გლამურული ჟურნალის, InStyle magazine-ის რედაქტორმა ჰალ რუბერშეტეინმა უნიკალური წიგნი გამოუშვა. მასში მსოფლიოს 100 დაუვიწყარი კაბაა შესული.
ავტორმა ის კაბები შეარჩია, რომლებზეც გენიალური დიზაინერები მუშაობდნენ და რომელსაც ცნობილი და ლამაზი ქალები ატარებდნენ.
წიგნში მოხვდნენ კაბები წითელი ხალიჩიდან, ჰოლივუდის ბლოკბასტერებიდან და სატელევიზიო სერიალებიდან. რუბერშტეინის აზრით, ყველა მათგანი დღემდე აქტურალურია მოდისა და დიზაინის სამყაროში.
ერთ-ერთი მათგანია ხასხასა წითელი კაბა, ფილმიდან "ლამაზმანი". მისი დიზაინი მერლინ ვანს-სტრაკერს ეკუთვნის და ის მსახიობ ჯულია რობერტსს ეცვა. ეს კლასიკური და ელეგანტური სამოსი 90-იანი წლების ნამდვილ ჰიტად იქცა.
წიგნში შევიდა 1962 წლის მერლინ მონროს კაბაც, რომელიც ცნობილ ვარსკვლავს პრეზიდენტ კენედისთვის მიძღვნილი სადღესასწაულო სიმღერის შესრულებისას ეცვა. კაბის დიზაინერი ჟან ლუია. ის 2500 ბისერითაა გაფორმებული.
დაუვიწყარ კაბათა სიაში მოხვდა სარა ჯესიკა პარკერის ჭაობისფერი, "რუშებიანი" კაბაც. ეს უნიკალური სამოსი დონატელა ვერსაჩემ შექმნა. სარას ეს კაბა sex and the city-ს გადაღებებზე ეცვა.
"მსოფლიოს 100 დაუვიწყარ კაბათა" შორის მოხვდნენ პრინცესა დიანას საქორწინო და პატარა შავი კაბა, სინდი კროუპფორდის კაბა ვერსაჩეს დიზაინით, ოდრი ჰეპბერნისა და მიშელ ობამას კაბები.
წიგნში საპატიო ადგილი გრეის კელის კაბამაც დაიკავა. ის მონაკოს პრინცესას 1954 წლის ფილმის Rear Window-ს გადაღებებზე ეცვა.
"100 დაუვიწყარი კაბა" უკვე გაყიდვაშია და მისი ფასი ინტერნეტ-მაღაზია amazon.com-ზე 23 აშშ დოლარია.
მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.