მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნინო ჩხეიძე - არ მინდა ბევრი ფული მქონდეს!
ნინო ჩხეიძე - არ მინდა ბევრი ფული მქონდეს!

ის პრო­ექ­ტში - "ახა­ლი ხმა" აქ­ტი­უ­რად არის ჩარ­თუ­ლი. ამ­ბობს, რომ მის­თვის ამ შო­უ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა დიდი პა­ტი­ვია. მომ­ღე­რალ­მა ნინო ჩხე­ი­ძემ ჩემი შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი წი­ნა­და­დე­ბე­ბი სი­ა­მოვ­ნე­ბით და­ას­რუ­ლა. ინ­ტერ­ვი­უ­დან შე­ი­ტყობთ, თუ რა­ტომ არ სურს მომ­ღე­რალს ბევ­რი ფული, რო­დის ვერ იკა­ვებს ცრემლს და რა არ და­ა­ვი­წყდე­ბა არას­დროს...

- სა­ხე­ლი და გვა­რი...

- ნინო ჩხე­ი­ძე.

- და­ბა­დე­ბის თა­რი­ღი...

- 1981 წლის 6 ივ­ნი­სი.

- ჩემ­ზე ამ­ბო­ბენ, რომ...

- ...ბევრ რა­მეს ამ­ბო­ბენ, კარ­გსაც და ცუდ­საც. ამ­ბო­ბენ, რომ ერ­თგუ­ლი მე­გო­ბა­რი ვარ. ცუდს რას ამ­ბო­ბენ? ზოგს არ მოს­წონს ჩემი სიმ­ღე­რე­ბი, მაგ­რამ კი არ მაკ­რი­ტი­კე­ბენ, მლან­ძღა­ვენ. მე მა­ინც ხალ­ხის მად­ლი­ე­რი ვარ, რად­გან სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდ­მა ნა­წილ­მა კარ­გად მი­მი­ღო და ჩემი წარ­მა­ტე­ბა სწო­რედ მათი დამ­სა­ხუ­რე­ბაა.

- ცხოვ­რე­ბას ვი­ლა­მა­ზებ...

- ...ჯერ სიმ­ღე­რით ვი­ლა­მა­ზებ­დი, მაგ­რამ მერე ისე მოხ­და, რომ ეს ჩემი პრო­ფე­სია გახ­და; შემ­დეგ ცხოვ­რე­ბას პა­ტარ-პა­ტა­რა სი­ურპრი­ზე­ბით ვი­ლა­მა­ზებ­დი, სამ­კა­უ­ლით, სა­მო­სით... ახლა ძა­ლი­ან მიყ­ვარს, როცა ახლო მე­გობ­რებს შინ ვე­პა­ტი­ჟე­ბი. სხვა­თა შო­რის, სახ­ლის ინ­ტე­რი­ე­რი სა­კუ­თა­რი გე­მოვ­ნე­ბით მო­ვა­წყვე და თან­და­თან კი­დევ უფრო ვა­ლა­მა­ზებ.

- ჩემ­ზე გავ­ლე­ნა იქო­ნია...

- ...ოჯახ­მა, პირ­ველ რიგ­ში კი, მშობ­ლებ­მა. მი­მაჩ­ნია, რომ ადა­მი­ა­ნის პი­როვ­ნე­ბად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბი­სას დიდ გავ­ლე­ნას სწო­რედ ოჯა­ხი ახ­დენს, მაგ­რამ არის რა­ღა­ცე­ბი, რა­საც ვე­რა­ვინ გას­წავ­ლის.

- ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ...

- ...კარ­გი მშობ­ლე­ბი, ძმა, მე­უღ­ლე და შვი­ლი მყავს. ჩემი ძმა ეკო­ნო­მის­ტია. ის ჩემ­ზე უკეთ მღე­რის და ძა­ლი­ან მინ­დო­და, "ახალ ხმა­ში" გა­მო­სუ­ლი­ყო, მაგ­რამ ვი­ნა­ი­დან ერთ-ერთი მწვრთნე­ლი მე ვარ, თავი შე­ვი­კა­ვეთ. სა­ტე­ლე­ვი­ზიო შო­უ­შიც არა­ერ­თხელ დაგვპა­ტი­ჟეს, მაგ­რამ არ მომ­ყვე­ბა, პო­პუ­ლა­რო­ბის სურ­ვი­ლი არ აქვს.

- როცა მარ­ტო ვარ...

- ...ვფიქ­რობ მო­მა­ვალ­ზე, ვა­ა­ნა­ლი­ზებ აწ­მყოს და სა­ერ­თოდ არ ვფიქ­რობ წარ­სულ­ზე. ჩემი ფიქ­რე­ბი ძი­რი­თა­დად, საქ­მეს­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი.

- ვიბ­ნე­ვი, როცა...

- ...არ მომ­წონს ის სი­ტუ­ა­ცია, სა­დაც ვარ. ვიბ­ნე­ვი, როცა გარ­შე­მო ჩემ­თვის არა­სა­სურ­ვე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან.

- წო­ნას­წო­რო­ბი­დან გა­მოვ­დი­ვარ, როცა...

- ...მა­ტყუ­ე­ბენ. ასეთ დროს სა­კუ­თარ თავ­ზეც ვბრა­ზობ - აქამ­დე რო­გორ ვერ მივ­ხვდი, ეს ადა­მი­ა­ნი ვინც იყო-მეთ­ქი?! სა­ერ­თოდ, კარ­გი რამ შე­გემ­თხვე­ვა თუ ცუდი, ამის მი­ზე­ზი ყო­ველ­თვის სა­კუ­თარ თავ­ში უნდა ეძიო.

- მე ვარ შე­უმ­დგა­რი...

- ...მსა­ხი­ო­ბი. ყო­ველ­თვის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბო­ბა­ზე ვოც­ნე­ბობ­დი. თე­ატ­რში ყვე­ლა­ფე­რი მიყ­ვარს - კუ­ლი­სე­ბი, სცე­ნის სუნი... ჟურ­ნა­ლის­ტი­კის ფა­კულ­ტეტ­ზე სიმ­ღე­რის ხათ­რით ჩა­ვა­ბა­რე; მინ­დო­და, კულ­ტუ­რის სფე­რო­ში მე­მუ­შა­ვა და გა­მე­შუ­ქე­ბი­ნა კონ­ცერ­ტე­ბი, წა­მეყ­ვა­ნა სა­ღა­მო­ე­ბი ან მუ­სი­კა­ლუ­რი გა­და­ცე­მა.

- მე­ზა­რე­ბა...

- ...ვარ­ჯი­ში.

- ძა­ლი­ან მინ­და...

- ...ადა­მი­ა­ნე­ბი უფრო კე­თი­ლე­ბი იყ­ვნენ, თი­თო­ე­ულს პო­ზი­ტი­უ­რი გან­წყო­ბი­ლე­ბა ჰქონ­დეს.

- ძა­ლი­ან გან­ვიც­დი...

- ...ხალ­ხის გა­ბო­რო­ტე­ბას. ჩემი აზ­რით, ეს 2012 წლის ბრა­ლია - კოს­მოს­ში ბევ­რი რამ იც­ვლე­ბა, დე­და­მი­წა­ზე მძი­მე აუ­რაა.

- არას­დროს და­მა­ვი­წყდე­ბა...

- ...დღე, როცა დედა გავ­ხდი. მა­შინ 22 წლის ვი­ყა­ვი და ვფიქ­რობ­დი: ვა­ი­მე, ეს რამ­ხე­ლა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და­მე­კის­რა; ბავ­შვი უნდა გავ­ზარ­დო, მო­ვუ­ა­რო-მეთ­ქი. მოკ­ლედ, ძა­ლი­ან დაბ­ნე­უ­ლი ვი­ყა­ვი.

- დათ­მო­ბა შე­მიძ­ლია თუ...

- ...ადა­მი­ა­ნი შეც­დო­მას გულ­წრფე­ლად აღი­ა­რებს.

- რამ­დე­ნიც უნდა გა­და­მი­ხა­დონ...

- ...ვერ ვუ­ღა­ლა­ტებ მე­გობ­რებს, საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებს.

- ამ წუთ­ში ძა­ლი­ან მინ­და...

- ...ოჯა­ხის წევ­რებ­თან ერ­თად, და­სას­ვე­ნებ­ლად ვიყო წა­სუ­ლი ისეთ ად­გი­ლას, სა­დაც ზღვა არ იქ­ნე­ბა. წყლის მე­ში­ნია და ცურ­ვაც არ ვიცი. არც მთა და პა­სი­უ­რი დას­ვე­ნე­ბა მიყ­ვარს... გა­და­ვი­ღა­ლე, ზა­ფხულ­შიც კი არ და­მის­ვე­ნია. ახლო მო­მა­ვალ­ში ის­რა­ელ­ში, ვე­ნა­ში, უკ­რა­ი­ნა­ში კონ­ცერ­ტე­ბი მაქვს და დას­ვე­ნე­ბა­ზე ფიქ­რიც ზედ­მე­ტია.

- ვე­რაფ­რით ვის­წავ­ლე....

- ...რომ ყვე­ლას არ უნდა ვენ­დო. შე­მიძ­ლია ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ან­თან ბო­ლომ­დე გულ­წრფე­ლი ვიყო, ეს თვი­სე­ბა კი წინ ბევ­რჯერ, თა­ნაც - ძა­ლი­ან ცუ­დად დამ­ხვედ­რია... თუმ­ცა, სა­ბო­ლოო ჯამ­ში ჩემი ხა­სი­ა­თი მომ­წონს. წყე­ნა მალე მა­ვი­წყდე­ბა.

- არა­სო­დეს არა­ვის­თან ვლა­პა­რა­კობ...

- ...ყვე­ლას­თან ყვე­ლა­ფერ­ზე ვლა­პა­რა­კობ, ტა­ბუ­და­დე­ბუ­ლი თემა არ მაქვს. როცა რა­ღაც მი­ხა­რია, სი­ხა­რუ­ლით გა­მოწ­ვე­ულ ემო­ცი­ას ვერ ვფა­რავ, როცა მწყინს ან მტკი­ვა - ცრემლს.

- დაშ­ვე­ბულ შეც­დო­მებ­ზე...

- ...ნაკ­ლე­ბად ვფიქ­რობ და არც იმის მჯე­რა, რომ სა­კუ­თარ შეც­დო­მებ­ზე ჭკუ­ის სწავ­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბა.

- ცრუ­მორ­წმუ­ნე...

- ...ვარ. მჯე­რა მეკვლის ფე­ხის და სა­წო­ლი­და­ნაც მარ­ჯვე­ნა ფე­ხით ვდგე­ბი, ფეხ­საც­მელ­საც პირ­ვე­ლად მარ­ჯვე­ნა ფეხ­ზე ვიც­ვამ. კი­დევ, არ მიყ­ვარს, როცა წინ კატა გა­და­მირ­ბენს ხოლ­მე.

- ბო­ლოს მე­სიზ­მრა...

- ...ზუს­ტად არ მახ­სოვს, ბო­ლოს რა მე­სიზ­მრა, მაგ­რამ სიზ­მრებს ხში­რად ვხე­დავ ხოლ­მე; უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში, ნა­ნა­ხი მე­ო­რე დღეს­ვე მიხ­დე­ბა, თან ზუს­ტად ისე, რო­გორც სიზ­მარ­ში ვნა­ხე.

- ძა­ლი­ან მჯე­რა...

- ...უფ­ლის, ეკ­ლე­სი­ის. სამ­წუ­ხა­როდ, ისე ვერ ვცხოვ­რობ, რო­გორც მორ­წმუ­ნეს შე­ე­ფე­რე­ბა. მჯე­რა, რომ ადა­მი­ა­ნი რა ენერ­გი­ა­საც გას­ცემს, უკან ისე­თი­ვე ენერ­გია უბ­რუნ­დე­ბა.

- როცა მო­მა­ვალ­ზე ვფიქ­რობ...

- ...ბლოკ­ნოტ­ში ვი­ნიშ­ნავ, რა და რო­დის უნდა გა­ვა­კე­თო. უფრო ხში­რად, შვი­ლის მო­მა­ვალ­ზე ვფიქ­რობ - სად ვას­წავ­ლო, რო­გორ მი­ვა­ღე­ბი­ნო კარ­გი გა­ნათ­ლე­ბა და ა.შ.

- სიყ­ვა­რუ­ლი ეს...

- ...ცხოვ­რე­ბაა. თუ გინ­და ცხოვ­რე­ბა შე­იგ­რძნო, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გიყ­ვარ­დეს. შემ­ხვედ­რია ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც უთ­ქვამს: არ ვიცი, რა არის სიყ­ვა­რუ­ლი; არას­დროს არა­ვინ მყვა­რე­ბი­აო. ვფიქ­რობ, ასეთ­მა ადა­მი­ან­მა ცხოვ­რე­ბა არ იცის.

- როცა შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ვარ....

- ...უფრო მე­ტად მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი და აქ­ტი­უ­რი ვარ, არა­ფე­რი მე­ზა­რე­ბა. ჩემ­თვის სიყ­ვა­რუ­ლი დიდი სტი­მუ­ლია.

- ვოც­ნე­ბობ...

- ...არა­ფერ­ზე ვოც­ნე­ბობ, რე­ა­ლის­ტი ვარ.

- თავს ვერ ვი­კა­ვებ და ვტი­რი, როცა...

- ...ბოლო დროს ყვე­ლა­ფერ­ზე მე­ტი­რე­ბა. რამ­დე­ნი­მე დღის წინ "ახა­ლი ხმის" ჩა­ნა­წერს ვუ­ყუ­რებ­დი და ვი­ტი­რე, ჭინ­ჭა­რა­უ­ლის გა­მოს­ვლა­ზე ცრემ­ლე­ბი ვერ შე­ვი­კა­ვე.

- ყო­ველ­თვის შე­უძ­ლია კარგ ხა­სი­ათ­ზე და­მა­ყე­ნოს...

- ...შვილ­მა და ძმის­შვილ­მა, რო­მე­ლიც ჯერ ძა­ლი­ან პა­ტა­რაა.

- ცხოვ­რე­ბა­ში რის­კზე...

- ...ხში­რად მივ­დი­ვარ, მაგ­რამ თუ ვიცი, რომ საქ­მე სი­ცო­ცხლეს ან ჯან­მრთე­ლო­ბას ეხე­ბა, არ გავ­რის­კავ... როცა კა­რი­ე­რას ვი­წყებ­დი, მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ: ამ ჟანრ­ში სიმ­ღე­რა არ ჩა­წე­რო, არა­ვინ მო­გის­მენ­სო. გავ­რის­კე და ვფიქ­რობ, გა­ა­მარ­თლა.

- მა­ხე­ში ად­ვი­ლად...

- ...არ ვებ­მე­ბი; სხვის ავან­ტი­უ­რას არ ავ­ყვე­ბი.

- ვეპ­რან­ჭე­ბი...

- ...რა­ტომ­ღაც აღა­რა­ვის ვეპ­რან­ჭე­ბი და ეს არ მომ­წონს. არა­და, ბუ­ნე­ბით ძა­ლი­ან პრან­ჭია ვარ; მინ­და ყვე­ლას მოვ­წონ­დე. ისე, ბოლო დროს ნორ­მა­ლუ­რად თა­ვის მო­წეს­რი­გე­ბა­საც ვე­ღარ ვა­ხერ­ხებ.

- როცა სა­ჯა­როდ მა­ქე­ბენ...

- ...მრცხვე­ნია.

- მე­ში­ნია...

- ...სიკ­ვდი­ლის, ავად­მყო­ფო­ბის.

- არ მჩვე­ვია...

- ...ჭო­რა­ო­ბა, მე­გობ­რებ­ზე მათ ზურგს უკან ლა­პა­რა­კი.

- როცა ჩემს პი­რად ცხოვ­რე­ბას ქე­ქა­ვენ...

- ...სა­კუ­თარ თავ­ზე ჭორი ნაკ­ლე­ბად გა­მი­გია.

- ხში­რად მსაყ­ვე­დუ­რო­ბენ...

- ...უყუ­რა­დღე­ბო­ბის გამო. მე­უბ­ნე­ბი­ან, - რა­ტომ არ მი­რე­კავ და არ მკი­თხუ­ლო­ბო?! ეს იმის გამო კი არ ხდე­ბა, რომ ვი­ღაც არ მა­ინ­ტე­რე­სებს ან არ მახ­სენ­დე­ბა, არა­მედ ხში­რად სა­ა­მი­სო დრო არ მაქვს.

- ვე­რა­ვინ მა­ი­ძუ­ლებს...

- ...ვი­ცუ­რო. ბავ­შვო­ბა­ში ზღვა­ში ვიხ­რჩო­ბო­დი და მას შემ­დეგ წყლის მე­ში­ნია.

- ბევ­რი ფული რომ მქონ­დეს...

- ...არ მინ­და ბევ­რი ფული მქონ­დეს! ადა­მი­ანს სი­კე­თის კე­თე­ბა ფუ­ლის გა­რე­შეც შე­უძ­ლია, მთა­ვა­რია - ამის სურ­ვი­ლი ჰქონ­დეს.

- და­ბო­ლოს, გე­ტყვით, რომ...

- ...მინ­და ერ­თმა­ნე­თი გვიყ­ვარ­დეს; მინ­და ყვე­ლას სა­ხე­ზე ღი­მილს ვხე­დავ­დე.

თა­მუ­ნა კვი­ნი­კა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

რუბრიკის სხვა სიახლეები

ნინო ჩხეიძე - არ მინდა ბევრი ფული მქონდეს!

ნინო ჩხეიძე - არ მინდა ბევრი ფული მქონდეს!

ის პროექტში - "ახალი ხმა" აქტიურად არის ჩართული. ამბობს, რომ მისთვის ამ შოუში მონაწილეობა დიდი პატივია. მომღერალმა ნინო ჩხეიძემ ჩემი შეთავაზებული წინადადებები სიამოვნებით დაასრულა. ინტერვიუდან შეიტყობთ, თუ რატომ არ სურს მომღერალს ბევრი ფული, როდის ვერ იკავებს ცრემლს და რა არ დაავიწყდება არასდროს...

- სახელი და გვარი...

- ნინო ჩხეიძე.

- დაბადების თარიღი...

- 1981 წლის 6 ივნისი.

- ჩემზე ამბობენ, რომ...

- ...ბევრ რამეს ამბობენ, კარგსაც და ცუდსაც. ამბობენ, რომ ერთგული მეგობარი ვარ. ცუდს რას ამბობენ? ზოგს არ მოსწონს ჩემი სიმღერები, მაგრამ კი არ მაკრიტიკებენ, მლანძღავენ. მე მაინც ხალხის მადლიერი ვარ, რადგან საზოგადოების დიდმა ნაწილმა კარგად მიმიღო და ჩემი წარმატება სწორედ მათი დამსახურებაა.

- ცხოვრებას ვილამაზებ...

- ...ჯერ სიმღერით ვილამაზებდი, მაგრამ მერე ისე მოხდა, რომ ეს ჩემი პროფესია გახდა; შემდეგ ცხოვრებას პატარ-პატარა სიურპრიზებით ვილამაზებდი, სამკაულით, სამოსით... ახლა ძალიან მიყვარს, როცა ახლო მეგობრებს შინ ვეპატიჟები. სხვათა შორის, სახლის ინტერიერი საკუთარი გემოვნებით მოვაწყვე და თანდათან კიდევ უფრო ვალამაზებ.

- ჩემზე გავლენა იქონია...

- ...ოჯახმა, პირველ რიგში კი, მშობლებმა. მიმაჩნია, რომ ადამიანის პიროვნებად ჩამოყალიბებისას დიდ გავლენას სწორედ ოჯახი ახდენს, მაგრამ არის რაღაცები, რასაც ვერავინ გასწავლის.

- ბედნიერი ვარ, რომ...

- ...კარგი მშობლები, ძმა, მეუღლე და შვილი მყავს. ჩემი ძმა ეკონომისტია. ის ჩემზე უკეთ მღერის და ძალიან მინდოდა, "ახალ ხმაში" გამოსულიყო, მაგრამ ვინაიდან ერთ-ერთი მწვრთნელი მე ვარ, თავი შევიკავეთ. სატელევიზიო შოუშიც არაერთხელ დაგვპატიჟეს, მაგრამ არ მომყვება, პოპულარობის სურვილი არ აქვს.

- როცა მარტო ვარ...

- ...ვფიქრობ მომავალზე, ვაანალიზებ აწმყოს და საერთოდ არ ვფიქრობ წარსულზე. ჩემი ფიქრები ძირითადად, საქმესთან არის დაკავშირებული.

- ვიბნევი, როცა...

- ...არ მომწონს ის სიტუაცია, სადაც ვარ. ვიბნევი, როცა გარშემო ჩემთვის არასასურველი ადამიანები არიან.

- წონასწორობიდან გამოვდივარ, როცა...

- ...მატყუებენ. ასეთ დროს საკუთარ თავზეც ვბრაზობ - აქამდე როგორ ვერ მივხვდი, ეს ადამიანი ვინც იყო-მეთქი?! საერთოდ, კარგი რამ შეგემთხვევა თუ ცუდი, ამის მიზეზი ყოველთვის საკუთარ თავში უნდა ეძიო.

- მე ვარ შეუმდგარი...

- ...მსახიობი. ყოველთვის თეატრის მსახიობობაზე ვოცნებობდი. თეატრში ყველაფერი მიყვარს - კულისები, სცენის სუნი... ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე სიმღერის ხათრით ჩავაბარე; მინდოდა, კულტურის სფეროში მემუშავა და გამეშუქებინა კონცერტები, წამეყვანა საღამოები ან მუსიკალური გადაცემა.

- მეზარება...

- ...ვარჯიში.

- ძალიან მინდა...

- ...ადამიანები უფრო კეთილები იყვნენ, თითოეულს პოზიტიური განწყობილება ჰქონდეს.

- ძალიან განვიცდი...

- ...ხალხის გაბოროტებას. ჩემი აზრით, ეს 2012 წლის ბრალია - კოსმოსში ბევრი რამ იცვლება, დედამიწაზე მძიმე აურაა.

- არასდროს დამავიწყდება...

- ...დღე, როცა დედა გავხდი. მაშინ 22 წლის ვიყავი და ვფიქრობდი: ვაიმე, ეს რამხელა პასუხისმგებლობა დამეკისრა; ბავშვი უნდა გავზარდო, მოვუარო-მეთქი. მოკლედ, ძალიან დაბნეული ვიყავი.

- დათმობა შემიძლია თუ...

- ...ადამიანი შეცდომას გულწრფელად აღიარებს.

- რამდენიც უნდა გადამიხადონ...

- ...ვერ ვუღალატებ მეგობრებს, საყვარელ ადამიანებს.

- ამ წუთში ძალიან მინდა...

- ...ოჯახის წევრებთან ერთად, დასასვენებლად ვიყო წასული ისეთ ადგილას, სადაც ზღვა არ იქნება. წყლის მეშინია და ცურვაც არ ვიცი. არც მთა და პასიური დასვენება მიყვარს... გადავიღალე, ზაფხულშიც კი არ დამისვენია. ახლო მომავალში ისრაელში, ვენაში, უკრაინაში კონცერტები მაქვს და დასვენებაზე ფიქრიც ზედმეტია.

- ვერაფრით ვისწავლე....

- ...რომ ყველას არ უნდა ვენდო. შემიძლია ნებისმიერ ადამიანთან ბოლომდე გულწრფელი ვიყო, ეს თვისება კი წინ ბევრჯერ, თანაც - ძალიან ცუდად დამხვედრია... თუმცა, საბოლოო ჯამში ჩემი ხასიათი მომწონს. წყენა მალე მავიწყდება.

- არასოდეს არავისთან ვლაპარაკობ...

- ...ყველასთან ყველაფერზე ვლაპარაკობ, ტაბუდადებული თემა არ მაქვს. როცა რაღაც მიხარია, სიხარულით გამოწვეულ ემოციას ვერ ვფარავ, როცა მწყინს ან მტკივა - ცრემლს.

- დაშვებულ შეცდომებზე...

- ...ნაკლებად ვფიქრობ და არც იმის მჯერა, რომ საკუთარ შეცდომებზე ჭკუის სწავლება შეიძლება.

- ცრუმორწმუნე...

- ...ვარ. მჯერა მეკვლის ფეხის და საწოლიდანაც მარჯვენა ფეხით ვდგები, ფეხსაცმელსაც პირველად მარჯვენა ფეხზე ვიცვამ. კიდევ, არ მიყვარს, როცა წინ კატა გადამირბენს ხოლმე.

- ბოლოს მესიზმრა...

- ...ზუსტად არ მახსოვს, ბოლოს რა მესიზმრა, მაგრამ სიზმრებს ხშირად ვხედავ ხოლმე; უმეტეს შემთხვევაში, ნანახი მეორე დღესვე მიხდება, თან ზუსტად ისე, როგორც სიზმარში ვნახე.

- ძალიან მჯერა...

- ...უფლის, ეკლესიის. სამწუხაროდ, ისე ვერ ვცხოვრობ, როგორც მორწმუნეს შეეფერება. მჯერა, რომ ადამიანი რა ენერგიასაც გასცემს, უკან ისეთივე ენერგია უბრუნდება.

- როცა მომავალზე ვფიქრობ...

- ...ბლოკნოტში ვინიშნავ, რა და როდის უნდა გავაკეთო. უფრო ხშირად, შვილის მომავალზე ვფიქრობ - სად ვასწავლო, როგორ მივაღებინო კარგი განათლება და ა.შ.

- სიყვარული ეს...

- ...ცხოვრებაა. თუ გინდა ცხოვრება შეიგრძნო, აუცილებლად უნდა გიყვარდეს. შემხვედრია ადამიანი, რომელსაც უთქვამს: არ ვიცი, რა არის სიყვარული; არასდროს არავინ მყვარებიაო. ვფიქრობ, ასეთმა ადამიანმა ცხოვრება არ იცის.

- როცა შეყვარებული ვარ....

- ...უფრო მეტად მობილიზებული და აქტიური ვარ, არაფერი მეზარება. ჩემთვის სიყვარული დიდი სტიმულია.

- ვოცნებობ...

- ...არაფერზე ვოცნებობ, რეალისტი ვარ.

- თავს ვერ ვიკავებ და ვტირი, როცა...

- ...ბოლო დროს ყველაფერზე მეტირება. რამდენიმე დღის წინ "ახალი ხმის" ჩანაწერს ვუყურებდი და ვიტირე, ჭინჭარაულის გამოსვლაზე ცრემლები ვერ შევიკავე.

- ყოველთვის შეუძლია კარგ ხასიათზე დამაყენოს...

- ...შვილმა და ძმისშვილმა, რომელიც ჯერ ძალიან პატარაა.

- ცხოვრებაში რისკზე...

- ...ხშირად მივდივარ, მაგრამ თუ ვიცი, რომ საქმე სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას ეხება, არ გავრისკავ... როცა კარიერას ვიწყებდი, მეუბნებოდნენ: ამ ჟანრში სიმღერა არ ჩაწერო, არავინ მოგისმენსო. გავრისკე და ვფიქრობ, გაამართლა.

- მახეში ადვილად...

- ...არ ვებმები; სხვის ავანტიურას არ ავყვები.

- ვეპრანჭები...

- ...რატომღაც აღარავის ვეპრანჭები და ეს არ მომწონს. არადა, ბუნებით ძალიან პრანჭია ვარ; მინდა ყველას მოვწონდე. ისე, ბოლო დროს ნორმალურად თავის მოწესრიგებასაც ვეღარ ვახერხებ.

- როცა საჯაროდ მაქებენ...

- ...მრცხვენია.

- მეშინია...

- ...სიკვდილის, ავადმყოფობის.

- არ მჩვევია...

- ...ჭორაობა, მეგობრებზე მათ ზურგს უკან ლაპარაკი.

- როცა ჩემს პირად ცხოვრებას ქექავენ...

- ...საკუთარ თავზე ჭორი ნაკლებად გამიგია.

- ხშირად მსაყვედურობენ...

- ...უყურადღებობის გამო. მეუბნებიან, - რატომ არ მირეკავ და არ მკითხულობო?! ეს იმის გამო კი არ ხდება, რომ ვიღაც არ მაინტერესებს ან არ მახსენდება, არამედ ხშირად საამისო დრო არ მაქვს.

- ვერავინ მაიძულებს...

- ...ვიცურო. ბავშვობაში ზღვაში ვიხრჩობოდი და მას შემდეგ წყლის მეშინია.

- ბევრი ფული რომ მქონდეს...

- ...არ მინდა ბევრი ფული მქონდეს! ადამიანს სიკეთის კეთება ფულის გარეშეც შეუძლია, მთავარია - ამის სურვილი ჰქონდეს.

- დაბოლოს, გეტყვით, რომ...

- ...მინდა ერთმანეთი გვიყვარდეს; მინდა ყველას სახეზე ღიმილს ვხედავდე.

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება