საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დათო არჩვაძემ ჯვარი შუაღამეს დაიწერა
დათო არჩვაძემ ჯვარი შუაღამეს დაიწერა

"აღ­მაფ­რე­ნა მაქვს სრუ­ლი, მე­ტყო­ბა კი­დეც მუ­ზა­ზე.… სკო­ლის ასა­კი­დან ვიც­ნობ­დი ეთუ­ნა ფა­რე­ხე­ლაშ­ვილს" - გვიყ­ვე­ბო­და თა­ვი­სი სიყ­ვა­რუ­ლის ამ­ბავს მომ­ღე­რა­ლი და­ვით არჩვა­ძე "რე­ი­ტინ­გის" წინა ნო­მერ­ში. მომ­ღე­რალ სოფო კუ­ჭა­ვას­თან გან­შო­რე­ბის შემ­დეგ, და­თოს ცხოვ­რე­ბა­ში საკ­მა­ოდ მძი­მე პე­რი­ო­დი ჰქონ­და, მაგ­რამ ყვე­ლა­ფე­რი გა­და­ლა­ხა და ახა­ლი სიყ­ვა­რუ­ლი ეწ­ვია. ეთუ­ნა ათი წელი ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში ცხოვ­რობ­და და წყვილ­მა ერ­თმა­ნე­თი წლე­ბის შემ­დეგ "თე­ატ­რა­ლუ­რი კვარ­ტე­ტის" კონ­ცერ­ტზე ნახა. ათი წლის უნა­ხავ მე­გო­ბარს სხვა­ნა­ი­რად შე­ხე­და და მათ შო­რის ნამ­დვი­ლი გრძნო­ბა გაჩ­ნდა. რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში იწე­რე­ბო­და პრე­სა­ში და­თო­სა და ეთუ­ნას სიყ­ვა­რუ­ლის ამ­ბის შე­სა­ხებ. თა­ვი­დან მომ­ღე­რა­ლი ყვე­ლა­ფერს მა­ლავ­და, მაგ­რამ გრძნო­ბა ბო­ლომ­დე ვერ და­მა­ლა.

გა­სულ კვი­რას წყვი­ლის შე­სა­ხებ სა­ინ­ტე­რე­სო სი­ახ­ლე გა­ვი­გეთ. ჩვე­ნი წყა­როს ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­თომ და ეთუ­ნამ ჯვა­რი ღა­მის ორ სა­ათ­ზე და­ი­წე­რეს და სა­ქორ­წი­ნო მოგ­ზა­უ­რო­ბა­ში გა­ემ­გზავრნენ. რა­ტომ მი­ი­ღეს ასე­თი მო­უ­ლოდ­ნე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და რა გახ­და სა­ი­დუმ­ლო ჯვრის­წე­რის მი­ზე­ზი, ამა­ზე წყვი­ლის დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ მო­გიყ­ვე­ბით.

"რე­ი­ტინ­გი" და­თო­სა და ეთუ­ნას ულო­ცავს და­ო­ჯა­ხე­ბას და ბედ­ნი­ე­რე­ბას უსურ­ვებს.

DJ ბუკ­ლე

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დათო არჩვაძემ ჯვარი შუაღამეს დაიწერა

დათო არჩვაძემ ჯვარი შუაღამეს დაიწერა

"აღმაფრენა მაქვს სრული, მეტყობა კიდეც მუზაზე.… სკოლის ასაკიდან ვიცნობდი ეთუნა ფარეხელაშვილს" - გვიყვებოდა თავისი სიყვარულის ამბავს მომღერალი დავით არჩვაძე "რეიტინგის" წინა ნომერში. მომღერალ სოფო კუჭავასთან განშორების შემდეგ, დათოს ცხოვრებაში საკმაოდ მძიმე პერიოდი ჰქონდა, მაგრამ ყველაფერი გადალახა და ახალი სიყვარული ეწვია. ეთუნა ათი წელი ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობდა და წყვილმა ერთმანეთი წლების შემდეგ "თეატრალური კვარტეტის" კონცერტზე ნახა. ათი წლის უნახავ მეგობარს სხვანაირად შეხედა და მათ შორის ნამდვილი გრძნობა გაჩნდა. რამდენიმე თვის განმავლობაში იწერებოდა პრესაში დათოსა და ეთუნას სიყვარულის ამბის შესახებ. თავიდან მომღერალი ყველაფერს მალავდა, მაგრამ გრძნობა ბოლომდე ვერ დამალა.

გასულ კვირას წყვილის შესახებ საინტერესო სიახლე გავიგეთ. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, დათომ და ეთუნამ ჯვარი ღამის ორ საათზე დაიწერეს და საქორწინო მოგზაურობაში გაემგზავრნენ. რატომ მიიღეს ასეთი მოულოდნელი გადაწყვეტილება და რა გახდა საიდუმლო ჯვრისწერის მიზეზი, ამაზე წყვილის დაბრუნების შემდეგ მოგიყვებით.

"რეიტინგი" დათოსა და ეთუნას ულოცავს დაოჯახებას და ბედნიერებას უსურვებს.

DJ ბუკლე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება