საზოგადოება
სამართალი
პოლიტიკა

13

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 16:05-ზე, მთვარე კირჩხიბშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის; ინტიმური ურთიერთობისა და ჩასახვისათვის. ამ დღის რთული ორგანო კუჭია. მოერიდეთ ოპერაციებსა და მკურნალობის დაწყებას კუჭზე, ნაღვლის ბუშტზე, მკერდზე, ლიმფურ სისტემაზე, საშვილოსნოზე. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როსტო - ქალების გულებსა და ცხოველებზე მონადირე
როსტო - ქალების გულებსა და ცხოველებზე მონადირე

როს­ტო - იგი­ვე ლე­ვან როს­ტოშ­ვი­ლი, პირ­ვე­ლად "ნა­ნუ­კას შო­უ­ში" გა­მოჩ­ნდა. მა­ყუ­რე­ბე­ლი დიდი ხანი ვერ ხვდე­ბო­და, ვინ იყო კუ­თხე­ში მჯდა­რი ახალ­გაზ­რდა, რო­მე­ლიც როს­ტოდ გა­აც­ნეს და გა­და­ცე­მა­ში არა­ნა­ი­რი ფუნ­ქცია არ ჰქონ­და. მუდ­მი­ვი პი­ა­რის მი­უ­ხე­და­ვად, როს­ტო­თი მხო­ლოდ თი­ნე­ი­ჯე­რი გო­გო­ნე­ბი და­ინ­ტე­რეს­დნენ და მა­ნაც მალე მო­ირ­გო მა­ჩოს იმი­ჯი. და­სა­ო­ჯა­ხე­ბე­ლი როს­ტოს გარ­შე­მო უამ­რა­ვი ჭორი აგორ­და. ხან ლიკა ქორ­ქი­ას­თან და­ა­წყვი­ლეს და ხა­ნაც მა­შინ ჯერ კი­დევ და­უ­ო­ჯა­ხე­ბელ სა­ლო­მე გო­გი­აშ­ვილ­თან.

მა­შინ, როცა როს­ტოს გარ­შე­მო სა­ქარ­თვე­ლო­ში ჭო­რე­ბის კას­კა­დი არ წყდე­ბო­და, უკ­რა­ი­ნულ პრე­სა­ში ერ­თი­მე­ო­რის მი­ყო­ლე­ბით გაჩ­ნდა სკან­და­ლუ­რი სტა­ტი­ე­ბი და ქარ­თვე­ლი მაჩო არ­ცთუ სა­სი­ა­მოვ­ნო ამ­ბავ­ში გა­ეხ­ვა.

როს­ტოს რჩე­უ­ლი უკ­რა­ი­ნე­ლი ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნი ცურ­ვა­ში, რე­გი­ო­ნუ­ლი დე­პუ­ტა­ტი, ეროვ­ნუ­ლი გმი­რი იანა კლო­ჩკო­ვა აღ­მოჩ­ნდა. მათი სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რია თურ­მე კა­ფე­ში და­ი­წყო, როცა ბიზ­ნე­სის სპე­ცი­ა­ლის­ტი როს­ტო უკ­რა­ი­ნა­ში საქ­მი­ა­ნი ვი­ზი­ტით იმ­ყო­ფე­ბო­და. წყვი­ლის სა­ერ­თო ფო­ტო­ე­ბი ხში­რად იბეჭ­დე­ბო­და უკ­რა­ი­ნულ პრე­სა­ში, მაგ­რამ სკან­და­ლი მა­შინ გა­ჩაღ­და, რო­დე­საც იანა ფეხ­მძი­მედ აღ­მოჩ­ნდა. რო­გორც მა­შინ პრე­სა წერ­და, როს­ტო შვილს დიდი სი­ხა­რუ­ლით ელო­და, ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან გუ­ლახ­დი­ლად სა­უბ­რობ­და და მო­მა­ვა­ლი სა­სი­ძოს სტა­ტუსს იფე­რებ­და, მაგ­რამ... სა­ბო­ლო­ოდ მხო­ლოდ რამ­დენ­ჯერ­მე ნახა ორ­სუ­ლი იანა, ერთხელ - და­ბა­დე­ბუ­ლი ბავ­შვი, შემ­დეგ კი სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუნ­და.

ია­ნას მამა, ალექ­სან­დრე კლო­ჩკო­ვი როს­ტოს "ქარ­თველ ალ­ფონ­სად" მო­იხ­სე­ნი­ებ­და და ამ­ბობ­და:

"ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც კა­ზი­ნო­ებ­ში და­დის და დი­ლამ­დე კარტს თა­მა­შობს, მერე კი შუ­ა­დღემ­დე სძი­ნავს, ნორ­მა­ლუ­რია? და სა­კუ­თარ თავს აძ­ლევს უფ­ლე­ბას თქვას, რომ შვილს სა­ქარ­თვე­ლო­ში წა­იყ­ვანს იმი­ტომ, რომ "ხო­ხო­ლებს" არ შე­უძ­ლი­ათ ნამ­დვი­ლი მა­მა­კა­ცე­ბის აღ­ზრდა. იმ მითს გავ­ფან­ტავ, თით­ქოს ლე­ვა­ნი წა­რმა­ტე­ბუ­ლი ბიზ­ნეს­მე­ნია. ის არა­ნა­ი­რი ბიზ­ნეს­მე­ნი არ არის. ია­ნამ თვი­თონ თქვა, რომ რეს­ტორ­ნებ­ში მის ნაც­ვლად იხ­დი­და ფულს".

გა­სულ კვი­რას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში როს­ტოს ერთი ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ფოტო გავ­რცელ­და. რო­გორ ჩანს, პო­პუ­ლა­რუ­ლი მაჩო მხო­ლოდ ქალ­ბა­ტო­ნე­ბის გუ­ლებ­ზე არ ნა­დი­რობს. მოკ­ლულ და სის­ხლი­ან ცხო­ვე­ლებ­თან (ენოტ­თან და მე­ლას­თან) ერ­თად გა­და­ღე­ბულ ფო­ტო­ზე როს­ტო ამა­ყად იწო­ნებს თავს. ამ ფო­ტომ ცხო­ვე­ლე­ბის უფ­ლე­ბე­ბის დამ­ცველ­თა დიდი აღ­შფო­თე­ბა გა­მო­იწ­ვია, მაგ­რამ რო­გორც ჩანს, როს­ტო სუ­ლაც არ გრძნობს თავს უხერ­ხუ­ლად, თო­რემ ალ­ბათ ფო­ტოს არ გა­და­ი­ღებ­და და მით უმე­ტეს, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში არ გა­მო­ფენ­და.

არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ ქვე­ყა­ნა­ში ყო­ველ­დღე იმ­დე­ნი სა­ინ­ტე­რე­სო რამ ხდე­ბა, რომ ხან­და­ხან ჟურ­ნა­ლის­ტებს სი­ახ­ლე­ე­ბის­თვის ფე­ხის აწყო­ბა გვი­ჭირს. მას შემ­დეგ, რაც "იმედ­ზე" გა­სარ­თო­ბი გა­და­ცე­მე­ბი და­ი­ხუ­რა, "ნა­ნუ­კას შოუ" იან­ვრამ­დე აპი­რებ­და ეთერ­ში დარ­ჩე­ნას, მაგ­რამ რო­გორც კი "იმე­დი" ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის ოჯახ­მა და­იბ­რუ­ნა, ტე­ლე­წამ­ყვან­მა არხი და­ტო­ვა, რო­გორც თა­ვად გა­ნა­ცხა­და, მო­რა­ლუ­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის გამო. მკი­თხველს შე­ვახ­სე­ნებთ, რომ 2007 წლის ნო­ემ­ბერ­ში მა­შინ­დელ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლი­სა და ნა­ნუ­კას მე­უღ­ლის, ერეკ­ლე კო­დუ­ას სა­უბ­რის ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლი ვი­თომ აჯან­ყე­ბა­ზე სა­უბ­რობ­და. რო­გორც შემ­დეგ ამ­ბობ­დნენ, ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რი თა­ვად ერეკ­ლე კო­დუ­ამ გა­ა­კე­თა და ამის გამო პრე­ზი­დენ­ტმა ლა­მის გმი­რა­დაც შე­რა­ცხა.

სა­ვა­რა­უ­დოდ, ტე­ლე­სივ­რცის მიღ­მა დარ­ჩა როს­ტოც, რო­მე­ლიც ისე მო­ვი­და და წა­ვი­და, მა­ყუ­რე­ბელ­მა მა­ინც ვერ გა­ი­გო, რაში უხ­დიდ­ნენ მო­ნა­დი­რე მა­ჩოს ხელ­ფასს.

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხმაური და გაწევ - გამოწევა საქალაქო სასამართლოში - კადრები ადგილიდან

როსტო - ქალების გულებსა და ცხოველებზე მონადირე

როსტო - ქალების გულებსა და ცხოველებზე მონადირე

როსტო - იგივე ლევან როსტოშვილი, პირველად "ნანუკას შოუში" გამოჩნდა. მაყურებელი დიდი ხანი ვერ ხვდებოდა, ვინ იყო კუთხეში მჯდარი ახალგაზრდა, რომელიც როსტოდ გააცნეს და გადაცემაში არანაირი ფუნქცია არ ჰქონდა. მუდმივი პიარის მიუხედავად, როსტოთი მხოლოდ თინეიჯერი გოგონები დაინტერესდნენ და მანაც მალე მოირგო მაჩოს იმიჯი. დასაოჯახებელი როსტოს გარშემო უამრავი ჭორი აგორდა. ხან ლიკა ქორქიასთან დააწყვილეს და ხანაც მაშინ ჯერ კიდევ დაუოჯახებელ სალომე გოგიაშვილთან.

მაშინ, როცა როსტოს გარშემო საქართველოში ჭორების კასკადი არ წყდებოდა, უკრაინულ პრესაში ერთიმეორის მიყოლებით გაჩნდა სკანდალური სტატიები და ქართველი მაჩო არცთუ სასიამოვნო ამბავში გაეხვა.

როსტოს რჩეული უკრაინელი ოლიმპიური ჩემპიონი ცურვაში, რეგიონული დეპუტატი, ეროვნული გმირი იანა კლოჩკოვა აღმოჩნდა. მათი სიყვარულის ისტორია თურმე კაფეში დაიწყო, როცა ბიზნესის სპეციალისტი როსტო უკრაინაში საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა. წყვილის საერთო ფოტოები ხშირად იბეჭდებოდა უკრაინულ პრესაში, მაგრამ სკანდალი მაშინ გაჩაღდა, როდესაც იანა ფეხმძიმედ აღმოჩნდა. როგორც მაშინ პრესა წერდა, როსტო შვილს დიდი სიხარულით ელოდა, ჟურნალისტებთან გულახდილად საუბრობდა და მომავალი სასიძოს სტატუსს იფერებდა, მაგრამ... საბოლოოდ მხოლოდ რამდენჯერმე ნახა ორსული იანა, ერთხელ - დაბადებული ბავშვი, შემდეგ კი საქართველოში დაბრუნდა.

იანას მამა, ალექსანდრე კლოჩკოვი როსტოს "ქართველ ალფონსად" მოიხსენიებდა და ამბობდა:

"ადამიანი, რომელიც კაზინოებში დადის და დილამდე კარტს თამაშობს, მერე კი შუადღემდე სძინავს, ნორმალურია? და საკუთარ თავს აძლევს უფლებას თქვას, რომ შვილს საქართველოში წაიყვანს იმიტომ, რომ "ხოხოლებს" არ შეუძლიათ ნამდვილი მამაკაცების აღზრდა. იმ მითს გავფანტავ, თითქოს ლევანი წა­რმატებული ბიზნესმენია. ის არანაირი ბიზნესმენი არ არის. იანამ თვითონ თქვა, რომ რესტორნებში მის ნაცვლად იხდიდა ფულს".

გასულ კვირას სოციალურ ქსელში როსტოს ერთი ძალიან საინტერესო ფოტო გავრცელდა. როგორ ჩანს, პოპულარული მაჩო მხოლოდ ქალბატონების გულებზე არ ნადირობს. მოკლულ და სისხლიან ცხოველებთან (ენოტთან და მელასთან) ერთად გადაღებულ ფოტოზე როსტო ამაყად იწონებს თავს. ამ ფოტომ ცხოველების უფლებების დამცველთა დიდი აღშფოთება გამოიწვია, მაგრამ როგორც ჩანს, როსტო სულაც არ გრძნობს თავს უხერხულად, თორემ ალბათ ფოტოს არ გადაიღებდა და მით უმეტეს, სოციალურ ქსელში არ გამოფენდა.

არჩევნების შემდეგ ქვეყანაში ყოველდღე იმდენი საინტერესო რამ ხდება, რომ ხანდახან ჟურნალისტებს სიახლეებისთვის ფეხის აწყობა გვიჭირს. მას შემდეგ, რაც "იმედზე" გასართობი გადაცემები დაიხურა, "ნანუკას შოუ" იანვრამდე აპირებდა ეთერში დარჩენას, მაგრამ როგორც კი "იმედი" ბადრი პატარკაციშვილის ოჯახმა დაიბრუნა, ტელეწამყვანმა არხი დატოვა, როგორც თავად განაცხადა, მორალური ვალდებულებების გამო. მკითხველს შევახსენებთ, რომ 2007 წლის ნოემბერში მაშინდელმა ხელისუფლებამ ბადრი პატარკაციშვილისა და ნანუკას მეუღლის, ერეკლე კოდუას საუბრის ვიდეოჩანაწერი გამოაქვეყნა, სადაც პატარკაციშვილი ვითომ აჯანყებაზე საუბრობდა. როგორც შემდეგ ამბობდნენ, ფარული ჩანაწერი თავად ერეკლე კოდუამ გააკეთა და ამის გამო პრეზიდენტმა ლამის გმირადაც შერაცხა.

სავარაუდოდ, ტელესივრცის მიღმა დარჩა როსტოც, რომელიც ისე მოვიდა და წავიდა, მაყურებელმა მაინც ვერ გაიგო, რაში უხდიდნენ მონადირე მაჩოს ხელფასს.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები