სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

31

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რამ შეცვალა ეკა ნიჟარაძის სხეულის ფორმები
რამ შეცვალა ეკა ნიჟარაძის სხეულის ფორმები

მსა­ხი­ობ ეკა ნი­ჟა­რა­ძეს თე­ატ­რი ძა­ლი­ან უყ­ვარს, მაგ­რამ დღეს სხვა ფლანგზე აქ­ტი­უ­რობს: ეკა პრო­ექ­ტში - "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბი" მო­ნა­წი­ლე­ობს და მაქ­სი­მა­ლუ­რად ცდი­ლობს, მის მიერ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ცეკ­ვა მა­ყუ­რებ­ლე­ბის­თვის სა­სი­ა­მოვ­ნო სა­ნა­ხა­ვი იყოს. გა­სულ ზა­ფხულს მსა­ხი­ო­ბი გრძელ, ლა­მაზ თმას შე­ე­ლია და ახლა ამის გამო გული სწყდე­ბა. ამ­ბობს, რომ ცეკ­ვის შეს­რუ­ლე­ბი­სას გრძელ თმა­ში უფრო მე­ტად ეფექ­ტუ­რი იქ­ნე­ბო­და...

მა­კი­ა­ჟი

- თა­ვის მოვ­ლას ძა­ლი­ან მცი­რე დროს ვუთ­მობ. ჩემი დილა შხა­პის მი­ღე­ბით იწყე­ბა, შემ­დეგ ყა­ვას ვსვამ, ხან­და­ხან სა­ხის მკვე­ბავ კრემს ვის­ვამ და ში­ნი­დან გავ­რბი­ვარ. ყო­ველ­დღი­უ­რად მა­კი­აჟს არ ვი­კე­თებ. თუ რა­ი­მე სა­ღა­მო­ზე მივ­დი­ვარ, მაქ­სი­მუმ, ტუშს და ტუ­ჩის უფე­რო "ბლესკს" ვის­ვამ. სა­ხის კა­ნის მო­სავ­ლე­ლად გან­სა­კუთ­რე­ბულ და ძვი­რად ღი­რე­ბულ კრე­მებს არ ვხმა­რობ. ძი­რი­თა­დად, მა­მა­პა­პურ მე­თო­დებს მივ­მარ­თავ.

ვარ­ცხნი­ლო­ბა და თმის ფერი

- რი­თიც ნამ­დვი­ლად ვა­მა­ყობ, ეს ჩემი თმა გახ­ლავთ. ბუ­ნებ­რი­ვი ფე­რია, არ ვი­ღე­ბავ. თმა როცა გრძე­ლია, მისი ბო­ლო­ე­ბი ცო­ტა­თი ხუნ­დე­ბა ხოლ­მე და უფრო მე­ტად ლა­მა­ზია. ჰოდა, შეჭ­რაც ამი­ტომ მე­ნა­ნე­ბო­და. თან, სპექ­ტაკლში გრძე­ლი თმა სულ მჭირ­დე­ბო­და, მაგ­რამ ზა­ფხულ­ში მივ­ხვდი, რომ ვარ­ცხნი­ლო­ბა უნდა შე­მეც­ვა­ლა და უკვე თით­ქმის წე­ლამ­დე სიგ­რძის თმა ძირ­ში წა­ვი­ჭე­რი. სა­ბედ­ნი­ე­როდ, მალე მეზ­რდე­ბა... რაც შე­ე­ხე­ბა ჩემს მოჭ­რილ თმას, მის­გან თე­ატ­რში ში­ნი­ო­ნი მო­ვაქ­სო­ვი­ნე. ასე რომ, როცა მჭირ­დე­ბა, თმას "ვიგ­რძე­ლებ". სხვა­თა შო­რის, ის ში­ნი­ო­ნი "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებ­ში" ორ­ჯერ გა­მო­ვი­ყე­ნე... მოკ­ლე ვარ­ცხნი­ლო­ბა ად­რეც მქო­ნია და ვი­ნა­ი­დან ვი­ცო­დი, რომ მიხ­დე­ბო­და, გავ­რის­კე...

პირ­ვე­ლად თმა 13 წლის წინ შე­ვი­ღე­ბე, როცა სპექ­ტაკლში - "სა­ლო­მეა" ვი­თა­მა­შე. მხატ­ვარს უნ­დო­და, წი­თე­ლი თმა მქო­ნო­და. სხვა­თა შო­რის, მო­მიხ­და. და­ახ­ლო­ე­ბით 2 წელი წი­თე­ლი თმა მქონ­და, მერე კი ვი­ფიქ­რე: - ბა­რემ თმა შე­ღე­ბი­ლი მაქვს და ქე­რად გა­და­ვი­ღე­ბავ-მეთ­ქი. ასეც მო­ვი­ქე­ცი, მაგ­რამ ქერა თმა არ მო­მიხ­და, სა­ში­ნე­ლე­ბა ვი­ყა­ვი! ვე­რა­ფე­რი რომ ვე­ღარ მო­ვუ­ხერ­ხე, ძირ­ში მო­ვი­ჭე­რი - ფაქ­ტობ­რი­ვად, თავი გა­და­ვი­პარ­სე. ჰოდა, მას შემ­დეგ თმა არ შე­მი­ღე­ბავს.

თმის მო­სავ­ლე­ლად გან­სა­კუთ­რე­ბულ მე­თო­დებს არ ვი­ყე­ნებ. ახ­ლა­ხან რუ­სუ­ლი კომ­პა­ნი­ის მცე­ნა­რე­უ­ლი შამ­პუ­ნე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა და­ვი­წყე. კმა­ყო­ფი­ლი ვარ. ხალ­ხუ­რი მე­თო­დიც ვიცი: კო­ნი­ა­კი, ზე­ი­თუ­ნის ზეთი, კვერ­ცხი ერ­თმა­ნეთ­ში უნდა აუ­რიო და თმა­ზე ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თით გა­ი­ჩე­რო. ამას დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით გა­ვა­კე­თებ­დი, მაგ­რამ სა­ა­მი­სოდ დრო არ მაქვს.

ვარ­ჯი­ში და დი­ე­ტა

- წო­ნის პრობ­ლე­მა არა­სო­დეს მქო­ნია. შარ­შან 2-3 კი­ლოგ­რა­მი მო­ვი­მა­ტე, რად­გან ცოტა არ იყოს, პა­სი­უ­რი წელი მქონ­და, მაგ­რამ მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, - გიხ­დე­ბაო. მას შემ­დეგ, რაც ვარ­ჯი­ში და­ვი­წყე, ისე გავ­ხდი, რომ ყვე­ლა სა­მო­სი დიდი მაქვს. სექ­ტემ­ბრის და­სა­წყის­ში საფ­რან­გეთ­ში გახ­ლდით, სა­დაც ძა­ლი­ან ვიწ­რო ჯინ­სის შარ­ვა­ლი ვი­ყი­დე. ჰოდა, გუ­შინ ჩა­ვიც­ვი და ისიც დიდი მქონ­და. თით­ქოს, წო­ნა­ში ბევ­რი არ და­მიკ­ლია, მაგ­რამ ასეა! ვგრძნობ, სხე­უ­ლის ფორ­მე­ბი შე­მეც­ვა­ლა.

სა­მო­სი

- სა­ერ­თოდ, უპი­რა­ტე­სო­ბას კომ­ფორ­ტულ სა­მოსს ვა­ნი­ჭებ. გა­მო­სას­ვლელ ტან­საც­მელს მე­გობ­რე­ბი მჩუქ­ნი­ან. მა­გა­ლი­თად, მი­რან­და მი­რი­ა­ნაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც მოს­კოვ­ში ცხოვ­რობს და ხში­რად მოგ­ზა­უ­რობს, ყო­ველ­თვის ცდი­ლობს, ასე­თი სა­მო­სი ჩა­მო­მი­ტა­ნოს. მირ­ჩევს ხოლ­მე: ამა და ამ ღო­ნის­ძი­ე­ბის გახ­სნა­ზე ეს ჩა­იც­ვიო. იცის, რომ ძა­ლი­ან "მარ­ტი­ვად" ვი­მო­სე­ბი: ძი­რი­თა­დად, ჯინ­სით (ზა­ფხულ­ში - შორ­ტე­ბით) დავ­დი­ვარ...

დიდი "შო­პინ­გის­ტი" არ ვარ. როცა რა­მეს ვყი­დუ­ლობ, კარ­გად უნდა მო­ვი­სინ­ჯო და დავ­ფიქ­რდე - რას მო­უხ­დე­ბა. ზოგ­ჯერ მა­ღა­ზი­ა­ში შვი­ლიც მიმ­ყავს. ფეხ­საც­მელს რომ ვი­სინ­ჯავ, სულ მგო­ნია, რომ მი­ჭერს ან დიდი მაქვს. მი­რან­დამ ზუს­ტად იცის, რო­მე­ლი ზო­მის და რო­გო­რი სა­მო­სი უნდა მა­ჩუ­ქოს. არ ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, რომ რა­ი­მე არა­კომ­ფორ­ტუ­ლი ეჩუ­ქე­ბი­ნოს. შე­უძ­ლია, ჩემ­ზე უკეთ გან­სა­ზღვროს, თუ რა მო­მიხ­დე­ბა და რა - არა. ზო­გა­დად, ფე­რა­დი ტან­საც­მე­ლი მიყ­ვარს.

სამ­კა­უ­ლი და აქ­სე­სუ­ა­რი

- სამ­კა­უ­ლის მი­მართ გულ­გრი­ლი ვარ. ოქ­რო­სა და ბრი­ლი­ანტზე გა­გი­ჟე­ბუ­ლი არა­სო­დეს ვყო­ფილ­ვარ. ვერ­ცხლი უფრო მომ­წონს. სა­ერ­თოდ, ამო­ჩე­მე­ბა მიყ­ვარს: წე­ლი­წად-ნა­ხე­ვა­რია, რაც ეს სა­ყუ­რე მი­კე­თია. ერთ-ერთი მა­ღა­ზი­ის 500-ლა­რი­ა­ნი ვა­უ­ჩე­რი მო­ვი­გე, რო­მე­ლიც ძი­რი­თა­დად, სა­ჩუქ­რებ­ში დავ­ხარ­ჯე, მე კი მხო­ლოდ ეს სა­ყუ­რე შემ­რჩა. მეც ძა­ლი­ან მიყ­ვარს და ხალ­ხსაც მოს­წონს, კომ­პლი­მენტს ხში­რად მე­უბ­ნე­ბი­ან.

ჩან­თე­ბი და სა­ფუ­ლე­ე­ბი მიყ­ვარს. მგო­ნი, ეს აკ­ვი­ა­ტე­ბაა! შე­მიძ­ლია, ყო­ველ­დღე სხვა­დას­ხვა ჩან­თა ვა­ტა­რო. რო­მე­ლი ბრენ­დის არის, ამას მნიშ­ვნე­ლო­ბა არა აქვს. რა­მეს რომ დავ­კარ­გავ, ვფიქ­რობ, - რო­მელ ჩან­თა­ში მედო-მეთ­ქი? სათ­ვა­ლეც მიყ­ვარს, მაგ­რამ ვერ ვი­ყე­ნებ: თუ სა­ჭეს­თან არ ვზი­ვარ და მზე არ მა­წუ­ხებს, არ ვი­კე­თებ.

სვი­რინ­გი

- 10 წლის წინ ბეჭზე სვი­რინ­გი გა­ვი­კე­თე. მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი იე­როგ­ლი­ფია, რომ­ლის მნიშ­ვნე­ლო­ბაც არ ვი­ცო­დი. მერე აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ თურ­მე, ჩემი და­ბა­დე­ბის წელი ყო­ფი­ლა. სვი­რინ­გი ისეთ ად­გილ­ზე მაქვს, რომ ვერ ვხე­დავ და არ მა­წუ­ხებს. ამ­ბო­ბენ, - ერთხელ რომ გა­ი­კე­თებ, მერე ახ­ლის გა­კე­თე­ბა გინ­დე­ბაო, მაგ­რამ ჩემს შემ­თხვე­ვა­ში ასე არ მოხ­და; ვფიქ­რობ, ერ­თიც საკ­მა­რი­სია.

საქ­მე

- ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში თე­ატრს დიდი ად­გი­ლი უჭი­რავს. უკვე 17 წე­ლია, აქ ვმუ­შა­ობ და სცე­ნის გა­რე­შე ცხოვ­რე­ბა არ შე­მიძ­ლია; აქა­უ­რო­ბა ძა­ლი­ან მიყ­ვარს! თე­ატ­რში თავს ისე კომ­ფორ­ტუ­ლად ვგრძნობ, თით­ქოს სა­კუ­თარ სახ­ლში ვიყო. სი­მარ­თლე გი­თხრათ, ახლა ცოტა სხვა ფლანგზე გა­და­ვერ­თე - "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებს" ვგუ­ლის­ხმობ, მაგ­რამ ეს დრო­ე­ბი­თია. მალე რე­პე­ტი­ცი­ე­ბი თე­ატ­რშიც დაგ­ვე­წყე­ბა და მერე რა უნდა ვქნა, არ ვიცი. მას შემ­დეგ, რაც სე­ზო­ნი გა­იხ­სნა, დღეს მე­ო­თხე სპექ­ტაკლს ვთა­მა­შობთ.

არ მე­გო­ნა, პრო­ექ­ტში - "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბი" მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ასე­თი რთუ­ლი თუ იქ­ნე­ბო­და. წლე­ბის წინ ბა­ლეტ­ზე დავ­დი­ო­დი: ეს რა­ღა­ცა­ში მეხ­მა­რე­ბა, რა­ღა­ცა­ში კი ხელს მიშ­ლის. სა­მე­ჯლი­სო ცეკ­ვა ხომ ბა­ლე­ტის­გან რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვავ­დე­ბა. ვცდი­ლობ და მინ­და, რომ ჩვენ მიერ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ცეკ­ვა კარ­გი და ლა­მა­ზი სა­ნა­ხა­ვი იყოს. ბუ­ნებ­რი­ვია, ისე ვერ ვი­ცეკ­ვებ, რო­გორც მა­გა­ლი­თად, ჯუ­ლი­ა­ნა და სა­ლო­მე ცეკ­ვა­ვენ, მაგ­რამ ეს საქ­მე ჩემ­თვის აზარ­ტუ­ლი გახ­და. რად­გან მა­ყუ­რე­ბელ­მა გა­და­წყვი­ტა, რომ პრო­ექ­ტში უნდა დავ­რჩე­ნი­ლი­ყა­ვი, ახლა ვფიქ­რობ, რომ უფრო მეტი მო­მე­თხო­ვე­ბა. პრო­ექ­ტის გა­სუ­ლი სე­ზო­ნის მო­ნა­წი­ლე­ებს ვე­უბ­ნე­ბი, - ხალ­ხო, გეთ­ქვათ, ასე­თი რთუ­ლი საქ­მე თუ იყო-მეთ­ქი. ჩემი ჩან­თა პა­ტა­რა აფ­თი­აქს და­ემ­სგავ­სა: მა­ლა­მო­ე­ბი, ნემ­სე­ბი, "ზე­ლი­ონ­კა" - ყვე­ლა­ფე­რი მაქვს! აბ­სო­ლუ­ტუ­რად "მოშ­ლი­ლი" და "დან­გრე­უ­ლი" ვარ.

ჩემი პარტნი­ო­რი - ლე­ვან ახვლე­დი­ა­ნი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მო­ცეკ­ვა­ვეა. მისი მად­ლი­ე­რი ვარ, რად­გან მშვი­დად, მოთ­მი­ნე­ბით მი­ტანს (იღი­მის). ამას წი­ნათ, პრო­მოს­თვის ინ­ტერ­ვი­უს ვწერ­დით და ვთქვი: მე და ლე­ვა­ნი არ ვჩხუ­ბობთ-მეთ­ქი. დღეს წავ­კა­მათ­დით. ძა­ლი­ან ნერ­ვი­უ­ლობს, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გრძნო­ბა აქვს. უნდა, რომ კარ­გი ცეკ­ვა გა­მოგ­ვი­ვი­დეს...

ჩემი შვი­ლე­ბი პრო­ექტს თვალ­ყურს აქ­ტი­უ­რად ადევ­ნე­ბენ და ძა­ლი­ან ღე­ლა­ვენ. აინ­ტე­რე­სებთ, ჩემ შე­სა­ხებ ვინ რა თქვა, რა და­წე­რა? ზოგ­ჯერ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვი­ღა­ცე­ბი უხე­შად, უდი­ე­რად წე­რენ (მხო­ლოდ ჩემ მი­მართ - არა). მე ამას ყუ­რა­დღე­ბას არ ვაქ­ცევ, მაგ­რამ არ მინ­და, ასეთ­მა კო­მენ­ტა­რებ­მა ჩემს შვი­ლებ­ზე უარ­ყო­ფი­თად იმოქ­მე­დოს.

ოჯა­ხი

- მე, ჩემი შვი­ლე­ბი და სიძე (ტა­სოს ქმა­რი) ერ­თად ვცხოვ­რობთ. ამ ეტაპ­ზე შვი­ლებს ყუ­რა­დღე­ბას ვერ ვუთ­მობ. შინ ისე­თი დაღ­ლი­ლი ვბრუნ­დე­ბი, რომ ოჯა­ხის წევ­რებს მხო­ლოდ გა­დავ­კოც­ნი, ბო­დიშს ვუხ­დი, ვწვე­ბი და ვი­ძი­ნებ. ჩემ­მა ვაჟ­მა - ჯე­ჯიმ წელს სამ­სა­ხი­ო­ბო ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ა­ბა­რა. სწავ­ლა უკვე და­ე­წყო. ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლია, რად­გან არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ პე­და­გოგ­თან - გიზო ჟორ­და­ნი­ას­თან მოხ­ვდა. სხვა­თა შო­რის, ჩემი პე­და­გო­გიც ბა­ტო­ნი გიზო იყო... ტასო ახლა ორ­სუ­ლად არის. თე­ბერ­ვლის და­სა­წყის­ში გო­გო­ნას ვე­ლო­დე­ბით. ალ­ბათ, ჩემი ყუ­რა­დღე­ბა აკ­ლია...

ჩემ­თვის მთა­ვა­რია, შვი­ლებს საჭ­მე­ლი და­ვუ­ტო­ვო. ამი­ტომ დი­ლით ადრე ვდგე­ბი და სა­დილს ვამ­ზა­დებ. როცა ვიცი, რომ შინ სა­დი­ლი არის და ბავ­შვე­ბი მშივ­რე­ბი არ იქ­ნე­ბი­ან, და­ნარ­ჩენ­ზე აღარ ვღე­ლავ...

დას­ვე­ნე­ბა და გარ­თო­ბა

- ამ ზა­ფხულს კარ­გად და­ვის­ვე­ნე - რა­ჭა­ში ვი­ყა­ვი, სა­დაც ონი­სე ონი­ან­მა დამ­პა­ტი­ჟა; ნი­კორ­წმინ­და და სხვა სა­ლო­ცა­ვე­ბი მო­ვი­ა­რეთ. სვა­ნეთ­სა და აჭა­რა­შიც ვი­ყა­ვი, მა­ნამ­დე კი ბე­ი­რუთ­ში გახ­ლდით (დე­ი­დაშ­ვილ­მა დამ­პა­ტი­ჟა). სექ­ტემ­ბრის და­სა­წყის­ში მი­რან­და მი­რი­ა­ნაშ­ვილ­მა მე­გობ­რე­ბი საფ­რან­გეთ­ში მიგ­ვიწ­ვია... მოკ­ლედ, ზა­ფხულ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­წუ­წუ­ნო არა­ფე­რი მაქვს, მაგ­რამ დას­ვე­ნე­ბა ახ­ლაც მჭირ­დე­ბა. წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ისე ვიღ­ლე­ბი, რომ კლუ­ბე­ბის, დის­კო­თე­კე­ბის გა­გო­ნე­ბა აღარ მსურს და სა­ღა­მოს 11 სა­ათ­ზე უკვე მძი­ნავს.

ეთო ყორ­ღა­ნაშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

რამ შეცვალა ეკა ნიჟარაძის სხეულის ფორმები

რამ შეცვალა ეკა ნიჟარაძის სხეულის ფორმები

მსახიობ ეკა ნიჟარაძეს თეატრი ძალიან უყვარს, მაგრამ დღეს სხვა ფლანგზე აქტიურობს: ეკა პროექტში - "ცეკვავენ ვარსკვლავები" მონაწილეობს და მაქსიმალურად ცდილობს, მის მიერ შესრულებული ცეკვა მაყურებლებისთვის სასიამოვნო სანახავი იყოს. გასულ ზაფხულს მსახიობი გრძელ, ლამაზ თმას შეელია და ახლა ამის გამო გული სწყდება. ამბობს, რომ ცეკვის შესრულებისას გრძელ თმაში უფრო მეტად ეფექტური იქნებოდა...

მაკიაჟი

- თავის მოვლას ძალიან მცირე დროს ვუთმობ. ჩემი დილა შხაპის მიღებით იწყება, შემდეგ ყავას ვსვამ, ხანდახან სახის მკვებავ კრემს ვისვამ და შინიდან გავრბივარ. ყოველდღიურად მაკიაჟს არ ვიკეთებ. თუ რაიმე საღამოზე მივდივარ, მაქსიმუმ, ტუშს და ტუჩის უფერო "ბლესკს" ვისვამ. სახის კანის მოსავლელად განსაკუთრებულ და ძვირად ღირებულ კრემებს არ ვხმარობ. ძირითადად, მამაპაპურ მეთოდებს მივმართავ.

ვარცხნილობა  და თმის ფერი

- რითიც ნამდვილად ვამაყობ, ეს ჩემი თმა გახლავთ. ბუნებრივი ფერია, არ ვიღებავ. თმა როცა გრძელია, მისი ბოლოები ცოტათი ხუნდება ხოლმე და უფრო მეტად ლამაზია. ჰოდა, შეჭრაც ამიტომ მენანებოდა. თან, სპექტაკლში გრძელი თმა სულ მჭირდებოდა, მაგრამ ზაფხულში მივხვდი, რომ ვარცხნილობა უნდა შემეცვალა და უკვე თითქმის წელამდე სიგრძის თმა ძირში წავიჭერი. საბედნიეროდ, მალე მეზრდება... რაც შეეხება ჩემს მოჭრილ თმას, მისგან თეატრში შინიონი მოვაქსოვინე. ასე რომ, როცა მჭირდება, თმას "ვიგრძელებ". სხვათა შორის, ის შინიონი "ცეკვავენ ვარსკვლავებში" ორჯერ გამოვიყენე... მოკლე ვარცხნილობა ადრეც მქონია და ვინაიდან ვიცოდი, რომ მიხდებოდა, გავრისკე...

პირველად თმა 13 წლის წინ შევიღებე, როცა სპექტაკლში - "სალომეა" ვითამაშე. მხატვარს უნდოდა, წითელი თმა მქონოდა. სხვათა შორის, მომიხდა. დაახლოებით 2 წელი წითელი თმა მქონდა, მერე კი ვიფიქრე: - ბარემ თმა შეღებილი მაქვს და ქერად გადავიღებავ-მეთქი. ასეც მოვიქეცი, მაგრამ ქერა თმა არ მომიხდა, საშინელება ვიყავი! ვერაფერი რომ ვეღარ მოვუხერხე, ძირში მოვიჭერი - ფაქტობრივად, თავი გადავიპარსე. ჰოდა, მას შემდეგ თმა არ შემიღებავს.

თმის მოსავლელად განსაკუთრებულ მეთოდებს არ ვიყენებ. ახლახან რუსული კომპანიის მცენარეული შამპუნების გამოყენება დავიწყე. კმაყოფილი ვარ. ხალხური მეთოდიც ვიცი: კონიაკი, ზეითუნის ზეთი, კვერცხი ერთმანეთში უნდა აურიო და თმაზე ნახევარი საათით გაიჩერო. ამას დიდი სიამოვნებით გავაკეთებდი, მაგრამ საამისოდ დრო არ მაქვს.

ვარჯიში და დიეტა

- წონის პრობლემა არასოდეს მქონია. შარშან 2-3 კილოგრამი მოვიმატე, რადგან ცოტა არ იყოს, პასიური წელი მქონდა, მაგრამ მეუბნებოდნენ, - გიხდებაო. მას შემდეგ, რაც ვარჯიში დავიწყე, ისე გავხდი, რომ ყველა სამოსი დიდი მაქვს. სექტემბრის დასაწყისში საფრანგეთში გახლდით, სადაც ძალიან ვიწრო ჯინსის შარვალი ვიყიდე. ჰოდა, გუშინ ჩავიცვი და ისიც დიდი მქონდა. თითქოს, წონაში ბევრი არ დამიკლია, მაგრამ ასეა! ვგრძნობ, სხეულის ფორმები შემეცვალა.

სამოსი

- საერთოდ, უპირატესობას კომფორტულ სამოსს ვანიჭებ. გამოსასვლელ ტანსაცმელს მეგობრები მჩუქნიან. მაგალითად, მირანდა მირიანაშვილი, რომელიც მოსკოვში ცხოვრობს და ხშირად მოგზაურობს, ყოველთვის ცდილობს, ასეთი სამოსი ჩამომიტანოს. მირჩევს ხოლმე: ამა და ამ ღონისძიების გახსნაზე ეს ჩაიცვიო. იცის, რომ ძალიან "მარტივად" ვიმოსები: ძირითადად, ჯინსით (ზაფხულში - შორტებით) დავდივარ...

დიდი "შოპინგისტი" არ ვარ. როცა რამეს ვყიდულობ, კარგად უნდა მოვისინჯო და დავფიქრდე - რას მოუხდება. ზოგჯერ მაღაზიაში შვილიც მიმყავს. ფეხსაცმელს რომ ვისინჯავ, სულ მგონია, რომ მიჭერს ან დიდი მაქვს. მირანდამ ზუსტად იცის, რომელი ზომის და როგორი სამოსი უნდა მაჩუქოს. არ ყოფილა შემთხვევა, რომ რაიმე არაკომფორტული ეჩუქებინოს. შეუძლია, ჩემზე უკეთ განსაზღვროს, თუ რა მომიხდება და რა - არა. ზოგადად, ფერადი ტანსაცმელი მიყვარს.

სამკაული და აქსესუარი

- სამკაულის მიმართ გულგრილი ვარ. ოქროსა და ბრილიანტზე გაგიჟებული არასოდეს ვყოფილვარ. ვერცხლი უფრო მომწონს. საერთოდ, ამოჩემება მიყვარს: წელიწად-ნახევარია, რაც ეს საყურე მიკეთია. ერთ-ერთი მაღაზიის 500-ლარიანი ვაუჩერი მოვიგე, რომელიც ძირითადად, საჩუქრებში დავხარჯე, მე კი მხოლოდ ეს საყურე შემრჩა. მეც ძალიან მიყვარს და ხალხსაც მოსწონს, კომპლიმენტს ხშირად მეუბნებიან.

ჩანთები და საფულეები მიყვარს. მგონი, ეს აკვიატებაა! შემიძლია, ყოველდღე სხვადასხვა ჩანთა ვატარო. რომელი ბრენდის არის, ამას მნიშვნელობა არა აქვს. რამეს რომ დავკარგავ, ვფიქრობ, - რომელ ჩანთაში მედო-მეთქი? სათვალეც მიყვარს, მაგრამ ვერ ვიყენებ: თუ საჭესთან არ ვზივარ და მზე არ მაწუხებს, არ ვიკეთებ.

სვირინგი

- 10 წლის წინ ბეჭზე სვირინგი გავიკეთე. მოკრძალებული იეროგლიფია, რომლის მნიშვნელობაც არ ვიცოდი. მერე აღმოვაჩინე, რომ თურმე, ჩემი დაბადების წელი ყოფილა. სვირინგი ისეთ ადგილზე მაქვს, რომ ვერ ვხედავ და არ მაწუხებს. ამბობენ, - ერთხელ რომ გაიკეთებ, მერე ახლის გაკეთება გინდებაო, მაგრამ ჩემს შემთხვევაში ასე არ მოხდა; ვფიქრობ, ერთიც საკმარისია.

საქმე

- ჩემს ცხოვრებაში თეატრს დიდი ადგილი უჭირავს. უკვე 17 წელია, აქ ვმუშაობ და სცენის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია; აქაურობა ძალიან მიყვარს! თეატრში თავს ისე კომფორტულად ვგრძნობ, თითქოს საკუთარ სახლში ვიყო. სიმართლე გითხრათ, ახლა ცოტა სხვა ფლანგზე გადავერთე - "ცეკვავენ ვარსკვლავებს" ვგულისხმობ, მაგრამ ეს დროებითია. მალე რეპეტიციები თეატრშიც დაგვეწყება და მერე რა უნდა ვქნა, არ ვიცი. მას შემდეგ, რაც სეზონი გაიხსნა, დღეს მეოთხე სპექტაკლს ვთამაშობთ.

არ მეგონა, პროექტში - "ცეკვავენ ვარსკვლავები" მონაწილეობა ასეთი რთული თუ იქნებოდა. წლების წინ ბალეტზე დავდიოდი: ეს რაღაცაში მეხმარება, რაღაცაში კი ხელს მიშლის. სამეჯლისო ცეკვა ხომ ბალეტისგან რადიკალურად განსხვავდება. ვცდილობ და მინდა, რომ ჩვენ მიერ შესრულებული ცეკვა კარგი და ლამაზი სანახავი იყოს. ბუნებრივია, ისე ვერ ვიცეკვებ, როგორც მაგალითად, ჯულიანა და სალომე ცეკვავენ, მაგრამ ეს საქმე ჩემთვის აზარტული გახდა. რადგან მაყურებელმა გადაწყვიტა, რომ პროექტში უნდა დავრჩენილიყავი, ახლა ვფიქრობ, რომ უფრო მეტი მომეთხოვება. პროექტის გასული სეზონის მონაწილეებს ვეუბნები, - ხალხო, გეთქვათ, ასეთი რთული საქმე თუ იყო-მეთქი. ჩემი ჩანთა პატარა აფთიაქს დაემსგავსა: მალამოები, ნემსები, "ზელიონკა" - ყველაფერი მაქვს! აბსოლუტურად "მოშლილი" და "დანგრეული" ვარ.

ჩემი პარტნიორი - ლევან ახვლედიანი არაჩვეულებრივი მოცეკვავეა. მისი მადლიერი ვარ, რადგან მშვიდად, მოთმინებით მიტანს (იღიმის). ამას წინათ, პრომოსთვის ინტერვიუს ვწერდით და ვთქვი: მე და ლევანი არ ვჩხუბობთ-მეთქი. დღეს წავკამათდით. ძალიან ნერვიულობს, პასუხისმგებლობის გრძნობა აქვს. უნდა, რომ კარგი ცეკვა გამოგვივიდეს...

ჩემი შვილები პროექტს თვალყურს აქტიურად ადევნებენ და ძალიან ღელავენ. აინტერესებთ, ჩემ შესახებ ვინ რა თქვა, რა დაწერა? ზოგჯერ სოციალურ ქსელში ვიღაცები უხეშად, უდიერად წერენ (მხოლოდ ჩემ მიმართ - არა). მე ამას ყურადღებას არ ვაქცევ, მაგრამ არ მინდა, ასეთმა კომენტარებმა ჩემს შვილებზე უარყოფითად იმოქმედოს.

ოჯახი

- მე, ჩემი შვილები და სიძე (ტასოს ქმარი) ერთად ვცხოვრობთ. ამ ეტაპზე შვილებს ყურადღებას ვერ ვუთმობ. შინ ისეთი დაღლილი ვბრუნდები, რომ ოჯახის წევრებს მხოლოდ გადავკოცნი, ბოდიშს ვუხდი, ვწვები და ვიძინებ. ჩემმა ვაჟმა - ჯეჯიმ წელს სამსახიობო ფაკულტეტზე ჩააბარა. სწავლა უკვე დაეწყო. ძალიან კმაყოფილია, რადგან არაჩვეულებრივ პედაგოგთან - გიზო ჟორდანიასთან მოხვდა. სხვათა შორის, ჩემი პედაგოგიც ბატონი გიზო იყო... ტასო ახლა ორსულად არის. თებერვლის დასაწყისში გოგონას ველოდებით. ალბათ, ჩემი ყურადღება აკლია...

ჩემთვის მთავარია, შვილებს საჭმელი დავუტოვო. ამიტომ დილით ადრე ვდგები და სადილს ვამზადებ. როცა ვიცი, რომ შინ სადილი არის და ბავშვები მშივრები არ იქნებიან, დანარჩენზე აღარ ვღელავ...

დასვენება და გართობა

- ამ ზაფხულს კარგად დავისვენე - რაჭაში ვიყავი, სადაც ონისე ონიანმა დამპატიჟა; ნიკორწმინდა და სხვა სალოცავები მოვიარეთ. სვანეთსა და აჭარაშიც ვიყავი, მანამდე კი ბეირუთში გახლდით (დეიდაშვილმა დამპატიჟა). სექტემბრის დასაწყისში მირანდა მირიანაშვილმა მეგობრები საფრანგეთში მიგვიწვია... მოკლედ, ზაფხულთან დაკავშირებით საწუწუნო არაფერი მაქვს, მაგრამ დასვენება ახლაც მჭირდება. წლის განმავლობაში ისე ვიღლები, რომ კლუბების, დისკოთეკების გაგონება აღარ მსურს და საღამოს 11 საათზე უკვე მძინავს.

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება