კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

6

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:10-ზე, მთვარე ლომში იქნება 08:37-დან რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა მოგზაურობის, შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადაადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიგი უგულავა საქართველოს მთავრობას მიმართავს
გიგი უგულავა საქართველოს მთავრობას მიმართავს

უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში თბი­ლი­სის მერი გიგი უგუ­ლა­ვა სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას მი­მარ­თავს და გან­სა­ხილ­ვე­ლად წა­რუდ­გენს სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის პრო­ექტს , რომ­ლი­თაც მიმ­დი­ნა­რე წელს სა­ხელ­მწი­ფო სო­ცი­ა­ლუ­რი პროგ­რა­მე­ბი აღ­დგე­ბა.

ამის შე­სა­ხებ დღეს, დე­და­ქა­ლა­ქის მე­რი­ა­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე მე­რი­ის იუ­რი­დი­უ­ლი სამ­სა­ხუ­რის უფ­როს­მა ირაკ­ლი აბე­სა­ძემ გა­ნა­ცხა­და. მი­სი­ვე თქმით, შექ­მნი­ლი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მო­სას­ვლე­ლად მე­რი­ის მთა­ვარ მიზ­ნად რჩე­ბა, გაგ­რძელ­დეს იმ სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბე­ბის გა­ცე­მა, რო­მე­ლიც მიმ­დი­ნა­რე წლის 31 ოქ­ტომ­ბერს, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის დად­გე­ნი­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე შე­ჩერ­და.

აბე­სა­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე თბი­ლი­სის მე­რი­ა­სა და ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს­თან ერ­თად რამ­დე­ნი­მე გან­ხილ­ვა შედ­გა. ჯერ­ჯე­რო­ბით სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლი არ არის. ამ პრო­ცე­სის დაჩ­ქა­რე­ბის მიზ­ნით კი, რათა სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბე­ბის გა­ცე­მა უწყვე­ტად გაგ­რძელ­დეს, თბი­ლი­სის მე­რია გეგ­მავს სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას მი­მარ­თოს და გან­სა­ხილ­ვე­ლად წა­რუდ­გი­ნოს სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის პრო­ექ­ტი, რომ­ლი­თაც მიმ­დი­ნა­რე წელს სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მე­ბი აღ­დგე­ბა.

სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის 2012 წლის 19 ოქ­ტომ­ბრის დად­გე­ნი­ლე­ბით, სამი პროგ­რა­მის – უფა­სო სა­მე­დი­ცი­ნო და­ზღვე­ვის, სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლე­ბი­სათ­ვის სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბე­ბის და ტრან­სპორტზე შე­ღა­ვა­თე­ბის და­ფი­ნან­სე­ბა სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტი­დან უნდა მომ­ხდა­რი­ყო. შე­სა­ბა­მი­სად, თბი­ლი­სის მე­რის წი­ნა­და­დე­ბა ამ სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მე­ბის აღ­დგე­ნის შე­სა­ხებ იქ­ნე­ბა. უზ­რუნ­ველ­ყოფს თუ არა პროგ­რა­მე­ბის და­ფი­ნან­სე­ბას მე­რია, ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია და სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლი არ არის.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ირაკ­ლი აბე­სა­ძემ გა­ნუ­ცხა­და, სა­მი­ვე პროგ­რა­მის მთლი­ა­ნი ბი­უ­ჯე­ტი წლის ბო­ლომ­დე და­ახ­ლო­ე­ბით 20 მლნ ლარს შე­ად­გენ­და და ეს თან­ხა თბი­ლი­სის მე­რი­ამ დე­და­ქა­ლა­ქის სხვა პროგ­რა­მებ­ზე უკვე გა­და­ა­ნა­წი­ლა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

გიგი უგულავა საქართველოს მთავრობას მიმართავს

გიგი უგულავა საქართველოს მთავრობას მიმართავს

უახლოეს დღეებში თბილისის მერი გიგი უგულავა საქართველოს მთავრობას მიმართავს და განსახილველად წარუდგენს საქართველოს მთავრობის პროექტს , რომლითაც მიმდინარე წელს სახელმწიფო სოციალური პროგრამები აღდგება.

ამის შესახებ დღეს, დედაქალაქის მერიაში გამართულ ბრიფინგზე მერიის იურიდიული სამსახურის უფროსმა ირაკლი აბესაძემ განაცხადა. მისივე თქმით, შექმნილი მდგომარეობიდან გამოსასვლელად მერიის მთავარ მიზნად რჩება, გაგრძელდეს იმ სოციალური დახმარებების გაცემა, რომელიც მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს, საქართველოს მთავრობის დადგენილების საფუძველზე შეჩერდა.

აბესაძის ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხზე თბილისის მერიასა და ფინანსთა სამინისტროსთან ერთად რამდენიმე განხილვა შედგა. ჯერჯერობით საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის. ამ პროცესის დაჩქარების მიზნით კი, რათა სოციალური დახმარებების გაცემა უწყვეტად გაგრძელდეს, თბილისის მერია გეგმავს საქართველოს მთავრობას მიმართოს და განსახილველად წარუდგინოს საქართველოს მთავრობის პროექტი, რომლითაც მიმდინარე წელს სახელმწიფო პროგრამები აღდგება.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 19 ოქტომბრის დადგენილებით, სამი პროგრამის – უფასო სამედიცინო დაზღვევის, სოციალურად დაუცველებისათვის სოციალური დახმარებების და ტრანსპორტზე შეღავათების დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა მომხდარიყო. შესაბამისად, თბილისის მერის წინადადება ამ სახელმწიფო პროგრამების აღდგენის შესახებ იქნება. უზრუნველყოფს თუ არა პროგრამების დაფინანსებას მერია, ჯერჯერობით უცნობია და საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ირაკლი აბესაძემ განუცხადა, სამივე პროგრამის მთლიანი ბიუჯეტი წლის ბოლომდე დაახლოებით 20 მლნ ლარს შეადგენდა და ეს თანხა თბილისის მერიამ დედაქალაქის სხვა პროგრამებზე უკვე გადაანაწილა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა