მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:29-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ელენე ხოშტარია გააშიშვლეს... საწოლზე გაშიშვლებული ქალი ეწვათ საკმაო ხანს და მეტალოდეტექტორს ატარებდნენ შიშველ სხეულზე" - გვარამია
"ელენე ხოშტარია გააშიშვლეს... საწოლზე გაშიშვლებული ქალი ეწვათ საკმაო ხანს და მეტალოდეტექტორს ატარებდნენ შიშველ სხეულზე" - გვარამია

ელე­ნე გა­ა­შიშ­ვლეს, უკან შე­უკ­რეს ხე­ლე­ბი და ასე ჩვე­უ­ლებ­რივ ოთახ­ში, ჩვე­უ­ლებ­რივ სა­წოლ­ზე, გა­შიშ­ვლე­ბუ­ლი ქალი, პო­ლი­ტი­კო­სი ეწ­ვათ საკ­მაო ხანს და მე­ტა­ლო­დე­ტექ­ტორს ატა­რებ­დნენ შიშ­ველ სხე­ულ­ზე, - ამის შე­სა­ხებ კო­ა­ლი­ცია „ცვლი­ლე­ბის­თვის“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა ნიკა გვა­რა­მი­ამ გა­ნა­ცხა­და.

  • რაც შე­ე­ხე­ბა შსს-ს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ ელე­ნე ხოშ­ტა­რი­ას სა­ვა­რა­უ­დოდ კა­ნონ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ნივ­თი­ე­რე­ბა უპო­ვეს, რა­საც ექ­სპერ­ტი­ზა უტარ­დე­ბა, გვა­რა­მია აღ­ნიშ­ნულ­ზე ამ­ბობს, რომ ეს ამ­ბა­ვი შსს-მ მო­ი­გო­ნა, რად­გან ხოშ­ტა­რი­ას გა­შიშ­ვლე­ბა გა­ა­მარ­თლონ, თით­ქოს ნარ­კო­ტიკს ეძებ­დნენ.

გარ­და ამი­სა, გვა­რა­მი­ას ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­კა­ვე­ბის შემ­დეგ ელე­ნე ხოშ­ტა­რი­ას წნე­ვის კრი­ზი ჰქონ­და, თუმ­ცა, წამ­ლე­ბი ამ დრომ­დე არ მი­უ­წო­დე­ბი­ათ.

"ელე­ნე გა­ა­შიშ­ვლეს ბო­ლომ­დე, უკან შე­უკ­რეს ხე­ლე­ბი და ასე ჩვე­უ­ლებ­რივ ოთახ­ში, ჩვე­უ­ლებ­რივ სა­წოლ­ზე, გა­შიშ­ვლე­ბუ­ლი ქალი, პო­ლი­ტი­კო­სი ეწ­ვათ საკ­მაო ხანს და მე­ტა­ლო დე­ტექ­ტორს ატა­რებ­დნენ შიშ­ველ სხე­ულ­ზე დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში. შემ­თხვე­ვით, ხომ არ იცით, მე­ტა­ლო­დე­ტექ­ტო­რით სხე­ულ­ზე რა უნდა იპო­ვო? წა­მალს რაც შე­ე­ხე­ბა, ეს ამ­ბა­ვი, რაც ახლა მათ მო­ი­გო­ნეს, არის იმის­თვის, რომ ეს გა­შიშ­ვლე­ბა და რა­ღა­ცის ძებ­ნა გა­ა­მარ­თლონ რომ ვი­თომ, ნარ­კო­ტი­კი გვე­გო­ნა, ნარ­კო­ტიკს ვე­ძებ­დი­თო და ასე შემ­დეგ, ოღონდ მე­ტა­ლო­დე­ტექ­ტო­რით ნა­პოვ­ნი ნარ­კო­ტი­კი არ ვიცი, რო­გო­რია.

რაც შე­ე­ხე­ბა წა­მალს, ელე­ნეს ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბა­მაც იცის ალ­ბათ, რომ სრულ­ყო­ფი­ლი არ არის, მას ყო­ველ­თვის ბევ­რი წა­მა­ლი აქვს თან, ეს წამ­ლე­ბიც არ მის­ცეს, მას წნე­ვის კრი­ზი ჰქონ­და, როცა მო­იყ­ვა­ნეს, მა­ში­ნაც წნე­ვის კრი­ზი ჰქონ­და და ამ დროს, ღე­ბი­ნე­ბის რეფ­ლექ­სი ირ­თვე­ბა, უთხრეს, რომ სა­პირ­ფა­რე­შო­ში ვერ გა­გიშ­ვებთ, პარკს მო­გი­ტანთ და იქ არ­წყი­ე­თო, იგი­ვე სა­ბას[სხვი­ტა­რი­ძეს] გა­უ­კე­თეს, ეს ნაც­ნო­ბი პრაქ­ტი­კაა ამ ქა­ჯე­თის ცი­ხის. ამის შემ­დეგ ითხო­ვა, მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი და­მა­ლე­ვი­ნე­თო, დღემ­დე არ მი­უ­ცი­ათ, ახ­ლაც მა­ღა­ლი წნე­ვა აქვს, ეს მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გამო არის, სა­მე­დი­ცი­ნო კა­ბი­ნეტ­ში არ გვაქვს და თვი­თონ შე­მო­ი­ტა­ნეო, ჯერ­ჯე­რო­ბით, ეს ვერ მო­ხერ­ხდა“, - გა­ნა­ცხა­და „ტვ პირ­ველ­თან“ ნიკა გვა­რა­მი­ამ.

ცნო­ბის­თვის, ელე­ნე ხოშ­ტა­რია პარ­ლა­მენ­ტთან მიმ­დი­ნა­რე საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ა­ზე, 28 მარტს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექ­სის 166-ე და 173 მუხ­ლე­ბით და­ა­კა­ვეს, რაც წვრილ­მან ხუ­ლიგ­ნო­ბა­სა და პო­ლი­ცი­ე­ლის კა­ნო­ნი­ე­რი მო­თხოვ­ნი­სად­მი და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

ავტორი:

"ელენე ხოშტარია გააშიშვლეს... საწოლზე გაშიშვლებული ქალი ეწვათ საკმაო ხანს და მეტალოდეტექტორს ატარებდნენ შიშველ სხეულზე" - გვარამია

"ელენე ხოშტარია გააშიშვლეს... საწოლზე გაშიშვლებული ქალი ეწვათ საკმაო ხანს და მეტალოდეტექტორს ატარებდნენ შიშველ სხეულზე" - გვარამია

ელენე გააშიშვლეს, უკან შეუკრეს ხელები და ასე ჩვეულებრივ ოთახში, ჩვეულებრივ საწოლზე, გაშიშვლებული ქალი, პოლიტიკოსი ეწვათ საკმაო ხანს და მეტალოდეტექტორს ატარებდნენ შიშველ სხეულზე, - ამის შესახებ კოალიცია „ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.

  • რაც შეეხება შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ელენე ხოშტარიას სავარაუდოდ კანონსაწინააღმდეგო ნივთიერება უპოვეს, რასაც ექსპერტიზა უტარდება, გვარამია აღნიშნულზე ამბობს, რომ ეს ამბავი შსს-მ მოიგონა, რადგან ხოშტარიას გაშიშვლება გაამართლონ, თითქოს ნარკოტიკს ეძებდნენ.

გარდა ამისა, გვარამიას ინფორმაციით, დაკავების შემდეგ ელენე ხოშტარიას წნევის კრიზი ჰქონდა, თუმცა, წამლები ამ დრომდე არ მიუწოდებიათ.

"ელენე გააშიშვლეს ბოლომდე, უკან შეუკრეს ხელები და ასე ჩვეულებრივ ოთახში, ჩვეულებრივ საწოლზე, გაშიშვლებული ქალი, პოლიტიკოსი ეწვათ საკმაო ხანს და მეტალო დეტექტორს ატარებდნენ შიშველ სხეულზე დიდი ხნის განმავლობაში. შემთხვევით, ხომ არ იცით, მეტალოდეტექტორით სხეულზე რა უნდა იპოვო? წამალს რაც შეეხება, ეს ამბავი, რაც ახლა მათ მოიგონეს, არის იმისთვის, რომ ეს გაშიშვლება და რაღაცის ძებნა გაამართლონ რომ ვითომ, ნარკოტიკი გვეგონა, ნარკოტიკს ვეძებდითო და ასე შემდეგ, ოღონდ მეტალოდეტექტორით ნაპოვნი ნარკოტიკი არ ვიცი, როგორია.

რაც შეეხება წამალს, ელენეს ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო წლების განმავლობაში საზოგადოებამაც იცის ალბათ, რომ სრულყოფილი არ არის, მას ყოველთვის ბევრი წამალი აქვს თან, ეს წამლებიც არ მისცეს, მას წნევის კრიზი ჰქონდა, როცა მოიყვანეს, მაშინაც წნევის კრიზი ჰქონდა და ამ დროს, ღებინების რეფლექსი ირთვება, უთხრეს, რომ საპირფარეშოში ვერ გაგიშვებთ, პარკს მოგიტანთ და იქ არწყიეთო, იგივე საბას[სხვიტარიძეს] გაუკეთეს, ეს ნაცნობი პრაქტიკაა ამ ქაჯეთის ციხის. ამის შემდეგ ითხოვა, მარეგულირებელი დამალევინეთო, დღემდე არ მიუციათ, ახლაც მაღალი წნევა აქვს, ეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არის, სამედიცინო კაბინეტში არ გვაქვს და თვითონ შემოიტანეო, ჯერჯერობით, ეს ვერ მოხერხდა“, - განაცხადა „ტვ პირველთან“ ნიკა გვარამიამ.

ცნობისთვის, ელენე ხოშტარია პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, 28 მარტს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173 მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

წაიკითხეთ ასევე: