საზოგადოება

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კაზინოები შეიძლება აიკრძალოს, ან შეიზღუდოს
კაზინოები შეიძლება აიკრძალოს, ან შეიზღუდოს

სა­ქარ­თვე­ლოს ტუ­რის­ტულ ცენ­ტრად წო­დე­ბულ ბა­თუმ­ში კა­ზი­ნო­ე­ბის და­ხურ­ვა ან, მი­ნი­მუმ, შე­ზღუდ­ვე­ბის და­წე­სე­ბა იგეგ­მე­ბა. ინ­ფორ­მა­ცი­ას კო­ა­ლი­ცია "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში" ადას­ტუ­რე­ბენ. ექ­სპერ­ტე­ბი კი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ აღ­ნიშ­ნულ გან­ცხა­დე­ბა­ში კო­მუ­ნის­ტუ­რი გად­მო­ნაშ­თე­ბი შე­იმ­ჩნე­ვა.

ცნო­ბის­თვის, 13 ოქ­ტომ­ბერს თურ­ქულ გა­მო­ცე­მა "სა­ბაჰ"-თან მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ბა­თუმ­ში სა­თა­მა­შო სახ­ლე­ბის (კა­ზი­ნო­ე­ბის) გა­უქ­მე­ბას აპი­რებს. მი­სი­ვე თქმით, ეს არის ტუ­რის­ტე­ბის მო­ზიდ­ვის ხერ­ხი, ამ სფე­რო­დან შე­მო­სუ­ლი თან­ხა ბი­უ­ჯე­ტის მხო­ლოდ 1%-ია და ამის გამო ქვეყ­ნის იმი­ჯის შე­ლახ­ვა არ ღირს.

აღ­ნიშ­ნულ ინ­ფორ­მა­ცი­ას "რე­ზო­ნანსთან" სა­უბ­რი­სას ადას­ტუ­რებს სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ვიცე-სპი­კე­რო­ბის და აჭა­რის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს დე­პუ­ტა­ტო­ბის კან­დი­და­ტი მურ­მან დუმ­ბა­ძეც. მისი თქმით, კა­ზი­ნო­ებ­ში ძა­ლი­ან ბევ­რი ახალ­გაზ­რდა დიდ თან­ხებს აგებს, რა­საც ისი­ნი ფა­ტა­ლურ შე­დე­გე­ბამ­დე მიჰ­ყავს.

"ეს პრაქ­ტი­კუ­ლად ქა­ლა­ქის კა­ტას­ტრო­ფაა. და­ხურ­ვა არ ნიშ­ნავს თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას, ან ვი­მეს გა­რეკ­ვას. მათ სა­კა­ნონ­მდებ­ლო ჩარ­ჩო­ში მო­ვაქ­ცევთ. კა­ზი­ნო­ებს სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან სე­რი­ო­ზუ­ლი ჩა­რე­ვა და რე­გუ­ლი­რე­ბა სჭირ­დე­ბა. უამ­რა­ვი ახალ­გაზ­რდა გა­კოტ­რე­ბუ­ლა ამ საქ­მის გამო. ქარ­თვე­ლე­ბი ემო­ცი­უ­რი ხალ­ხი ვართ და ხში­რად ამას ფა­ტა­ლურ შე­დე­გე­ბამ­დეც მი­ვუყ­ვა­ნი­ვართ.

შე­საძ­ლოა, არ გა­უქ­მდეს და და­წეს­დეს რამე სა­ხის შე­ზღუდ­ვე­ბი. ბა­თუმ­ში, კა­ზი­ნო­ებ­ში სა­თა­მა­შოდ ძი­რი­თა­დად ჩვე­ნი მე­ზო­ბე­ლი ქვეყ­ნე­ბი­დან შე­მო­დი­ან, სა­დაც მსგავ­სი და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი აკ­რძა­ლუ­ლია და ეს ხდე­ბა პა­რას­კევს, შა­ბათ­სა და კვი­რას. ამი­ტომ, შეგ­ვიძ­ლია მი­ვი­ღოთ ისე­თი სა­ხის შე­ზღუდ­ვა, რომ მხო­ლოდ გარ­კვე­ულ დღე­ებ­ში შე­იძ­ლე­ბო­დეს კა­ზი­ნო­ში შეს­ვლა.

ჩვენ უნდა ვი­ფიქ­როთ ბევ­რი და ისე მი­ვი­ღოთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ კა­ზი­ნო­ე­ბი საკ­მა­ოდ დიდ უხერ­ხუ­ლო­ბას უქ­მნის ქა­ლაქს. ტუ­რის­ტულ ჭრილ­ში თუ შევ­ხე­დავთ, გე­ტყვით, რომ ეს ბა­თუ­მის იმიჯს არ და­აკ­ნი­ნებს. კა­ზი­ნო­ე­ბი­დან შე­მო­სა­ვა­ლი არა­ფე­რი არაა. წა­გე­ბუ­ლი უფრო მე­ტია, ვიდ­რე მო­გე­ბუ­ლი.

ჩვენ არ გვინ­და, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლი ამ საქ­მე­ში იყოს ჩარ­თუ­ლი. უამ­რა­ვი ისე­თი საქ­მე გვექ­ნე­ბა, რო­მე­ლიც გა­მო­ად­გე­ბა ქარ­თულ სა­ხელ­მწი­ფოს და სა­ზო­გა­დო­ე­ბას. კა­ზი­ნო­ე­ბი კი არა­ვის წა­ად­გე­ბა",- უთხრა "რე­ზო­ნანსს" დუმ­ბა­ძემ.

მო­ახ­დენს თუ არა კა­ზი­ნო­ე­ბის და­ხურ­ვა, ან რამე სა­ხის შე­ზღუდ­ვე­ბის და­წე­სე­ბა, ბა­თუ­მის, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს ტუ­რის­ტუ­ლი ცენ­ტრის დაკ­ნი­ნე­ბას? ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით "რე­ზო­ნან­სი" ესა­უბ­რა სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის და მარ­კა­ტინ­გუ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის სპე­ცი­ა­ლისტ ელ­დერ პირ­მი­საშ­ვილს, რო­მე­ლიც მი­იჩ­ნევს, რომ მსგავ­სი სა­ხის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი მხო­ლოდ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზ­რის გა­მო­კი­თხვის შემ­დგომ უნდა იქ­ნეს მი­ღე­ბუ­ლი.

"ვფიქ­რობ, რომ პი­ა­რის კუ­თხით, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ჯერ გა­ვი­გოთ სა­ზო­გა­დო­ე­ბის აზრი. ანუ რა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა არ­სე­ბობს სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან ამა თუ იმ სა­კი­თხი­სად­მი და ამის შემ­დგომ მი­ვი­ღოთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი.

თუ, ვთქვათ, ივა­ნიშ­ვილ­მა გა­ი­გო, რომ ბა­თუმ­ში მო­სახ­ლე­ო­ბის აზრი კა­ზი­ნო­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით არის უარ­ყო­ფი­თი, ანუ არ მოს­წონთ კა­ზი­ნო­ე­ბის არ­სე­ბო­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, მათი და­ხურ­ვა იქ­ნე­ბა გა­მარ­თლე­ბუ­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა ტუ­რიზმს, ამის მოგ­ვა­რე­ბაც შე­საძ­ლე­ბე­ლია. ანუ ჩვენ კი არ მო­ვერ­გოთ ტუ­რის­ტებს, არა­მედ მათ შევ­თა­ვა­ზოთ ისე­თი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის უფრო ჯან­სა­ღი იქ­ნე­ბა,"- ამ­ბობს პირ­მი­საშ­ვი­ლი.

სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის მარ­თვის სპე­ცი­ა­ლის­ტი არ­ჩილ გამ­ზარ­დია კი მსგავს გან­ცხა­დე­ბას პო­პუ­ლის­ტურს უწო­დებს და მას­ში საბ­ჭო­თა დრო­ინ­დელ გად­მო­ნაშ­თებს ხე­დავს.

"ვფიქ­რობ, რომ ეს არის პო­პუ­ლის­ტუ­რი გან­ცხა­დე­ბა, რად­გან კა­ზი­ნო­ე­ბის არ­სე­ბო­ბა ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი თან­ხობ­რი­ვი მო­ზიდ­ვის პერ­სპექ­ტი­ვას იძ­ლე­ვა. გა­უქ­მე­ბა არას­წო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა. ესაა კო­მუ­ნის­ტუ­რი ხედ­ვა, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის სა­ჭი­რო-არა­სა­ჭი­რო რა­ღა­ცებ­ზე ახ­დენ­და გავ­ლე­ნას და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ცხოვ­რე­ბის ცენ­ზუ­რას აწე­სებ­და.

მგო­ნია, რომ ერთი მხრივ, ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს პო­პუ­ლის­ტუ­რი გან­ცხა­დე­ბა და, მე­ო­რე მხრივ, სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ცხოვ­რე­ბა­ში ჩა­რე­ვის ერთ-ერთი წი­ნა­პი­რო­ბა.

საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დროს აკ­რძა­ლეს მძი­მე მწერ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც რე­ა­ლუ­რად ცუდი შე­დე­გის­კენ მი­დი­ოდ­ნენ და მერე ამას მოჰ­ყვა ნე­ბის­მი­ე­რი თა­ვი­სუფ­ლად მო­აზ­როვ­ნე მწერ­ლის აკ­რძალ­ვა. ანუ, როცა მსგავ­სი სა­ხის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს იღე­ბენ, ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია გა­ვი­გოთ, არის თუ არა ეს მაქ­სი­მა­ლურ შე­დეგ­ზე გათ­ვლი­ლი. თუმ­ცა, აქვე უნდა ავღ­ნიშ­ნო, რომ აშ­კა­რად ჰგავს ამას",- უთხრა "რე­ზო­ნანსს" გამ­ზარ­დი­ამ.

სა­ლო­მე სი­გუა

გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

კაზინოები შეიძლება აიკრძალოს, ან შეიზღუდოს

კაზინოები შეიძლება აიკრძალოს, ან შეიზღუდოს

საქართველოს ტურისტულ ცენტრად წოდებულ ბათუმში კაზინოების დახურვა ან, მინიმუმ, შეზღუდვების დაწესება იგეგმება. ინფორმაციას კოალიცია "ქართულ ოცნებაში" ადასტურებენ. ექსპერტები კი მიიჩნევენ, რომ აღნიშნულ განცხადებაში კომუნისტური გადმონაშთები შეიმჩნევა.

ცნობისთვის, 13 ოქტომბერს თურქულ გამოცემა "საბაჰ"-თან მიცემულ ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ბათუმში სათამაშო სახლების (კაზინოების) გაუქმებას აპირებს. მისივე თქმით, ეს არის ტურისტების მოზიდვის ხერხი, ამ სფეროდან შემოსული თანხა ბიუჯეტის მხოლოდ 1%-ია და ამის გამო ქვეყნის იმიჯის შელახვა არ ღირს.

აღნიშნულ ინფორმაციას "რეზონანსთან" საუბრისას ადასტურებს საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერობის და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატობის კანდიდატი მურმან დუმბაძეც. მისი თქმით, კაზინოებში ძალიან ბევრი ახალგაზრდა დიდ თანხებს აგებს, რასაც ისინი ფატალურ შედეგებამდე მიჰყავს.

"ეს პრაქტიკულად ქალაქის კატასტროფაა. დახურვა არ ნიშნავს თავისუფლების აღკვეთას, ან ვიმეს გარეკვას. მათ საკანონმდებლო ჩარჩოში მოვაქცევთ. კაზინოებს სახელმწიფოს მხრიდან სერიოზული ჩარევა და რეგულირება სჭირდება. უამრავი ახალგაზრდა გაკოტრებულა ამ საქმის გამო. ქართველები ემოციური ხალხი ვართ და ხშირად ამას ფატალურ შედეგებამდეც მივუყვანივართ.

შესაძლოა, არ გაუქმდეს და დაწესდეს რამე სახის შეზღუდვები. ბათუმში, კაზინოებში სათამაშოდ ძირითადად ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან შემოდიან, სადაც მსგავსი დაწესებულებები აკრძალულია და ეს ხდება პარასკევს, შაბათსა და კვირას. ამიტომ, შეგვიძლია მივიღოთ ისეთი სახის შეზღუდვა, რომ მხოლოდ გარკვეულ დღეებში შეიძლებოდეს კაზინოში შესვლა.

ჩვენ უნდა ვიფიქროთ ბევრი და ისე მივიღოთ გადაწყვეტილება. მაგრამ ფაქტია, რომ კაზინოები საკმაოდ დიდ უხერხულობას უქმნის ქალაქს. ტურისტულ ჭრილში თუ შევხედავთ, გეტყვით, რომ ეს ბათუმის იმიჯს არ დააკნინებს. კაზინოებიდან შემოსავალი არაფერი არაა. წაგებული უფრო მეტია, ვიდრე მოგებული.

ჩვენ არ გვინდა, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი ამ საქმეში იყოს ჩართული. უამრავი ისეთი საქმე გვექნება, რომელიც გამოადგება ქართულ სახელმწიფოს და საზოგადოებას. კაზინოები კი არავის წაადგება",- უთხრა "რეზონანსს" დუმბაძემ.

მოახდენს თუ არა კაზინოების დახურვა, ან რამე სახის შეზღუდვების დაწესება, ბათუმის, როგორც საქართველოს ტურისტული ცენტრის დაკნინებას? ამასთან დაკავშირებით "რეზონანსი" ესაუბრა საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკატინგული კომუნიკაციების სპეციალისტ ელდერ პირმისაშვილს, რომელიც მიიჩნევს, რომ მსგავსი სახის გადაწყვეტილებები მხოლოდ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შემდგომ უნდა იქნეს მიღებული.

"ვფიქრობ, რომ პიარის კუთხით, მნიშვნელოვანია, ჯერ გავიგოთ საზოგადოების აზრი. ანუ რა დამოკიდებულება არსებობს საზოგადოების მხრიდან ამა თუ იმ საკითხისადმი და ამის შემდგომ მივიღოთ გადაწყვეტილებები.

თუ, ვთქვათ, ივანიშვილმა გაიგო, რომ ბათუმში მოსახლეობის აზრი კაზინოებთან დაკავშირებით არის უარყოფითი, ანუ არ მოსწონთ კაზინოების არსებობა, შესაბამისად, მათი დახურვა იქნება გამართლებული.

რაც შეეხება ტურიზმს, ამის მოგვარებაც შესაძლებელია. ანუ ჩვენ კი არ მოვერგოთ ტურისტებს, არამედ მათ შევთავაზოთ ისეთი მიმართულებები, რომელიც საზოგადოებისთვის უფრო ჯანსაღი იქნება,"- ამბობს პირმისაშვილი.

საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდია კი მსგავს განცხადებას პოპულისტურს უწოდებს და მასში საბჭოთა დროინდელ გადმონაშთებს ხედავს.

"ვფიქრობ, რომ ეს არის პოპულისტური განცხადება, რადგან კაზინოების არსებობა ძალიან სერიოზული თანხობრივი მოზიდვის პერსპექტივას იძლევა. გაუქმება არასწორი გადაწყვეტილებაა. ესაა კომუნისტური ხედვა, რომელიც საზოგადოებისთვის საჭირო-არასაჭირო რაღაცებზე ახდენდა გავლენას და საზოგადოებრივი ცხოვრების ცენზურას აწესებდა.

მგონია, რომ ერთი მხრივ, ეს შეიძლება იყოს პოპულისტური განცხადება და, მეორე მხრივ, საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩარევის ერთ-ერთი წინაპირობა.

საბჭოთა კავშირის დროს აკრძალეს მძიმე მწერლები, რომლებიც რეალურად ცუდი შედეგისკენ მიდიოდნენ და მერე ამას მოჰყვა ნებისმიერი თავისუფლად მოაზროვნე მწერლის აკრძალვა. ანუ, როცა მსგავსი სახის გადაწყვეტილებებს იღებენ, ყველაზე მნიშვნელოვანია გავიგოთ, არის თუ არა ეს მაქსიმალურ შედეგზე გათვლილი. თუმცა, აქვე უნდა ავღნიშნო, რომ აშკარად ჰგავს ამას",- უთხრა "რეზონანსს" გამზარდიამ.

სალომე სიგუა

გაზეთი ”რეზონანსი”

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"