ბრიტანელმა მომღერალმა, ჯეიმს ბლანტმა მუსიკალური კარიერა დაასრულა. ამის შესახებ მომღერალმა თავად განუცხადა ჟურნალისტებს. 38 წლის მუსიკოსის განცხადებით, სამომავლოდ კარგ დასვენებას და პირადი ცხოვრების აწყობას გეგმავს.
ყოფილმა სამხედრომ, ჯეიმს ბლანტმა, კარიერის განმავლობაში 3 სტუდიური ალბომი ჩაწერა. ალბომები 18 მლნ ეგზემპლარად გაიყიდა.
მომღერლის სადებიუტო ალბომი Back to Bedlam 2004 წელს გამოვიდა და არნახულ წარმატებას მიაღწია. ბლანტის სიმღერამ You're Beautiful მუსიკალურ ჩარტებში პირველი ადგილი დაიკავა.
ჯეიმს ბლანტმა ბოლო კონცერტი თებერვალში ჩაატარა. ამ გამოსვლით მან მსოფლიო ტურნე დაასრულა. ტურნეს შემდეგ კი იბიცაზე წავიდა დასასვენებლად.
როდის დაბრუნდება ან დაბრუნდება თუ არა საერთოდ შოუბიზნესში, უცნობია.
მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.