ამერიკელმა გენეალოგებმა აღმოაჩინეს, რომ ჰოლივუდის ვარსკვლავი ჯორჯ კლუნი დედის ხაზით აშშ-ის მე-16 პრეზიდენტის აბრაამ ლინკოლნის შთამომავალია. მოკვლევას ორგანიზაცია Ancestry.com-ის თანამშრომლები აწარმოებდნენ, რომლებიც ცნობილი ადამიანების გენეალოგიურ ხეებზე მუშაობენ.
ისტორიულმა კვლევამ დაადასტურა, რომ სახელმწიფო მოღვაწე ნენსი ჰენქსის დედა მსახიობ მერი ენ სპეროუს დიდი ბებიის გერი და იყო. ჰენქსსა და სპეროუს საერთო დედა ჰყავდათ - ლუსი ჰენქსი, თუმცა მათი მამები სხვადასხვა კაცები იყვნენ. ამგვარად, ლუსი ჰენქსი აბრაამ ლინკოლნის ბებია, ხოლო ჯორჯ კლუნისთვის დიდი ბებია გამოდის მეხუთე შტოში.
აბრაამ ლინკოლნი, რომელმაც აშშ-ის პრეზიდენტის თანამდებობა 1861 წელს დაიკავა, ამერიკელი ხალხის ეროვნული გმირია. მისი მმართველობის პერიოდში სამხრეთ და ჩრდილოეთ შტატებს შორის სამოქალაქო ომი მოხდა.
პოლიტიკოსი პირველი რესპუბლიკელი იყო, რომელიც მონების გასათავისუფლებლად იბრძოდა. კანონს მონობის გაუქმების შესახებ 1865 წელს ლინკოლნის მკვლელობის შემდეგ მოეწერა ხელი.
აღსანიშნავია, რომ რესპუბლიკელი ლინკოლნის შთამომავალი ჯორჯ კლუნი დემოკრატების გულმოდგინე მხარდამჭერია და პრეზიდენტ ბარაკ ობამას წინასაარჩევნო კამპანიაში ეხმარება.
ლინკოლნის შთამომავალი აღმოჩნდა ასევე ჰოლივუდის ვარსკვლავი ტომ ჰენკსი. ტომის მამა, ამოს მეფორდ ჰენკსი შეფ-მზარეული იყო და პრეზიდენტ აბრაამ ლინკოლნის დედის, ნენსი ჰენკს ლინკოლნის ნათესავი.
მომზადებულია lifenews.ru-ის მიხედვით.