საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბელგიის ციხეში ყველა საკნის გასაღები დაკარგეს
ბელგიის ციხეში ყველა საკნის გასაღები დაკარგეს

ბელ­გი­ის ქა­ლაქ ლე­ვე­ნის ცი­ხის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ყვე­ლა, 180 საკ­ნის გა­სა­ღე­ბი და­კარ­გეს. გა­სა­ღე­ბე­ბი ცი­ხის მღვდელს ჰქონ­და ჩა­ბა­რე­ბუ­ლი, რო­მელ­მაც მათი და­კარ­გვა გა­სულ ხუთ­შა­ბათს აღ­მო­ა­ჩი­ნა.

თა­ვი­დან ცი­ხის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა ინ­ცი­დენ­ტის გახ­მა­უ­რე­ბას არ აპი­რებ­და და და­ნა­კარ­გის მო­ძი­ე­ბას თა­ვად ცდი­ლობ­და, მაგ­რამ მოგ­ვი­ა­ნე­ბით იძუ­ლე­ბულ­ნი გახ­დნენ, ინ­ცი­დენ­ტის შე­სა­ხებ ბრი­უ­სელ­ში გა­ნე­ცხა­დე­ბი­ნათ.

გა­სა­ღე­ბე­ბის ას­ხმა­ში არა მხო­ლოდ საკ­ნე­ბის გა­სა­ღე­ბე­ბი, არა­მედ შე­ნო­ბის სხვა, 20 კა­რის გა­სა­ღე­ბიც იყო. ნე­ბის­მი­ე­რი, ვინც მათ იპო­ვის, პრაქ­ტი­კუ­ლად, შე­ნო­ბა­ში შე­უ­ზღუ­და­ვად გა­და­ად­გი­ლე­ბას შეძ­ლებს.

შე­მოწ­მე­ბის დროს გა­ირ­კვა, რომ კა­ბი­ნეტს, სა­დაც გა­სა­ღე­ბე­ბის ას­ხმა ინა­ხე­ბო­და, არ იცავ­დნენ.

ლე­ვე­ნის ცი­ხე­ში არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო ინ­ცი­დენ­ტე­ბი ად­რეც მომ­ხდა­რა: ცი­ხი­დან შეც­დო­მით გა­უშ­ვეს ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც სას­ჯე­ლი ბო­ლომ­დე მოხ­დი­ლი არ ჰქონ­და, მა­ნამ­დე კი - და­ა­ვი­წყდათ პა­ტიმ­რის ოჯა­ხის­თვის შე­ე­ტყო­ბი­ნე­ბი­ნათ, რომ პა­ტი­მარ­მა თავი მო­იკ­ლა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია Het Last Nieuws-ს მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

ბელგიის ციხეში ყველა საკნის გასაღები დაკარგეს

ბელგიის ციხეში ყველა საკნის გასაღები დაკარგეს

ბელგიის ქალაქ ლევენის ციხის თანამშრომლებმა სასჯელაღსრულების დაწესებულების ყველა, 180 საკნის გასაღები დაკარგეს. გასაღებები ციხის მღვდელს ჰქონდა ჩაბარებული, რომელმაც მათი დაკარგვა გასულ ხუთშაბათს აღმოაჩინა.

თავიდან ციხის ხელმძღვანელობა ინციდენტის გახმაურებას არ აპირებდა და დანაკარგის მოძიებას თავად ცდილობდა, მაგრამ მოგვიანებით იძულებულნი გახდნენ, ინციდენტის შესახებ ბრიუსელში განეცხადებინათ. 

გასაღებების ასხმაში არა მხოლოდ საკნების გასაღებები, არამედ შენობის სხვა, 20 კარის გასაღებიც იყო. ნებისმიერი, ვინც მათ იპოვის, პრაქტიკულად, შენობაში შეუზღუდავად გადაადგილებას შეძლებს.

შემოწმების დროს გაირკვა, რომ კაბინეტს, სადაც გასაღებების ასხმა ინახებოდა, არ იცავდნენ.

ლევენის ციხეში არასასიამოვნო ინციდენტები ადრეც მომხდარა: ციხიდან შეცდომით გაუშვეს ადამიანი, რომელსაც სასჯელი ბოლომდე მოხდილი არ ჰქონდა, მანამდე კი - დაავიწყდათ პატიმრის ოჯახისთვის შეეტყობინებინათ, რომ პატიმარმა თავი მოიკლა.

მომზადებულია Het Last Nieuws-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა