ავლაბარში მოკლული მამაკაცი 22 წლის გიორგი მამარდაშვილია და ამავე უბანში ცხოვრობს. როგორც "ინტერპრესნიუსს" თვითმხილველებმა განუცხადეს, ცხედარი თავდაპირველად გარდაცვლილის დედამ ნახა. მას რამდენიმე ტყვია შუბლის არეში აქვს მოხვედრილი.
თვითმხილველები მკვლელობის ვერსიებზე ვერ საუბრობენ. მათი თქმით, არც გასროლის ხმა გაუგიათ და არც ჩხუბის შესახებ სმენიათ რამე.
ცხედარი ჯერ კიდევ შემთხვევის ადგილზე რჩება. ადგილზე მობილიზებული არიან საპატრულო პოლიციისა და კრიმინალური სამსახურის წარმომადგენლები. მიმდებარე ტერიტორია გადაკეტილია.