ოთხშაბათს, 7 ნოემბერს, გამოვიდა გაზეთ "ყველა სიახლის" ახალი ნომერი (#45, 7 - 13 ნოემბერი, 2012 წ.), რომელშიც წაიკითხავთ:
მამუკა არეშიძე: "რევანშისთვის მზადება სერიოზულად მიმდინარეობს დედაქალაქშიც და რეგიონებშიც"
"ახალაიას გუნდს აქვს ერთი კოზირი, მათ შეუძლიათ ამ "ნასედკების" სია გამოაქვეყნონ, ხომ წარმოგიდგენიათ, ამით ციხეებში როგორ აირევა სიტუაცია"
კახა თარგამაძე: "სააკაშვილს საკანში მოვინახულებ!"
"დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ქართული გენოფონდის განადგურების გეგმის განხორციელება მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა დავალებული, აქვს ედუარდ შევარდნაძეს".
"მიხეილ სააკაშვილისთვის უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებს რომ არ დაეჭირა მხარი, მას არაფერს დავუთმობდი.Mმქონდა და მაქვს ძალიან სერიოზული ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილისა და მისი გუნდის მოღალატური გეგმების და სქემების შესახებ".
ნათია დოლიძის კვირის ჩაროზ(გ)ი
ბაჩო მოსულა!
ცოტნე გამსახურდია: "მამა ძალზე კეთილი და, ცოტა არ იყოს, გულუბრყვილო კაცი იყო"
"ყველაფერს ვაკეთებდი იმისათვის, რომ ადამიანად დავრჩენილიყავი"
"მამაჩემს ერთადერთი იდეოლოგია ჰქონდა - მას უსაზღვროდ და უანგაროდ უყვარდა თავისი ქვეყანა, რომელიც, მე თუ მკითხავთ, მაინცდამაინც მხოლოდ სიყვარულს არ იმსახურებდა"
"ბატონი გურამ შარაძის მკვლელობა, სხვა გახმაურებულ მკვლელობებთან ერთად, ნაცმოძრაობის განაჩენად უნდა იქცეს"
მექა ხანგოშვილი: "ჩეჩნების ეს დაუწერელი კანონი უშუალოდ დანაშაულის ჩამდენს ეხება და არა მთელ ერს"
"მოგვიანებით გაირკვა, რომ მებრძოლები თბილისის აეროპორტის გზაზე, უპატრონოთა სასაფლაოზე დამარხეს. როცა ამ საქმის შემსრულებლებმა შეიტყვეს, რომ ამ ფაქტის დამადასტურებელი მასალა არსებობდა, ცხედრები სასწრაფოდ პანკისის ხეობაში დააბრუნეს. ყოფილი ხელისუფლება დიდხანს გვევაჭრებოდა ამ ცხედრებით, იმუქრებოდნენ, რომ მათ ტერორისტების იარლიყს მიაკერებდნენ; მშობლებს შვილები მოუკლეს და მათი გლოვის უფლებასაც არ აძლევდნენ, ასეთი რამ რუსებსაც არ ჩაუდენიათ!"
ლადო პაპავა: "პრობლემა საგარეო ვალი კი არა, მისი მომსახურებაა"
"ასეთი კარგი ეკონომიკური გუნდი საქართველოს მთავრობას ბოლო ცხრა წლის განმავლობაში არ ჰყოლია"
"ექსპორტის დონე ქვეყანაში ძალიან დაბალია, რის გამოც ჩვენს ეკონომიკას არა აქვს უნარი საგარეო ვალებს მოემსახუროს. სწორედ ამის გამო ვალის გასტუმრების ყველაზე ქმედითი გზა საქართველოსთვის ერთია: ახალი საგარეო ვალის აღება და ამ თანხით ძველის გასტუმრება".
დავით ფაცაცია: ზურაბ არსოშვილის მიერ განხორციელებული ფინანსური მაქინაციები "თელასში"
"მივმართავ საქართველოს გენერალურ პროკურორ არჩილ კბილაშვილს და შს მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს: აღიძრას სისხლის სამართლის საქმე ზურაბ არსოშვილის წინააღმდეგ!"
საპენსიო ასაკი და სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა საქართველოში და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაბში
რატომ გვჭირდება "ენის პოლიცია"
ლევან ღვინჯილია: "ქართველი ჟურნალისტი ვალდებულია, ქართული ენის სადარაჯოზე იდგეს, რადგან ჟურნალისტის უმთავრესი იარაღი - ენაა"
კობა კობალაძე: "რა დისციპლინაზეა საუბარი ჯარში, რომლის მთავარსარდლის დეზერტირობის მოწმე მთელი ქვეყანაა?"
"მუხროვანის ამბოხი თავიდან ბოლომდე დადგმული სპექტაკლი იყო"
მაია ასათიანი : "ეჰ, თამუნია, თამუნია! - ეგეთია ჩემი სიყვარული"
"თუ ვინმეს ჰგონია, რომ ნანუკა ჟორჟოლიანს ბარიერებს შევუქმნი და ვიტყვი, რომ მასზე ნაწყენი ვარ და ჩვენ ერთად ვერ ვიმუშავებთ, ცდება"
ბადრი ბასიშვილი: "თუ ვინმეს კითხვები გაუჩნდება, მზად ვარ, ვუპასუხო"
"ახალი ხელისუფლება მალე მიხვდება, რომ სახელმწიფოს მართვა მარტო დაპირებები და თამაში არ არის და რომ ამ პროცესის ასე გაგრძელება და მიშვება არ შეიძლება".
"ამ ხალხს უწოდებდნენ ესენი "ზონდერებს", არადა, ეს ადამიანები იყვნენ ე.წ. მამასახლისები, თვითმმართველობის რწმუნებულთა წარმომადგენლები, რომლებიც უშუალოდ ხალხის პრობლემების გადაჭრაზე ფიქრობდნენ".
პარლამენტის შენობათა ლაბირინთებში
"თავდაპირველად ქუთაისში პარლამენტის შენობის დამკვეთი იყო ქუთაისის მერია, რომელმაც გადაიხადა 65 მილიონი ლარი. ამასთანავე, მთავრობის ადმინისტრაციის შენობისათვის 35 მილიონი ლარი დაიხარჯა, ხოლო პარლამენტის შენობის ცენტრალური ნაწილისათვის - 216 მილიონი. ჯამში, დახარჯულია 360 მილიონი ლარი და დარჩენილი სამუშაოებისთვის დამატებით 15-20 მილიონი ლარია საჭირო"
ნატო მეტონიძე: "უინტელექტობამ კულტურას სახე უცვალა"
"დროა, ჩვენს თავს დავუბრუნდეთ"
რა დაჯდება თბილისის ახალი ზოოპარკი?
რატომ არ მუშაობს საათები, რომელთა შეძენა-დამონტაჟებაზეც 2,5 მილიონი ლარი დაიხარჯა
ასტროლოგი რამაზ გიგაური: თეა წულუკიანი - რკინის ნებისყოფიანი იუსტიციის მინისტრი
(ასტროლოგიური პორტრეტი)