მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირაკლი ეზუგბაია თანამდებობიდან გადადგა
ირაკლი ეზუგბაია თანამდებობიდან გადადგა

"სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზის" გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი ირაკ­ლი ეზუგ­ბა­ია თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­დად­გა.

რკი­ნიგ­ზის ინ­ფორ­მა­ცი­ით, "სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზის " გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა ირაკ­ლი ეზუგ­ბა­ი­ამ თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­დად­გო­მის თა­ო­ბა­ზე თხოვ­ნით მი­მარ­თა სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს. გან­ცხა­დე­ბა დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბუ­ლია.

"უკა­ნას­კნე­ლი 7 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზამ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ტრანსფორ­მა­ცია გა­ნი­ცა­და და ჩა­მო­ყა­ლიბ­და წარ­მა­ტე­ბულ კომ­პა­ნი­ად. კომ­პა­ნია დი­რექ­ტორ­თა საბ­ჭოს ფორ­მატ­ში იმარ­თე­ბო­და. შე­სა­ბა­მი­სად, მე, რო­გორც გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ვი­ღებ ყვე­ლა სა­კი­თხზე, ყვე­ლა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე, რაც ამ წლებ­ში დი­რექ­ტორ­თა საბ­ჭომ მი­ი­ღო.

მად­ლო­ბას ვუხ­დი სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზის ყვე­ლა თა­ნამ­შრო­მელს და მე­ნე­ჯმენტს, ერ­თად გა­ტა­რე­ბუ­ლი წლე­ბი­სა და იმ თავ­და­დე­ბის­თვის, რი­თიც გა­მო­ირ­ჩე­ვა სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზის თი­თო­ე­უ­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი სა­კუ­თა­რი კომ­პა­ნი­ის წარ­მა­ტე­ბი­სათ­ვის ბრძო­ლა­ში. წარ­მა­ტე­ბას ვუ­სურ­ვებ მათ. წარ­მა­ტე­ბას ვუ­სურ­ვებ სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზას.

მივ­მარ­თავ ყვე­ლა თა­ნამ­შრო­მელს, ახა­ლი გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის და­ნიშ­ვნამ­დე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიფრ­თხი­ლით იმოქ­მე­დონ, შე­ას­რუ­ლონ სა­კუ­თა­რი მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი მშვი­დად, რომ ზი­ა­ნი არ მი­ად­გეს კომ­პა­ნი­ის სა­ო­პე­რა­ციო მარ­თვა­სა და უსაფრ­თხო­ე­ბას", - აცხა­დებს ირაკ­ლი ეზუგ­ბა­ია.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

ირაკლი ეზუგბაია თანამდებობიდან გადადგა

ირაკლი ეზუგბაია თანამდებობიდან გადადგა

"საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორი ირაკლი ეზუგბაია თანამდებობიდან გადადგა.

რკინიგზის ინფორმაციით, "საქართველოს რკინიგზის " გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ეზუგბაიამ თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე თხოვნით მიმართა სამეთვალყურეო საბჭოს. განცხადება დაკმაყოფილებულია.

"უკანასკნელი 7 წლის განმავლობაში საქართველოს რკინიგზამ მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია განიცადა და ჩამოყალიბდა წარმატებულ კომპანიად. კომპანია დირექტორთა საბჭოს ფორმატში იმართებოდა. შესაბამისად, მე, როგორც გენერალური დირექტორი, პასუხისმგებლობას ვიღებ ყველა საკითხზე, ყველა გადაწყვეტილებაზე, რაც ამ წლებში დირექტორთა საბჭომ მიიღო.

მადლობას ვუხდი საქართველოს რკინიგზის ყველა თანამშრომელს და მენეჯმენტს, ერთად გატარებული წლებისა და იმ თავდადებისთვის, რითიც გამოირჩევა საქართველოს რკინიგზის თითოეული თანამშრომელი საკუთარი კომპანიის წარმატებისათვის ბრძოლაში. წარმატებას ვუსურვებ მათ. წარმატებას ვუსურვებ საქართველოს რკინიგზას.

მივმართავ ყველა თანამშრომელს, ახალი გენერალური დირექტორის დანიშვნამდე განსაკუთრებული სიფრთხილით იმოქმედონ, შეასრულონ საკუთარი მოვალეობები მშვიდად, რომ ზიანი არ მიადგეს კომპანიის საოპერაციო მართვასა და უსაფრთხოებას", - აცხადებს ირაკლი ეზუგბაია.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"