სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვანო ჯავახიშვილი - ვეძებ მასხარას ადგილს "ქართულ ოცნებაში"
ვანო ჯავახიშვილი - ვეძებ მასხარას ადგილს "ქართულ ოცნებაში"

სა­ქარ­თვე­ლო­ში ორი პო­პუ­ლა­რუ­ლი ვანო იყო. "ეს ვანო", ანუ გა­და­ცე­მა "ვა­ნოს შოუს" წამ­ყვა­ნი ვანო ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი კვლავ ეკ­რა­ნი­დან გვე­სალ­მე­ბა ყო­ველ პა­რას­კევს, რაც შე­ე­ხე­ბა "იმ ვა­ნოს", ანუ ში­ნა­გან საქ­მე­თა ყო­ფილ მი­ნის­ტრ ვანო მე­რა­ბიშ­ვილს, ის ვანო ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი­ვით "იღ­ბლი­ა­ნი" ვერ აღ­მოჩ­ნდა და "ეს ვანო" კენ­ტად და­ტო­ვა. თუ რო­გორ შეხ­ვდა შო­უ­მე­ნი ვანო ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი ახალ მთავ­რო­ბას და რა სი­ახ­ლე­ებს გეგ­მავს თა­ვის გა­და­ცე­მა­ში, ამას ინ­ტერ­ვი­უ­დან შე­ი­ტყობთ:

- სა­ქარ­თვე­ლო­ში ბოლო ხანს გან­ვი­თა­რე­ბულ­მა პო­ლი­ტი­კურ­მა პრო­ცე­სებ­მა ჩემი გა­და­ცე­მის რე­ი­ტინ­გი 50 პრო­ცენ­ტით გა­ზარ­და. ასეა, სა­ქარ­თვე­ლო­ში დიდს თუ პა­ტა­რას აინ­ტე­რე­სებს პო­ლი­ტი­კა. სხვა­თა შო­რის, ამ პო­ლი­ტი­კურ ფონ­ზე ჩემი გა­და­ცე­მე­ბი გა­ცი­ლე­ბით უკე­თე­სი გა­მო­დის.

- ვანო, არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ უფრო ლა­ღად ხუმ­რობ ყვე­ლა­ფერ­ზე...

- არ გე­თან­ხმე­ბი. ყვე­ლა გა­და­ცე­მა­ში ვხუმ­რობ რო­გორც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ზე, ასე­ვე ოპო­ზი­ცი­ა­ზე, ოღონდ, რა თქმა უნდა, ზო­მი­ე­რად. არა­და, მი­თხრეს, რაც ახა­ლი მთავ­რო­ბა მო­ვი­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში, უკვე თა­ვი­სუ­ფა­ლი ხარო, რა­საც არ ვე­თან­ხმე­ბი. გა­და­ხე­დეთ ჩემს წინა გა­და­ცე­მებს და ნა­ხავთ - ყვე­ლა გა­და­ცე­მა ყო­ველ­თვის და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი მაქვს და ვიცი, ვის რო­დის "წავ­კბი­ნო".

- ვანო, მას შემ­დეგ, რაც პარ­ლა­მენ­ტი ქუ­თა­ის­ში გა­და­ვი­და, პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბის გა­და­ცე­მა­ში მოწ­ვე­ვა­ზე პრობ­ლე­მე­ბი არ გექ­მნე­ბა?

- რა თქმა უნდა, მექ­მნე­ბა. ძნე­ლია, შენი გა­და­ცე­მის გამო ადა­მი­ა­ნი ქუ­თა­ი­სი­დან ჩა­მო­იყ­ვა­ნო. სა­მა­გი­ე­როდ, მი­ნის­ტრე­ბი არი­ან თბი­ლის­ში. სხვა­თა შო­რის, გვინ­დო­და, ქუ­თა­ის­ში "ვა­ნოს შოუს" პა­ტა­რა "ფი­ლი­ა­ლი" გაგ­ვეხ­სნა, ზვი­ად ძი­ძი­გურ­მაც კი გვირ­ჩია, ქუ­თა­ის­ში პა­ტა­რა "ბუტ­კა" ჩად­გი, ზედ "ვა­ნოს შოუ" და­ა­წე­რე და იქ იმუ­შა­ვეო, მაგ­რამ შრო­მა­ტე­ვა­დი საქ­მეა და ჯერ­ჯე­რო­ბით თავი შე­ვი­კა­ვეთ.

- შე­ნი­ვე გა­და­ცე­მი­დან შე­ვი­ტყვეთ, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" რი­გებ­ში მას­ხა­რას ად­გილს რომ "ეძებ"...

- (იცი­ნის) მარ­თა­ლია, ვე­ძებ მას­ხა­რას ად­გილს "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში", აბა ოპო­ზი­ცი­ა­ში მას­ხა­რას რა უნდა? შევ­ხე­დავ სი­ტუ­ა­ცი­ას, რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბა მოვ­ლე­ნე­ბი და იმის მი­ხედ­ვით გან­ვაგ­რძობ ძი­ე­ბას.

- ანუ, "იმ ვა­ნოს" სხვა მი­ნის­ტრით ჩა­ა­ნაც­ვლებ?

- რომ ვამ­ბობ­დი, ყვე­ლა მი­დის და ვანო რჩე­ბა-მეთ­ქი, ჩემს თავს ვგუ­ლის­ხმობ­დი (იცი­ნის). ასეა, ორი ვანო ვი­ყა­ვით და ერ­თა­დერ­თი და გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლი დავ­რჩი (იცი­ნის). არა­და, ხუმ­რო­ბე­ბის მთე­ლი სე­რია მქონ­და აგე­ბუ­ლი ორ ვა­ნო­ზე. სხვა­თა შო­რის, ჩა­მო­წე­რი­ლი გვაქვს სა­ვა­რა­უ­დო სტუმ­რე­ბის სია და ამ სი­ა­ში ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლიც არის. ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო და სა­ხა­ლი­სო იქ­ნე­ბა მისი სტუმ­რო­ბა ჩემს გა­და­ცე­მა­ში.

- ზვი­ად ძი­ძი­გურს ისიც ჰკი­თხე, რა გა­მო­გა­ტა­ნა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა ჩემ­თა­ნო. მა­ინც რას ელო­დი მის­გან?

- რას და­ვე­ლო­დე­ბო­დი? ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს ბევ­რი ფული აქვს და ვე­ლო­დი, რომ კონ­ვერტს "გა­მო­ა­ტან­და"... მო­ი­ცა, კაცო, რა­ებს მე­კი­თხე­ბი, ვინ­მეს მარ­თა­ლი არ ეგო­ნოს (იცი­ნის). ეს ხუმ­რო­ბა იყო, ხუმ­რო­ბაა...

- კი­დევ ვის მოწ­ვე­ვას აპი­რებთ გა­და­ცე­მა­ში?

- უამ­რა­ვი სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნის, მი­ნის­ტრე­ბის... ძა­ლი­ან გვინ­და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი რომ გვეს­ტუმ­როს. ჩვე­ნი მო­მა­ვა­ლი სტუმ­რე­ბის კან­დი­დატ­თა სი­ა­ში აქუ და შალ­ვა ნა­თე­ლაშ­ვი­ლიც გვყავს, მაგ­რამ ვიცი, რომ არ მოვ­ლენ...

- და­ვით აქუ­ბარ­დია ნა­წყე­ნია შენ­ზე, ერთ-ერთ გა­და­ცე­მა­ში ჩი­ტი­რე­კი­აც კი გე­ძა­ხა...

- (იცი­ნის) ასეა, აქუ­ბარ­დია ჩი­ტი­რე­კი­ად მო­მიხ­სე­ნი­ებს ხოლ­მე. ის ჩემს გა­და­ცე­მა­ში არ მო­დის და ერ­თმა­ნეთს ჩვე­ნი გა­და­ცე­მე­ბით "ვეხ­მი­ა­ნე­ბით"...

- ახლა უკვე სე­რი­ო­ზუ­ლად გკი­თხავ, რო­გორ შე­ა­ფა­სებ ქვე­ყა­ნა­ში გან­ვი­თა­რე­ბულ პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებს?

- სა­ზო­გა­დოდ, პო­ლი­ტი­კურ გან­ცხა­დე­ბებს არ ვა­კე­თებ ხოლ­მე, მაგ­რამ რო­გორც რი­გი­თი მო­ქა­ლა­ქე, გე­ტყვით, რომ ქვე­ყა­ნა­ში პო­ლი­ტი­კუ­რი აჟი­ო­ტა­ჟი უნდა ჩა­ცხრეს. ამა თუ იმ პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის თუ სუ­ბი­ექ­ტის გამო ერ­თმა­ნე­თი არ უნდა დავ­კბი­ნოთ. რო­დე­საც მო­სახ­ლე­ო­ბას პო­ლი­ტი­კა ნაკ­ლე­ბად და­ა­ინ­ტე­რე­სებს, მერე ვი­ტყვი, რომ ნორ­მა­ლურ ქვე­ყა­ნა­ში ვცხოვ­რობთ. რაც შე­ე­ხე­ბა სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებს, კარ­გია, რომ ყვე­ლა­ფერ­მა მშვი­დო­ბი­ა­ნად ჩა­ი­ა­რა, ახლა კი ვნა­ხოთ, რო­გორ შე­ას­რუ­ლებს ახა­ლი მთავ­რო­ბა წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო და­პი­რე­ბებს. აი, ასე შე­ვა­ფა­სებ ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებს, მე, რო­გორც, "დე­მოკ­რა­ტი­ის შუ­ქუ­რა" (იცი­ნის).

ინ­ტერ­ვიუ: "ვიცი, ვის რო­დის წავ­კბი­ნო"

ნინო მა­ი­სუ­რა­ძე

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

ვანო ჯავახიშვილი - ვეძებ მასხარას ადგილს "ქართულ ოცნებაში"

ვანო ჯავახიშვილი - ვეძებ მასხარას ადგილს "ქართულ ოცნებაში"

საქართველოში ორი პოპულარული ვანო იყო. "ეს ვანო", ანუ გადაცემა "ვანოს შოუს" წამყვანი ვანო ჯავახიშვილი კვლავ ეკრანიდან გვესალმება ყოველ პარასკევს, რაც შეეხება "იმ ვანოს", ანუ შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრ ვანო მერაბიშვილს, ის ვანო ჯავახიშვილივით "იღბლიანი" ვერ აღმოჩნდა და "ეს ვანო" კენტად დატოვა. თუ როგორ შეხვდა შოუმენი ვანო ჯავახიშვილი ახალ მთავრობას და რა სიახლეებს გეგმავს თავის გადაცემაში, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ:

- საქართველოში ბოლო ხანს განვითარებულმა პოლიტიკურმა პროცესებმა ჩემი გადაცემის რეიტინგი 50 პროცენტით გაზარდა. ასეა, საქართველოში დიდს თუ პატარას აინტერესებს პოლიტიკა. სხვათა შორის, ამ პოლიტიკურ ფონზე ჩემი გადაცემები გაცილებით უკეთესი გამოდის.

- ვანო, არჩევნების შემდეგ უფრო ლაღად ხუმრობ ყველაფერზე...

- არ გეთანხმები. ყველა გადაცემაში ვხუმრობ როგორც ხელისუფლებაზე, ასევე ოპოზიციაზე, ოღონდ, რა თქმა უნდა, ზომიერად. არადა, მითხრეს, რაც ახალი მთავრობა მოვიდა ხელისუფლებაში, უკვე თავისუფალი ხარო, რასაც არ ვეთანხმები. გადახედეთ ჩემს წინა გადაცემებს და ნახავთ - ყველა გადაცემა ყოველთვის დაბალანსებული მაქვს და ვიცი, ვის როდის "წავკბინო".

- ვანო, მას შემდეგ, რაც პარლამენტი ქუთაისში გადავიდა, პარლამენტარების გადაცემაში მოწვევაზე პრობლემები არ გექმნება?

- რა თქმა უნდა, მექმნება. ძნელია, შენი გადაცემის გამო ადამიანი ქუთაისიდან ჩამოიყვანო. სამაგიეროდ, მინისტრები არიან თბილისში. სხვათა შორის, გვინდოდა, ქუთაისში "ვანოს შოუს" პატარა "ფილიალი" გაგვეხსნა, ზვიად ძიძიგურმაც კი გვირჩია, ქუთაისში პატარა "ბუტკა" ჩადგი, ზედ "ვანოს შოუ" დააწერე და იქ იმუშავეო, მაგრამ შრომატევადი საქმეა და ჯერჯერობით თავი შევიკავეთ.

- შენივე გადაცემიდან შევიტყვეთ, "ქართული ოცნების" რიგებში მასხარას ადგილს რომ "ეძებ"...

- (იცინის) მართალია, ვეძებ მასხარას ადგილს "ქართულ ოცნებაში", აბა ოპოზიციაში მასხარას რა უნდა? შევხედავ სიტუაციას, როგორ განვითარდება მოვლენები და იმის მიხედვით განვაგრძობ ძიებას.

- ანუ, "იმ ვანოს" სხვა მინისტრით ჩაანაცვლებ?

- რომ ვამბობდი, ყველა მიდის და ვანო რჩება-მეთქი, ჩემს თავს ვგულისხმობდი (იცინის). ასეა, ორი ვანო ვიყავით და ერთადერთი და განუმეორებელი დავრჩი (იცინის). არადა, ხუმრობების მთელი სერია მქონდა აგებული ორ ვანოზე. სხვათა შორის, ჩამოწერილი გვაქვს სავარაუდო სტუმრების სია და ამ სიაში ვანო მერაბიშვილიც არის. ძალიან საინტერესო და სახალისო იქნება მისი სტუმრობა ჩემს გადაცემაში.

- ზვიად ძიძიგურს ისიც ჰკითხე, რა გამოგატანა ბიძინა ივანიშვილმა ჩემთანო. მაინც რას ელოდი მისგან?

- რას დაველოდებოდი? ბიძინა ივანიშვილს ბევრი ფული აქვს და ველოდი, რომ კონვერტს "გამოატანდა"... მოიცა, კაცო, რაებს მეკითხები, ვინმეს მართალი არ ეგონოს (იცინის). ეს ხუმრობა იყო, ხუმრობაა...

- კიდევ ვის მოწვევას აპირებთ გადაცემაში?

- უამრავი საინტერესო ადამიანის, მინისტრების... ძალიან გვინდა ბიძინა ივანიშვილი რომ გვესტუმროს. ჩვენი მომავალი სტუმრების კანდიდატთა სიაში აქუ და შალვა ნათელაშვილიც გვყავს, მაგრამ ვიცი, რომ არ მოვლენ...

- დავით აქუბარდია ნაწყენია შენზე, ერთ-ერთ გადაცემაში ჩიტირეკიაც კი გეძახა...

- (იცინის) ასეა, აქუბარდია ჩიტირეკიად მომიხსენიებს ხოლმე. ის ჩემს გადაცემაში არ მოდის და ერთმანეთს ჩვენი გადაცემებით "ვეხმიანებით"...

- ახლა უკვე სერიოზულად გკითხავ, როგორ შეაფასებ ქვეყანაში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებს?

- საზოგადოდ, პოლიტიკურ განცხადებებს არ ვაკეთებ ხოლმე, მაგრამ როგორც რიგითი მოქალაქე, გეტყვით, რომ ქვეყანაში პოლიტიკური აჟიოტაჟი უნდა ჩაცხრეს. ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის თუ სუბიექტის გამო ერთმანეთი არ უნდა დავკბინოთ. როდესაც მოსახლეობას პოლიტიკა ნაკლებად დააინტერესებს, მერე ვიტყვი, რომ ნორმალურ ქვეყანაში ვცხოვრობთ. რაც შეეხება საპარლამენტო არჩევნებს, კარგია, რომ ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიარა, ახლა კი ვნახოთ, როგორ შეასრულებს ახალი მთავრობა წინასაარჩევნო დაპირებებს. აი, ასე შევაფასებ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, მე, როგორც, "დემოკრატიის შუქურა" (იცინის).

ინტერვიუ: "ვიცი, ვის როდის წავკბინო"

ნინო მაისურაძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები