პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ შეიცვლებიან კანონდამრღვევი მოსამართლეები
როგორ შეიცვლებიან კანონდამრღვევი მოსამართლეები

"2004 წლის კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი ცვლი­ლე­ბე­ბის მერე პრე­ზი­დენ­ტია ყვე­ლა­სა და ყვე­ლაფ­რის უფ­რო­სი. ერთი ის არ უწე­რია კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში, რომ პირ­ვე­ლი ღა­მის უფ­ლე­ბით ისარ­გებ­ლოს, თო­რემ სხვა ყვე­ლაფ­რის უფ­ლე­ბა აქვს", - ამ­ბობს კონ­სტი­ტუ­ცი­ო­ნა­ლის­ტი ვახ­ტანგ ხმა­ლა­ძე, რო­მე­ლიც ახალ პარ­ლა­მენ­ტში იუ­რი­დი­ულ კო­მი­ტეტს უხელ­მძღვა­ნე­ლებს:

- ამ კონ­სტი­ტუ­ცი­ით პრე­ზი­დენტს შე­უძ­ლია ყო­ველ­თვის შექ­მნას მი­ზე­ზი, რომ და­ი­თხო­ვოს პარ­ლა­მენ­ტი, თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა, იუს­ტი­ცი­ი­სა და თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრე­ბი. შე­უძ­ლია ნე­ბის­მი­ერ დროს, მი­ზე­ზის და­უ­სა­ხე­ლებ­ლად თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­უშ­ვას პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, რაც ნიშ­ნავს, რომ ამავდრო­უ­ლად ყვე­ლა მი­ნის­ტრიც გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბა თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან. პრე­ზი­დენტს აქვს უფ­ლე­ბა, სა­ხელ­მწი­ფო ქო­ნე­ბა სიმ­ბო­ლურ ფა­სად ერთ ლა­რად ან ერთ თეთ­რად მიჰ­ყი­დოს ნე­ბის­მი­ერს და ა.შ.

ასე­თი კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი მო­დე­ლი დღე­ვან­დელ ვი­თა­რე­ბა­ში იწ­ვევს მძაფ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სის საფრ­თხეს. ყვე­ლა­ფე­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლია იმა­ზე, რამ­დე­ნად გო­ნივ­რუ­ლად მო­იქ­ცე­ვა პრე­ზი­დენ­ტი, დაჰ­ყვე­ბა თუ არა ხალ­ხის ნე­ბას (რაც სრუ­ლი­ად აშ­კა­რაა).

- სა­ა­კაშ­ვი­ლის ბო­ლოდ­რო­ინ­დე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი გაძ­ლევთ იმის თქმის სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ მას არ სურს კრი­ზი­სის გა­მოწ­ვე­ვა?

- პრე­ზი­დენ­ტის­გან დეკ­ლა­რი­რე­ბუ­ლია თა­ნამ­შრომ­ლო­ბის პრინ­ცი­პი. მან თქვა, არ გა­მო­ვი­ყე­ნებ იმ უფ­ლე­ბას, რაც კონ­სტი­ტუ­ცი­ით მაქ­ვსო. შე­ეძ­ლო მხედ­ვე­ლო­ბა­ში არ მი­ე­ღო გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მთავ­რო­ბის შექ­მნის თა­ო­ბა­ზე, რომ­ლის სა­თა­ვე­შიც ივა­ნიშ­ვი­ლი იქ­ნე­ბა. შე­ეძ­ლო პრე­მი­ე­რად და მი­ნის­ტრე­ბად და­ე­ნიშ­ნა ისი­ნი, ვინც თვი­თონ უნ­დო­და. პრე­ზი­დენტს ამის სრუ­ლი უფ­ლე­ბა ჰქონ­და და ეს არის სწო­რედ ამ კონ­სტი­ტუ­ცი­ის უგ­ვა­ნო­ბა - გა­ნა­პი­რო­ბებს კრი­ზისს. მისი ქმე­დე­ბა ჯერ­ჯე­რო­ბით არ მი­უ­თი­თებს, რომ პი­რო­ბას და­არ­ღვევს, თუმ­ცა ამის პა­რა­ლე­ლუ­რად არის პრო­ცე­სე­ბი, რო­მე­ლიც მი­უ­თი­თებს არა თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ზე, არა­მედ კონფრონ­ტა­ცი­ა­ზე, სა­კუ­თა­რი ფლან­გე­ბი­სა და ზურ­გის გა­მაგ­რე­ბა­ზე, რათა ეს პე­რი­ო­დი მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­მო­ი­ყე­ნონ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" პო­ზი­ცი­ე­ბის გა­სამ­ყა­რებ­ლად.

პრე­ზი­დენ­ტმა სა­ხელ­მწი­ფო კო­მუ­ნი­კა­ცი­ის სამ­სა­ხუ­რი შს სა­მი­ნის­ტრო­დან სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში გა­და­იყ­ვა­ნა. ეს სამ­სა­ხუ­რია ყვე­ლა სა­ხის სა­ტე­ლე­ფო­ნო თუ სხვა სა­ხის კავ­ში­რი სა­ხელ­მწი­ფო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს შო­რის. მისი გა­დაყ­ვა­ნა სპე­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სამ­სა­ხუ­რის დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში ნიშ­ნავს, რომ ამ სამ­სა­ხურს შე­უძ­ლია მო­უს­მი­ნოს მი­ნის­ტრე­ბის იმ სა­უბ­რებს, რო­მე­ლიც მიმ­დი­ნა­რე­ობს და­ხუ­რუ­ლი და და­ცუ­ლი არ­ხე­ბით.

პრე­ზი­დენ­ტმა და­იქ­ვემ­დე­ბა­რა სა­ხელ­მწი­ფო უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სამ­სა­ხუ­რიც, რო­მე­ლიც მა­ნამ­დე ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტროს ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბო­და. რო­გორც მახ­სოვს, ამ სამ­სა­ხურს უმაღ­ლე­სი რან­გის პო­ლი­ტი­კუ­რი თა­ნამ­დე­ბო­ბის პირ­თა და სხვა­დას­ხვა სა­ხელ­მწი­ფო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის მა­ტე­რი­ა­ლუ­რი უზ­რუნ­ველ­ყო­ფა ევა­ლე­ბა, რა შუ­ა­შია პრე­ზი­დენ­ტი?

სა­ა­კაშ­ვილ­მა გუ­ბერ­ნა­ტო­რე­ბის და­ნიშ­ვნაც და­ი­წყო. რა­ი­ო­ნებ­ში ნიშ­ნა­ვენ ახალ გამ­გებ­ლებს...

თბი­ლი­სის მო­სახ­ლე­ო­ბის რამ­დე­ნი­მე ჯგუ­ფი­სა­გან მო­მი­ვი­და სა­ჩი­ვა­რი, რომ ის სა­კუთ­რე­ბა (მიწა ან შე­ნო­ბის ფარ­თი), რა­ზეც ჯერ კი­დევ დავა მიმ­დი­ნა­რე­ობს, ყალ­ბი სა­ბუ­თე­ბით ვი­ღა­ცებს სა­კუთ­რე­ბად გა­და­ე­ცათ და და­ი­წყო მათი იძუ­ლე­ბი­თი გა­მო­სახ­ლე­ბა. ცდი­ლო­ბენ, რა­ღა­ცე­ბი და­ას­რუ­ლონ მა­ნამ, სა­ნამ ჯერ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში არი­ან. რო­გორც ხე­დავთ, ერ­თია დეკ­ლა­რი­რე­ბუ­ლი წი­ნა­და­დე­ბე­ბი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის თა­ო­ბა­ზე, მე­ო­რე, რა კეთ­დე­ბა რე­ა­ლუ­რად. ის, რაც ძა­ლი­ან ჩანს, იქ შე­ეც­დე­ბი­ან, პრობ­ლე­მე­ბი არ შექ­მნან, მაგ­რამ იქ, რაც არ ჩანს, პო­ზი­ცი­ას გა­იმ­ყა­რე­ბენ.

იხი­ლეთ ვრცლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

როგორ შეიცვლებიან კანონდამრღვევი მოსამართლეები

როგორ შეიცვლებიან კანონდამრღვევი მოსამართლეები

"2004 წლის კონსტიტუციური ცვლილებების მერე პრეზიდენტია ყველასა და ყველაფრის უფროსი. ერთი ის არ უწერია კონსტიტუციაში, რომ პირველი ღამის უფლებით ისარგებლოს, თორემ სხვა ყველაფრის უფლება აქვს", - ამბობს კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე, რომელიც ახალ პარლამენტში იურიდიულ კომიტეტს უხელმძღვანელებს:

- ამ კონსტიტუციით პრეზიდენტს შეუძლია ყოველთვის შექმნას მიზეზი, რომ დაითხოვოს პარლამენტი, თანამდებობიდან გაათავისუფლოს შინაგან საქმეთა, იუსტიციისა და თავდაცვის მინისტრები. შეუძლია ნებისმიერ დროს, მიზეზის დაუსახელებლად თანამდებობიდან გაუშვას პრემიერ-მინისტრი, რაც ნიშნავს, რომ ამავდროულად ყველა მინისტრიც გათავისუფლდება თანამდებობიდან. პრეზიდენტს აქვს უფლება, სახელმწიფო ქონება სიმბოლურ ფასად ერთ ლარად ან ერთ თეთრად მიჰყიდოს ნებისმიერს და ა.შ.

ასეთი კონსტიტუციური მოდელი დღევანდელ ვითარებაში იწვევს მძაფრი პოლიტიკური კრიზისის საფრთხეს. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად გონივრულად მოიქცევა პრეზიდენტი, დაჰყვება თუ არა ხალხის ნებას (რაც სრულიად აშკარაა).

- სააკაშვილის ბოლოდროინდელი ნაბიჯები გაძლევთ იმის თქმის საშუალებას, რომ მას არ სურს კრიზისის გამოწვევა?

- პრეზიდენტისგან დეკლარირებულია თანამშრომლობის პრინციპი. მან თქვა, არ გამოვიყენებ იმ უფლებას, რაც კონსტიტუციით მაქვსო. შეეძლო მხედველობაში არ მიეღო გამარჯვებული "ქართული ოცნების" გადაწყვეტილება მთავრობის შექმნის თაობაზე, რომლის სათავეშიც ივანიშვილი იქნება. შეეძლო პრემიერად და მინისტრებად დაენიშნა ისინი, ვინც თვითონ უნდოდა. პრეზიდენტს ამის სრული უფლება ჰქონდა და ეს არის სწორედ ამ კონსტიტუციის უგვანობა - განაპირობებს კრიზისს. მისი ქმედება ჯერჯერობით არ მიუთითებს, რომ პირობას დაარღვევს, თუმცა ამის პარალელურად არის პროცესები, რომელიც მიუთითებს არა თანამშრომლობაზე, არამედ კონფრონტაციაზე, საკუთარი ფლანგებისა და ზურგის გამაგრებაზე, რათა ეს პერიოდი მაქსიმალურად გამოიყენონ "ნაციონალური მოძრაობის" პოზიციების გასამყარებლად.

პრეზიდენტმა სახელმწიფო კომუნიკაციის სამსახური შს სამინისტროდან სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დაქვემდებარებაში გადაიყვანა. ეს სამსახურია ყველა სახის სატელეფონო თუ სხვა სახის კავშირი სახელმწიფო დაწესებულებებს შორის. მისი გადაყვანა სპეციალური დაცვის სამსახურის დაქვემდებარებაში ნიშნავს, რომ ამ სამსახურს შეუძლია მოუსმინოს მინისტრების იმ საუბრებს, რომელიც მიმდინარეობს დახურული და დაცული არხებით.

პრეზიდენტმა დაიქვემდებარა სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურიც, რომელიც მანამდე ეკონომიკის სამინისტროს ექვემდებარებოდა. როგორც მახსოვს, ამ სამსახურს უმაღლესი რანგის პოლიტიკური თანამდებობის პირთა და სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულების მატერიალური უზრუნველყოფა ევალება, რა შუაშია პრეზიდენტი?

სააკაშვილმა გუბერნატორების დანიშვნაც დაიწყო. რაიონებში ნიშნავენ ახალ გამგებლებს...

თბილისის მოსახლეობის რამდენიმე ჯგუფისაგან მომივიდა საჩივარი, რომ ის საკუთრება (მიწა ან შენობის ფართი), რაზეც ჯერ კიდევ დავა მიმდინარეობს, ყალბი საბუთებით ვიღაცებს საკუთრებად გადაეცათ და დაიწყო მათი იძულებითი გამოსახლება. ცდილობენ, რაღაცები დაასრულონ მანამ, სანამ ჯერ ხელისუფლებაში არიან. როგორც ხედავთ, ერთია დეკლარირებული წინადადებები თანამშრომლობის თაობაზე, მეორე, რა კეთდება რეალურად. ის, რაც ძალიან ჩანს, იქ შეეცდებიან, პრობლემები არ შექმნან, მაგრამ იქ, რაც არ ჩანს, პოზიციას გაიმყარებენ.

იხილეთ ვრცლად

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა