მოდელ ჰეიდი კლუმს მაკიაჟის გარეშე ფოტოკამერების წინ პოზიორობა არ აკომპლექსებს. ის თითქმის ერთადერთი ვარსკვლავია, რომელიც ბავშვების დახმარების ფონდისთვის კამერების წინ უმაკიაჟოდ გამოჩენას დასთანხმდა.
კამპანიის ფარგლებში ჰეიდის რამდენიმე ფოტო გადაუღეს. ყველა კადრში მოდელს თმა უკან აქვს გადავარცხნილი, ხოლო მაკიაჟი საერთოდ არ აქვს. საზოგადოების დიდმა ნაწილმა მოდელი ვერ იცნო - მაკიაჟის გარეშე ჰეიდი სულაც არ გამოიყურება ისე მიმზიდველად, როგორც პოდიუმსა და ჟურნალის გარეკანზე.
მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.