საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ ითხოვს ნანუკა ჟორჟოლიანი დახმარებას
რატომ ითხოვს ნანუკა ჟორჟოლიანი დახმარებას

ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე პო­ლი­ტი­კუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი ჯერ­ჯე­რო­ბით მხო­ლოდ სა­ტე­ლე­ვი­ზიო სივ­რცეს და­ე­ტყო. ამ კუ­თხით პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯი "იმედ­მა" გა­დად­გა და გა­მო­ა­ცხა­და, რომ გა­სარ­თო­ბი გა­და­ცე­მე­ბი და­ხუ­რა და ტე­ლე­კომ­პა­ნია სა­ინ­ფორ­მა­ციო რე­ჟიმ­ზე გა­და­ვი­და.

არხზე ერთი-მე­ო­რის მი­ყო­ლე­ბით და­იხუ­რა "ნუ­კის დილა", "დღის შოუ". "ღა­მის შოუს" ყვე­ლა პრო­ექ­ტი: "შუა ქა­ლაქ­ში", "გო­გო­ნა გა­რე­უბ­ნი­დან", "ღა­მის შოუ ირაკ­ლი ტა­ტიშ­ვილ­თან", "კა­ცე­ბის შოუ", "რომ გა­დახ­ვალ გა­ა­ჩე­რე". და­ი­ხუ­რა ასე­ვე "ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნის შოუ".

გა­სარ­თო­ბი შო­უ­ე­ბი­დან "იმედ­მა" მხო­ლოდ ორი შე­ი­ნარ­ჩუ­ნა - "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბი", რომ­ლის პრო­დი­უ­სე­რიც არ­ხის დი­რექ­ტო­რის, გი­ორ­გი არ­ვე­ლა­ძის მე­უღ­ლე ალი­ნა არ­ვე­ლა­ძე გახ­ლავთ და ახალ­და­წყე­ბუ­ლი, გრან­დი­ო­ზუ­ლად და­პი­ა­რე­ბუ­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი კონ­კურ­სი "ახა­ლი ხმა".

მა­ნამ­დე კი ახა­ლი სე­ზო­ნი ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ან­მა კონ­კუ­რენ­ტი შოუს გა­მა­ლე­ბუ­ლი კრი­ტი­კით და­ი­წყო. მაია ასა­თი­ა­ნის ახა­ლი იმი­ჯით გა­მო­ჩე­ნას ნა­ნუ­კა გა­აფ­თრე­ბუ­ლი კრი­ტი­კით შეხ­ვდა და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში კო­ლე­გას და­ხე­ულ ჯინ­სებ­ზე ბევ­რი იხა­ლი­სა. მა­შინ წერ­და, რომ თა­ვად მი­ას­წავ­ლი­და, სად იყი­დე­ბო­და კარ­გი და­ხე­უ­ლი ჯინ­სე­ბი და იკი­თხა, მა­ი­ას როს­ტოც ხომ არ ეყო­ლე­ბო­და სტუ­დი­ა­ში.

მა­ი­ამ ნა­ნუ­კას რეპ­ლი­კებს მა­შინ მხო­ლოდ სი­ცი­ლით უპა­სუ­ხა.

ცი­ხის ცნო­ბი­ლი კად­რე­ბი იმ სა­ღა­მოს გავ­რცელ­და, რო­დე­საც ეთერ­ში ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნის შოუს პირ­ვე­ლი გა­და­ცე­მა გა­ვი­და. შემ­დეგ წამ­ყვან­მა გა­ნა­ცხა­და, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში არ იმ­ყო­ფე­ბო­და და არ იცო­და, რა ხდე­ბო­და რე­ა­ლუ­რად ქვე­ყა­ნა­ში, თან ისიც აღ­ნიშ­ნა, "იმე­დის" ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას შე­ე­ჩე­რე­ბი­ნა გა­და­ცე­მის გაშ­ვე­ბა, მე რა შუ­ა­ში ვი­ყა­ვი, ეს მათი პრე­რო­გა­ტი­ვა იყოო.

ხუთ­შა­ბათს არ გა­ვი­და "რუს­თა­ვი 2"-ზე "პრო­ფი­ლი", მომ­დევ­ნო სამ­შა­ბათს კი ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ან­მა ძვე­ლი გა­და­ცე­მის ჩა­ნა­წე­რი გა­უშ­ვა.

კონ­კუ­რენ­ტი გა­და­ცე­მე­ბის ახა­ლი სე­ზო­ნის გახ­სნა დრო­ე­ბით გა­და­ი­დო და არც წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო ციებ-ცხე­ლე­ბის დროს გახ­სე­ნე­ბია ვინ­მეს გარ­თო­ბა.

არ­ჩევ­ნებ­ში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ, რო­გორც და­სა­წყის­ში აღ­ვნიშ­ნავ­დით, პირ­ვე­ლი მერ­ცხა­ლი "იმე­დი" გახ­ლდათ, რო­მელ­მაც გა­სარ­თო­ბი გა­და­ცე­მე­ბი და­ხუ­რა. თა­ვი­დან ვრცელ­დე­ბო­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ "წმენ­დას" ჟორ­ჟო­ლი­ა­ნის შოუ გა­და­ურ­ჩა, მაგ­რამ მალე ნა­ნუ­კამ "ფე­ის­ბუ­ქის" სა­კუ­თარ გვერ­დზე გუ­ლის ამა­ჩუ­ყე­ბე­ლი სტა­ტუ­სი გა­მო­აქ­ვეყ­ნა და მად­ლი­ერ მა­ყუ­რე­ბელს ცრემ­ლე­ბით ამ­ცნო ქარ­თუ­ლი ტე­ლე­სივ­რცის ესო­დენ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­და­ცე­მის და­ხურ­ვა.

მა­ნამ­დე კი ვრცელ­დე­ბო­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ 5 ოქ­ტომ­ბერს ნა­ნუ­კა უცხო­ეთ­ში ქორ­წი­ლის გა­დახ­დას აპი­რებ­და, მაგ­რამ, რო­გორც ჩანს, არ­ჩევ­ნებ­ში ნა­ცი­ო­ნალ­თა და­მარ­ცხე­ბის შე­­­მდეგ, ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი-კო­დუ­ას ქორ­წი­ლის თა­რიღ­მა დრო­ე­ბით გა­და­ი­წია. ფაქტ­ია, რომ ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი ძვე­ლე­ბუ­რად კა­რგ ხა­სი­ათ­ზე აღარ არი­ან.

სა­ნამ "ნანუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნის შოუს" ერ­თგუ­ლი მა­ყუ­რე­ბე­ლი მი­ღე­ბუ­ლი სტრე­სი­დან გა­მო­ვი­დო­და, ჟურ­ნა­ლის­ტმა "ფე­ის­ბუქ­ზე" მო­რი­გი გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა და ამ­ჯე­რად ბან­კი­რებ­სა და ბიზ­ნეს­მე­ნებს სრუ­ლი მო­ბი­ლი­ზე­ბის­კენ და "ნა­ნუ­კას შოუს" გა­დარ­ჩე­ნის­კენ მო­უ­წო­და.

არა­და, ნა­ნუ­კას გა­და­ცე­მის ხარ­ჯებ­სა და წამ­ყვა­ნის ხელ­ფას­ზე ყო­ველ­თვის ლე­გენ­დე­ბი და­დი­ო­და. მას არც სპონ­სო­რი უჭირ­და და კომ­პა­ნი­ე­ბიც და­უ­ნა­ნებ­ლად არი­გებ­დნენ მის ეთერ­ში სა­ჩუქ­რებს. თუ ეს ყვე­ლა­ფე­რი ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით ხდე­ბო­და და არა "კუ­დე­ლი" ქმრის გავ­ლე­ნის ან და­ში­ნე­ბის წყა­ლო­ბით, რა­ზეც ასე­ვე აქ­ტი­უ­რად ვრცელ­დე­ბო­და ხმე­ბი, ფაქ­ტია, რომ ჟორ­ჟო­ლი­ა­ნის შოუს, რო­მე­ლიც ეთერ­ში საკ­მა­ოდ მომ­გე­ბი­ან დროს გა­დის, თვით­და­ფი­ნან­სე­ბა­ზე გა­დას­ვლა არ უნდა გა­უ­ჭირ­დეს.

ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ან­მა შოუს პა­რა­ლე­ლუ­რად ბავ­შვთა გა­სარ­თო­ბი ცენ­ტრი გახ­სნა, რო­მელ­საც ასე­ვე ამ­ბი­ცი­უ­რი სა­ხე­ლი "ნა­ნუ­კას შოუს სა­ბავ­შვო ცენ­ტრი" და­არ­ქვა. რო­გორც გა­ვი­გეთ, და­ბა­დე­ბის დღის გა­დახ­დის გარ­და, იქ ბა­ვშვე­ბის გა­სარ­თო­ბად შე­გიძ­ლი­ათ ცო­ცხა­ლი ნა­ნუ­კაც მი­იწ­ვი­ოთ და რო­გორც ამ­ბო­ბენ, ეს სი­ა­მოვ­ნე­ბა და­მა­ტე­ბით 150 ლარი ჯდე­ბა.

ასე რომ, ნა­ნუ­კას უსამ­სა­ხუ­როდ დარ­ჩე­ნა არ უწე­რია, თუმ­ცა სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ხალ­ხი აქ­ტი­უ­რად "დარდ­ობს" იმა­ზე, თუ რა საქ­მი­ა­ნო­ბას მიჰ­ყოფს ხე­ლს როს­ტო. ისიც ფაქ­ტია, რომ ძაღ­ლი ბუ­ბუც უხელ­ფა­სოდ დარ­ჩა, აი, ნა­ნუ­კას ცნო­ბი­ლი "ჩიტი" კი, რო­მელ­საც ტე­ლე­წამ­ყვა­ნის­თვის ახალ-ახა­ლი ამ­­ბები მიჰ­ქონ­და, სა­ვა­რა­უ­დოდ, "პრო­ფი­ლის­კენ" გა­დაფ­რინ­დე­ბა.

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

რატომ ითხოვს ნანუკა ჟორჟოლიანი დახმარებას

რატომ ითხოვს ნანუკა ჟორჟოლიანი დახმარებას

ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური ცვლილებები ჯერჯერობით მხოლოდ სატელევიზიო სივრცეს დაეტყო. ამ კუთხით პირველი ნაბიჯი "იმედმა" გადადგა და გამოაცხადა, რომ გასართობი გადაცემები დახურა და ტელეკომპანია საინფორმაციო რეჟიმზე გადავიდა.

არხზე ერთი-მეორის მიყოლებით და­იხურა "ნუკის დილა", "დღის შოუ". "ღამის შოუს" ყველა პროექტი: "შუა ქალაქში", "გოგონა გარეუბნიდან", "ღამის შოუ ირაკლი ტატიშვილთან", "კაცების შოუ", "რომ გადახვალ გააჩერე". დაიხურა ასევე "ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ".

გასართობი შოუებიდან "იმედმა" მხოლოდ ორი შეინარჩუნა - "ცეკვავენ ვარსკვლავები", რომლის პროდიუსერიც არხის დირექტორის, გიორგი არველაძის მეუღლე ალინა არველაძე გახლავთ და ახალდაწყებული, გრანდიოზულად დაპიარებული მუსიკალური კონკურსი "ახალი ხმა".

მანამდე კი ახალი სეზონი ნანუკა ჟორჟოლიანმა კონკურენტი შოუს გამალებული კრიტიკით დაიწყო. მაია ასათიანის ახალი იმიჯით გამოჩენას ნანუკა გააფთრებული კრიტიკით შეხვდა და სოციალურ ქსელში კოლეგას დახეულ ჯინსებზე ბევრი იხალისა. მაშინ წერდა, რომ თავად მიასწავლიდა, სად იყიდებოდა კარგი დახეული ჯინსები და იკითხა, მაიას როსტოც ხომ არ ეყოლებოდა სტუდიაში.

მაიამ ნანუკას რეპლიკებს მაშინ მხოლოდ სიცილით უპასუხა.

ციხის ცნობილი კადრები იმ საღამოს გავრცელდა, როდესაც ეთერში ნანუკა ჟორჟოლიანის შოუს პირველი გადაცემა გავიდა. შემდეგ წამყვანმა განაცხადა, რომ საქართველოში არ იმყოფებოდა და არ იცოდა, რა ხდებოდა რეალურად ქვეყანაში, თან ისიც აღნიშნა, "იმედის" ხელმძღვანელობას შეეჩერებინა გადაცემის გაშვება, მე რა შუაში ვიყავი, ეს მათი პრეროგატივა იყოო.

ხუთშაბათს არ გავიდა "რუსთავი 2"-ზე "პროფილი", მომდევნო სამშაბათს კი ნანუკა ჟორჟოლიანმა ძველი გადაცემის ჩანაწერი გაუშვა.

კონკურენტი გადაცემების ახალი სეზონის გახსნა დროებით გადაიდო და არც წინასაარჩევნო ციებ-ცხელების დროს გახსენებია ვინმეს გართობა.

არჩევნებში "ქართული ოცნების" გამარჯვების შემდეგ, როგორც დასაწყისში აღვნიშნავდით, პირველი მერცხალი "იმედი" გახლდათ, რომელმაც გასართობი გადაცემები დახურა. თავიდან ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ "წმენდას" ჟორჟოლიანის შოუ გადაურჩა, მაგრამ მალე ნანუკამ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე გულის ამაჩუყებელი სტატუსი გამოაქვეყნა და მადლიერ მაყურებელს ცრემლებით ამცნო ქართული ტელესივრცის ესოდენ მნიშვნელოვანი გადაცემის დახურვა.

მანამდე კი ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ 5 ოქტომბერს ნანუკა უცხოეთში ქორწილის გადახდას აპირებდა, მაგრამ, როგორც ჩანს, არჩევნებში ნაციონალთა დამარცხების შე­­­მდეგ, ჟორჟოლიანი-კოდუას ქორწილის თარიღმა დროებით გადაიწია. ფაქტ­ია, რომ ყოფილი მაღალჩინოსნები ძველებურად კა­რგ ხასიათზე აღარ არიან.

სანამ "ნანუ­კა ჟორჟოლიანის შოუს" ერთგული მაყურებელი მიღებული სტრესიდან გამოვიდოდა, ჟურნალისტმა "ფეისბუქზე" მორიგი განცხადება გაავრცელა და ამჯერად ბანკირებსა და ბიზნესმენებს სრული მობილიზებისკენ და "ნანუკას შოუს" გადარჩენისკენ მოუწოდა.

არადა, ნანუკას გადაცემის ხარჯებსა და წამყვანის ხელფასზე ყოველთვის ლეგენდები დადიოდა. მას არც სპონსორი უჭირდა და კომპანიებიც დაუნანებლად არიგებდნენ მის ეთერში საჩუქრებს. თუ ეს ყველაფერი ნებაყოფლობით ხდებოდა და არა "კუდელი" ქმრის გავლენის ან დაშინების წყალობით, რაზეც ასევე აქტიურად ვრცელდებოდა ხმები, ფაქტია, რომ ჟორჟოლიანის შოუს, რომელიც ეთერში საკმაოდ მომგებიან დროს გადის, თვითდაფინანსებაზე გადასვლა არ უნდა გაუჭირდეს.

ნანუკა ჟორჟოლიანმა შოუს პარალელურად ბავშვთა გასართობი ცენტრი გახსნა, რომელსაც ასევე ამბიციური სახელი "ნანუკას შოუს საბავშვო ცენტრი" დაარქვა. როგორც გავიგეთ, და­ბადების დღის გადახდის გარდა, იქ ბა­ვშვების გასართობად შეგიძლიათ ცოცხალი ნანუკაც მიიწვიოთ და როგორც ამბობენ, ეს სიამოვნება დამატებით 150 ლარი ჯდება.

ასე რომ, ნანუკას უსამსახუროდ დარჩენა არ უწერია, თუმცა სოციალურ ქსელებში ხალხი აქ­ტიურად "დარდ­ობს" იმაზე, თუ რა საქმიანობას მიჰყოფს ხე­ლს როსტო. ისიც ფაქტია, რომ ძაღლი ბუბუც უხელფასოდ დარჩა, აი, ნანუკას ცნობილი "ჩიტი" კი, რომელსაც ტელეწამყვანისთვის ახალ-ახალი ამ­­ბები მიჰქონდა, სავარაუდოდ, "პროფილისკენ" გადაფრინდება.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები