მსოფლიო
საზოგადოება

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აზია კარერა ყველაზე - ჭკვიანი პორნოვარსკვლავი
აზია კარერა ყველაზე - ჭკვიანი პორნოვარსკვლავი

ცოტა ხნის წინ ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­სკვლა­ვე­ბის ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი გა­მოქ­ვეყ­ნდა. ყვე­ლა­ზე მო­უ­ლოდ­ნე­ლი ის იყო, რომ ჭკვი­ან ვარ­სკვლავ­თა შო­რის აღ­მოჩ­ნდა პორ­ნო­ვარ­სკვლა­ვი აზია კარ­ე­რა, რომ­ლის IQ 156-ს უტოლ­დე­ბა.

39 წლის აზია კარ­ე­რა ამე­რი­კე­ლი პორ­ნომ­სა­ხი­ო­ბია. თა­ვი­სი ფსევ­დო­ნი­მი ორი ნა­წი­ლის­გან შე­ად­გი­ნა: აზია - იმის გამო, რომ აზი­ე­ლია, კარ­ე­რა კი - მსა­ხი­ობ ტია კარ­ე­რას პა­ტივ­სა­ცე­მად.

აზი­ას მამა ია­პო­ნე­ლი იყო, რო­მე­ლიც ნიუ-იორკში სა­ცხოვ­რებ­ლად მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დამ­თავ­რე­ბის­თა­ნა­ვე გა­და­ვი­და, დედა კი - გერ­მა­ნე­ლი. ბავ­შვო­ბა­ში ძა­ლი­ან ჭკვი­ა­ნი გო­გო­ნა იყო და სკო­ლა­ში სა­უ­კე­თე­სო მოს­წავ­ლეც გახ­ლდათ. 16 წლი­სა გაც­ვლი­თი პროგ­რა­მით მოხ­ვდა ერთ-ერთ ია­პო­ნურ სკო­ლა­ში, სა­დაც ინ­გლი­სურს ას­წავ­ლი­და ბავ­შვებს. ასე­ვე ჰქონ­და მუ­სი­კა­ლუ­რი ნიჭი და უკვე 13 წლის ასაკ­ში ნიუ-იორ­კის კარ­ნე­გი ჰოლ­ში სა­ფორ­ტე­პი­ა­ნო კონ­ცერ­ტებს ატა­რებ­და. ვე­რა­ვინ იფიქ­რებ­და, რომ ეს წარ­მა­ტე­ბუ­ლი გო­გო­ნა ამ­გვა­რად გა­აგ­რძე­ლებ­და ცხოვ­რე­ბას.

მშობ­ლე­ბის მე­ტის­მე­ტი სიმ­კაც­რე არ აძ­ლევ­და გო­გო­ნას სა­შუ­ა­ლე­ბას, ყო­ფი­ლი­ყო ისე­თი თა­ვი­სუ­ფა­ლი, რო­გო­რიც თა­ვად სურ­და. ამი­ტო­მაც 17 წლი­სა სახ­ლი­დან გა­იქ­ცა, თუმ­ცა მერე უკან დაბ­რუნ­და. მშობ­ლებ­მა მისი გა­ნათ­ლე­ბა გა­აგ­რძე­ლეს და კო­ლე­ჯში მი­ა­ბა­რეს. სა­ღა­მო­ო­ბით, ლექ­ცი­ე­ბის შემ­დეგ, აზი­ამ სტრიპ­ტი­ზის ცეკ­ვა და­ი­წყო გა­სარ­თო­ბად და ცოტა ფუ­ლის სა­შოვ­ნე­ლად. მალე ამ საქ­მი­ა­ნო­ბამ ისე გა­ი­ტა­ცა, შიშ­ვლად ფო­ტო­ე­ბის გა­და­ღე­ბაც გა­ბე­და.

მისი ერთ-ერთი შიშ­ვე­ლი ფოტო აღ­მოჩ­ნდა პორ­ნო­ფილ­მე­ბის პრო­დი­უ­სერ ბად ლის ხელ­ში, რო­მელ­მაც ის სინ­ჯებ­ზე მი­იწ­ვია. სწო­რედ მის ფილმში ითა­მა­შა პირ­ვე­ლად 1994 წელს, ერთ წე­ლი­წად­ში კი უკვე პორ­ნო­ვარ­სკვლა­ვე­ბის­თვის სა­ნატ­რე­ლი კი­ნოპ­რე­მი­აც და­იმ­სა­ხუ­რა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით აზია ცო­ლა­დაც გაჰ­ყვა პრო­დი­უ­სერ ბად ლის.

მალე მთლი­ა­ნად ჩა­ეფ­ლო პორ­ნო­ინ­დუსტრი­ა­ში და 250-ზე მეტ ფილმში ითა­მა­შა. გარ­კვე­უ­ლი პო­პუ­ლა­რო­ბის მოხ­ვე­ჭის შემ­დეგ გა­და­წყვი­ტა, უარი ეთ­ქვა პორ­ნო­ფილ­მებ­ზე და პრო­დი­უ­სე­რო­ბა და რე­ჟი­სო­რო­ბა ეცა­და. 1998 წელს ძმებ კო­ე­ნებ­თა­ნაც ითა­მა­შა ფილმში "დიდი ლე­ბოვ­სკი", პორ­ნომ­სა­ხი­ო­ბის როლ­ში, მაგ­რამ შემ­დგომ­ში ტიტ­რებ­ში არ მო­იხ­სე­ნი­ეს.

დღეს­დღე­ო­ბით მარ­ტოა, ქმარს გა­ე­ყა­რა. თა­ვი­სუ­ფალ დროს პროგ­რა­მი­რე­ბას და ვებ-დი­ზა­ინს სწავ­ლობს, თა­ვი­სი სა­ი­ტიც აქვს. მო­თხრო­ბებ­სა და სცე­ნა­რებს წერს, ფორ­ტე­პი­ა­ნო­ზე უკ­რავს და კვან­ტურ ფი­ზი­კა­საც ეუფ­ლე­ბა.

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

აზია კარერა ყველაზე - ჭკვიანი პორნოვარსკვლავი

აზია კარერა ყველაზე - ჭკვიანი პორნოვარსკვლავი

ცოტა ხნის წინ ჰოლივუდის ვარსკვლავების ინტელექტუალური მონაცემები გამოქვეყნდა. ყველაზე მოულოდნელი ის იყო, რომ ჭკვიან ვარსკვლავთა შორის აღმოჩნდა პორნოვარსკვლავი აზია კარერა, რომლის IQ 156-ს უტოლდება.

39 წლის აზია კარერა ამერიკელი პორნომსახიობია. თავისი ფსევდონიმი ორი ნაწილისგან შეადგინა: აზია - იმის გამო, რომ აზიელია, კარერა კი - მსახიობ ტია კარერას პატივსაცემად.

აზიას მამა იაპონელი იყო, რომელიც ნიუ-იორკში საცხოვრებლად მეორე მსოფლიო ომის დამთავრებისთანავე გადავიდა, დედა კი - გერმანელი. ბავშვობაში ძალიან ჭკვიანი გოგონა იყო და სკოლაში საუკეთესო მოსწავლეც გახლდათ. 16 წლისა გაცვლითი პროგრამით მოხვდა ერთ-ერთ იაპონურ სკოლაში, სადაც ინგლისურს ასწავლიდა ბავშვებს. ასევე ჰქონდა მუსიკალური ნიჭი და უკვე 13 წლის ასაკში ნიუ-იორკის კარნეგი ჰოლში საფორტეპიანო კონცერტებს ატარებდა. ვერავინ იფიქრებდა, რომ ეს წარმატებული გოგონა ამგვარად გააგრძელებდა ცხოვრებას.

მშობლების მეტისმეტი სიმკაცრე არ აძლევდა გოგონას საშუალებას, ყოფილიყო ისეთი თავისუფალი, როგორიც თავად სურდა. ამიტომაც 17 წლისა სახლიდან გაიქცა, თუმცა მერე უკან დაბრუნდა. მშობლებმა მისი განათლება გააგრძელეს და კოლეჯში მიაბარეს. საღამოობით, ლექციების შემდეგ, აზიამ სტრიპტიზის ცეკვა დაიწყო გასართობად და ცოტა ფულის საშოვნელად. მალე ამ საქმიანობამ ისე გაიტაცა, შიშვლად ფოტოების გადაღებაც გაბედა.

მისი ერთ-ერთი შიშველი ფოტო აღმოჩნდა პორნოფილმების პროდიუსერ ბად ლის ხელში, რომელმაც ის სინჯებზე მიიწვია. სწორედ მის ფილმში ითამაშა პირველად 1994 წელს, ერთ წელიწადში კი უკვე პორნოვარსკვლავებისთვის სანატრელი კინოპრემიაც დაიმსახურა. მოგვიანებით აზია ცოლადაც გაჰყვა პროდიუსერ ბად ლის.

მალე მთლიანად ჩაეფლო პორნოინდუსტრიაში და 250-ზე მეტ ფილმში ითამაშა. გარკვეული პოპულარობის მოხვეჭის შემდეგ გადაწყვიტა, უარი ეთქვა პორნოფილმებზე და პროდიუსერობა და რეჟისორობა ეცადა. 1998 წელს ძმებ კოენებთანაც ითამაშა ფილმში "დიდი ლებოვსკი", პორნომსახიობის როლში, მაგრამ შემდგომში ტიტრებში არ მოიხსენიეს.

დღესდღეობით მარტოა, ქმარს გაეყარა. თავისუფალ დროს პროგრამირებას და ვებ-დიზაინს სწავლობს, თავისი საიტიც აქვს. მოთხრობებსა და სცენარებს წერს, ფორტეპიანოზე უკრავს და კვანტურ ფიზიკასაც ეუფლება.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება