მსოფლიო

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გუბერნატორებს პრემიერ-მინისტრი დანიშნავს
გუბერნატორებს პრემიერ-მინისტრი დანიშნავს

რე­გი­ო­ნე­ბის გუ­ბერ­ნა­ტო­რებს, პრე­ზი­დენ­ტის ნაც­ვლად, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი და­ნიშ­ნავს. "სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის სტრუქ­ტუ­რის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბი­სა და საქ­მი­ა­ნო­ბის წე­სის შე­სა­ხებ" სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­ში ცვლი­ლე­ბის პრო­ექტს მთავ­რო­ბის დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე გა­ნი­ხი­ლა­ვენ.

რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტებს რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მი­ნის­ტრმა და­ვით ნარ­მა­ნი­ამ გა­ნუ­ცხა­და, გუ­ბერ­ნა­ტო­რე­ბი რე­გი­ო­ნებ­ში არი­ან მთავ­რო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, კო­ორ­დი­ნა­ცი­ას უწე­ვენ პრო­ექ­ტებს, რომ­ლე­ბიც რე­გი­ო­ნებ­ში სხვა­დას­ხვა სა­მი­ნის­ტო­რე­ბის მიერ ხორ­ცი­ელ­დე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, ნარ­მა­ნია მი­იჩ­ნევს, რომ გუ­ბერ­ნა­ტო­რებს უნდა ნიშ­ნავ­დეს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი და ისი­ნი ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბულ­ნი უნდა იყ­ვნენ მთავ­რო­ბას­თან.

"ცვლი­ლე­ბის მი­ხედ­ვით, გუ­ბერ­ნა­ტო­რე­ბი უნდა და­ნიშ­ნოს არა პრე­ზი­დენ­ტმა, არა­მედ - პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა. ამას სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბა არ სჭირ­დე­ბა, ეს არის უბ­რა­ლოდ სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბა, რო­მელ­საც მთავ­რო­ბა პარ­ლა­მენტს გა­უგ­ზავ­ნის", - აღ­ნიშ­ნა და­ვით ნარ­მა­ნი­ამ.

მოქ­მე­დი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით, გუ­ბერ­ნა­ტო­რებს სა­ქარ­თვე­ლოს მხა­რე­ებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი ნიშ­ნავს და ისი­ნი ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბულ­ნი არი­ან პრე­ზი­დენ­ტის წი­ნა­შე.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

გუბერნატორებს პრემიერ-მინისტრი დანიშნავს

გუბერნატორებს პრემიერ-მინისტრი დანიშნავს

რეგიონების გუბერნატორებს, პრეზიდენტის ნაცვლად, პრემიერ-მინისტრი დანიშნავს. "საქართველოს მთავრობის სტრუქტურის უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების პროექტს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განიხილავენ.

როგორც ჟურნალისტებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ განუცხადა, გუბერნატორები რეგიონებში არიან მთავრობის წარმომადგენლები, კოორდინაციას უწევენ პროექტებს, რომლებიც რეგიონებში სხვადასხვა სამინისტორების მიერ ხორციელდება. შესაბამისად, ნარმანია მიიჩნევს, რომ გუბერნატორებს უნდა ნიშნავდეს პრემიერ-მინისტრი და ისინი ანგარიშვალდებულნი უნდა იყვნენ მთავრობასთან.

"ცვლილების მიხედვით, გუბერნატორები უნდა დანიშნოს არა პრეზიდენტმა, არამედ - პრემიერ-მინისტრმა. ამას საკონსტიტუციო ცვლილება არ სჭირდება, ეს არის უბრალოდ საკანონმდებლო ცვლილება, რომელსაც მთავრობა პარლამენტს გაუგზავნის", - აღნიშნა დავით ნარმანიამ.

მოქმედი კანონმდებლობით, გუბერნატორებს საქართველოს მხარეებში საქართველოს პრეზიდენტი ნიშნავს და ისინი ანგარიშვალდებულნი არიან პრეზიდენტის წინაშე.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა