მსოფლიოში ყველაზე დიდი მოცეკვავე შადრევანი დუბაიშია. "დუბაის შადრევანი" ტბაზე, ცათამბჯენ ბურჯ ხალიფას (Burj Khalifa) წინ მდებარეობს.
შადრევანი 83 000 ლიტრ წყალს იყენებს და 275 მეტრი სიგრძისაა. ის 6 600 ნათურითა და 25 ფერადი პროჟექტორით არის განათებული. შადრევანი თანამედროვე არაბულ მელოდიებსა და კლასიკურ მუსიკაზე ცეკვავს, ზოგჯერ მსოფლიო ჰიტებიც ისმის.
მის მშენებლობაზე 218 მილიონი დოლარი დაიხარჯა.
მომზადებულია amusingplanet.com-ის მიხედვით.