რუსთავის #16 სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორს, ლევან აბურჯანიას უფლებამოსილება შეუჩერდა, - ამის შესახებ სასჯელაღსრულების სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
"სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს გენერალური ინსპექციამ, მსჯავრდებულთა და მათი ოჯახის წევრების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, 2012 წლის 2 ნოემბერს დაიწყო მოკვლევა. მინისტრის გადაწყვეტილებით, გენერალური ინსპექციის მიერ საკითხის საბოლოო შესწავლამდე, უფლებამოსილება შეუჩერდა რუსთავის #16 ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორს ლევან აბურჯანიას", - აღნიშნულია განცხადებაში.