მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტელეკომპანია "პიკ"-მა მაუწყებლობა შეაჩერა
ტელეკომპანია "პიკ"-მა მაუწყებლობა შეაჩერა

ტე­ლე­კომ­პა­ნია "პიკ"-მა მა­უ­წყებ­ლო­ბა შე­ა­ჩე­რა. რო­გორც "ინ­ტერპრე­ნი­უსს" "პი­კის" სა­ინ­ფორ­მა­ციო სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნელ­მა ეკა­ტე­რი­ნე კოტ­რი­კა­ძემ გა­ნუ­ცხა­და, "სა­ზო­გა­დო­ებ­რივ­მა მა­უ­წყე­ბელ­მა" "პიკ­თან" ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა გა­ა­უქ­მა , რის გა­მოც "პი­კის" მა­უ­წყებ­ლო­ბა გა­ჩერ­და.

"დო­ნორ­მა "სა­ზო­გა­დო­ებ­რივ­მა მა­უ­წყე­ბელ­მა" კონ­ტრაქ­ტი გა­ა­უქ­მა ჩვენ­თან. ამის გამო ჩვე­ნი მა­უ­წყებ­ლო­ბა ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­ჩე­რე­ბუ­ლია და ეთერ­ში აღარ გავ­დი­ვართ. ჩვენ წა­ვი­კი­თხეთ მა­უ­წყებ­ლის გან­ცხა­დე­ბა, რო­მელ­შიც აღ­ნიშ­ნუ­ლი რამ­დე­ნი­მე მი­ზე­ზი, რა პრე­ტენ­ზი­აც ჩვენ­თან აქვთ. ჩვენ კი ოფი­ცი­ა­ლურ, და­მო­უ­კი­დე­ბელ აუ­დიტს ვი­თხოვთ, რათა გა­ირ­კვეს პი­რო­ბის რა მუხ­ლე­ბი და­ვარ­ღვი­ეთ და რას გვაბ­რა­ლე­ბენ. თუ რამე პრობ­ლე­მე­ბი იყო რა­ტომ ადრე არ გაგ­ვა­გე­ბი­ნეს?", - გა­ნა­ცხა­და ეკა­ტე­რი­ნე კოტ­რი­კა­ძემ.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, "სა­ზო­გა­დო­ებ­რივ­მა მა­უ­წყე­ბელ­მა" კონ­ტრაქ­ტი იმის გა­მოც გა­ა­ჩე­რა, რომ "პიკ­მა" რამ­დე­ნი­მე დღის წინ პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­და­ცე­მა­ში მდუ­მა­რე სი­უ­ჟე­ტე­ბი გა­უშ­ვა.

"პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­და­ცე­მა­ში ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი დუმ­დნენ. ეს იყო ჩვე­ნი პრო­ტეს­ტი იმის შე­სა­ხებ, თუ რა­ტომ შეგ­ვექ­მნა პრობ­ლე­მე­ბი. თუმ­ცა კონ­ტრაქ­ტის გა­უქ­მე­ბა სა­ზო­გა­დო­ებ­რივ­მა მა­უ­წყე­ბელ­მა უფრო ადრე გა­და­წყვი­ტა, ვიდ­რე ეს საპ­რო­ტეს­ტო მდუ­მა­რე სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­და­ცე­მა გა­ვი­დო­და ეთერ­ში. ჩვენ ვართ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი, არ ვართ ფაბ­რი­კა და გვაქვს სი­ტყვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის უფ­ლე­ბა", - აღ­ნიშ­ნა ეკა­ტე­რი­ნე კოტ­რი­კა­ძემ.

"პი­კის" თა­ნამ­შრომ­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბით, 400 პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ადა­მი­ა­ნი სამ­სა­ხუ­რის გა­რე­შე რჩე­ბა. ასე­ვე ირ­ღვე­ვა იმ ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის უფ­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რო­ბენ და ინ­ფორ­მა­ცი­ებს ქვე­ყა­ნა­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის შე­სა­ხებ სწო­რედ "პი­კის­გან" იღე­ბენ, რო­მე­ლიც ერ­თა­დერ­თი რუ­სუ­ლე­ნო­ვა­ნი ტე­ლე­კომ­პა­ნი­აა სა­ქარ­თვე­ლო­ში.

"რო­გორც კი გა­ი­თი­შა ჩვე­ნი სიგ­ნა­ლი, ხალ­ხი უკვე რე­კავს. ზა­რე­ბი არა მარ­ტო სა­ქარ­თვე­ლოს ხვა­დას­ხვა რე­გი­ო­ნე­ბი­დან, ასე­ვე, მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნე­ბი­და­ნაც შე­მო­დის. მათ აინ­ტე­რე­სებთ, რა­ტომ აღარ ვმა­უ­წყებ­ლობთ", - აცხა­დე­ბენ "პი­კის" თა­ნამ­შრომ­ლე­ბი.

რო­გორც ისი­ნი აღ­ნიშ­ნა­ვენ, აპ­რო­ტეს­ტე­ბენ "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის" გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას და ეთერ­ში დაბ­რუ­ნე­ბას ითხო­ვენ.

იხი­ლეთ ვი­დეო

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

ტელეკომპანია "პიკ"-მა მაუწყებლობა შეაჩერა

ტელეკომპანია "პიკ"-მა მაუწყებლობა შეაჩერა

ტელეკომპანია "პიკ"-მა მაუწყებლობა შეაჩერა. როგორც "ინტერპრენიუსს" "პიკის" საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა ეკატერინე კოტრიკაძემ განუცხადა, "საზოგადოებრივმა მაუწყებელმა" "პიკთან" ხელშეკრულება გააუქმა , რის გამოც "პიკის" მაუწყებლობა გაჩერდა.

"დონორმა "საზოგადოებრივმა მაუწყებელმა" კონტრაქტი გააუქმა ჩვენთან. ამის გამო ჩვენი მაუწყებლობა ოფიციალურად გაჩერებულია და ეთერში აღარ გავდივართ. ჩვენ წავიკითხეთ მაუწყებლის განცხადება, რომელშიც აღნიშნული რამდენიმე მიზეზი, რა პრეტენზიაც ჩვენთან აქვთ. ჩვენ კი ოფიციალურ, დამოუკიდებელ აუდიტს ვითხოვთ, რათა გაირკვეს პირობის რა მუხლები დავარღვიეთ და რას გვაბრალებენ. თუ რამე პრობლემები იყო რატომ ადრე არ გაგვაგებინეს?", - განაცხადა ეკატერინე კოტრიკაძემ.

მისივე ინფორმაციით, "საზოგადოებრივმა მაუწყებელმა" კონტრაქტი იმის გამოც გააჩერა, რომ "პიკმა" რამდენიმე დღის წინ პროტესტის ნიშნად საინფორმაციო გადაცემაში მდუმარე სიუჟეტები გაუშვა.

"პროტესტის ნიშნად საინფორმაციო გადაცემაში ჟურნალისტები დუმდნენ. ეს იყო ჩვენი პროტესტი იმის შესახებ, თუ რატომ შეგვექმნა პრობლემები. თუმცა კონტრაქტის გაუქმება საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უფრო ადრე გადაწყვიტა, ვიდრე ეს საპროტესტო მდუმარე საინფორმაციო გადაცემა გავიდოდა ეთერში. ჩვენ ვართ ჟურნალისტები, არ ვართ ფაბრიკა და გვაქვს სიტყვის თავისუფლების უფლება", - აღნიშნა ეკატერინე კოტრიკაძემ.

"პიკის" თანამშრომლების განცხადებით, 400 პროფესიონალი ადამიანი სამსახურის გარეშე რჩება. ასევე ირღვევა იმ ეთნიკური უმცირესობების უფლებები, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ და ინფორმაციებს ქვეყანაში განვითარებული მოვლენების შესახებ სწორედ "პიკისგან" იღებენ, რომელიც ერთადერთი რუსულენოვანი ტელეკომპანიაა საქართველოში.

"როგორც კი გაითიშა ჩვენი სიგნალი, ხალხი უკვე რეკავს. ზარები არა მარტო საქართველოს ხვადასხვა რეგიონებიდან, ასევე, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდანაც შემოდის. მათ აინტერესებთ, რატომ აღარ ვმაუწყებლობთ", - აცხადებენ "პიკის" თანამშრომლები.

როგორც ისინი აღნიშნავენ, აპროტესტებენ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" გადაწყვეტილებას და ეთერში დაბრუნებას ითხოვენ.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები