საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცოტნე გამსახურდია პატიმრობიდან გაათავისუფლეს
ცოტნე გამსახურდია პატიმრობიდან გაათავისუფლეს

სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტის შვი­ლი, ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დია პა­ტიმ­რო­ბი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. გამ­სა­ხურ­დი­ას ად­ვო­კატ ქეთი ბე­ქა­უ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გამ­სა­ხურ­დია მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა პატ­რი­არ­ქის შუ­ამ­დგომ­ლო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე შე­ი­წყა­ლა.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, ილია მე­ო­რემ პრე­ზი­დენტს შუ­ამ­დგომ­ლო­ბით 28 სექ­ტემ­ბერს მი­მარ­თა და, ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას ჯან­მრთე­ლო­ბის მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, პა­ტიმ­რო­ბი­დან მისი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა სთხო­ვა.

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა პატ­რი­არ­ქის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა გუ­შინ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა, რის შემ­დე­გაც გვი­ან ღა­მით გამ­სა­ხურ­დი­ამ სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა და­ტო­ვა.

ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დია აცხა­დებს, რომ მისი საქ­მის გა­და­ხედ­ვის მო­თხოვ­ნით შე­სა­ბა­მის ორ­გა­ნო­ებს მი­მარ­თავს.

"მო­ვი­თხოვ იმ ე.წ ჩა­ნა­წე­რე­ბის გა­და­ხედ­ვა­საც, რო­მე­ლიც 7 ნო­ემ­ბრის მოვ­ლე­ნებს უკავ­შირ­დე­ბა და რო­მელ­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი ამ დრომ­დე არ ჩა­ტა­რე­ბუ­ლა, რად­გან არ არ­სე­ბობს არა­ვი­თა­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა", - აღ­ნიშ­ნა გამ­სა­ხურ­დი­ამ.

ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დია სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა 2009 წლის 27 ოქ­ტომ­ბერს და­ა­კა­ვეს. მას ია­რა­ღის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვი­სა და გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის­თვის 13-წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა ჰქონ­და მის­ჯი­ლი. გარ­და ამი­სა, მას რუ­სე­თის სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­თან კავ­შირ­შიც ადა­ნა­შა­უ­ლებ­დნენ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

ცოტნე გამსახურდია პატიმრობიდან გაათავისუფლეს

ცოტნე გამსახურდია პატიმრობიდან გაათავისუფლეს

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი, ცოტნე გამსახურდია პატიმრობიდან გაათავისუფლეს. გამსახურდიას ადვოკატ ქეთი ბექაურის ინფორმაციით, გამსახურდია მიხეილ სააკაშვილმა პატრიარქის შუამდგომლობის საფუძველზე შეიწყალა.

მისივე განმარტებით, ილია მეორემ პრეზიდენტს შუამდგომლობით 28 სექტემბერს მიმართა და, ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით, პატიმრობიდან მისი გათავისუფლება სთხოვა.

მიხეილ სააკაშვილმა პატრიარქის შუამდგომლობა გუშინ დააკმაყოფილა, რის შემდეგაც გვიან ღამით გამსახურდიამ სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა.

ცოტნე გამსახურდია აცხადებს, რომ მისი საქმის გადახედვის მოთხოვნით შესაბამის ორგანოებს მიმართავს.

"მოვითხოვ იმ ე.წ ჩანაწერების გადახედვასაც, რომელიც 7 ნოემბრის მოვლენებს უკავშირდება და რომელთან დაკავშირებითაც სასამართლო პროცესი ამ დრომდე არ ჩატარებულა, რადგან არ არსებობს არავითარი მტკიცებულება", - აღნიშნა გამსახურდიამ.

ცოტნე გამსახურდია სამართალდამცველებმა 2009 წლის 27 ოქტომბერს დააკავეს. მას იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის 13-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. გარდა ამისა, მას რუსეთის სპეცსამსახურებთან კავშირშიც ადანაშაულებდნენ.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ