მეტროს სადგურ "ავლაბართან" ცოტა ხნის წინ მკვლელობა მოხდა. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იუწყება, ახალგაზრდა მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით არის მოკლული. გავრცელებული ინფორმაციით, მას ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული.
ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და კრიმინალური სამსახურის წარმომადგენლები. მკვლელობის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.