საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნონა გაფრინდაშვილი: "ცინიზმია, როცა ცხვრის ტყავში გახვეული ბოკერია, ზღულაძე და ჩიორა სხვისკენ იშვერენ თითს"
ნონა გაფრინდაშვილი: "ცინიზმია, როცა ცხვრის ტყავში გახვეული ბოკერია, ზღულაძე და ჩიორა სხვისკენ იშვერენ თითს"

ქარ­თულ სპორ­ტსა და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­ზე თვალ­საზ­რისს მსოფ­ლი­ოს ხუთგზის ჩემ­პი­ო­ნი ჭად­რაკ­ში, სა­ხალ­ხო კრე­ბის თავ­მჯდო­მა­რე ნონა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი გა­მო­ხა­ტავს:

- კო­ა­ლი­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წევ­რე­ბი­სა და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის შეხ­ვედ­რე­ბი რა­ი­ო­ნებ­ში უდი­დეს ინ­ტე­რესს იწ­ვევ­და, რაც ნიშ­ნავ­და, რომ "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" გა­მარ­ჯვე­ბის დიდი შან­სი ჰქონ­და. თუმ­ცა, არ მჯე­რო­და, რომ ეს ძა­ლა­დობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არ­ჩევ­ნე­ბის გზით რა­ი­მეს დათ­მობ­და, დიდი გა­ყალ­ბე­ბი­სა და ვი­თა­რე­ბის გარ­თუ­ლე­ბის მო­ლო­დინ­ში ვი­ყა­ვი. ის, რაც მოხ­და, ჩემ­თვის ძალ­ზე მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო, ხალ­ხის ნე­ბამ გა­ი­მარ­ჯვა! თუმ­ცა ვე­რა­ვინ და­მა­ჯე­რებს, რომ ამ ვი­თა­რე­ბა­ში "ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ" ამომ­რჩე­ველ­თა ხმე­ბის 40 პრო­ცენ­ტი აიღო, ამი­ტომ იბ­რძვი­ან დღემ­დე ასე გა­აფ­თრე­ბით თი­თო­ე­უ­ლი სა­დე­პუ­ტა­ტო მან­და­ტის­თვის. ცეს­კოს ხელ­შე­წყო­ბით, ყვე­ლა­ფე­რი კეთ­დე­ბა იმი­სათ­ვის, რომ "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" ახალ პარ­ლა­მენ­ტში ხმე­ბის 2/3, სა­კონ­სტი­ტუ­ციო უმ­რავ­ლე­სო­ბა არ ჰქონ­დეს. წინ საკ­მა­ოდ რთუ­ლი პე­რი­ო­დი გვე­ლის და ვი­მე­დოვ­ნებ, კო­ა­ლი­ცია წარ­მა­ტე­ბით გა­და­ლა­ხავს იმ პრობ­ლე­მებს, რაც პარ­ლა­მენ­ტში შე­ექ­მნე­ბა. და კი­დევ - ველი, რომ და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­სა­მარ­თლოს შექ­მნის შემ­დეგ ყვე­ლა დამ­ნა­შა­ვე და­ის­ჯე­ბა, სა­კად­რი­სი მი­ე­ზღვე­ბა ყვე­ლას, ვი­საც სის­ხლში აქვს ხე­ლე­ბი გას­ვრი­ლი. ქვეყ­ნის აღ­მავ­ლო­ბა სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნით უნდა და­ი­წყოს.

- გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ზო­გი­ერ­თმა ყო­ფილ­მა მა­ღალ­ჩი­ნო­სან­მა ქვე­ყა­ნა და­ტო­ვა...

- ეს არც ისე ური­გო გა­მო­სა­ვა­ლია, მაგ­რამ ვინც პარ­ლა­მენ­ტში მოხ­ვდა, ისი­ნი არ­სად წავ­ლენ. მით უმე­ტეს, რომ ნაც­მოძ­რა­ო­ბის სიით ბევ­რი ისე­თი გახ­და დე­პუ­ტა­ტი, რო­მელ­თა ქმე­დე­ბაც, ჩემი აზ­რით, კა­ნო­ნის ჩარ­ჩო­ებს ნამ­დვი­ლად სცილ­დე­ბო­და და გი­სო­სებს მიღ­მა უნდა ის­ხდნენ. ამ ათას­ჯერ და­ჩე­ხილ-გა­და­წე­რი­ლი კონ­სტი­ტუ­ცი­ის პი­რო­ბებ­ში კი ეს პრო­ცე­სი, შე­საძ­ლოა, გა­ჭი­ა­ნურ­დეს.

- ვიდ­რე პარ­ლა­მენ­ტი შე­იკ­რი­ბე­ბა, ახა­ლი მთავ­რო­ბა შე­იქ­მნე­ბა, ქვე­ყა­ნა­ში გარ­და­მა­ვა­ლი პე­რი­ო­დია და სა­ბო­ტა­ჟის ნიშ­ნე­ბიც შე­იმ­ჩნე­ვა. თქვე­ნი აზ­რით, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა გან­ვი­თარ­დეს მოვ­ლე­ნე­ბი?

- ყო­ფი­ლი მმარ­თვე­ლი გუნ­დის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის, ჯერ კი­დევ ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბის ნე­ბის­მი­ე­რი ამ­გვა­რი საქ­ცი­ე­ლი უფრო გა­აძ­ლი­ე­რებს პრო­ტესტს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში. თუ სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა, ხალ­ხი ქუ­ჩა­შიც გა­მო­ვა, ხალ­ხი, რო­მელ­მაც უკვე გა­ა­კე­თა თა­ვი­სი არ­ჩე­ვა­ნი. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, მო­სახ­ლე­ო­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბის გან­წყო­ბას ამ წვრილ-წვრი­ლი სა­ბო­ტა­ჟით ვერ შე­არ­ყე­ვენ, ვერც პარ­ლა­მენ­ტის მუ­შა­ო­ბას შე­ა­ფერ­ხე­ბენ. მო­ძა­ლა­დე და გამ­ყალ­ბე­ბელ­მა ძა­ლამ ახლა დე­მოკ­რა­ტის მან­ტია მო­ირ­გო! ცი­ნიზ­მია, როცა ბო­კე­რია, ზღუ­ლა­ძე და ჩი­ო­რა უეც­რად ცხვრის ტყავ­ში გა­ეხ­ვივ­ნენ და სხვის­კენ იშ­ვე­რენ თითს.

- რო­გორ შე­ა­ფა­სებთ ამ­ჟა­მად ოლიმ­პი­ურ კო­მი­ტეტ­ში შექ­მნილ ვი­თა­რე­ბას? ცნო­ბი­ლია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ოლიმ­პი­უ­რი კო­მი­ტე­ტის სე­სია გა­და­ი­დო...

- მი­ვე­სალ­მე­ბი იმას, რაც მოხ­და. ფაქ­ტია, რომ სპორ­ტუ­ლი ფე­დე­რა­ცი­ე­ბის პრე­ზი­დენ­ტე­ბის აბ­სო­ლუ­ტუ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბის არ­ჩე­ვა პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით ხდე­ბო­და. იმი­სათ­ვის, რომ ოლიმ­პი­უ­რი კო­მი­ტე­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბი ობი­ექ­ტუ­რად, სა­მარ­თლი­ა­ნად წა­რი­მარ­თოს, ჯერ ფე­დე­რა­ცი­ებ­ში უნდა ჩა­ტარ­დეს არ­ჩევ­ნე­ბი, რო­მელ­შიც გა­რე­დან აღა­რა­ვინ ჩა­ე­რე­ვა... ამ წი­ნა­და­დე­ბით ფა­რი­კა­ო­ბის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი არ­ჩილ გო­გე­ლია გა­მო­ვი­და, მას ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნე­ბი შოთა ხა­ბა­რე­ლი, ლერი ხა­ბე­ლო­ვი და გელა კე­ტაშ­ვი­ლი და­ე­თან­ხმნენ. სა­მი­ვე ღირ­სე­უ­ლი პი­როვ­ნე­ბაა, რო­მელ­თაც ქარ­თუ­ლი სპორ­ტის გან­ვი­თა­რე­ბა­ში დიდი წვლი­ლი მი­უ­ძღვით. ლერი ხა­ბე­ლო­ვი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის ოლიმ­პი­უ­რი კო­მი­ტე­ტის პრე­ზი­დენ­ტო­ბი­სას, ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი იყო და მას­თან ერ­თად აქ­ტი­უ­რად ვებ­რძო­დი იმ უსა­მარ­თლო­ბას, ცი­ლის­წა­მე­ბას, რაც პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ აა­გო­რეს და რი­თაც ქარ­თულ სპორ­ტსაც დიდი დარ­ტყმა მი­ა­ყე­ნეს.

- თქვენ თუ და­თან­ხმდე­ბით რო­მე­ლი­მე ხელ­მძღვა­ნელ პოსტს ოლიმ­პი­ურ კო­მი­ტეტ­ში?

- არა. კო­ა­ლი­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ლი­დერ­მა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტო­ბის კან­დი­და­ტო­ბა შე­მომ­თა­ვა­ზა, რა­ზეც უარი ვთქვი. რე­ა­ლის­ტი ვარ და მი­ვიჩ­ნევ, რომ ჩემს ასაკ­ში სხვა ცხოვ­რე­ბით უნდა ვცხოვ­რობ­დე, პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებ­შიც იმი­ტომ ჩა­ვერ­თე, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლის რე­ჟიმ­მა სხვა გა­მო­სა­ვა­ლი არ და­მი­ტო­ვა. ოლიმ­პი­უ­რი კო­მი­ტე­ტის პრე­ზი­დენ­ტი უკვე ვი­ყა­ვი და უკან დაბ­რუ­ნე­ბას აღარ ვა­პი­რებ.

- აპი­რებს თუ არა სა­ხალ­ხო კრე­ბა უფრო აქ­ტი­ურ თა­ნამ­შრომ­ლო­ბას პარ­ლა­მენ­ტში გა­მარ­ჯვე­ბულ ძა­ლას­თან?

- ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს არა­ერ­თხელ უთ­ქვამს, რომ სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბა ძლი­ე­რი უნდა იყოს, სა­ხალ­ხო კრე­ბა კი მეტი არა­ფე­რია, თუ არა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მოძ­რა­ო­ბა. ჩვენ გან­ვაგ­რძობთ მუ­შა­ო­ბას, და­ვაკ­ვირ­დე­ბით ქვე­ყა­ნა­ში გან­ვი­თა­რე­ბულ პრო­ცე­სებს და ჩვენს აზრს ყო­ველ­თვის და­უ­ფა­რა­ვად ვი­ტყვით.

ნინო კვი­ტაშ­ვი­ლი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

ნონა გაფრინდაშვილი: "ცინიზმია, როცა ცხვრის ტყავში გახვეული ბოკერია, ზღულაძე და ჩიორა სხვისკენ იშვერენ თითს"

ნონა გაფრინდაშვილი: "ცინიზმია, როცა ცხვრის ტყავში გახვეული ბოკერია, ზღულაძე და ჩიორა სხვისკენ იშვერენ თითს"

ქართულ სპორტსა და საზოგადოებაში მიმდინარე პროცესებზე თვალსაზრისს მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი ჭადრაკში, სახალხო კრების თავმჯდომარე ნონა გაფრინდაშვილი გამოხატავს:

- კოალიცია "ქართული ოცნების" წევრებისა და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრები რაიონებში უდიდეს ინტერესს იწვევდა, რაც ნიშნავდა, რომ "ქართულ ოცნებას" გამარჯვების დიდი შანსი ჰქონდა. თუმცა, არ მჯეროდა, რომ ეს ძალადობრივი ხელისუფლება არჩევნების გზით რაიმეს დათმობდა, დიდი გაყალბებისა და ვითარების გართულების მოლოდინში ვიყავი. ის, რაც მოხდა, ჩემთვის ძალზე მოულოდნელი იყო, ხალხის ნებამ გაიმარჯვა! თუმცა ვერავინ დამაჯერებს, რომ ამ ვითარებაში "ნაციონალურმა მოძრაობამ" ამომრჩეველთა ხმების 40 პროცენტი აიღო, ამიტომ იბრძვიან დღემდე ასე გააფთრებით თითოეული სადეპუტატო მანდატისთვის. ცესკოს ხელშეწყობით, ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ "ქართულ ოცნებას" ახალ პარლამენტში ხმების 2/3, საკონსტიტუციო უმრავლესობა არ ჰქონდეს. წინ საკმაოდ რთული პერიოდი გველის და ვიმედოვნებ, კოალიცია წარმატებით გადალახავს იმ პრობლემებს, რაც პარლამენტში შეექმნება. და კიდევ - ველი, რომ დამოუკიდებელი სასამართლოს შექმნის შემდეგ ყველა დამნაშავე დაისჯება, საკადრისი მიეზღვება ყველას, ვისაც სისხლში აქვს ხელები გასვრილი. ქვეყნის აღმავლობა სამართლიანობის აღდგენით უნდა დაიწყოს.

- გავრცელებული ინფორმაციით, ზოგიერთმა ყოფილმა მაღალჩინოსანმა ქვეყანა დატოვა...

- ეს არც ისე ურიგო გამოსავალია, მაგრამ ვინც პარლამენტში მოხვდა, ისინი არსად წავლენ. მით უმეტეს, რომ ნაცმოძრაობის სიით ბევრი ისეთი გახდა დეპუტატი, რომელთა ქმედებაც, ჩემი აზრით, კანონის ჩარჩოებს ნამდვილად სცილდებოდა და გისოსებს მიღმა უნდა ისხდნენ. ამ ათასჯერ დაჩეხილ-გადაწერილი კონსტიტუციის პირობებში კი ეს პროცესი, შესაძლოა, გაჭიანურდეს.

- ვიდრე პარლამენტი შეიკრიბება, ახალი მთავრობა შეიქმნება, ქვეყანაში გარდამავალი პერიოდია და საბოტაჟის ნიშნებიც შეიმჩნევა. თქვენი აზრით, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები?

- ყოფილი მმართველი გუნდის წარმომადგენლების, ჯერ კიდევ ოფიციალური პირების ნებისმიერი ამგვარი საქციელი უფრო გააძლიერებს პროტესტს საზოგადოებაში. თუ საჭირო იქნება, ხალხი ქუჩაშიც გამოვა, ხალხი, რომელმაც უკვე გააკეთა თავისი არჩევანი. დარწმუნებული ვარ, მოსახლეობის უმრავლესობის განწყობას ამ წვრილ-წვრილი საბოტაჟით ვერ შეარყევენ, ვერც პარლამენტის მუშაობას შეაფერხებენ. მოძალადე და გამყალბებელმა ძალამ ახლა დემოკრატის მანტია მოირგო! ცინიზმია, როცა ბოკერია, ზღულაძე და ჩიორა უეცრად ცხვრის ტყავში გაეხვივნენ და სხვისკენ იშვერენ თითს.

- როგორ შეაფასებთ ამჟამად ოლიმპიურ კომიტეტში შექმნილ ვითარებას? ცნობილია, რომ საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის სესია გადაიდო...

- მივესალმები იმას, რაც მოხდა. ფაქტია, რომ სპორტული ფედერაციების პრეზიდენტების აბსოლუტური უმრავლესობის არჩევა პოლიტიკური ნიშნით ხდებოდა. იმისათვის, რომ ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელობის არჩევნები ობიექტურად, სამართლიანად წარიმართოს, ჯერ ფედერაციებში უნდა ჩატარდეს არჩევნები, რომელშიც გარედან აღარავინ ჩაერევა... ამ წინადადებით ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტი არჩილ გოგელია გამოვიდა, მას ოლიმპიური ჩემპიონები შოთა ხაბარელი, ლერი ხაბელოვი და გელა კეტაშვილი დაეთანხმნენ. სამივე ღირსეული პიროვნებაა, რომელთაც ქართული სპორტის განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვით. ლერი ხაბელოვი პატარკაციშვილის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტობისას, ვიცე-პრეზიდენტი იყო და მასთან ერთად აქტიურად ვებრძოდი იმ უსამართლობას, ცილისწამებას, რაც პატარკაციშვილის წინააღმდეგ ააგორეს და რითაც ქართულ სპორტსაც დიდი დარტყმა მიაყენეს.

- თქვენ თუ დათანხმდებით რომელიმე ხელმძღვანელ პოსტს ოლიმპიურ კომიტეტში?

- არა. კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატობა შემომთავაზა, რაზეც უარი ვთქვი. რეალისტი ვარ და მივიჩნევ, რომ ჩემს ასაკში სხვა ცხოვრებით უნდა ვცხოვრობდე, პოლიტიკურ პროცესებშიც იმიტომ ჩავერთე, რომ სააკაშვილის რეჟიმმა სხვა გამოსავალი არ დამიტოვა. ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი უკვე ვიყავი და უკან დაბრუნებას აღარ ვაპირებ.

- აპირებს თუ არა სახალხო კრება უფრო აქტიურ თანამშრომლობას პარლამენტში გამარჯვებულ ძალასთან?

- ბიძინა ივანიშვილს არაერთხელ უთქვამს, რომ სამოქალაქო საზოგადოება ძლიერი უნდა იყოს, სახალხო კრება კი მეტი არაფერია, თუ არა საზოგადოებრივი მოძრაობა. ჩვენ განვაგრძობთ მუშაობას, დავაკვირდებით ქვეყანაში განვითარებულ პროცესებს და ჩვენს აზრს ყოველთვის დაუფარავად ვიტყვით.

ნინო კვიტაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა