საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნაციონალები" ჯერ კიდევ გაურკვევლობაში არიან"
"ნაციონალები" ჯერ კიდევ გაურკვევლობაში არიან"

"ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას­თან" ერ­თად მუ­შა­ო­ბა მარ­თლაც რთუ­ლი იქ­ნე­ბა, იმ უბ­რა­ლო მი­ზე­ზით, რომ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ჯერ კი­დევ ვერ გარ­კვე­უ­ლან, რა მოხ­და. იცი­ან, რომ და­მარ­ცხდნენ, მაგ­რამ ში­ნა­გა­ნად ჯერ კი­დევ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში გრძნო­ბენ თავს, რაც ძა­ლი­ან დრა­მა­ტუ­ლია და სა­სა­ცი­ლოც", - ამ­ბობს სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რი ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც მი­იჩ­ნევს, რომ ზოგ შემ­თხვე­ვა­ში უმ­ცი­რე­სო­ბის ბა­ქი­ბუ­ქი და ხმის აწე­ვა სა­სა­ცი­ლოც კი არის.

- 8 წე­ლია ასე ცხოვ­რო­ბენ და ჩვე­ვა­ში გა­და­უ­ვი­დათ უკვე. არა უშავს, იმე­დია, თან­და­თან გა­ერ­კვე­ვი­ან და გო­ნე­ბა ნელ-ნელა და­ეწ­მინ­დე­ბათ. ვი­ღაც მზად იქ­ნე­ბა ოპო­ნი­რე­ბის­თვის, ვი­ღაც კი - წარ­სულ­ში თა­ვი­სი "დამ­სა­ხუ­რე­ბის" გამო ქარ­თვე­ლი ხალ­ხის სა­ფუძ­ვლი­ა­ნი კრი­ტი­კის­თვის. მათი მხრი­დან ბოლო დროს ხში­რად ის­მის, რომ ერმა ვერ და­ი­ნა­ხა მათი ღვაწ­ლი, რა­ზეც გუ­ლი­ა­ნი გა­ღი­მე­ბა შე­იძ­ლე­ბა.

- "სა­ქარ­თვე­ლომ მი­ი­ღო ყვე­ლაზე მთა­ვა­რი, ბევ­რი ტუ­რის­ტი და ინ­ვეს­ტი­ცია", - გა­ნა­ცხა­და გია ბა­რა­მი­ძემ რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ურ­­თი­ერ­თო­ბებ­ზე სა­უბ­რის დროს. რამ­დე­ნად აქვს ძველ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ამის თქმის სა­ფუძ­ვე­ლი?

- ეს არის არა­სე­რი­ო­ზუ­ლი ნათ­ქვა­მი, რო­მე­ლიც ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ამ მიღ­წე­ვე­ბით ვი­ღა­ცე­ბის გა­ხა­რე­ბა­ზეა გათ­ვლი­ლი, - თან საყ­ვე­დუ­რო­ბენ კი­დეც, აი, ჩვენ რამ­დე­ნი რამე გა­ვა­კე­თეთ და თქვენ უმა­დუ­რე­ბი ხარ­თო. ბა­რა­მი­ძე სწო­რედ ის ფი­გუ­რაა, რო­მე­ლიც რე­ა­ლო­ბა­ში ჯერ კი­დევ ვერ გა­ერ­კვა. იმ­დენ ხანს იყო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში და ისე­თი დიდი ოც­ნე­ბე­ბი ჰქონ­და, რომ მას ახალ რე­ა­ლო­ბას­თან შეჩ­ვე­ვა გა­უ­ჭირ­დე­ბა.

- სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში უკვე ხუმრ­ობენ, რომ შე­საძ­ლოა, სა­ზღვარ­გა­რეთ გაქ­ცე­ულ­მა მი­ნის­ტრებ­მა და­სა­ვლეთ­ში დევ­ნი­ლი მთავ­რო­ბა შექ­მნან...

- რა თქმა უნდა, ეს იუ­მო­რით არის ნათ­ქვა­მი, მთავ­რო­ბა დევ­ნი­ლო­ბა­ში სულ სხვა ვი­თა­რე­ბა­ში იქ­მნე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა მათ წას­ვლას, ჯერ­ჯე­რო­ბით კა­ნო­ნი არ და­ურ­ღვე­ვი­ათ, რად­გან მათ მი­მართ საქ­მე არ არის აღ­ძრუ­ლი, მაგ­რამ ხვალ და ზეგ შე­საძ­ლოა, პრო­კუ­რა­ტუ­რას კი­თხვე­ბი გა­უჩ­ნდეს და მა­შინ კი, კე­თი­ლი ინე­ბონ და უნდა "და­ა­ფა­სონ" ის სამ­შობ­ლო, რომ­ლის სიყ­ვა­რულ­საც 1-ლი ოქ­ტომ­ბრის შემ­დეგ მა­ღალ­მხატ­ვრუ­ლად გვიხ­სნი­ან. ამას წი­ნათ შაშ­კი­ნის "ამა­ღელ­ვე­ბელ" ნოტ­ზე და­წე­რი­ლი "წარ­მა­ტე­ბუ­ლი რე­ფორ­მე­ბის" შე­სა­ხებ წა­ვი­კი­თხე, ოღონდ წარ­მა­ტე­ბა­ში რას გუ­ლის­ხმობს, არ ვიცი. სკო­ლე­ბის გა­უ­ბე­დუ­რე­ბას, ბავ­შვებ­მა ათის პრო­ცენ­ტის გა­მოყ­ვა­ნა და წი­ლა­დე­ბის გამ­რავ­ლე­ბა რომ არ იცი­ან, თუ ფორ­მი­ა­ნი ხალ­ხის სკო­ლა­ში შეშ­ვე­ბას, წეს­რი­გი რომ უნდა და­ემ­ყა­რე­ბი­ნათ? შაშ­კი­ნი არც ინ­ტე­ლექ­ტი­თა და არც გა­ნათ­ლე­ბით არც ერთ თა­ნამ­დე­ბო­ბას არ შე­ე­სა­ბა­მე­ბო­და, ის გახ­ლდათ შემ­თხვე­ვი­თი კაცი. გა­უ­მარ­თლა, რა­ხან ქარ­თუ­ლი გვა­რი არ ჰქონ­და და მი­შას ასე­თი გვა­რის ადა­მი­ა­ნი სჭირ­დე­ბო­და, რათა "პატ­რი­ო­ტულ-ქარ­თულ" საქ­მე­ებ­ში ჩა­ერ­თო. ამ თვალ­საზ­რი­სით ჩვენც მოგ­ვწონ­და. კარ­გია, როცა კაცი შაშ­კი­ნია გვა­რად და ქარ­თულ საქ­მეს აკე­თებს, მაგ­რამ მან არ გა­ა­კე­თა ქარ­თუ­ლი საქ­მე და მა­ინც გვა­მად­ლის?..

- მი­სი­ვე თქმით, პე­ნი­ტენ­ცი­ურ სის­ტე­მა­ში ძა­ლა­დო­ბის შემ­ცი­რე­ბის­თვის ქუ­ჩა­ში ხალ­ხი ემად­ლი­ე­რე­ბო­და...

- იცით, როცა ადა­მი­ა­ნი მი­ნის­ტრია და ქუ­ჩა­ში და­ი­ა­რე­ბა, შე­საძ­ლოა, მად­ლო­ბაც კი უთხრან და შუბ­ლზეც აკო­ცონ, მაგ­რამ იმ­დე­ნი გო­ნე­ბა უნდა ჰქონ­დეს, რომ მიხ­ვდეს, რამ­დე­ნად გულ­წრფე­ლია ეს ამ­ბო­რი... აბა, ახლა გა­ი­ა­როს ქუ­ჩა­ში და გა­ი­გებს, რას ფიქ­რო­ბენ მას­ზე. თუ კოც­ნას უპი­რებ­დნენ, მა­შინ ასე­თი ქვეყ­ნი­დან რა­ტომ წა­ვი­და იქ, სა­დაც კა­ციშ­ვი­ლი არ იც­ნობს. თუ მასა და მის თა­ნა­გუნ­დე­ლებს არა­ფე­რი და­უ­შა­ვე­ბი­ათ, ისიც გა­ირ­კვე­ვა. არა მგო­ნია, რო­მე­ლი­მე მათ­გა­ნი ისე­თი მნიშ­ვნე­ლო­ბის ფი­გუ­რა იყოს, რომ რო­მე­ლი­მე ქვეყ­ნის ლი­დერ­მა მათ გად­მო­ცე­მა­ზე უარი გვი­თხრას.

- პარ­ლა­მენ­ტის თბი­ლის­ში დაბ­რუ­ნე­ბა იგეგ­მე­ბა თუ არა?

- ეს სა­კი­თხი კონ­სტი­ტუ­ცი­ურ­მა უმ­რავ­ლე­სო­ბამ უნდა გა­და­წყვი­ტოს, რო­მე­ლიც ჯერ­ჯე­რო­ბით არ არ­სე­ბობს... შე­ნო­ბა­ში ბევ­რი პრობ­ლე­მაა, მაგ­რამ მუ­შა­ო­ბა შე­იძ­ლე­ბა. ახლა უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხე­ბი გვაქვს მო­საგ­ვა­რე­ბე­ლი. შე­საძ­ლოა, პარ­ლა­მენ­ტი თბი­ლის­შიც იყოს და ქუ­თა­ის­შიც, რად­გან არ გა­მოვ­რი­ცხავ, რომ ამას მოჰ­ყვეს ორ­პა­ლა­ტი­ა­ნო­ბა და სე­ნა­ტიც დამ­კვიდ­რდეს.

- კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრის მოა­დგი­ლის და­ნიშ­ვნის სა­კითხს დიდი ხმა­ური მოჰ­ყვა. ზო­გა­დად, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მო­ის­მენთ, რომ "ოც­ნე­ბას" კად­რე­ბის დე­ფი­ცი­ტი აქვს.

- ჩვენ­თან ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის კო­მი­ტეტ­ში კარ­გა ხანს ვე­ძებ­დით მო­ად­გი­ლეს. იმ სა­მი­ნის­ტრო­ში, სა­დაც ხე­ლოვ­ნე­ბი­სა და კულ­ტუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, თა­ვი­სუ­ფა­ლი აზ­რის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან, ასე­თი გა­უ­გებ­რო­ბე­ბი მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო. ისე კი, მე რომ ვიყო, არც ერთ კო­ლექ­ტი­ურ წე­რილს არ წა­ვი­კი­თხავ­დი, რად­გან ამის დრო და­ახ­ლო­ე­ბით 20 წლის წინ წა­ვი­და და ყვე­ლამ კარ­გად ვნა­ხეთ, რომ თით­ქმის არც ერთ შემ­თხვე­ვა­ში კო­ლექ­ტი­უ­რი წე­რი­ლე­ბით არა­ფე­რი გა­და­წყვე­ტი­ლა... კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ წარ­სუ­ლის შეც­დო­მებს ოდეს­მე გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ. სულ მალე, როცა მი­ნის­ტრი თა­ვი­სი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას შეძ­ლებს, ძა­ლი­ან ბევ­რი შე­იძ­ლე­ბა გა­ო­ცე­ბუ­ლი დარ­ჩეს მისი მუ­შა­ო­ბის პრინ­ცი­პით.

- რა­ტომ?

- იმი­ტომ, რომ შე­საძ­ლოა, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მენ­ტა­ლუ­რი გავ­ლე­ნით კი არა, ისე მი­ი­ღოს, რო­გორც საქ­მეს სჭირ­დე­ბა.

ლალი პა­პას­კი­რი

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

"ნაციონალები" ჯერ კიდევ გაურკვევლობაში არიან"

"ნაციონალები" ჯერ კიდევ გაურკვევლობაში არიან"

"ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად მუშაობა მართლაც რთული იქნება, იმ უბრალო მიზეზით, რომ ეს ადამიანები ჯერ კიდევ ვერ გარკვეულან, რა მოხდა. იციან, რომ დამარცხდნენ, მაგრამ შინაგანად ჯერ კიდევ ხელისუფლებაში გრძნობენ თავს, რაც ძალიან დრამატულია და სასაცილოც", - ამბობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან ბერძენიშვილი, რომელიც მიიჩნევს, რომ ზოგ შემთხვევაში უმცირესობის ბაქიბუქი და ხმის აწევა სასაცილოც კი არის.

- 8 წელია ასე ცხოვრობენ და ჩვევაში გადაუვიდათ უკვე. არა უშავს, იმედია, თანდათან გაერკვევიან და გონება ნელ-ნელა დაეწმინდებათ. ვიღაც მზად იქნება ოპონირებისთვის, ვიღაც კი - წარსულში თავისი "დამსახურების" გამო ქართველი ხალხის საფუძვლიანი კრიტიკისთვის. მათი მხრიდან ბოლო დროს ხშირად ისმის, რომ ერმა ვერ დაინახა მათი ღვაწლი, რაზეც გულიანი გაღიმება შეიძლება.

- "საქართველომ მიიღო ყვე­ლაზე მთავარი, ბევრი ტურისტი და ინვესტიცია", - განაცხადა გია ბარამიძემ რუსეთ-საქართველოს ურ­­თიერთობებზე საუბრის დროს. რამ­დენად აქვს ძველ ხელისუფლებას ამის თქმის საფუძველი?

- ეს არის არასერიოზული ნათქვამი, რომელიც ხელისუფლების ამ მიღწევებით ვიღაცების გახარებაზეა გათვლილი, - თან საყვედურობენ კიდეც, აი, ჩვენ რამდენი რამე გავაკეთეთ და თქვენ უმადურები ხართო. ბარამიძე სწორედ ის ფიგურაა, რომელიც რეალობაში ჯერ კიდევ ვერ გაერკვა. იმდენ ხანს იყო ხელისუფლებაში და ისეთი დიდი ოცნებები ჰქონდა, რომ მას ახალ რეალობასთან შეჩვევა გაუჭირდება.

- საზოგადოებაში უკვე ხუმრ­ობენ, რომ შესაძლოა, საზღვარგარეთ გაქცეულმა მინისტრებმა და­სა­ვლეთში დევნილი მთავრობა შექმნან...

- რა თქმა უნდა, ეს იუმორით არის ნათქვამი, მთავრობა დევნილობაში სულ სხვა ვითარებაში იქმნება. რაც შეეხება მათ წასვლას, ჯერჯერობით კანონი არ დაურღვევიათ, რადგან მათ მიმართ საქმე არ არის აღძრული, მაგრამ ხვალ და ზეგ შესაძლოა, პროკურატურას კითხვები გაუჩნდეს და მაშინ კი, კეთილი ინებონ და უნდა "დააფასონ" ის სამშობლო, რომლის სიყვარულსაც 1-ლი ოქტომბრის შემდეგ მაღალმხატვრულად გვიხსნიან. ამას წინათ შაშკინის "ამაღელვებელ" ნოტზე დაწერილი "წარმატებული რეფორმების" შესახებ წავიკითხე, ოღონდ წარმატებაში რას გულისხმობს, არ ვიცი. სკოლების გაუბედურებას, ბავშვებმა ათის პროცენტის გამოყვანა და წილადების გამრავლება რომ არ იციან, თუ ფორმიანი ხალხის სკოლაში შეშვებას, წესრიგი რომ უნდა დაემყარებინათ? შაშკინი არც ინტელექტითა და არც განათლებით არც ერთ თანამდებობას არ შეესაბამებოდა, ის გახლდათ შემთხვევითი კაცი. გაუმართლა, რახან ქართული გვარი არ ჰქონდა და მიშას ასეთი გვარის ადამიანი სჭირდებოდა, რათა "პატრიოტულ-ქართულ" საქმეებში ჩაერთო. ამ თვალსაზრისით ჩვენც მოგვწონდა. კარგია, როცა კაცი შაშკინია გვარად და ქართულ საქმეს აკეთებს, მაგრამ მან არ გააკეთა ქართული საქმე და მაინც გვამადლის?..

- მისივე თქმით, პენიტენციურ სისტემაში ძალადობის შემცირებისთვის ქუჩაში ხალხი ემადლიერებოდა...

- იცით, როცა ადამიანი მინისტრია და ქუჩაში დაიარება, შესაძლოა, მადლობაც კი უთხრან და შუბლზეც აკოცონ, მაგრამ იმდენი გონება უნდა ჰქონდეს, რომ მიხვდეს, რამდენად გულწრფელია ეს ამბორი... აბა, ახლა გაიაროს ქუჩაში და გაიგებს, რას ფიქრობენ მასზე. თუ კოცნას უპირებდნენ, მაშინ ასეთი ქვეყნიდან რატომ წავიდა იქ, სადაც კაციშვილი არ იცნობს. თუ მასა და მის თანაგუნდელებს არაფერი დაუშავებიათ, ისიც გაირკვევა. არა მგონია, რომელიმე მათგანი ისეთი მნიშვნელობის ფიგურა იყოს, რომ რომელიმე ქვეყნის ლიდერმა მათ გადმოცემაზე უარი გვითხრას.

- პარლამენტის თბილისში დაბრუნება იგეგმება თუ არა?

- ეს საკითხი კონსტიტუციურმა უმრავლესობამ უნდა გადაწყვიტოს, რომელიც ჯერჯერობით არ არსებობს... შენობაში ბევრი პრობლემაა, მაგრამ მუშაობა შეიძლება. ახლა უფრო მნიშვნელოვანი საკითხები გვაქვს მოსაგვარებელი. შესაძლოა, პარლამენტი თბილისშიც იყოს და ქუთაისშიც, რადგან არ გამოვრიცხავ, რომ ამას მოჰყვეს ორპალატიანობა და სენატიც დამკვიდრდეს.

- კულტურის მინისტრის მოა­დგილის დანიშვნის საკითხს დიდი ხმა­ური მოჰყვა. ზოგადად, საზოგადოებაში მოისმენთ, რომ "ოცნებას" კადრების დეფიციტი აქვს.

- ჩვენთან ევროინტეგრაციის კო­მიტეტში კარგა ხანს ვეძებდით მოადგილეს. იმ სამინისტროში, სადაც ხელოვნებისა და კულტურის წარმომადგენლები, თავისუფალი აზრის მქონე ადამიანები არიან, ასეთი გაუგებრობები მოსალოდნელი იყო. ისე კი, მე რომ ვიყო, არც ერთ კოლექტიურ წერილს არ წავიკითხავდი, რადგან ამის დრო დაახლოებით 20 წლის წინ წავიდა და ყველამ კარგად ვნახეთ, რომ თითქმის არც ერთ შემთხვევაში კოლექტიური წერილებით არაფერი გადაწყვეტილა... კარგი იქნება, თუ წარსულის შეცდომებს ოდესმე გავითვალისწინებთ. სულ მალე, როცა მინისტრი თავისი უფლებამოსილების განხორციელებას შეძლებს, ძალიან ბევრი შეიძლება გაოცებული დარჩეს მისი მუშაობის პრინციპით.

- რატომ?

- იმიტომ, რომ შესაძლოა, გადაწყვეტილება მენტალური გავლენით კი არა, ისე მიიღოს, როგორც საქმეს სჭირდება.

ლალი პაპასკირი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა