პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ ტიროდა გიგი დედალამაზიშვილის ქორწილში
ვინ ტიროდა გიგი დედალამაზიშვილის ქორწილში

20 ოქ­ტომ­ბერს ჯგუ­ფი "მგზავ­რე­ბის" სო­ლის­ტმა გიგი დე­და­ლა­მა­ზიშ­ვილ­მა და უკ­რა­ი­ნელ­მა მა­რი­ნა კარ­პიმ ჯვა­რი სვე­ტი­ცხო­ველ­ში და­ი­წე­რეს. მომ­ღერ­ლი­სა და ფო­ტოგ­რა­ფის ქორ­წი­ლი პომ­პე­ზუ­რი, ტრა­დი­ცი­უ­ლი და ლა­მა­ზი გა­მო­ვი­და. ოთხდღი­ა­ნი ქორ­წი­ლის შემ­დეგ გი­გის დე­დას, ქალ­ბა­ტონ ციცი ფა­ლა­ვან­დიშ­ვილს შინ ვეს­ტუმ­რეთ და დღე­სას­წა­უ­ლის დე­ტა­ლებ­ზე ვე­სა­უბ­რეთ.

- ქორ­წი­ლი გრან­დი­ო­ზუ­ლი არ ყო­ფი­ლა, მაქ­სი­მუმ 120 კაცი იჯდა სუფ­რას­თან. ამის­თვის ბო­დი­ში მინ­და მო­ვუ­ხა­დო ყვე­ლას, რად­გან ნა­თე­სა­ვე­ბის და­პა­ტი­ჟე­ბა ვერ მო­ვას­წა­რით, ძი­რი­თა­დად უკ­რა­ი­ნე­ლი სტუმ­რე­ბი, გი­გი­სა და მა­რი­ნას მე­გობ­რე­ბი იყ­ვნენ. იმ­დე­ნად ლა­მა­ზი და ორი­გი­ნა­ლუ­რი იყო ყვე­ლა­ფე­რი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ წი­ნას­წარ თით­ქმის არა­ფე­რი დაგ­ვი­გეგ­მავს, შოკ­ში ჩა­ვარ­და ყვე­ლა. დავ­გეგ­მეთ მხო­ლოდ დარ­ბა­ზის, ეზოს გა­ფორ­მე­ბა. 90 ცალი ქილა ვი­ყი­დეთ, შევ­მო­სეთ მაქ­მა­ნე­ბით, თას­მე­ბით და შიგ ჰო­ლან­დი­უ­რი ყვა­ვი­ლე­ბი ჩა­ვა­წყვეთ, რო­მე­ლიც ჩემ­მა მძახ­ლებ­მა კი­ე­ვი­დან ჩა­მო­ი­ტა­ნეს. გა­რეთ, ეზო­ში იყ­ვნენ "თე­ატ­რა­ლუ­რი კვარ­ტე­ტის" ბი­ჭე­ბი, მათ მენ­დელ­სო­ნის მარ­შით გა­ა­ლა­მა­ზეს წყვი­ლის ხელ­მო­წე­რა, რო­მე­ლიც იქვე რეს­ტორ­ნის ეზო­ში შედ­გა. დარ­ბაზ­ში თო­კე­ბით იყო გაბ­მუ­ლი გი­გი­სა და მა­რი­ნას გა­დი­დე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი. ქორ­წილს ეს­წრე­ბოდ­ნენ გი­გი­სა და მა­რი­ნას მე­გობ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩა­მოფ­რინ­დნენ რო­მი­დან, ავ­სტრი­ი­დან, ვე­ნი­დან. გა­სა­ო­ცა­რია, მაგ­რამ წი­ნას­წარ არა­ფე­რი იყო დად­გმუ­ლი. მა­რი­ნა ძა­ლი­ან ნერ­ვი­უ­ლობ­და, მე ვამ­შვი­დებ­დი, ნუ ნერ­ვი­უ­ლობ, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა-მეთ­ქი. მთე­ლი ღამე გა­ა­თე­ნეს ბავ­შვებ­მა, რომ თვი­თონ და­ე­ზუს­ტე­ბი­ნათ ყვე­ლა დე­ტა­ლი. მა­რი­ნაც მათ­თან იყო ღა­მის ოთხ სა­ა­თამ­დე.

- ძა­ლი­ან ლა­მა­ზი ნეფე-პა­ტარ­ძა­ლი იყო, ვინ იზ­რუ­ნა მათ ჩაც­მუ­ლო­ბა­ზე?

- მა­რი­ნამ იტა­ლი­ი­დან ჩა­მო­ი­ტა­ნა კაბა, მაგ­რამ ეს კაბა ეცვა ქორ­წი­ლის მხო­ლოდ მე­ო­თხე­დი ნა­წი­ლი. და­ნარ­ჩენ დროს ეცვა ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი კაბა, რად­გან გა­და­წყდა, რომ ყვე­ლას ჩო­ხის სტი­ლის სა­მო­სი უნდა გვცმო­და. ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა მაია ჩოდ­რიშ­ვილ­მა ერთ კვი­რა­ში შე­კე­რა ჩემი ჩოხა, მა­რი­ნას ქარ­თუ­ლი კაბა და ჩემი ქა­ლიშ­ვი­ლის ნი­ნი­კოს კაბა. პირ­ველ დღეს ყვე­ლა­ნი ვი­ყა­ვით ქარ­თუ­ლი, ეროვ­ნუ­ლი სა­მო­სით. ეკ­ლე­სი­ა­ში გი­გის სა­მე­გობ­რომ იმ­ღე­რა. ვიმ­ღე­რეთ მთელ­მა ოჯახ­მა, მე და ჩემ­მა რძალ­მა, ქარ­თუ­ლად, სხვა­თა შო­რის, იმ­ღე­რა გი­გიმ, ჯგუფ­მა "ლა­შა­რე­ლამ", "მგზავ­რებ­მა", "ფრა­ნის" სო­ლის­ტმა გაგა ჩხა­ი­ძემ. ერთ-ერ­თმა თა­ნაკ­ლა­სელ­მა გეგი ვა­სა­ძემ ფე­ი­ერ­ვერ­კი მო­უ­წყო ნეფე-პა­ტარ­ძალს, მო­ვი­და და ყურ­ში ჩამ­ჩურ­ჩუ­ლა, ეს ხალ­ხი რო­გორ­მე გა­რეთ გა­მაყ­ვა­ნი­ნეო. მი­ვე­დი და გი­გის ჩავ­ჩურ­ჩუ­ლე, წა­მო­დი გა­რეთ, მთვა­რეს შევ­ხე­დოთ, გა­ვიყ­ვა­ნოთ სტუმ­რე­ბიც-მეთ­ქი. გა­და­ი­რია, რა დროს მთვა­რეა, ახლა ვინ გა­მომ­ყვე­ბა გა­რეთ, გა­ხუ­რე­ბუ­ლი ქე­ი­ფი­აო (იცი­ნის). რო­გორც იქნა, "შე­ვახ­ვიე" და ავი­ყო­ლი­ეთ ხალ­ხიც. მტკვრის მე­ო­რე ნა­პი­რი­დან ფე­ი­ერ­ვერ­კი გა­იხ­სნა... მე­ო­რე დღეს ყვე­ლა­ნი უკ­რა­ი­ნულ სა­მოს­ში გა­მო­ვე­წყვეთ, სიძე-პა­ტარ­ძა­ლიც და სტუმ­რე­ბიც. ამ­გვა­რი ჩაც­მუ­ლო­ბით მო­ვი­ა­რეთ მთე­ლი თბი­ლი­სი, ვი­ყა­ვით სა­მე­ბა­ში, ჯვარ­ზე. მე­სა­მე დღეს სიღ­ნაღ­ში წა­ვე­დით, სიყ­ვა­რუ­ლის ქა­ლაქ­ში.

- პა­ტარ­ძლის თა­ი­გუ­ლი ვინ და­ი­ჭი­რა?

- მა­რი­ნას მე­გობ­რის, ტე­ლე­წამ­ყვან საშა ვიშ­ნევ­სკის შეყ­ვა­რე­ბულ­მა. სიღ­ნაღ­ში ამ ბიჭ­მა გო­გო­ნას ცო­ლო­ბა სთხო­ვა და ბე­ჭე­დიც გა­უ­კე­თა. მე­ო­თხე დღეს სწო­რედ მათ­თვის შე­ვუკ­ვე­თეთ ერთ-ერთ რეს­ტო­რან­ში სუფ­რა. ისე მო­ე­წო­ნათ ჩვენს სტუმ­რებს სა­ქარ­თვე­ლო, წას­ვლა აღარ უნ­დო­დათ. ჩემს მძა­ხალს და მა­რი­ნას ძმას ბი­ლე­თე­ბი გა­და­ვაც­ვლე­ვი­ნეთ და კი­დევ რამ­დე­ნი­მე დღით დავ­ტო­ვე თბი­ლის­ში.

- არ დაგ­ღა­ლათ ამ ოთხდღი­ან­მა აურ­ზა­ურ­მა?

- არა, რას ამ­ბობთ, ისე­თი ბედ­ნი­ე­რე­ბი ვი­ყა­ვით ყვე­ლა­ნი და იმ­დენ ხანს ვემ­ზა­დე­ბო­დით ამ დღის­თვის... გი­გიმ სპე­ცი­ა­ლუ­რად ამ ქორ­წი­ლის­თვის და ჩო­ხის­თვის, რო­მე­ლიც ქორ­წილ­ში უნდა ჩა­ეც­ვა, ერთ თვე­ში 20 კილო და­იკ­ლო. რომ გი­თხრათ, დი­ე­ტობ­და და ვარ­ჯი­შობ­და-მეთ­ქი, მო­გა­ტყუ­ებთ. ცოლ­მა უზ­რუნ­ველ­ყო მისი სწო­რი კვე­ბა.

- მეფე-პა­ტარ­ძალ­მა რო­გორ გა­არ­თვეს თავი ცეკ­ვას?

- სამდღი­ა­ნი რე­პე­ტი­ცი­ე­ბის შემ­დეგ მო­ა­ხერ­ხეს და იცეკ­ვეს. მა­რი­ნა ძა­ლი­ან არ­ტის­ტუ­ლია, მო­უხ­და ქარ­თუ­ლი კაბა. იყო უკ­რა­ი­ნუ­ლი ელე­მენ­ტე­ბიც, მაგ­რამ მთლი­ა­ნო­ბა­ში კარ­გი გა­მო­ვი­და. მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ მა­რი­ნას ორი­ვე ბებო იყო ჩა­მო­სუ­ლი, უკ­რა­ი­ნუ­ლი სიმ­ღე­რაც შეგ­ვის­რუ­ლეს. უკ­რა­ი­ნუ­ლი ტრა­დი­ცი­ით დე­დამ­თილ­მა რძალს ფატა უნდა მო­ხა­დოს, თეთ­რი თავ­სა­ფა­რი და­ა­ფა­როს, ბედ­ნი­ე­რე­ბა უსურ­ვოს და უკ­რა­ი­ნუ­ლი სიმ­ღე­რა უმ­ღე­როს. სამ ხმა­ში შე­ვას­რუ­ლეთ ეს სიმ­ღე­რა. ერთი სი­ტყვით, ქარ­თულ-უკ­რა­ი­ნუ­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბი ზედ­მი­წევ­ნით და­ვი­ცა­ვით

ამა­სო­ბა­ში გი­გის სი­დედ­რი, ქალ­ბა­ტო­ნი ირი­ნა შე­მოგ­ვეს­წრო და რამ­დე­ნი­მე შე­კი­თხვით მა­საც მივ­მარ­თეთ:

- ქალ­ბა­ტო­ნო ირი­ნა, რო­გორ შე­ი­ტყვეთ გი­გის შე­სა­ხებ, რო­გორ გა­გაც­ნოთ ქა­ლიშ­ვილ­მა მო­მა­ვა­ლი სა­სი­ძო?

- ერთ სა­ღა­მოს სახ­ლში და­იგ­ვი­ა­ნა, და­ბა­დე­ბის დღე­ზე იყო წა­სუ­ლი. დი­ლის ხუთ სა­ათ­ზე და­ვუ­რე­კე, სად ხარ-მეთ­ქი. დედა, ახლა მან­ქა­ნა­ში ვარ ორ ქარ­თველ ბი­ჭთან ერ­თად, ისე­თი საყ­ვარ­ლე­ბი არი­ან, მო­ვალ და ყვე­ლა­ფერს მო­გიყ­ვე­ბიო. ასე და­ი­წყო მათი სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რია.

- მოგ­წონთ სიძე? თუ აქვს ისე­თი თვი­სე­ბა, რო­მელ­მაც სა­სი­ა­მოვ­ნოდ გა­გა­ო­ცათ?

- სა­ერ­თოდ, მე არ მიყ­ვარს სი­ტყვა სიძე, გიგი შვი­ლი­ვით მიყ­ვარს. ბევ­რი თვი­სე­ბაა მას­ში, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მომ­წონს: მა­მა­კა­ცუ­რია, მი­ზან­და­სა­ხუ­ლი, კე­თი­ლი და როცა შეყ­ვა­რე­ბუ­ლია, თავს კარ­გავს.

- ქარ­თუ­ლი ქორ­წი­ლის რო­მე­ლი ტრა­დი­ცია მო­გე­წო­ნათ?

- ეკ­ლე­სი­ი­დან რომ გა­მო­ვიდ­ნენ ნეფე-პა­ტარ­ძა­ლი და ხმლე­ბის ქვეშ გა­ი­ა­რეს, ცრემ­ლე­ბი წა­მომ­ცვივ­და. ეკ­ლე­სი­ა­ში მე­გობ­რე­ბის გა­ლო­ბა­ზეც ვი­ტი­რე. ქორ­წი­ლის და­წყე­ბი­დან და­სას­რუ­ლამ­დე ვტი­რო­დი. სა­სი­ა­მოვ­ნოდ გა­მა­ო­ცა ქარ­თულ­მა ცეკ­ვამ. მე მიყ­ვარს ყვე­ლა­ფე­რი ქარ­თუ­ლი. სხვა­თა შო­რის, როცა პა­ტა­რა ვი­ყა­ვი და სა­ბავ­შვო ბაღ­ში დავ­დი­ო­დი, ერთ-ერთ სა­ა­ხალ­წლო ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე დე­და­ჩემ­მა რა­ტომ­ღაც ქარ­თუ­ლი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი კოს­ტი­უ­მი შე­მირ­ჩია, მე­კე­თა ჩიხ­ტი­კო­პი და ორი დიდი ნაწ­ნა­ვი, ლე­კუ­რი ვი­ცეკ­ვე და ისე კარ­გად გა­მო­მი­ვი­და, ად­გი­ლობ­რივ­მა გა­ზეთ­მა ფოტო გა­და­მი­ღო და და­ბეჭ­და კი­დეც. დღემ­დე მაქვს შე­ნა­ხუ­ლი ის გა­ზე­თი, ვწუხ­ვარ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში არ ჩა­მო­ვი­ტა­ნე.

ციცი:

- ეს ალ­ბათ იმის ნი­შა­ნი იყო, რომ თქვე­ნი ქა­ლიშ­ვი­ლი ქარ­თვე­ლი ვაჟ­კა­ცე­ბი­სა და ქა­ლიშ­ვი­ლე­ბის დედა გახ­დე­ბო­და. როცა "მგზავ­რე­ბი" კი­ევ­ში მი­დი­ან გას­ტროლ­ზე, ირი­ნა მათ­ზე ისე ზრუ­ნავს, რო­გორც სა­კუ­თარ შვი­ლებ­ზე. აქაც ისე ფუს­ფუ­სებს, მე ვის­ვე­ნებ. გი­გის სურს, თბი­ლის­ში იმ­ხე­ლა სახ­ლი აა­შე­ნოს, რომ ორი­ვე ოჯახ­მა, ყვე­ლამ ერ­თად ვი­ცხოვ­როთ.

- თქვენ თა­ნახ­მა ხართ, ქალ­ბა­ტო­ნო ირი­ნა?

- რა თქმა უნდა. ისე მომ­წონს სა­ქარ­თვე­ლო, ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რა, ქარ­თვე­ლი ხალ­ხი... წას­ვლის დრო რომ მო­დი­ო­და, თავს ვამ­შვი­დებ­დი, ირა, უნდა გა­წე­ლო დრო, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­იგ­რძნო ეს სი­კე­თე და სი­ა­მოვ­ნე­ბა-მეთ­ქი. პირ­ვე­ლად რომ ჩა­მო­ვე­დი, მე­გო­ნა, სიზ­მარ­ში ვი­ყა­ვი. დღე­საც იგი­ვე შეგ­რძნე­ბა მაქვს, არ მინ­და წას­ვლა (აქ ჩემი რეს­პონ­დენ­ტი ცრემ­ლებს იწ­მენ­დს - ავტ.). სტუმ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც უკ­რა­ი­ნი­დან ჩა­მო­ვიდ­ნენ, მი­რე­კა­ვენ და მე­უბ­ნე­ბი­ან, ვერც ვმუ­შა­ობთ, ვერც ვსწავ­ლობთ, ეს სად ვი­ყა­ვი­თო. ერთ-ერთი ფო­ტოგ­რა­ფი, მა­რი­ნას მე­გო­ბა­რი, ჩემს შვილს სწერ­და, არ შე­მიძ­ლია მო­წყე­ნი­ლი ხალ­ხის ყუ­რე­ბა, მახ­სოვს თქვე­ნი ბედ­ნი­ე­რი სა­ხე­ე­ბი და ღი­მი­ლიო.

ციცი:

- როცა კი­თხუ­ლობ­დნენ, რო­მელ მან­ქა­ნა­ში უნდა ჩამ­ჯდა­რი­ყო ნეფე-პა­ტარ­ძა­ლი, მა­რი­ნამ თქვა, მე მა­მი­კოს გოგო ვარო და ჩემი ქმრის ძვე­ლისძველ "ვოლ­გა­ში", "031"-ში ჩას­კუპ­და. ამ მან­ქა­ნა­ში იჯდა სახ­ლი­დან სვე­ტი­ცხოვ­ლამ­დე, სვე­ტი­ცხოვ­ლი­დან რეს­ტორ­ნამ­დე და იქი­დან სახ­ლამ­დე.

- ქალ­ბა­ტო­ნო ციცი, ისე­თი ემო­ცი­უ­რია თქვე­ნი მძა­ხა­ლი, ეჭვი მაქვს, მთე­ლი ქორ­წი­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში ტი­რო­და.

- კი, ტი­რო­და, მთე­ლი ოთხი დღე ტი­რო­და, ყვე­ლა­ნი ხან ვტი­რო­დით, ხან ვი­ცი­ნო­დით, შუ­ა­ლე­დუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა არ გვქო­ნია.

- ქალ­ბა­ტო­ნო ირი­ნა, მა­ში­ნაც ტი­რით, როცა გიგი მღე­რის?

- ვტი­რი და ტაშს ვუკ­რავ. ყვე­ლა კონ­ცერ­ტის მერე ხე­ლის­გუ­ლე­ბი წი­თე­ლი მაქვს და თვა­ლე­ბი - ცრემ­ლი­ა­ნი.

ნინო მჭედ­ლიშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ვინ ტიროდა გიგი დედალამაზიშვილის ქორწილში

ვინ ტიროდა გიგი დედალამაზიშვილის ქორწილში

20 ოქტომბერს ჯგუფი "მგზავრების" სოლისტმა გიგი დედალამაზიშვილმა და უკრაინელმა მარინა კარპიმ ჯვარი სვეტიცხოველში დაიწერეს. მომღერლისა და ფოტოგრაფის ქორწილი პომპეზური, ტრადიციული და ლამაზი გამოვიდა. ოთხდღიანი ქორწილის შემდეგ გიგის დედას, ქალბატონ ციცი ფალავანდიშვილს შინ ვესტუმრეთ და დღესასწაულის დეტალებზე ვესაუბრეთ.

- ქორწილი გრანდიოზული არ ყოფილა, მაქსიმუმ 120 კაცი იჯდა სუფრასთან. ამისთვის ბოდიში მინდა მოვუხადო ყველას, რადგან ნათესავების დაპატიჟება ვერ მოვასწარით, ძირითადად უკრაინელი სტუმრები, გიგისა და მარინას მეგობრები იყვნენ. იმდენად ლამაზი და ორიგინალური იყო ყველაფერი, მიუხედავად იმისა, რომ წინასწარ თითქმის არაფერი დაგვიგეგმავს, შოკში ჩავარდა ყველა. დავგეგმეთ მხოლოდ დარბაზის, ეზოს გაფორმება. 90 ცალი ქილა ვიყიდეთ, შევმოსეთ მაქმანებით, თასმებით და შიგ ჰოლანდიური ყვავილები ჩავაწყვეთ, რომელიც ჩემმა მძახლებმა კიევიდან ჩამოიტანეს. გარეთ, ეზოში იყვნენ "თეატრალური კვარტეტის" ბიჭები, მათ მენდელსონის მარშით გაალამაზეს წყვილის ხელმოწერა, რომელიც იქვე რესტორნის ეზოში შედგა. დარბაზში თოკებით იყო გაბმული გიგისა და მარინას გადიდებული ფოტოები. ქორწილს ესწრებოდნენ გიგისა და მარინას მეგობრები, რომლებიც ჩამოფრინდნენ რომიდან, ავსტრიიდან, ვენიდან. გასაოცარია, მაგრამ წინასწარ არაფერი იყო დადგმული. მარინა ძალიან ნერვიულობდა, მე ვამშვიდებდი, ნუ ნერვიულობ, ყველაფერი კარგად იქნება-მეთქი. მთელი ღამე გაათენეს ბავშვებმა, რომ თვითონ დაეზუსტებინათ ყველა დეტალი. მარინაც მათთან იყო ღამის ოთხ საათამდე.

- ძალიან ლამაზი ნეფე-პატარძალი იყო, ვინ იზრუნა მათ ჩაცმულობაზე?

- მარინამ იტალიიდან ჩამოიტანა კაბა, მაგრამ ეს კაბა ეცვა ქორწილის მხოლოდ მეოთხედი ნაწილი. დანარჩენ დროს ეცვა ნაციონალური კაბა, რადგან გადაწყდა, რომ ყველას ჩოხის სტილის სამოსი უნდა გვცმოდა. ჩემმა მეგობარმა მაია ჩოდრიშვილმა ერთ კვირაში შეკერა ჩემი ჩოხა, მარინას ქართული კაბა და ჩემი ქალიშვილის ნინიკოს კაბა. პირველ დღეს ყველანი ვიყავით ქართული, ეროვნული სამოსით. ეკლესიაში გიგის სამეგობრომ იმღერა. ვიმღერეთ მთელმა ოჯახმა, მე და ჩემმა რძალმა, ქართულად, სხვათა შორის, იმღერა გიგიმ, ჯგუფმა "ლაშარელამ", "მგზავრებმა", "ფრანის" სოლისტმა გაგა ჩხაიძემ. ერთ-ერთმა თანაკლასელმა გეგი ვასაძემ ფეიერვერკი მოუწყო ნეფე-პატარძალს, მოვიდა და ყურში ჩამჩურჩულა, ეს ხალხი როგორმე გარეთ გამაყვანინეო. მივედი და გიგის ჩავჩურჩულე, წამოდი გარეთ, მთვარეს შევხედოთ, გავიყვანოთ სტუმრებიც-მეთქი. გადაირია, რა დროს მთვარეა, ახლა ვინ გამომყვება გარეთ, გახურებული ქეიფიაო (იცინის). როგორც იქნა, "შევახვიე" და ავიყოლიეთ ხალხიც. მტკვრის მეორე ნაპირიდან ფეიერვერკი გაიხსნა... მეორე დღეს ყველანი უკრაინულ სამოსში გამოვეწყვეთ, სიძე-პატარძალიც და სტუმრებიც. ამგვარი ჩაცმულობით მოვიარეთ მთელი თბილისი, ვიყავით სამებაში, ჯვარზე. მესამე დღეს სიღნაღში წავედით, სიყვარულის ქალაქში.

- პატარძლის თაიგული ვინ დაიჭირა?

- მარინას მეგობრის, ტელეწამყვან საშა ვიშნევსკის შეყვარებულმა. სიღნაღში ამ ბიჭმა გოგონას ცოლობა სთხოვა და ბეჭედიც გაუკეთა. მეოთხე დღეს სწორედ მათთვის შევუკვეთეთ ერთ-ერთ რესტორანში სუფრა. ისე მოეწონათ ჩვენს სტუმრებს საქართველო, წასვლა აღარ უნდოდათ. ჩემს მძახალს და მარინას ძმას ბილეთები გადავაცვლევინეთ და კიდევ რამდენიმე დღით დავტოვე თბილისში.

- არ დაგღალათ ამ ოთხდღიანმა აურზაურმა?

- არა, რას ამბობთ, ისეთი ბედნიერები ვიყავით ყველანი და იმდენ ხანს ვემზადებოდით ამ დღისთვის... გიგიმ სპეციალურად ამ ქორწილისთვის და ჩოხისთვის, რომელიც ქორწილში უნდა ჩაეცვა, ერთ თვეში 20 კილო დაიკლო. რომ გითხრათ, დიეტობდა და ვარჯიშობდა-მეთქი, მოგატყუებთ. ცოლმა უზრუნველყო მისი სწორი კვება.

- მეფე-პატარძალმა როგორ გაართვეს თავი ცეკვას?

- სამდღიანი რეპეტიციების შემდეგ მოახერხეს და იცეკვეს. მარინა ძალიან არტისტულია, მოუხდა ქართული კაბა. იყო უკრაინული ელემენტებიც, მაგრამ მთლიანობაში კარგი გამოვიდა. მინდა აღვნიშნო, რომ მარინას ორივე ბებო იყო ჩამოსული, უკრაინული სიმღერაც შეგვისრულეს. უკრაინული ტრადიციით დედამთილმა რძალს ფატა უნდა მოხადოს, თეთრი თავსაფარი დააფაროს, ბედნიერება უსურვოს და უკრაინული სიმღერა უმღეროს. სამ ხმაში შევასრულეთ ეს სიმღერა. ერთი სიტყვით, ქართულ-უკრაინული ტრადიციები ზედმიწევნით დავიცავით

ამასობაში გიგის სიდედრი, ქალბატონი ირინა შემოგვესწრო და რამდენიმე შეკითხვით მასაც მივმართეთ:

- ქალბატონო ირინა, როგორ შეიტყვეთ გიგის შესახებ, როგორ გა­გაცნოთ ქალიშვილმა მომავალი სასიძო?

- ერთ საღამოს სახლში დაიგვიანა, დაბადების დღეზე იყო წასული. დილის ხუთ საათზე დავურეკე, სად ხარ-მეთქი. დედა, ახლა მანქანაში ვარ ორ ქართველ ბიჭთან ერთად, ისეთი საყვარლები არიან, მოვალ და ყველაფერს მოგიყვებიო. ასე დაიწყო მათი სიყვარულის ისტორია.

- მოგწონთ სიძე? თუ აქვს ისეთი თვისება, რომელმაც სასიამოვნოდ გაგაოცათ?

- საერთოდ, მე არ მიყვარს სიტყვა სიძე, გიგი შვილივით მიყვარს. ბევრი თვისებაა მასში, რომელიც ძალიან მომწონს: მამაკაცურია, მიზანდასახული, კეთილი და როცა შეყვარებულია, თავს კარგავს.

- ქართული ქორწილის რომელი ტრადიცია მოგეწონათ?

- ეკლესიიდან რომ გამოვიდნენ ნეფე-პატარძალი და ხმლების ქვეშ გაიარეს, ცრემლები წამომცვივდა. ეკლესიაში მეგობრების გალობაზეც ვიტირე. ქორწილის დაწყებიდან დასასრულამდე ვტიროდი. სასიამოვნოდ გამაოცა ქართულმა ცეკვამ. მე მიყვარს ყველაფერი ქართული. სხვათა შორის, როცა პატარა ვიყავი და საბავშვო ბაღში დავდიოდი, ერთ-ერთ საახალწლო ღონისძიებაზე დედაჩემმა რატომღაც ქართული ნაციონალური კოსტიუმი შემირჩია, მეკეთა ჩიხტიკოპი და ორი დიდი ნაწნავი, ლეკური ვიცეკვე და ისე კარგად გამომივიდა, ადგილობრივმა გაზეთმა ფოტო გადამიღო და დაბეჭდა კიდეც. დღემდე მაქვს შენახული ის გაზეთი, ვწუხვარ, რომ საქართველოში არ ჩამოვიტანე.

ციცი:

- ეს ალბათ იმის ნიშანი იყო, რომ თქვენი ქალიშვილი ქართველი ვაჟკაცებისა და ქალიშვილების დედა გახდებოდა. როცა "მგზავრები" კიევში მიდიან გასტროლზე, ირინა მათზე ისე ზრუნავს, როგორც საკუთარ შვილებზე. აქაც ისე ფუსფუსებს, მე ვისვენებ. გიგის სურს, თბილისში იმხელა სახლი ააშენოს, რომ ორივე ოჯახმა, ყველამ ერთად ვიცხოვროთ.

- თქვენ თანახმა ხართ, ქალბატონო ირინა?

- რა თქმა უნდა. ისე მომწონს საქართველო, ქართული კულტურა, ქართველი ხალხი... წასვლის დრო რომ მოდიოდა, თავს ვამშვიდებდი, ირა, უნდა გაწელო დრო, რომ მაქსიმალურად შეიგრძნო ეს სიკეთე და სიამოვნება-მეთქი. პირველად რომ ჩამოვედი, მეგონა, სიზმარში ვიყავი. დღესაც იგივე შეგრძნება მაქვს, არ მინდა წასვლა (აქ ჩემი რესპონდენტი ცრემლებს იწმენდს - ავტ.). სტუმრები, რომლებიც უკრაინიდან ჩამოვიდნენ, მირეკავენ და მეუბნებიან, ვერც ვმუშაობთ, ვერც ვსწავლობთ, ეს სად ვიყავითო. ერთ-ერთი ფოტოგრაფი, მარინას მეგობარი, ჩემს შვილს სწერდა, არ შემიძლია მოწყენილი ხალხის ყურება, მახსოვს თქვენი ბედნიერი სახეები და ღიმილიო.

ციცი:

- როცა კითხულობდნენ, რომელ მანქანაში უნდა ჩამჯდარიყო ნეფე-პატარძალი, მარინამ თქვა, მე მამიკოს გოგო ვარო და ჩემი ქმრის ძველისძველ "ვოლგაში", "031"-ში ჩასკუპდა. ამ მანქანაში იჯდა სახლიდან სვეტიცხოვლამდე, სვეტიცხოვლიდან რესტორნამდე და იქიდან სახლამდე.

- ქალბატონო ციცი, ისეთი ემოციურია თქვენი მძახალი, ეჭვი მაქვს, მთელი ქორწილის განმავლობაში ტიროდა.

- კი, ტიროდა, მთელი ოთხი დღე ტიროდა, ყველანი ხან ვტიროდით, ხან ვიცინოდით, შუალედური მდგომარეობა არ გვქონია.

- ქალბატონო ირინა, მაშინაც ტირით, როცა გიგი მღერის?

- ვტირი და ტაშს ვუკრავ. ყველა კონცერტის მერე ხელისგულები წითელი მაქვს და თვალები - ცრემლიანი.

ნინო მჭედლიშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება