევ­რი რამ ვის­წავ­ლე, მა­თაც ბევ­რი რამ შე­ი­ტყვეს ჩემ­გან. ერთი ამ­ბა­ვი გა­მახ­სენ­და: უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ის­წავ­ლე­ბო­და მე­ვე­ნა­ხე­ო­ბა-მეღ­ვი­ნე­ო­ბა და ჩემ­მა რამ­დე­ნი­მე კურ­სელ­მა გა­და­წყვი­ტა, დას­წრე­ბო­და ლექ­ცი­ებს ამ საგ­ნის შე­სას­წავ­ლად. თურ­მე პირ­ვე­ლი­ვე ლექ­ცი­ა­ზე უჩ­ვე­ნეს დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მი ღვი­ნის და­ბა­დე­ბის ად­გილ­ზე ანუ სა­ქარ­თვე­ლო­ზე, ვა­ზის და­წურ­ვით, თა­მა­დო­ბით და ყან­წე­ბით. მე­ო­რე დღეს გა­და­რე­უ­ლებ­მა მო­მა­კი­თხეს, ეს რა მა­გა­რი ქვეყ­ნი­დან ყო­ფილ­ხა­რო! მეც ამა­ყად და­ვუქ­ნიე თავი. იმის შემ­დეგ სა­დაც კი შე­ვიკ­რი­ბე­ბო­დით, სულ მეხ­ვე­წე­ბოდ­ნენ, სა­დღეგ­რძე­ლო­ე­ბი გვი­თხა­რიო (იცი­ნის)... ჩემს ქა­ლაქ­ში ბევ­რი ქარ­თვე­ლი არ იყო. მხო­ლოდ ერთ ბიჭს შევ­ხვდი და მა­საც დათო ერ­ქვა. ის შემ­თხვე­ვით გა­ვი­ცა­ნი. თურ­მე სა­ქარ­თვე­ლო­დან ახალ­ჩა­მო­სუ­ლი აე­რო­პორ­ტში ერთ სტუ­დენტს ჩურ­ჩხე­ლით გა­მას­პინ­ძლე­ბია. ის სტუ­დენ­ტი კი ჩემი კურ­სე­ლი აღ­მოჩ­ნდა, ჩურ­ჩხე­ლა მა­შინ­ვე "იცნო", რად­გან ჩემ­თან ჰქონ­და გა­სინ­ჯუ­ლი და, - შენ ქარ­თვე­ლი ხომ არ ხარო", - იმ­წამს უკი­თხავს. მოკ­ლედ, ასე გაგ­ვაც­ნო ერ­თმა­ნეთს ფრან­გმა ორი ქარ­თვე­ლი... ორ წე­ლი­წად­ში ერთხელ მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე კვი­რით ვა­ხერ­ხებ­დი ხოლ­მე სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლას, ჰოდა, მთე­ლი 2 წლის ხა­ჭა­პუ­რი­სა და ხინ­კლის მა­რაგს "ვი­ღებ­დი". ერთხელ დე­და­ჩემ­მაც ჩა­მო­მა­კი­თხა ამე­რი­კა­ში. თან სულ­გუ­ნი, თაფ­ლი და უცხო სუ­ნე­ლე­ბიც გა­მო­უ­ყო­ლე­ბია. არა­და, ქვე­ყა­ნა­ში სურ­სა­თის შე­მო­ტა­ნა ხომ ფაქ­ტობ­რი­ვად, აკ­რძა­ლუ­ლია. კი ვუ­საყ­ვე­დუ­რე, მაგ­რამ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, მე­ო­რედ რომ ჩა­მო­სუ­ლი­ყო, მა­ინც იმა­ვეს გა­ა­კე­თებ­და. "ქარ­თუ­ლი ხმე­ბის" "მაგ­რად დაჰ­კა­რი" მქონ­და დის­კზე ჩა­წე­რი­ლი და მან­ქა­ნა­ში სულ მა­გას ვუს­მენ­დი. სი­ტყვე­ბის რა მო­გახ­სე­ნოთ, მაგ­რამ მო­ტი­ვი მგო­ნი, ჩემ­მა ბან­გლა­დე­შელ­მა მე­გო­ბარ­მა ახ­ლაც იცის.

- სიდ­ნე­ი­ში რო­გორ­ღა მოხ­ვდი, რა­ტომ აირ­ჩიე? თუ ამე­რი­კის შემ­დეგ აღარც სიდ­ნეი გე­შო­რა?

- სიდ­ნე­ი­ში, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, შემ­თხვე­ვით მოვ­ხვდი. სიდ­ნე­ის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში კონ­კურ­სი გა­მო­ცხად­და ეკო­ნო­მი­კის ლექ­ტო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და მეც, - რას ვკარ­გავ-მეთ­ქი, - შე­ვი­ტა­ნე სა­ბუ­თე­ბი. რამ­დე­ნი­მე კვი­რა­ში მი­თხრეს, სამი კაცი შე­ვარ­ჩი­ეთ ბოლო ტუ­რის­თვის - გა­სა­უბ­რე­ბის­თვის და მათ შო­რის - შენ­ცო. მა­შინ­ვე ინ­ტერ­ნე­ტით სა­გულ­და­გუ­ლოდ გა­ვე­ცა­ნი სიდ­ნე­ის, მო­ვი­ხიბ­ლე და ამა­ნაც და­მა­ტე­ბი­თი სტი­მუ­ლი მომ­ცა, სა­უ­კე­თე­სოდ წარ­მო­მე­ჩი­ნა თავი ბოლო ტურ­ში. სა­ბო­ლო­ოდ, სამ­სა­ხუ­რი შე­მომ­თა­ვა­ზეს, მეც უყოყ­მა­ნოდ დავ­თან­ხმდი და ახლა სიდ­ნე­ის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩემს უსაყ­ვარ­ლეს საქ­მეს ვემ­სა­ხუ­რე­ბი - ვკი­თხუ­ლობ ლექ­ცი­ებს და ვმუ­შა­ობ სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვებ­ზე. და მა­შინ, ამე­რი­კა­ში რას წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რომ ჩემი მო­მა­ვა­ლი ცოლი სწო­რედ აქ "მე­ლო­დე­ბო­და"...

- ჰოდა, შენს სიყ­ვა­რულ­ზეც გვი­ამ­ბე - რო­გორ და სად შეხ­ვდი?

- თა­თუ­ლი სიდ­ნე­ი­ში გა­ვი­ცა­ნი, ჩა­მოს­ვლი­დან სულ რამ­დე­ნი­მე კვი­რა­ში, სა­ერ­თო ახ­ლობ­ლის, ირი­ნა კოტ­რი­კა­ძის ოჯახ­ში. და­ნახ­ვის­თა­ნა­ვე ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა, შემ­დეგ კი - შე­მიყ­ვარ­და კი­დეც. თა­თუ­ლი ჩემი პირ­ვე­ლი ნამ­დვი­ლი სიყ­ვა­რუ­ლია, მე კი - მისი. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ორი­ვეს ძა­ლი­ან გაგ­ვი­ად­ვილ­და ისე­თი სე­რი­ო­ზუ­ლი ნა­ბი­ჯის გა­დად­გმა, რო­გო­რიც ოჯა­ხის შექ­მნაა. პირ­ვე­ლად თა­თუ­ლი რომ და­ვი­ნა­ხე, ქუ­ჩა­ზე გად­მორ­ბო­და, მე ტრო­ტუ­არ­ზე ვი­დე­ქი და იქვე, ღო­ბეს­თან ახ­ლოს მი­ვი­წიე: თავ­ბრუ რომ და­მეხ­ვას, ამას მი­ვე­ყუ­დე­ბი და არ წა­ვიქ­ცე­ვი-მეთ­ქი. თა­ვი­დან­ვე თავ­ბრუ­დამ­ხვე­ვი იყო და დღემ­დე არა­ფე­რი შეც­ვლი­ლა. ალ­ბათ, ჩემი უშუ­ა­ლო­ბი­თა და უბ­რა­ლო­ე­ბით მოვ­ხიბ­ლე, სა­გან­გე­ბოდ არა­ფე­რი გა­მი­კე­თე­ბია, მხო­ლოდ გუ­ლის კარ­ნა­ხით ვმოქ­მე­დებ­დი და ყვე­ლა­ფე­რი თა­ვის­თა­ვად მოხ­და. ამი­ტო­მაც იყო ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა თა­ვი­დან­ვე სადა და ლა­მა­ზი.

თა­თუ­ლი­ზე ოც­ნე­ბა არც ახლა შე­მი­წყვე­ტია, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მუ­დამ ჩემ გვერ­დი­თაა. ასეთ პო­პუ­ლა­რულ ადა­მი­ან­თან სი­ახ­ლო­ვე ძნე­ლი სუ­ლაც არ არის, უფრო სა­ინ­ტე­რე­სოა და სა­სარ­გებ­ლოც. ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში ხარ, რაც მშვე­ნი­ე­რი მო­ტი­ვია, სულ ფორ­მა­ში იყო და არ მო­დუნ­დე. ქარ­თვე­ლე­ბი სი­ლა­მა­ზის მოტრფი­ა­ლე ერი ვართ, ასე რომ, არც თა­თუ­ლის თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბი მა­ნერ­ვი­უ­ლე­ბენ. ეს ბუ­ნებ­რი­ვი მოვ­ლე­ნაა. რაც უფრო მეტი ადა­მი­ა­ნი აღ­ნიშ­ნავს ჩემი ცო­ლის სი­ლა­მა­ზეს, მით უფრო მე­ა­მა­ყე­ბა სა­კუ­თა­რი არ­ჩე­ვა­ნი. სხვა­თა შო­რის, ყო­ველ­თვის მომ­წონ­და ლა­მა­ზი, ჭკვი­ა­ნი და ნაზი გო­გო­ნე­ბი. შემ­ხვდა ულა­მა­ზე­სი, უჭ­კვი­ა­ნე­სი და უნა­ზე­სი თა­თუ­ლი და მეც უბედ­ნი­ე­რე­სი ვარ (იღი­მის).

- თა­თუ­ლიმ გვი­ამ­ბო, რომ ლა­მა­ზი ქორ­წი­ლი გქო­ნი­ათ სიდ­ნე­ი­ში...

- ჩვენს ქორ­წილს კუ­რი­ო­ზი ახ­ლდა. ხე­ლის მო­წე­რა 4 სა­ათ­ზე დავ­ნიშ­ნეთ სიდ­ნე­ის ოპე­რის თე­ატრთან, ღია ცის ქვეშ. აქ უნდა მო­სუ­ლიყ­ვნენ წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ქორ­წი­ნე­ბის სახ­ლი­დან და ფო­ტოგ­რა­ფი. 4-ის ნა­ხე­ვარ­ზე ად­გილ­ზე ვი­ყა­ვი, რად­გან ვი­ცო­დი, სიძე პა­ტარ­ძალ­ზე ადრე უნდა მი­სუ­ლი­ყო. ყვე­ლა­ნი შე­ვიკ­რი­ბეთ, არ ჩან­და მხო­ლოდ პა­ტარ­ძა­ლი და მისი მეჯ­ვა­რე - სა­ლო­მე. გა­ვი­და 15 წუთი, 20 წუთი, ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თი. ვე­რა­ვის ვუ­კავ­შირ­დე­ბო­დი. ვერ წარ­მო­იდ­გენთ, რა სტრე­სი მი­ვი­ღე, რა აღარ ვი­ფიქ­რე. სტუმ­რე­ბიც ანერ­ვი­ულ­დნენ. რა­ი­მე ხომ არ მოხ­და, თა­თუ­ლიმ ხომ არ გა­და­ი­ფიქ­რაო? - მეს­მო­და ჩურ­ჩუ­ლი. 1 სა­ა­თი რომ გა­ვი­და, ქორ­წი­ნე­ბის სახ­ლის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა "და­მამ­შვი­და": არ ინერ­ვი­უ­ლო, ასე­თი რამ ხში­რად ხდე­ბა და ქორ­წი­ლი ბოლო მო­მენ­ტში იშ­ლე­ბაო. მე კი­დევ ეს მინ­დო­და?! სტუმ­რე­ბი მა­ი­მე­დებ­დნენ, მო­ვაო და ამა­ზე სულ ვგიჟ­დე­ბო­დი. ზუს­ტად საათ-ნა­ხევ­რის შემ­დეგ გა­მოჩ­ნდა მან­ქა­ნა, სა­ი­და­ნაც თა­თუ­ლი და სა­ლო­მე გად­მო­ვიდ­ნენ. თურ­მე სი­ლა­მა­ზის სა­ლონ­ში ყო­ფი­ლან, თა­თუ­ლის კა­ბაც იქ წა­უ­ღია, - მა­კი­აჟს და ვარ­ცხნი­ლო­ბას რომ გა­ვი­კე­თებ, მერე იქვე ჩა­ვიც­ვა­მო. სტი­ლის­ტებს კაბა მოს­წო­ნე­ბი­ათ, თურ­მე ყვე­ლა მხრი­დან ათ­ვა­ლი­ე­რებ­დნენ, კაბა აბურ­დუ­ლა და როცა თა­თუ­ლის ჩა­უც­ვამს, ვე­რაფ­რით მო­ურ­გია. სა­ლო­ნის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ამა­ოდ ცდი­ლობ­დნენ კა­ბის­თვის პირ­ვან­დე­ლი სა­ხის დაბ­რუ­ნე­ბას. ზუს­ტად 1 სა­ა­თი უწ­ვა­ლი­ათ, ბო­ლოს ღმერ­თმა დაგ­ვინ­დო და კაბა გას­წორ­და. აი, ასე­თი ნერ­ვი­უ­ლო­ბა შემ­ხვდა სა­კუ­თარ ქორ­წილ­ში. ხელ­მო­წე­რის შემ­დეგ წვე­უ­ლე­ბა ცნო­ბილ რეს­ტო­რან­ში გვქონ­და, რო­მე­ლიც ოკე­ა­ნე­ში მდგარ გემ­ზეა. მხი­ა­რუ­ლე­ბა რომ დას­რულ­და და უნდა დავ­შლი­ლი­ყა­ვით, კო­კის­პი­რუ­ლი წვი­მა და­ი­წყო. ერთი გე­ნა­ხათ, სტუმ­რე­ბი თავ­ქუდ­მოგ­ლე­ჯი­ლე­ბი რომ გარ­ბოდ­ნენ წვი­მა­ში, მან­ქა­ნის სად­გო­მის­კენ, რო­მე­ლიც რეს­ტორ­ნი­დან 100 მეტრშია. ბო­ლოს ყვე­ლას მო­ე­წო­ნა წვი­მა­ში სირ­ბი­ლი, - რა რო­მან­ტი­კუ­ლი­აო, - ამ­ბობ­დნენ (იცი­ნის)... ძა­ლი­ან კარ­გად მახ­სენ­დე­ბა ქორ­წი­ლი­დან რამ­დე­ნი­მე დღე­ში სამ­გზის ოლიმ­პი­ურ ჩემ­პი­ონ­თან, მძლე­ო­სან ვიქ­ტორ სა­ნე­ევ­თან ოჯახ­ში სტუმ­რო­ბა. ქარ­თუ­ლი სუფ­რა გავ­შა­ლეთ, ქარ­თუ­ლი ღვი­ნო შევსვით, შემ­დეგ კი ვიქ­ტორ­მა მუ­სი­კის ხმას აუ­წია და მე და თა­თუ­ლის ცეკ­ვა გვთხო­ვა. ჩვენ ყვე­ლა ავი­ყო­ლი­ეთ: ვიქ­ტორ­მა თა­ვი­სი მე­უღ­ლე იანა გა­მო­იწ­ვია, შემ­დეგ თა­თუ­ლის დედ-მა­მაც ავა­ცეკ­ვეთ და სა­სი­ა­მოვ­ნოდ გა­ვა­ტა­რეთ დრო.

დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, არა­თუ გა­ვა­მარ­თლებ თა­თუ­ლის იმე­დებს, გა­და­ვა­ჭარ­ბებ კი­დეც მის მო­ლო­დინს. ჩემი მი­ზა­ნია, მის აღ­ფრთო­ვა­ნე­ბულ სა­ხეს ვუ­ყუ­რო ყო­ველ­დღე, რაც სა­სი­ა­მოვ­ნო სი­ურპრი­ზე­ბით მი­იღ­წე­ვა. სი­ურ­პი­ზებს კი ხში­რად ექ­სპრომ­ტად ვი­გო­ნებ ანუ დი­ლით არ ვიცი, სა­ღა­მოს რას მო­ვი­მოქ­მე­დებ. სიდ­ნეი ისე­თი ლა­მა­ზი ქა­ლა­ქია, კაცს სულ რომ არ გქონ­დეს წარ­მო­სახ­ვის უნა­რი, რა­ი­მე რო­მან­ტი­კულს შენ­და უნე­ბუ­რად გა­ა­კე­თებ. ასე რომ, ჩემს მშვე­ნი­ერ ქალ­ბა­ტონს მო­წყე­ნა არ ემუქ­რე­ბა. ჩემს გან­წყო­ბი­ლე­ბას ლექ­სა­დაც გად­მოვ­ცემ: ლა­მა­ზო ტა­ნით, სუ­ლით და ფიქ­რით/, ბედ­ნი­ე­რი ვარ, მხარს რომ მიმ­შვე­ნებ/, რაც უფრო გიც­ნობ, მით უფრო მე­ტად/ აღ­მაფრ­თო­ვა­ნებს შენი სიმ­შვე­ნე!

ძა­ლი­ან მო­მე­ნატ­რა სა­ქარ­თვე­ლო. ყვე­ლა­ზე მე­ტად ის მა­ხა­რებს, რომ სულ მალე სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩემს მე­უღ­ლეს­თან - უმ­შვე­ნი­ე­რეს თა­თუ­ლის­თან ერ­თად ჩა­მო­ვალ. ორი­ვე­ნი დღე­ებს ვით­ვლით...

ირმა ხარ­ში­ლა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

ვინ არის თათული ბართაიას რჩეული

ვინ არის თათული ბართაიას რჩეული

გაზეთ "ყველა სიახლის" საკუთარი კორესპონდენტი ავსტრალიაში, მოდელი და მსახიობი თათული ბართაია გათხოვდა და მისი რჩეული სიდნეიში მცხოვრები ქართველი - დათო უბილავაა. დათო თბილისელია, თბილისის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სასწავლებლად ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა, ბოლოს კი ავსტრალიაში აღმოჩნდა. მასზე თათულის დაწვრილებით არასდროს უამბნია, ამიტომ ვარჩიეთ, თვითონ დათოს გავსაუბრებოდით და უკეთ გაგვეცნო, რატომ შემორჩა საზღვარგარეთ, როგორ აღმოჩნდა სიდნეიში და როგორ გაიცნო თათული.

- დავიბადე და გავიზარდე თბილისში. დედა - ლალი ზაუტაშვილი ქიმიკოსია, მამა - რეზო უბილავა - ეკონომისტი. მშობლებთან ერთად ჩემს აღზრდაში დიდი როლი დეიდამ - ლილი ზაუტაშვილმაც შეასრულა. თბილისში ვსწავლობდი ბიზნესეკონომიკური მიმართულების 67-ე საშუალო სკოლაში და ამანაც იმოქმედა ჩემს პროფესიულ არჩევანზე, ჩამებარებინა ეკონომიკის ფაკულტეტზე. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს რომ ვამთავრებდი, უცხოეთში სწავლის გაგრძელების სურვილი გამიჩნდა. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ცოდნას გავიღრმავებდი და თანაც, უცხო ქვეყანას ვნახავდი, სხვა ხალხს, კულტურას გავიცნობდი. მოკლედ, როცა დრო მოვიდა, გავგზავნე ამერიკის შეერთებული შტატების უნივერსიტეტებში საბუთები და საბედნიეროდ, რამდენიმემ მიმიწვია, მე კი ავირჩიე პერდუს უნივერსიტეტი, რომელიც ჩიკაგოსთან ახლოს, ინდიანის შტატში მდებარეობს.

- ამერიკაში იოლი არ იქნებოდა თავის დამკვიდრება. სად და როგორ ცხოვრობდი, ქართველებთან თუ ურთიერთობდი?

- ამერიკაში სტუდენტობა ცოტა უფრო რთულია, რადგან იქ "სახალტუროდ" არავინ დადის სასწავლებელში. სხვათა შორის, ძალიან გამიმართლა: არა მარტო კარგი პროფესორ-მასწავლებლები, არამედ კარგი კურსელები მყავდა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. ჩემი თანაკურსელებისგან ბევრი რამ ვისწავლე, მათაც ბევრი რამ შეიტყვეს ჩემგან. ერთი ამბავი გამახსენდა: უნივერსიტეტში ისწავლებოდა მევენახეობა-მეღვინეობა და ჩემმა რამდენიმე კურსელმა გადაწყვიტა, დასწრებოდა ლექციებს ამ საგნის შესასწავლად. თურმე პირველივე ლექციაზე უჩვენეს დოკუმენტური ფილმი ღვინის დაბადების ადგილზე ანუ საქართველოზე, ვაზის დაწურვით, თამადობით და ყანწებით. მეორე დღეს გადარეულებმა მომაკითხეს, ეს რა მაგარი ქვეყნიდან ყოფილხარო! მეც ამაყად დავუქნიე თავი. იმის შემდეგ სადაც კი შევიკრიბებოდით, სულ მეხვეწებოდნენ, სადღეგრძელოები გვითხარიო (იცინის)... ჩემს ქალაქში ბევრი ქართველი არ იყო. მხოლოდ ერთ ბიჭს შევხვდი და მასაც დათო ერქვა. ის შემთხვევით გავიცანი. თურმე საქართველოდან ახალჩამოსული აეროპორტში ერთ სტუდენტს ჩურჩხელით გამასპინძლებია. ის სტუდენტი კი ჩემი კურსელი აღმოჩნდა, ჩურჩხელა მაშინვე "იცნო", რადგან ჩემთან ჰქონდა გასინჯული და, - შენ ქართველი ხომ არ ხარო", - იმწამს უკითხავს. მოკლედ, ასე გაგვაცნო ერთმანეთს ფრანგმა ორი ქართველი... ორ წელიწადში ერთხელ მხოლოდ რამდენიმე კვირით ვახერხებდი ხოლმე საქართველოში ჩამოსვლას, ჰოდა, მთელი 2 წლის ხაჭაპურისა და ხინკლის მარაგს "ვიღებდი". ერთხელ დედაჩემმაც ჩამომაკითხა ამერიკაში. თან სულგუნი, თაფლი და უცხო სუნელებიც გამოუყოლებია. არადა, ქვეყანაში სურსათის შემოტანა ხომ ფაქტობრივად, აკრძალულია. კი ვუსაყვედურე, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მეორედ რომ ჩამოსულიყო, მაინც იმავეს გააკეთებდა. "ქართული ხმების" "მაგრად დაჰკარი" მქონდა დისკზე ჩაწერილი და მანქანაში სულ მაგას ვუსმენდი. სიტყვების რა მოგახსენოთ, მაგრამ მოტივი მგონი, ჩემმა ბანგლადეშელმა მეგობარმა ახლაც იცის.

- სიდნეიში როგორღა მოხვდი, რატომ აირჩიე? თუ ამერიკის შემდეგ აღარც სიდნეი გეშორა?

- სიდნეიში, შეიძლება ითქვას, შემთხვევით მოვხვდი. სიდნეის უნივერსიტეტში კონკურსი გამოცხადდა ეკონომიკის ლექტორის თანამდებობაზე და მეც, - რას ვკარგავ-მეთქი, - შევიტანე საბუთები. რამდენიმე კვირაში მითხრეს, სამი კაცი შევარჩიეთ ბოლო ტურისთვის - გასაუბრებისთვის და მათ შორის - შენცო. მაშინვე ინტერნეტით საგულდაგულოდ გავეცანი სიდნეის, მოვიხიბლე და ამანაც დამატებითი სტიმული მომცა, საუკეთესოდ წარმომეჩინა თავი ბოლო ტურში. საბოლოოდ, სამსახური შემომთავაზეს, მეც უყოყმანოდ დავთანხმდი და ახლა სიდნეის უნივერსიტეტში ჩემს უსაყვარლეს საქმეს ვემსახურები - ვკითხულობ ლექციებს და ვმუშაობ სამეცნიერო კვლევებზე. და მაშინ, ამერიკაში რას წარმოვიდგენდი, რომ ჩემი მომავალი ცოლი სწორედ აქ "მელოდებოდა"...

- ჰოდა, შენს სიყვარულზეც გვიამბე - როგორ და სად შეხვდი?

- თათული სიდნეიში გავიცანი, ჩამოსვლიდან სულ რამდენიმე კვირაში, საერთო ახლობლის, ირინა კოტრიკაძის ოჯახში. დანახვისთანავე ძალიან მომეწონა, შემდეგ კი - შემიყვარდა კიდეც. თათული ჩემი პირველი ნამდვილი სიყვარულია, მე კი - მისი. აქედან გამომდინარე, ორივეს ძალიან გაგვიადვილდა ისეთი სერიოზული ნაბიჯის გადადგმა, როგორიც ოჯახის შექმნაა. პირველად თათული რომ დავინახე, ქუჩაზე გადმორბოდა, მე ტროტუარზე ვიდექი და იქვე, ღობესთან ახლოს მივიწიე: თავბრუ რომ დამეხვას, ამას მივეყუდები და არ წავიქცევი-მეთქი. თავიდანვე თავბრუდამხვევი იყო და დღემდე არაფერი შეცვლილა. ალბათ, ჩემი უშუალობითა და უბრალოებით მოვხიბლე, საგანგებოდ არაფერი გამიკეთებია, მხოლოდ გულის კარნახით ვმოქმედებდი და ყველაფერი თავისთავად მოხდა. ამიტომაც იყო ჩვენი ურთიერთობა თავიდანვე სადა და ლამაზი.

თათულიზე ოცნება არც ახლა შემიწყვეტია, მიუხედავად იმისა, რომ მუდამ ჩემ გვერდითაა. ასეთ პოპულარულ ადამიანთან სიახლოვე ძნელი სულაც არ არის, უფრო საინტერესოა და სასარგებლოც. ყურადღების ცენტრში ხარ, რაც მშვენიერი მოტივია, სულ ფორმაში იყო და არ მოდუნდე. ქართველები სილამაზის მოტრფიალე ერი ვართ, ასე რომ, არც თათულის თაყვანისმცემლები მანერვიულებენ. ეს ბუნებრივი მოვლენაა. რაც უფრო მეტი ადამიანი აღნიშნავს ჩემი ცოლის სილამაზეს, მით უფრო მეამაყება საკუთარი არჩევანი. სხვათა შორის, ყოველთვის მომწონდა ლამაზი, ჭკვიანი და ნაზი გოგონები. შემხვდა ულამაზესი, უჭკვიანესი და უნაზესი თათული და მეც უბედნიერესი ვარ (იღიმის).

- თათულიმ გვიამბო, რომ ლამაზი ქორწილი გქონიათ სიდნეიში...

- ჩვენს ქორწილს კურიოზი ახლდა. ხელის მოწერა 4 საათზე დავნიშნეთ სიდნეის ოპერის თეატრთან, ღია ცის ქვეშ. აქ უნდა მოსულიყვნენ წარმომადგენელი ქორწინების სახლიდან და ფოტოგრაფი. 4-ის ნახევარზე ადგილზე ვიყავი, რადგან ვიცოდი, სიძე პატარძალზე ადრე უნდა მისულიყო. ყველანი შევიკრიბეთ, არ ჩანდა მხოლოდ პატარძალი და მისი მეჯვარე - სალომე. გავიდა 15 წუთი, 20 წუთი, ნახევარი საათი. ვერავის ვუკავშირდებოდი. ვერ წარმოიდგენთ, რა სტრესი მივიღე, რა აღარ ვიფიქრე. სტუმრებიც ანერვიულდნენ. რაიმე ხომ არ მოხდა, თათულიმ ხომ არ გადაიფიქრაო? - მესმოდა ჩურჩული. 1 საათი რომ გავიდა, ქორწინების სახლის წარმომადგენელმა "დამამშვიდა": არ ინერვიულო, ასეთი რამ ხშირად ხდება და ქორწილი ბოლო მომენტში იშლებაო. მე კიდევ ეს მინდოდა?! სტუმრები მაიმედებდნენ, მოვაო და ამაზე სულ ვგიჟდებოდი. ზუსტად საათ-ნახევრის შემდეგ გამოჩნდა მანქანა, საიდანაც თათული და სალომე გადმოვიდნენ. თურმე სილამაზის სალონში ყოფილან, თათულის კაბაც იქ წაუღია, - მაკიაჟს და ვარცხნილობას რომ გავიკეთებ, მერე იქვე ჩავიცვამო. სტილისტებს კაბა მოსწონებიათ, თურმე ყველა მხრიდან ათვალიერებდნენ, კაბა აბურდულა და როცა თათულის ჩაუცვამს, ვერაფრით მოურგია. სალონის თანამშრომლები ამაოდ ცდილობდნენ კაბისთვის პირვანდელი სახის დაბრუნებას. ზუსტად 1 საათი უწვალიათ, ბოლოს ღმერთმა დაგვინდო და კაბა გასწორდა. აი, ასეთი ნერვიულობა შემხვდა საკუთარ ქორწილში. ხელმოწერის შემდეგ წვეულება ცნობილ რესტორანში გვქონდა, რომელიც ოკეანეში მდგარ გემზეა. მხიარულება რომ დასრულდა და უნდა დავშლილიყავით, კოკისპირული წვიმა დაიწყო. ერთი გენახათ, სტუმრები თავქუდმოგლეჯილები რომ გარბოდნენ წვიმაში, მანქანის სადგომისკენ, რომელიც რესტორნიდან 100 მეტრშია. ბოლოს ყველას მოეწონა წვიმაში სირბილი, - რა რომანტიკულიაო, - ამბობდნენ (იცინის)... ძალიან კარგად მახსენდება ქორწილიდან რამდენიმე დღეში სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონთან, მძლეოსან ვიქტორ სანეევთან ოჯახში სტუმრობა. ქართული სუფრა გავშალეთ, ქართული ღვინო შევსვით, შემდეგ კი ვიქტორმა მუსიკის ხმას აუწია და მე და თათულის ცეკვა გვთხოვა. ჩვენ ყველა ავიყოლიეთ: ვიქტორმა თავისი მეუღლე იანა გამოიწვია, შემდეგ თათულის დედ-მამაც ავაცეკვეთ და სასიამოვნოდ გავატარეთ დრო.

დარწმუნებული ვარ, არათუ გავამართლებ თათულის იმედებს, გადავაჭარბებ კიდეც მის მოლოდინს. ჩემი მიზანია, მის აღფრთოვანებულ სახეს ვუყურო ყოველდღე, რაც სასიამოვნო სიურპრიზებით მიიღწევა. სიურპიზებს კი ხშირად ექსპრომტად ვიგონებ ანუ დილით არ ვიცი, საღამოს რას მოვიმოქმედებ. სიდნეი ისეთი ლამაზი ქალაქია, კაცს სულ რომ არ გქონდეს წარმოსახვის უნარი, რაიმე რომანტიკულს შენდა უნებურად გააკეთებ. ასე რომ, ჩემს მშვენიერ ქალბატონს მოწყენა არ ემუქრება. ჩემს განწყობილებას ლექსადაც გადმოვცემ: ლამაზო ტანით, სულით და ფიქრით/, ბედნიერი ვარ, მხარს რომ მიმშვენებ/, რაც უფრო გიცნობ, მით უფრო მეტად/ აღმაფრთოვანებს შენი სიმშვენე!

ძალიან მომენატრა საქართველო. ყველაზე მეტად ის მახარებს, რომ სულ მალე საქართველოში ჩემს მეუღლესთან - უმშვენიერეს თათულისთან ერთად ჩამოვალ. ორივენი დღეებს ვითვლით...

ირმა ხარშილაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები