მსოფლიო
საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის ახალი მოწმე ვაზაგაშვილის საქმეში?!
ვინ არის ახალი მოწმე ვაზაგაშვილის საქმეში?!

"ჩემი შვი­ლი მა­შინ­ვე არ მომ­კვდა­რა, ის სა­კონ­ტრო­ლო ტყვი­ით მოკ­ლეს", - ამ­ბობს ზუ­რაბ ვა­ზა­გაშ­ვი­ლის მამა, იური ვა­ზა­გაშ­ვი­ლი. რო­გორც "სა­ი­ა­ში" გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე ად­ვო­კატ­მა გაგი მო­სი­აშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, აღ­ნიშ­ნულ საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით დაც­ვის მხა­რემ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი მო­ი­პო­ვა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, "საია" მთა­ვარ პრო­კუ­რორს ზუ­რაბ ვა­ზა­გაშ­ვი­ლი­სა და ალექ­სან­დრე ხუ­ბუ­ლო­ვის საქ­მის ხე­ლა­ხა­ლი გა­მო­ძი­ე­ბის მო­თხოვ­ნით მი­მარ­თავს.

"რო­გორც ცნო­ბი­ლია, და­ცხრი­ლულ ავ­ტო­მო­ბილ­ში მსხდომ პირ­თა­გან მხო­ლოდ ბონ­დო (ბუბა) ფუ­თუ­რი­ძე გა­დარ­ჩა, რო­მელ­თა­ნაც, მოგ­ვი­ა­ნე­ბით, გა­ფორმ­და საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბა. დღემ­დე ცნო­ბი­ლი იყო, რომ ფუ­თუ­რი­ძემ წარ­დგე­ნი­ლი ბრალ­დე­ბა აღი­ა­რა. სა­სა­მარ­თლო­ში მის მიერ მი­ცე­მუ­ლი ჩვე­ნე­ბით დას­ტურ­დე­ბო­და, რომ მათ სპეც­რაზ­მის წარ­მო­მად­გენ­ლებს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გა­უ­წი­ეს, რის შემ­დე­გაც პო­ლი­ცი­ელ­თა მხრი­დან ცე­ცხლის გახ­სნა მოხ­და. დღეს ფუ­თუ­რი­ძე აცხა­დებს, რომ სა­სა­მარ­თლოს­თვის მი­ცე­მუ­ლი აღი­ა­რე­ბი­თი ჩვე­ნე­ბა მან ზე­წო­ლის შე­დე­გად მის­ცა. მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, ის და მისი მე­გობ­რე­ბი არც სა­ყა­ჩა­ღოდ მი­დი­ოდ­ნენ და არც ია­რა­ღი ჰქო­ნი­ათ", - გა­ნა­ცხა­და მო­სი­აშ­ვილ­მა.

"ჩვენ პრო­კუ­რა­ტუ­რას წარ­ვუდ­გენთ დაც­ვის მხა­რის მიერ მო­პო­ვე­ბულ მნიშ­ვნე­ლო­ვან მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს, რომ­ლე­ბიც აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე შსს-ს ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვერ­სი­ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოს ადას­ტუ­რე­ბენ და პო­ლი­ცი­ელ­თა მხრი­დან და­ნა­შა­უ­ლის ნიშ­ნე­ბის შემ­ცველ ქმე­დე­ბებ­ზე მი­უ­თი­თე­ბენ", - გა­ნა­ცხა­და მო­სი­აშ­ვილ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ 2006 წლის 2 მა­ისს სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ თბი­ლის­ში, კორ­ტე­ბის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სპე­ცო­პე­რა­ცი­ის შე­დე­გად ავ­ტო­მო­ბილ­ში ზუ­რაბ ვა­ზა­გაშ­ვი­ლი და ალექ­სან­დრე ხუ­ბუ­ლო­ვი ჩა­ცხრი­ლეს.

"ალია" კო­მენ­ტა­რის­თვის და­უ­კავ­შირ­და ზუ­რაბ ვა­ზა­გაშ­ვი­ლის მა­მას, იური ვა­ზა­გაშ­ვილს:

- ფუ­თუ­რი­ძეს­თან და­კავ­ში­რე­ბით უნდა გი­თხრათ, რომ ძა­ლი­ან ბევ­რი დე­ტა­ლია კი­დევ სა­ინ­ტე­რე­სო. კერ­ძოდ, ფუ­თუ­რი­ძე ადას­ტუ­რებს, რომ და­ჯა­ხე­ბის შემ­დეგ მას მოხ­ვდა 15 ტყვია ქვე­და კი­დუ­რებ­ში და ამო­სა­ღე­ბი აქვს და არის კი­დევ სას­წრა­ფოდ სა­ო­პე­რა­ციო. ოპე­რა­ცი­ას არ უკე­თებ­დნენ, სა­ნამ იმ ჩვე­ნე­ბას არ მის­ცემ­და, რაც მას მი­უ­თი­თეს და თან ემუქ­რე­ბოდ­ნენ, რომ მის­ცემ­დნენ 30 წელს. ფუ­თუ­რი­ძემ სა­ინ­ტე­რე­სო კი­დევ ის თქვა, რომ როცა სრო­ლა შე­წყდა, ხუ­ბუ­ლო­ვი ნამ­დვი­ლად გარ­დაც­ვლი­ლი იყო, ხოლო ზურა ჯერ კი­დევ ცო­ცხა­ლი იყო. ამ დროს პო­ლი­ცია ამ­ტკი­ცებ­და, რომ შე­ჯა­ხე­ბის შემ­დეგ წვი­მა­სა­ვით მო­დი­ო­და ტყვი­ე­ბი მან­ქა­ნი­დან. კი­დევ ვამ­ბობ: ამ დროს ზურა ცო­ცხა­ლი ყო­ფი­ლა და ის სა­კონ­ტრო­ლო გას­რო­ლით არის მოკ­ლუ­ლი. ამას ამ­ტკი­ცებს ფუ­თუ­რი­ძე. ასე­ვე გა­მოჩ­ნდა პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მე­ლი, რო­მე­ლიც იძ­ლე­ვა ჩვე­ნე­ბას, რომ ის ცი­ლის­წა­მე­ბა, თით­ქოს მან­ქა­ნი­დან იყო სრო­ლა, ამ მოწ­მემ უარ­ყო და გა­ნა­ცხა­და, რომ მან­ქა­ნა­ში მსხდო­მებს არა­ვი­თა­რი ია­რა­ღი არ ჰქო­ნი­ათ და სრო­ლა სა­ი­დან იქ­ნე­ბო­და?

- ვინ არის ეს პო­ლი­ცი­ე­ლი?

- სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრო­მე­ლია. ის იმ დროს იქ მუ­შა­ობ­და და, რაც მთა­ვა­რია, სა­კუ­თა­რი თვა­ლით უყუ­რა მთელ ამ უბე­დუ­რე­ბას. მას თა­ვი­სი თვა­ლით აქვს ნა­ნა­ხი, სა­მი­ნის­ტროს ეზო­ში პო­ლი­ცი­ამ მან­ქა­ნა რო­გორ და­ა­ყე­ნა და ექ­სპერ­ტი რო­გორ მი­იყ­ვა­ნეს და ეს იყო აქუ­აშ­ვი­ლი ზაზა. იმან ლა­ზე­რით და­უ­მიზ­ნა და იმის მი­ხედ­ვით, რო­გორც იყო მან­ქა­ნე­ბის გან­ლა­გე­ბა კორ­ტებ­თან (თვი­თონ მან­ქა­ნის უკა­ნა სა­ქა­რე მინა ხომ მა­გათ ამო­ამ­ტვრი­ეს და თით­ქოს იქი­დან ეს­რო­ლეს პო­ლი­ცი­ის მან­ქა­ნას და ეს ტყვი­ე­ბი მოხ­ვდა სა­ქა­რე მი­ნას), მოკ­ლედ, ლა­ზე­რით და­უ­მიზ­ნეს და ის­რო­ლა ირაკ­ლი ფირ­ცხა­ლა­ვამ.

- ეს პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მე­ლი ახლა გა­მოჩ­ნდა მოწ­მედ?

- უნდა გი­თხრათ ის, რაც ჯერ არ­სად მით­ქვამს: ამ პო­ლი­ცი­ე­ლის ჩვე­ნე­ბა მე დიდი ხა­ნია ვიცი და ასე­ვე მე მყავს სხვა პო­ლი­ცი­ე­ლე­ბიც მოწ­მედ, მაგ­რამ ადრე მათ ერი­დე­ბო­დათ სი­მარ­თლის თქმა, რად­გა­ნაც მათ სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე და­ე­მუქ­რე­ბო­და და ახლა ალა­პა­რაკ­დნენ. ვე­ლო­დე­ბით, რო­დის და­ი­წყე­ბა გა­მო­ძი­ე­ბა და ისი­ნიც იტყვი­ან სი­მარ­თლეს.

- რა იყო სი­ნამ­დვი­ლე­ში?

- იყო ჩა­საფ­რე­ბა, რა­შიც ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა აქვს მი­ღე­ბუ­ლი მთაწ­მინ­დის პო­ლი­ცი­ას, რად­გა­ნაც 22-მდე პო­ლი­ცი­ე­ლი იყო მა­შინ მარ­ტო ამ რა­ი­ო­ნი­დან გაგ­ზავ­ნი­ლი და ყვე­ლა­ფე­რი მა­გათ თვალ­წინ ხდე­ბო­და. ამით სრუ­ლი­ად გა­მო­იკ­ვე­თა ის სუ­რა­თი, რაც აქამ­დე მხო­ლოდ ვი­ცო­დი ზო­გა­დად. ეს იყო გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა.

- ეს არის ის დე­ტა­ლე­ბი, რა­ზეც თქვენ­მა ად­ვო­კატ­მა გა­ნა­ცხა­და?

- კი, კი­დევ გვაქვს სხვა დე­ტა­ლე­ბიც, რო­მელ­საც უშუ­ა­ლოდ გა­მო­ძი­ე­ბის დროს გა­ვაც­ნობთ სა­ზო­გა­დო­ე­ბას. წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, რომ ამ პო­ლი­ცი­ე­ლებს კი­დევ ეში­ნი­ათ?

- წარ­მო­მიდ­გე­ნია.

- ეში­ნი­ათ და სულ ელო­დე­ბი­ან, რო­გორ და­ლაგ­დე­ბა თვი­თონ სა­მი­ნის­ტრო, და­მი­ჯე­რეთ, ყვე­ლა­ფე­რი ით­ქმე­ბა არა მარ­ტო ვა­ზა­გაშ­ვილ­ზე და ხუ­ბუ­ლოვ­ზე კი არა, ყვე­ლა და­ნარ­ჩენ­ზეც.

თა­მარ ოქ­რუ­აშ­ვი­ლი

გა­ზე­თი "ალია"

ვინ არის ახალი მოწმე ვაზაგაშვილის საქმეში?!

ვინ არის ახალი მოწმე ვაზაგაშვილის საქმეში?!

"ჩემი შვილი მაშინვე არ მომკვდარა, ის საკონტროლო ტყვიით მოკლეს", - ამბობს ზურაბ ვაზაგაშვილის მამა, იური ვაზაგაშვილი. როგორც "საიაში" გამართულ პრესკონფერენციაზე ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა განაცხადა, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით დაცვის მხარემ მნიშვნელოვანი მტკიცებულებები მოიპოვა. აქედან გამომდინარე, "საია" მთავარ პროკურორს ზურაბ ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის საქმის ხელახალი გამოძიების მოთხოვნით მიმართავს.

"როგორც ცნობილია, დაცხრილულ ავტომობილში მსხდომ პირთაგან მხოლოდ ბონდო (ბუბა) ფუთურიძე გადარჩა, რომელთანაც, მოგვიანებით, გაფორმდა საპროცესო შეთანხმება. დღემდე ცნობილი იყო, რომ ფუთურიძემ წარდგენილი ბრალდება აღიარა. სასამართლოში მის მიერ მიცემული ჩვენებით დასტურდებოდა, რომ მათ სპეცრაზმის წარმომადგენლებს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწიეს, რის შემდეგაც პოლიციელთა მხრიდან ცეცხლის გახსნა მოხდა. დღეს ფუთურიძე აცხადებს, რომ სასამართლოსთვის მიცემული აღიარებითი ჩვენება მან ზეწოლის შედეგად მისცა. მისივე განმარტებით, ის და მისი მეგობრები არც საყაჩაღოდ მიდიოდნენ და არც იარაღი ჰქონიათ", - განაცხადა მოსიაშვილმა.

"ჩვენ პროკურატურას წარვუდგენთ დაცვის მხარის მიერ მოპოვებულ მნიშვნელოვან მტკიცებულებებს, რომლებიც აღნიშნულ საქმეზე შსს-ს ოფიციალური ვერსიის საწინააღმდეგოს ადასტურებენ და პოლიციელთა მხრიდან დანაშაულის ნიშნების შემცველ ქმედებებზე მიუთითებენ", - განაცხადა მოსიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 2006 წლის 2 მაისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ თბილისში, კორტების მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ავტომობილში ზურაბ ვაზაგაშვილი და ალექსანდრე ხუბულოვი ჩაცხრილეს.

"ალია" კომენტარისთვის დაუკავშირდა ზურაბ ვაზაგაშვილის მამას, იური ვაზაგაშვილს:

- ფუთურიძესთან დაკავშირებით უნდა გითხრათ, რომ ძალიან ბევრი დეტალია კიდევ საინტერესო. კერძოდ, ფუთურიძე ადასტურებს, რომ დაჯახების შემდეგ მას მოხვდა 15 ტყვია ქვედა კიდურებში და ამოსაღები აქვს და არის კიდევ სასწრაფოდ საოპერაციო. ოპერაციას არ უკეთებდნენ, სანამ იმ ჩვენებას არ მისცემდა, რაც მას მიუთითეს და თან ემუქრებოდნენ, რომ მისცემდნენ 30 წელს. ფუთურიძემ საინტერესო კიდევ ის თქვა, რომ როცა სროლა შეწყდა, ხუბულოვი ნამდვილად გარდაცვლილი იყო, ხოლო ზურა ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. ამ დროს პოლიცია ამტკიცებდა, რომ შეჯახების შემდეგ წვიმასავით მოდიოდა ტყვიები მანქანიდან. კიდევ ვამბობ: ამ დროს ზურა ცოცხალი ყოფილა და ის საკონტროლო გასროლით არის მოკლული. ამას ამტკიცებს ფუთურიძე. ასევე გამოჩნდა პოლიციის თანამშრომელი, რომელიც იძლევა ჩვენებას, რომ ის ცილისწამება, თითქოს მანქანიდან იყო სროლა, ამ მოწმემ უარყო და განაცხადა, რომ მანქანაში მსხდომებს არავითარი იარაღი არ ჰქონიათ და სროლა საიდან იქნებოდა?

- ვინ არის ეს პოლიციელი?

- სამინისტროს თანამშრომელია. ის იმ დროს იქ მუშაობდა და, რაც მთავარია, საკუთარი თვალით უყურა მთელ ამ უბედურებას. მას თავისი თვალით აქვს ნანახი, სამინისტროს ეზოში პოლიციამ მანქანა როგორ დააყენა და ექსპერტი როგორ მიიყვანეს და ეს იყო აქუაშვილი ზაზა. იმან ლაზერით დაუმიზნა და იმის მიხედვით, როგორც იყო მანქანების განლაგება კორტებთან (თვითონ მანქანის უკანა საქარე მინა ხომ მაგათ ამოამტვრიეს და თითქოს იქიდან ესროლეს პოლიციის მანქანას და ეს ტყვიები მოხვდა საქარე მინას), მოკლედ, ლაზერით დაუმიზნეს და ისროლა ირაკლი ფირცხალავამ.

- ეს პოლიციის თანამშრომელი ახლა გამოჩნდა მოწმედ?

- უნდა გითხრათ ის, რაც ჯერ არსად მითქვამს: ამ პოლიციელის ჩვენება მე დიდი ხანია ვიცი და ასევე მე მყავს სხვა პოლიციელებიც მოწმედ, მაგრამ ადრე მათ ერიდებოდათ სიმართლის თქმა, რადგანაც მათ სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრებოდა და ახლა ალაპარაკდნენ. ველოდებით, როდის დაიწყება გამოძიება და ისინიც იტყვიან სიმართლეს.

- რა იყო სინამდვილეში?

- იყო ჩასაფრება, რაშიც ძალიან სერიოზული მონაწილეობა აქვს მიღებული მთაწმინდის პოლიციას, რადგანაც 22-მდე პოლიციელი იყო მაშინ მარტო ამ რაიონიდან გაგზავნილი და ყველაფერი მაგათ თვალწინ ხდებოდა. ამით სრულიად გამოიკვეთა ის სურათი, რაც აქამდე მხოლოდ ვიცოდი ზოგადად. ეს იყო განზრახ მკვლელობა.

- ეს არის ის დეტალები, რაზეც თქვენმა ადვოკატმა განაცხადა?

- კი, კიდევ გვაქვს სხვა დეტალებიც, რომელსაც უშუალოდ გამოძიების დროს გავაცნობთ საზოგადოებას. წარმოგიდგენიათ, რომ ამ პოლიციელებს კიდევ ეშინიათ?

- წარმომიდგენია.

- ეშინიათ და სულ ელოდებიან, როგორ დალაგდება თვითონ სამინისტრო, დამიჯერეთ, ყველაფერი ითქმება არა მარტო ვაზაგაშვილზე და ხუბულოვზე კი არა, ყველა დანარჩენზეც.

თამარ ოქრუაშვილი

გაზეთი "ალია"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა