სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რიანა: "მე და კრისი ისევ ერთად ვართ"
რიანა: "მე და კრისი ისევ ერთად ვართ"

თუ ურტყამს, ე.ი. უყ­ვარს - რო­გორც ჩანს, რი­ა­ნა­სა და კრის ბრა­უ­ნის შემ­თხვე­ვა­ში სწო­რედ ასეა. ერ­თად რომ არი­ან, სულ ჩხუ­ბო­ბენ, ერ­თმა­ნე­თის გა­რე­შე კი ვერ ძლე­ბენ.

ექ­სტრა­ვა­გან­ტუ­რი მომ­ღე­რა­ლი რი­ა­ნა თაყ­ვა­ნის­მცემ­ლებს გა­მუდ­მე­ბით აო­ცებს - ხან ბი­ჭუ­რად იჭ­რის თმას, ხან ჟღალ­თმი­ა­ნია, ხან - ქერა, ხან კი გრძე­ლი ყვი­თე­ლი ფრჩხი­ლე­ბით და­დის. მაგ­რამ ამ ვრცელ სი­ა­ში არ შე­დის მხო­ლოდ გა­რეგ­ნუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი, ან კი­დევ მისი სიმ­ღე­რე­ბის მა­ღა­ლი რე­ი­ტინ­გე­ბი, არა­მედ აქ­ტი­უ­რი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბაც. ახლა გა­ირ­კვა, რომ რი­ა­ნამ ყო­ფილ მე­გო­ბარ ბი­ჭთან - კრის ბრა­უნ­თან აღად­გი­ნა ურ­თი­ერ­თო­ბა.

გა­სულ უქ­მე­ებ­ზე პა­პა­რა­ცებ­მა წყვი­ლი ლოს-ან­ჯე­ლეს­ში წვე­უ­ლე­ბის დროს გა­და­ი­ღეს. ერ­თმა­ნეთს ეხუ­ტე­ბოდ­ნენ, ერთ სი­გა­რეტს ეწე­ოდ­ნენ, კოც­ნა­ობ­დნენ. ღა­მის კლუ­ბი კონ­სპი­რა­ცი­ის მიზ­ნით ცალ-ცალ­კე მან­ქა­ნე­ბით და­ტო­ვეს, მაგ­რამ მერე ისევ შეხ­ვდნენ ერ­თმა­ნეთს.

ცოტა ხნის წინ ოპრა უინფრის­თვის მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში რი­ა­ნამ გულ­ღი­ად გა­მო­ა­ცხა­და, რომ კრი­სი ისევ უყ­ვარს. ბი­ჭიც მა­შინ­ვე გა­მო­ეხ­მა­უ­რა. უპა­სუ­ხა, რომ თვი­თო­ნაც ძა­ლი­ან უყ­ვარს.

რი­ა­ნამ მსა­ხი­ო­ბის რან­გშიც გა­მოს­ცა­და თავი, ითა­მა­შა სუ­რათ­ში "ზღვის ბრძო­ლა", რო­მელ­შიც თა­ვის­ნა­ი­რი გიჟ­მა­ჟი გო­გო­ნა გა­ნა­სა­ხი­ე­რა.

- შენ­თან ახ­ლოს არის ეს გმი­რი, არა?

- მე­რე­და რო­გორ! რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში მეც რთუ­ლი ხა­სი­ა­თი მაქვს. თუმ­ცა ფილ­მის­თვის წვრილ­მა­ნებ­ში უნდა და­მე­მუ­შა­ვე­ბი­ნა "ძა­ლი­ან ცუდი გო­გო­ნას" სახე. მისი მზე­რა და ყვე­ლა­ფე­რი და­ნარ­ჩე­ნი. იმ­დე­ნად ღრმად შე­ვი­ჭე­რი როლ­ში, რომ ჩემი სახე ფილ­მის ჩარ­ჩო­ებს გას­ცდა და ჩვე­ულ ცხოვ­რე­ბა­ში გად­მო­ი­ნაც­ვლა. ერთი სი­ტყვით, ახლა უფრო უა­რე­სი ხა­სი­ა­თი მაქვს.

- კლი­პებ­ში გა­და­ღე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა რამ­დე­ნად და­გეხ­მა­რა ამ ფილმზე მუ­შა­ო­ბა­ში?

- არც ისე. საკ­მა­ოდ ბევ­რი სხვა­ო­ბაა. ის რი­ა­ნა, რო­მე­ლიც კლი­პებ­ში მღე­რის, არა­ნა­ი­რად არ მგავს მე, რო­გორც მსა­ხი­ობს. მაგ­რამ მო­მე­წო­ნა "პი­როვ­ნე­ბის გა­ო­რე­ბა".

- ბევ­რი რამ შე­ი­ტყვე ახა­ლი სა­კუ­თარ თავ­ზე?

- როცა თა­მა­შობ, არა­რე­ა­ლუ­რია ემო­ცი­ე­ბის შე­კა­ვე­ბა, ამი­ტომ ყვე­ლა­ფე­რი, რაც შიგ­ნით მქონ­და, გა­რეთ გა­მო­დი­ო­და. ასე რომ, მე ხე­ლახ­ლა აღ­მო­ვა­ჩი­ნე სა­კუ­თა­რი თავი. როცა თა­მა­შობ, რა­ო­დენ უც­ნა­უ­რიც უნდა იყოს, სა­კუ­თარ თავს ხე­დავ.

- ახლა ასე თუ ისე გა­სა­გე­ბია, კი­ნოს რო­მელ ჟანრს ანი­ჭებ უპი­რა­ტე­სო­ბას...

- სუ­ლაც არა! მე, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, მიყ­ვარს თრი­ლე­რე­ბი, ბო­ე­ვი­კე­ბი და სა­ში­ნე­ლე­ბა­თა ფილ­მე­ბი... მაგ­რამ თუ სი­მარ­თლე გინ­დათ, უფრო რო­მან­ტი­კუ­ლი კო­მე­დი­ე­ბი მი­ტა­ცებს.

- რო­მან­ტი­კას რაც შე­ე­ხე­ბა, ცოტა ხნის წინ ყო­ფი­ლი მე­გო­ბა­რი ბი­ჭის მი­სა­მარ­თით სა­ინ­ტე­რე­სო აღი­ა­რე­ბა გა­ა­კე­თე, ცრემ­ლე­ბიც კი დაღ­ვა­რე...

- დიახ, დღემ­დე მიყ­ვარს კრი­სი. არ მე­ში­ნია ამის აღი­ა­რე­ბის, თუმ­ცა ეს მძი­მეა. ის ჩემი პირ­ვე­ლი სიყ­ვა­რუ­ლია და ყო­ველ­თვის ასე იქ­ნე­ბა. სა­ერ­თო­დაც ვფიქ­რობ, რომ ის "სწო­რედ ის არის"... ვიცი, რომ მა­საც ვუყ­ვარ­დი... ჩვენ ისე­თი ახალ­გაზ­რდე­ბი და სპონ­ტა­ნუ­რე­ბი ვი­ყა­ვით... და მარ­თა­ლი ხარ, ცრემ­ლე­ბიც ვერ შე­ვი­კა­ვე. ახლა ახლო მე­გობ­რე­ბი ვართ და ვცდი­ლობთ ერ­თმა­ნეთს ხე­ლახ­ლა ვენ­დოთ. ყო­ველ­თვის, როცა მას ვხე­დავ, სა­შინ­ლად ვი­ძა­ბე­ბი, ეს ძა­ლი­ან მძი­მეა.

- ამ­ბო­ბენ, რომ კრის­მა ნახა შენი სა­ჯა­რო აღი­ა­რე­ბა, რა რე­აქ­ცია ჰქონ­და?

- მე­სი­ჯი გა­მო­მიგ­ზავ­ნა, მად­ლო­ბა გა­და­მი­ხა­და, მის შე­სა­ხებ თქმუ­ლი თბი­ლი სი­ტყვე­ბის­თვის და ბო­დი­შიც მო­მი­ხა­და ყვე­ლაფ­რის­თვის. კი­დევ ის მი­თხრა, რომ ვუყ­ვარ­ვარ (იცი­ნის).

GQ

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

რიანა: "მე და კრისი ისევ ერთად ვართ"

რიანა: "მე და კრისი ისევ ერთად ვართ"

თუ ურტყამს, ე.ი. უყვარს - როგორც ჩანს, რიანასა და კრის ბრაუნის შემთხვევაში სწორედ ასეა. ერთად რომ არიან, სულ ჩხუბობენ, ერთმანეთის გარეშე კი ვერ ძლებენ.

ექსტრავაგანტური მომღერალი რიანა თაყვანისმცემლებს გამუდმებით აოცებს - ხან ბიჭურად იჭრის თმას, ხან ჟღალთმიანია, ხან - ქერა, ხან კი გრძელი ყვითელი ფრჩხილებით დადის. მაგრამ ამ ვრცელ სიაში არ შედის მხოლოდ გარეგნული ცვლილებები, ან კიდევ მისი სიმღერების მაღალი რეიტინგები, არამედ აქტიური პირადი ცხოვრებაც. ახლა გაირკვა, რომ რიანამ ყოფილ მეგობარ ბიჭთან - კრის ბრაუნთან აღადგინა ურთიერთობა.

გასულ უქმეებზე პაპარაცებმა წყვილი ლოს-ანჯელესში წვეულების დროს გადაიღეს. ერთმანეთს ეხუტებოდნენ, ერთ სიგარეტს ეწეოდნენ, კოცნაობდნენ. ღამის კლუბი კონსპირაციის მიზნით ცალ-ცალკე მანქანებით დატოვეს, მაგრამ მერე ისევ შეხვდნენ ერთმანეთს.

ცოტა ხნის წინ ოპრა უინფრისთვის მიცემულ ინტერვიუში რიანამ გულღიად გამოაცხადა, რომ კრისი ისევ უყვარს. ბიჭიც მაშინვე გამოეხმაურა. უპასუხა, რომ თვითონაც ძალიან უყვარს.

რიანამ მსახიობის რანგშიც გამოსცადა თავი, ითამაშა სურათში "ზღვის ბრძოლა", რომელშიც თავისნაირი გიჟმაჟი გოგონა განასახიერა.

- შენთან ახლოს არის ეს გმირი, არა?

- მერედა როგორ! რეალურ ცხოვრებაში მეც რთული ხასიათი მაქვს. თუმცა ფილმისთვის წვრილმანებში უნდა დამემუშავებინა "ძალიან ცუდი გოგონას" სახე. მისი მზერა და ყველაფერი დანარჩენი. იმდენად ღრმად შევიჭერი როლში, რომ ჩემი სახე ფილმის ჩარჩოებს გასცდა და ჩვეულ ცხოვრებაში გადმოინაცვლა. ერთი სიტყვით, ახლა უფრო უარესი ხასიათი მაქვს.

- კლიპებში გადაღების გამოცდილება რამდენად დაგეხმარა ამ ფილმზე მუშაობაში?

- არც ისე. საკმაოდ ბევრი სხვაობაა. ის რიანა, რომელიც კლიპებში მღერის, არანაირად არ მგავს მე, როგორც მსახიობს. მაგრამ მომეწონა "პიროვნების გაორება".

- ბევრი რამ შეიტყვე ახალი საკუთარ თავზე?

- როცა თამაშობ, არარეალურია ემოციების შეკავება, ამიტომ ყველაფერი, რაც შიგნით მქონდა, გარეთ გამოდიოდა. ასე რომ, მე ხელახლა აღმოვაჩინე საკუთარი თავი. როცა თამაშობ, რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, საკუთარ თავს ხედავ.

- ახლა ასე თუ ისე გასაგებია, კინოს რომელ ჟანრს ანიჭებ უპირატესობას...

- სულაც არა! მე, რასაკვირველია, მიყვარს თრილერები, ბოევიკები და საშინელებათა ფილმები... მაგრამ თუ სიმართლე გინდათ, უფრო რომანტიკული კომედიები მიტაცებს.

- რომანტიკას რაც შეეხება, ცოტა ხნის წინ ყოფილი მეგობარი ბიჭის მისამართით საინტერესო აღიარება გააკეთე, ცრემლებიც კი დაღვარე...

- დიახ, დღემდე მიყვარს კრისი. არ მეშინია ამის აღიარების, თუმცა ეს მძიმეა. ის ჩემი პირველი სიყვარულია და ყოველთვის ასე იქნება. საერთოდაც ვფიქრობ, რომ ის "სწორედ ის არის"... ვიცი, რომ მასაც ვუყვარდი... ჩვენ ისეთი ახალგაზრდები და სპონტანურები ვიყავით... და მართალი ხარ, ცრემლებიც ვერ შევიკავე. ახლა ახლო მეგობრები ვართ და ვცდილობთ ერთმანეთს ხელახლა ვენდოთ. ყოველთვის, როცა მას ვხედავ, საშინლად ვიძაბები, ეს ძალიან მძიმეა.

- ამბობენ, რომ კრისმა ნახა შენი საჯარო აღიარება, რა რეაქცია ჰქონდა?

- მესიჯი გამომიგზავნა, მადლობა გადამიხადა, მის შესახებ თქმული თბილი სიტყვებისთვის და ბოდიშიც მომიხადა ყველაფრისთვის. კიდევ ის მითხრა, რომ ვუყვარვარ (იცინის).

GQ

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება