საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რომ არა მარიო ტესტინო, ჟიზელ ბუნდჰენი წარმატებას ვერ მიაღწევდა
რომ არა მარიო ტესტინო, ჟიზელ ბუნდჰენი წარმატებას ვერ მიაღწევდა

მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლი ფო­ტოგ­რა­ფი მა­რიო ტეს­ტი­ნო ამ­ბობს, რომ ბრა­ზი­ლი­ელ სუ­პერ­მო­დელ ჟი­ზელ ბუნდჰენს სა­მო­დე­ლო კა­რი­ე­რის და­სა­წყის­ში სა­ა­გენ­ტო­ე­ბი არ სწყა­ლობ­დნენ. ტეს­ტი­ნო, რო­მელ­საც თით­ქმის ყვე­ლა მო­დის სახ­ლთან, მსოფ­ლიო ვარ­სკვლავ­თან და ჟურ­ნალ­თან უმუ­შა­ვია, ამ­ბობს, რომ ჟი­ზე­ლის და­ნახ­ვის­თა­ნა­ვე მიხ­ვდა, მის წი­ნა­შე მო­მა­ვა­ლი მსოფ­ლიო სუ­პერ­მო­დე­ლი იდგა.

"ჟი­ზე­ლი არა­ვის მოს­წონ­და და ფო­ტოგ­რა­ფე­ბი მას­თან მუ­შა­ო­ბა­ზე უარს აცხა­დებ­დნენ. ჟურ­ნა­ლის რე­დაქ­ტო­რებ­თან ნამ­დვი­ლი ომი მქონ­და გა­ჩა­ღე­ბუ­ლი. ისი­ნი კა­ტე­გო­რი­უ­ლად მო­ი­თხოვ­დნენ, ბუნდჰე­ნი ფო­ტო­სე­სი­ა­ზე არ და­მე­ბა­რე­ბი­ნა. არ მოს­წონ­დათ ჟი­ზე­ლის ცხვი­რი, მკერ­დი, წონა და არც სი­მაღ­ლე", - აცხა­დებს ტეს­ტი­ნო ბრი­ტა­ნულ გა­ზეთ The Observer-თან სა­უ­ბარ­ში.

რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ტეს­ტი­ნო არ შემ­ცდა­რა - ჟი­ზე­ლი ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბულ სუ­პერ­მო­დე­ლად იქცა. სინ­დი კრო­უ­ფორდთან, კლა­უ­დია ში­ფერ­თან, კეიტ მო­სის­თან და ნა­ო­მი კემ­პბელ­თან ერ­თად, ჟი­ზე­ლი ყო­ველ­თვის გა­ნი­ხი­ლე­ბა, რო­გორც მა­ღა­ლა­ნა­ზღა­უ­რე­ბა­დი და მო­თხოვ­ნა­დი მო­დე­ლი. გარ­და ამი­სა, ჟი­ზე­ლი პირ­ვე­ლი სუ­პერ­მო­დე­ლია, ვისი ქო­ნე­ბაც მი­ლი­არდ დო­ლარს აღ­წევს.

ეს­ტი­ნო 1954 წელს ქა­ლაქ ლი­მა­ში და­ი­ბა­და. მამა იტა­ლი­ე­ლი ჰყავს, დედა - ირ­ლან­დი­ე­ლი. მა­რი­ოს პო­პუ­ლა­რუ­ლი მას შემ­დეგ გახ­და, რო­დე­საც პრინ­ცე­სა დი­ა­ნამ ჟურ­ნალ Vanity Fair-ის ფო­ტო­სე­სი­ის­თვის ფო­ტოგ­რა­ფად აირ­ჩია.

ტეს­ტი­ნოს მსოფ­ლიო ვარ­სკვლა­ვებ­თან უმუ­შა­ვია, მათ შო­რის არი­ან: კიმ ბე­სინ­ჯე­რი, კა­მე­რონ დი­ა­სი, გვი­ნეტ პელტროუ, ჯუ­ლია რო­ბერტსი, მეგ რა­ი­ა­ნი, კეტ­რინ ზეტა ჯონ­სი, კლა­უ­დია ში­ფე­რი, კეიტ მოსი, ჯე­ნეტ ჯექ­სო­ნი, მა­დო­ნა, კა­ი­ლი მი­ნო­უ­გი, კრის­ტენ სტი­უ­არ­ტი, ბრიტ­ნი სპირ­სი და ლედი გაგა. Gucci, Michael Kors, Dolche&Gabbana, Estee Lauder, Valentino და Versace ახა­ლი კო­ლექ­ცი­ის კამ­პა­ნი­ის ფო­ტო­სე­სი­ას მხო­ლოდ ტეს­ტი­ნოს ან­დო­ბენ.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია The Observer-ის მი­ხედ­ვით.

რუბრიკის სხვა სიახლეები

რომ არა მარიო ტესტინო, ჟიზელ ბუნდჰენი წარმატებას ვერ მიაღწევდა

რომ არა მარიო ტესტინო, ჟიზელ ბუნდჰენი წარმატებას ვერ მიაღწევდა

მსოფლიოში ცნობილი ფოტოგრაფი მარიო ტესტინო ამბობს, რომ ბრაზილიელ სუპერმოდელ ჟიზელ ბუნდჰენს სამოდელო კარიერის დასაწყისში სააგენტოები არ სწყალობდნენ. ტესტინო, რომელსაც თითქმის ყველა მოდის სახლთან, მსოფლიო ვარსკვლავთან და ჟურნალთან უმუშავია, ამბობს, რომ ჟიზელის დანახვისთანავე მიხვდა, მის წინაშე მომავალი მსოფლიო სუპერმოდელი იდგა.

"ჟიზელი არავის მოსწონდა და ფოტოგრაფები მასთან მუშაობაზე უარს აცხადებდნენ. ჟურნალის რედაქტორებთან ნამდვილი ომი მქონდა გაჩაღებული. ისინი კატეგორიულად მოითხოვდნენ, ბუნდჰენი ფოტოსესიაზე არ დამებარებინა. არ მოსწონდათ ჟიზელის ცხვირი, მკერდი, წონა და არც სიმაღლე", - აცხადებს ტესტინო ბრიტანულ გაზეთ The Observer-თან საუბარში.

რასაკვირველია, ტესტინო არ შემცდარა - ჟიზელი ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ სუპერმოდელად იქცა. სინდი კროუფორდთან, კლაუდია შიფერთან, კეიტ მოსისთან და ნაომი კემპბელთან ერთად, ჟიზელი ყოველთვის განიხილება, როგორც მაღალანაზღაურებადი და მოთხოვნადი მოდელი. გარდა ამისა, ჟიზელი პირველი სუპერმოდელია, ვისი ქონებაც მილიარდ დოლარს აღწევს.

ესტინო 1954 წელს ქალაქ ლიმაში დაიბადა. მამა იტალიელი ჰყავს, დედა - ირლანდიელი. მარიოს პოპულარული მას შემდეგ გახდა, როდესაც პრინცესა დიანამ ჟურნალ Vanity Fair-ის ფოტოსესიისთვის ფოტოგრაფად აირჩია.

ტესტინოს მსოფლიო ვარსკვლავებთან უმუშავია, მათ შორის არიან: კიმ ბესინჯერი, კამერონ დიასი, გვინეტ პელტროუ, ჯულია რობერტსი, მეგ რაიანი, კეტრინ ზეტა ჯონსი, კლაუდია შიფერი, კეიტ მოსი, ჯენეტ ჯექსონი, მადონა, კაილი მინოუგი, კრისტენ სტიუარტი, ბრიტნი სპირსი და ლედი გაგა. Gucci, Michael Kors, Dolche&Gabbana, Estee Lauder, Valentino და Versace ახალი კოლექციის კამპანიის ფოტოსესიას მხოლოდ ტესტინოს ანდობენ.

მომზადებულია The Observer-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება