სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

31

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გოგა ხაინდრავას ახალი ფილმი მერაბ კოსტავაზე
გოგა ხაინდრავას ახალი ფილმი მერაბ კოსტავაზე

მამა პრო­ზა­ი­კო­სი ჰყავ­და. სა­ნამ გა­აც­ნო­ბი­ე­რებ­და, წიგ­ნი რას ნიშ­ნავ­და, სა­თა­მა­შო ნივ­თად აღიქ­ვამ­და, მერე კი­თხვა ის­წავ­ლა და... ჩვე­ვად აქვს, ერ­თდრო­უ­ლად რამ­დე­ნი­მე წიგნს კი­თხუ­ლობს. უყ­ვარს პო­ე­ზია, მაგ­რამ ლექ­სებს ზე­პი­რად ვერ იმახ­სოვ­რებს. ჩემი რეს­პონ­დენ­ტი რე­ჟი­სო­რი გოგა ხა­ინ­დრა­ვა გახ­ლავთ. როცა და­ვუ­რე­კე და "ერუ­დი­ტში" სტუმ­რო­ბა ვთხო­ვე, მი­თხრა, - რო­მე­ლი ერუ­დი­ტი მე მნა­ხე­თო? ბო­ლოს კი შინ მი­მი­პა­ტი­ჟა და იმ ახა­ლი ფილ­მის შე­სა­ხე­ბაც მე­სა­უბ­რა, რო­მელ­ზეც ამ­ჟა­მად მუ­შა­ობს.

პრე­ამ­ბუ­ლის მა­გი­ერ

- მე "გა­და­სახ­ლე­ბის" შვი­ლი ვარ. როცა და­ვი­ბა­დე, მამა ჯერ კი­დევ გა­და­სახ­ლე­ბა­ში იყო. კარ­გი ნა­წარ­მო­ე­ბი, ლექ­სი, მუ­სი­კა ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ნა­ად­რე­ვად შე­მო­ვი­და. მახ­სოვს, მამა რომ გარ­და­იც­ვა­ლა, 12000 ფირ­ფი­ტა კონ­სერ­ვა­ტო­რი­ას გა­და­ვე­ცით.

- ამ­ჟა­მად რას კი­თხუ­ლობთ?

- ერ­თდრო­უ­ლად რამ­დე­ნი­მე წიგნს ვკი­თხუ­ლობ, ერთ-ერთი ბროდსკია. ამ ავ­ტორს ყვე­ლა­ზე ხში­რად ვუბ­რუნ­დე­ბი. ჩემი აზ­რით, ის XX სა­უ­კუ­ნის გა­მორ­ჩე­უ­ლი მო­აზ­როვ­ნე და პო­ე­ტი იყო, რომ­ლის პო­ე­ზი­ა­შიც მუ­სი­კას­თან და რით­მას­თან ერ­თად, ღრმა აზ­რიც დევს, ხში­რად - ფი­ლო­სო­ფი­უ­რი.

- ნა­წარ­მო­ე­ბი, რო­მელ­მაც თქვენ­ზე წა­რუშ­ლე­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა, რო­მე­ლია?

- ფა­მუქ­მა გა­მა­ო­ცა. ბოლო წლებ­ში ჩემ­ზე ყვე­ლა­ზე დიდი გავ­ლე­ნა ფა­მუქ­მა მო­ახ­დი­ნა. სი­ტყვის დი­დოს­ტა­ტია. ის ძა­ლი­ან გულ­წრფე­ლად წერს, სტამ­ბო­ლის სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ზე, თურ­ქე­თის ყო­ფა­ზე... ამი­ტო­მაც არის ნო­ბე­ლის პრე­მი­ის ლა­უ­რე­ა­ტი.

- წიგ­ნი მო­გი­პა­რავთ? იმე­დია, აღი­ა­რე­ბის­თვის პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი და­კი­თხვა­ზე არ და­გი­ბა­რე­ბენ.

- მა­ღა­ზი­ი­დან არ მო­მი­პა­რავს, მაგ­რამ ჩემი ახ­ლობ­ლე­ბის, მე­გობ­რე­ბის ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბი­დან წა­მო­მი­ღია და უკან არ და­მიბ­რუ­ნე­ბია. ასე ჩემი სახ­ლი­და­ნაც არა­ერ­თი წიგ­ნია წა­ღე­ბუ­ლი.

- არ ბრაზ­დე­ბით?

- ძა­ლი­ან ვბრაზ­დე­ბი, წიგ­ნი მჭირ­დე­ბა, მგო­ნია, თა­რო­ზე დევს, მი­ვალ და აღარ მხვდე­ბა.

- რო­მელ ლი­ტე­რა­ტუ­რულ გმირ­თან იმე­გობ­რებ­დით?

- ბავ­შვო­ბი­დან ჰეკლბე­რი ფინ­თან ვმე­გობ­რობ­დი, ტომ სო­ი­ე­რი თა­ვად ვი­ყა­ვი. მე­რეც ძა­ლი­ან ბევ­რი მე­გო­ბა­რი მყავ­და, ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი სამ­ყა­რო ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა.

- სა­კუ­თა­რი თავი რო­მე­ლი­მე გმი­რის­თვის მი­გიმსგავ­სე­ბი­ათ?

- არა, მა­მა­ჩემს და ბა­ბუ­ას ვგა­ვარ, ჩემს ოჯახს ვგა­ვარ ზნით, საქ­ცი­ე­ლით, მის­წრა­ფე­ბე­ბით.

- მეხ­სი­ე­რე­ბა კარ­გი გაქვთ?

- ძა­ლი­ან კარ­გი, გან­სა­კუთ­რე­ბით - მხედ­ვე­ლო­ბი­თი მეხ­სი­ე­რე­ბა. თვა­ლე­ბით მე­ტად ვი­მახ­სოვ­რებ, ვიდ­რე ყუ­რე­ბით. ლექ­სებს ვერ ვი­მახ­სოვ­რებ.

- ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი თა­მა­შე­ბი გი­ზი­დავთ?

- სპორ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბი მი­ზი­დავს. ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი თა­მა­ში ჩემ­თვის წიგნ­თან, მუ­სი­კას­თან ურ­თი­ერ­თო­ბაა.

- სა­ნამ კი­თხვარ­ზე გა­და­ვალთ, იმ ახა­ლი ფილ­მის შე­სა­ხებ მი­ამ­ბეთ, რო­მელ­ზეც ამ­ჟა­მად მუ­შა­ობთ.

- ერთი თვეა, მე­რაბ კოს­ტა­ვა­ზე დო­კუ­მენ­ტურ ფილ­მს ვა­კე­თებ. მე­რა­ბი სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნი იყო და მის შე­სა­ხებ ცნო­ბი­ლი ბევ­რი არა­ფე­რია.

- სა­ინ­ტე­რე­სო მა­სა­ლა მო­ი­ძი­ეთ?

- იმ ბა­ნა­კი­დან, სა­დაც მე­რა­ბი იჯდა, უნი­კა­ლუ­რი მა­სა­ლა მო­ვი­ძი­ეთ. შევ­ხვდით ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­თან ერ­თა­დაც იყო პა­ტიმ­რო­ბა­ში. ყვე­ლა­ნი ჩავ­წე­რეთ. ვილ­ნი­უს­ში იმ სახ­ლშიც ვი­ყა­ვით, სა­დაც საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დი­სი­დენ­ტე­ბის პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რა მოხ­და. სახ­ლის პატ­რო­ნი ჩავ­წე­რეთ, სა­ინ­ტე­რე­სო წარ­სუ­ლი აქვს. ამ ადა­მი­ა­ნე­ბის მო­ნა­თხრობ­ში მე­რა­ბი­სად­მი უდი­დე­სი პა­ტი­ვის­ცე­მა იგ­რძნო­ბა, მის გა­მორ­ჩე­უ­ლო­ბას ადას­ტუ­რებს. სა­ვა­რა­უ­დოდ, ფილ­მი მზად 1 თვე­ში გვექ­ნე­ბა. ამ ფილ­მით მე­რაბ­ზე ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო რამ გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი.

- მის გარ­დაც­ვა­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით...

- (მა­წყვე­ტი­ნებს) ეს დღემ­დე დიდი კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ არის. ავ­ტო­რი­ტა­რუ­ლი რე­ჟი­მე­ბი სი­მარ­თლეს ხომ არ იძი­ე­ბენ. 22 წე­ლი­წა­დია, მე­რა­ბის სიკ­ვდი­ლი ბუ­რუ­სი­თაა მო­ცუ­ლი, არც ერ­თმა ხე­ლი­სუ­ფალ­მა არ მო­ინ­დო­მა ამ საქ­მის­თვის ნა­თე­ლი მო­ე­ფი­ნა.

- 1865 წელს, ლონ­დონ­ში ცნო­ბი­ლი სამ­ხედ­რო ქი­რურ­გი, ჯე­იმს ბერი გარ­და­იც­ვა­ლა. ის არ­მი­ის გე­ნე­რა­ლუ­რი სა­მე­დი­ცი­ნო ინ­სპექ­ტო­რი და სა­ვე­ლე პი­რო­ბებ­ში ჰი­გი­ე­ნის წე­სე­ბის ერთ-ერთი დამ­ნერ­გა­ვი იყო. მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ ლონ­დო­ნის მა­ღალ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გრან­დი­ო­ზუ­ლი სკან­და­ლი აგორ­და, მაგ­რამ თა­ვად სა­მი­ნის­ტრომ ამ­ბის მი­ჩუ­მა­თე­ბა მო­ა­ხერ­ხა. რით გან­სხვავ­დე­ბო­და ჯე­იმს ბერი თა­ვი­სი სამ­ხედ­რო კო­ლე­გე­ბის­გან?

- ქალი იყო.

- ერთხელ ჩერ­ჩილს ჰკი­თხეს, რით გან­სხვავ­დე­ბა სტა­ლი­ნი ჰიტ­ლე­რის­გა­ნო? მისი პა­სუ­ხი ერ­თსი­ტყვი­ა­ნი იყო. და­ა­სა­ხე­ლეთ ეს სი­ტყვა.

- რა უნდა ეთ­ქვა? არ ვიცი.

- მი­გა­ნიშ­ნებთ, სტა­ლი­ნი­სა და ჰიტ­ლე­რის ვი­ზუ­ა­ლურ მხა­რეს მი­აქ­ცი­ეთ ყუ­რა­დღე­ბა.

- ულ­ვა­შე­ბით ხომ არა?

- გა­მო­ი­ცა­ნით.

- კროს­ვორ­დებს არ ვავ­სებ, არც თა­რი­ღებს ვი­მახ­სოვ­რებ, თუ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი არ არის.

- რა ერ­ქვა მცხე­თელ ქალ­ბა­ტონს, რო­მელ­მაც იე­რუ­სა­ლი­მი­დან ჩა­მო­ტა­ნი­ლი ქრის­ტეს კვარ­თი გულ­ში ჩა­იკ­რა და სული გა­ნუ­ტე­ვა?

- სი­დო­ნია, მისი სა­ხით უფა­ლი შე­მო­ვი­და სა­ქარ­თვე­ლო­ში.

- რო­მე­ლი ცნო­ბი­ლი ფრან­გი იმ­პე­რა­ტო­რი ამ­ბობ­და: "ყვე­ლა ჩემი ჯა­რის­კა­ცის ზურგჩან­თა­ში მარშლის კვერ­თხი დევს"?

- ნა­პო­ლე­ო­ნი იტყო­და.

- ვინ შე­ას­რუ­ლა პა­ა­ტას (ბავ­შვო­ბა) როლი...

- (მა­წყვე­ტი­ნებს) ვიც­ნობ, მაგ­რამ გვარს ვე­ღარ ვიხ­სე­ნებ.

- მე­რაბ კო­კო­ჩაშ­ვილ­მა.

- რაა?

- ფილმ "გი­ორ­გი სა­ა­კა­ძე­ზეა" ლა­პა­რა­კი.

- მე სხვა რა­მეს ვფიქ­რობ­დი, შე­მე­შა­ლა.

- ბა­ტონ­მა მე­რაბ­მა ამის შე­სა­ხებ ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში თა­ვად მი­ამ­ბო; გა­ვი­გე, რომ პა­ა­ტას­თვის თავი უნდა მო­ეკ­ვე­თათ და სულ ვნერ­ვი­უ­ლობ­დი, სიბ­ნე­ლე­ში არ შევ­დი­ო­დი, არ ვი­ცო­დი, ამას რო­გორ გა­ა­კე­თებ­დნე­ნო.

- ბავ­შვი ინერ­ვი­უ­ლებ­და, აბა, რას იზამ­და?

- რო­გორ ბა­ლი­შებ­ზე ეძი­ნათ ძველ ეგ­ვიპ­ტე­ლებს?

- სულ ადრე ქვას ბა­ლი­შად იყე­ნებ­დნენ, მერე - პა­პი­რუსს. პა­პი­რუ­სის ბა­ლიშ­ზე მეც მძი­ნე­ბია. მხატ­ვარ კოკა იგ­ნა­ტოვ­თან ვმე­გობ­რობ­დი, ერთ ზა­ფხულს მე და ჩემი და გო­ნი­ო­ში მას­თან სახ­ლში დავ­რჩით და პა­პი­რუ­სის ბა­ლიშ­ზე და­ძი­ნე­ბა შე­მომ­თა­ვა­ზა.

- ძველ იუ­დე­ვე­ლებ­ში არ­სე­ბობ­და ჩვე­უ­ლე­ბა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, ისი­ნი თა­ვის ცოდ­ვებს სიმ­ბო­ლუ­რად თხას "აჰ­კი­დებ­დნენ" და უდაბ­ნო­ში გზავ­ნიდ­ნენ. ამ ჩვე­უ­ლე­ბის თა­ნახ­მად, ისი­ნი ცოდ­ვე­ბის­გან თა­ვი­სუფ­ლდე­ბოდ­ნენ. რო­მე­ლი ცნო­ბი­ლი გა­მოთ­ქმა წარ­მო­იშ­ვა აქე­დან?

- "გან­ტე­ვე­ბის ვაცი".

- ლი­მო­ნი უფრო მეტ შა­ქარს შე­ი­ცავს თუ მარ­წყვი?

- მარ­წყვი ლი­მონ­ზე ტკბი­ლია, მაგ­რამ მეტ შა­ქარს რომ შე­ი­ცავ­დეს, ამ კი­თხვას არ და­მის­ვამ­დით. ჩემი პა­სუ­ხია ლი­მო­ნი.

- ის სა­ქარ­თვე­ლო­ში XII სა­უ­კუ­ნე­ში თურ­ქე­თი­დან შე­მო­ვი­და, მსოფ­ლი­ოს ბევრ ქვე­ყა­ნა­ში გა­მო­ჩე­ნის­თა­ნა­ვე ომი გა­მო­უ­ცხა­დეს. შაჰ-აბას დი­დის ბრძა­ნე­ბით, ვი­საც მას აღ­მო­უ­ჩენ­დნენ, ტუ­ჩებს და ცხვირს აჭ­რიდ­ნენ. რუ­სეთ­ში ის ინ­გლი­სი­დან გავ­რცელ­და. რა­ზეა ლა­პა­რა­კი?

- თამ­ბა­ქო­ზე.

- რო­მე­ლი ქარ­თვე­ლი მე­ფე­ე­ბი არი­ან დაკ­რძა­ლუ­ლი შაჰ-აბას I-ის გვერ­დით?

- მეფე როს­ტო­მი.

- და ვახ­ტანგ V შაჰნა­ვა­ზი. შე­იძ­ლე­ბა თუ არა, მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც ლონ­დონ­ში ცხოვ­რობს, და­ქორ­წინ­დეს სა­კუ­თა­რი ქვრი­ვის დაზე, რო­მე­ლიც სხვა ქვე­ყა­ნა­ში იმ­ყო­ფე­ბა?

- შე­იძ­ლე­ბა, ახლა ადა­მი­ა­ნე­ბი ინ­ტერ­ნე­ტი­თაც ქორ­წინ­დე­ბი­ან.

- ბა­ტო­ნო გოგა, მგო­ნი და­ი­ბე­ნით.

- მე და­ვი­ბე­ნი?

- კი­თხვას გა­გი­მე­ო­რებთ...

- (მა­წყვე­ტი­ნებს) კარ­გად გის­მენ­დით, გა­მე­ო­რე­ბა არ მინ­და.

- ქალს ქვრი­ვი რა შემ­თხვე­ვა­ში შე­იძ­ლე­ბა ვუ­წო­დოთ?

- როცა ქმა­რი გარ­და­ეც­ვლე­ბა.

- მერე?

- კაი, ბა­ტო­ნო, გა­მო­მი­ჭი­რეთ.

- სირ­ბილ­ში შე­ჯიბ­რე­ბა­ში გა­უს­წა­რით მორ­ბე­ნალს, რო­მე­ლიც მე­ო­რე პო­ზი­ცი­ა­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და, რო­მელ პო­ზი­ცი­ას და­ი­კა­ვებთ გა­დას­წრე­ბის შემ­დეგ?

- მე­ო­რეს.

- და­ბო­ლოს, და­ას­რუ­ლეთ ჩარ­ლი ჩაპ­ლი­ნის ცნო­ბი­ლი გა­მო­ნათ­ქვა­მი: "ჩემი გუ­ლის­ტკი­ვი­ლი შე­იძ­ლე­ბა იყოს ვინ­მეს სი­ცი­ლის მი­ზე­ზი, მაგ­რამ ჩემი სი­ცი­ლის მი­ზე­ზი არა­სო­დეს იქ­ნე­ბა ვინ­მეს გუ­ლის"...

- "...ტკე­ნის მი­ზე­ზი".

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

გოგა ხაინდრავას ახალი ფილმი მერაბ კოსტავაზე

გოგა ხაინდრავას ახალი ფილმი მერაბ კოსტავაზე

მამა პროზაიკოსი ჰყავდა. სანამ გააცნობიერებდა, წიგნი რას ნიშნავდა, სათამაშო ნივთად აღიქვამდა, მერე კითხვა ისწავლა და... ჩვევად აქვს, ერთდროულად რამდენიმე წიგნს კითხულობს. უყვარს პოეზია, მაგრამ ლექსებს ზეპირად ვერ იმახსოვრებს. ჩემი რესპონდენტი რეჟისორი გოგა ხაინდრავა გახლავთ. როცა დავურეკე და "ერუდიტში" სტუმრობა ვთხოვე, მითხრა, - რომელი ერუდიტი მე მნახეთო? ბოლოს კი შინ მიმიპატიჟა და იმ ახალი ფილმის შესახებაც მესაუბრა, რომელზეც ამჟამად მუშაობს.

პრეამბულის მაგიერ

- მე "გადასახლების" შვილი ვარ. როცა დავიბადე, მამა ჯერ კიდევ გადასახლებაში იყო. კარგი ნაწარმოები, ლექსი, მუსიკა ჩემს ცხოვრებაში ნაადრევად შემოვიდა. მახსოვს, მამა რომ გარდაიცვალა, 12000 ფირფიტა კონსერვატორიას გადავეცით.

- ამჟამად რას კითხულობთ?

- ერთდროულად რამდენიმე წიგნს ვკითხულობ, ერთ-ერთი ბროდსკია. ამ ავტორს ყველაზე ხშირად ვუბრუნდები. ჩემი აზრით, ის XX საუკუნის გამორჩეული მოაზროვნე და პოეტი იყო, რომლის პოეზიაშიც მუსიკასთან და რითმასთან ერთად, ღრმა აზრიც დევს, ხშირად - ფილოსოფიური.

- ნაწარმოები, რომელმაც თქვენზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა, რომელია?

- ფამუქმა გამაოცა. ბოლო წლებში ჩემზე ყველაზე დიდი გავლენა ფამუქმა მოახდინა. სიტყვის დიდოსტატია. ის ძალიან გულწრფელად წერს, სტამბოლის საზოგადოებაზე, თურქეთის ყოფაზე... ამიტომაც არის ნობელის პრემიის ლაურეატი.

- წიგნი მოგიპარავთ? იმედია, აღიარებისთვის პოლიციელები დაკითხვაზე არ დაგიბარებენ.

- მაღაზიიდან არ მომიპარავს, მაგრამ ჩემი ახლობლების, მეგობრების ბიბლიოთეკებიდან წამომიღია და უკან არ დამიბრუნებია. ასე ჩემი სახლიდანაც არაერთი წიგნია წაღებული.

- არ ბრაზდებით?

- ძალიან ვბრაზდები, წიგნი მჭირდება, მგონია, თაროზე დევს, მივალ და აღარ მხვდება.

- რომელ ლიტერატურულ გმირთან იმეგობრებდით?

- ბავშვობიდან ჰეკლბერი ფინთან ვმეგობრობდი, ტომ სოიერი თავად ვიყავი. მერეც ძალიან ბევრი მეგობარი მყავდა, ლიტერატურული სამყარო ძალიან საინტერესოა.

- საკუთარი თავი რომელიმე გმირისთვის მიგიმსგავსებიათ?

- არა, მამაჩემს და ბაბუას ვგავარ, ჩემს ოჯახს ვგავარ ზნით, საქციელით, მისწრაფებებით.

- მეხსიერება კარგი გაქვთ?

- ძალიან კარგი, განსაკუთრებით - მხედველობითი მეხსიერება. თვალებით მეტად ვიმახსოვრებ, ვიდრე ყურებით. ლექსებს ვერ ვიმახსოვრებ.

- ინტელექტუალური თამაშები გიზიდავთ?

- სპორტული თამაშები მიზიდავს. ინტელექტუალური თამაში ჩემთვის წიგნთან, მუსიკასთან ურთიერთობაა.

- სანამ კითხვარზე გადავალთ, იმ ახალი ფილმის შესახებ მიამბეთ, რომელზეც ამჟამად მუშაობთ.

- ერთი თვეა, მერაბ კოსტავაზე დოკუმენტურ ფილმს ვაკეთებ. მერაბი საინტერესო ადამიანი იყო და მის შესახებ ცნობილი ბევრი არაფერია.

- საინტერესო მასალა მოიძიეთ?

- იმ ბანაკიდან, სადაც მერაბი იჯდა, უნიკალური მასალა მოვიძიეთ. შევხვდით ადამიანებს, რომლებთან ერთადაც იყო პატიმრობაში. ყველანი ჩავწერეთ. ვილნიუსში იმ სახლშიც ვიყავით, სადაც საბჭოთა კავშირის დისიდენტების პირველი შეხვედრა მოხდა. სახლის პატრონი ჩავწერეთ, საინტერესო წარსული აქვს. ამ ადამიანების მონათხრობში მერაბისადმი უდიდესი პატივისცემა იგრძნობა, მის გამორჩეულობას ადასტურებს. სავარაუდოდ, ფილმი მზად 1 თვეში გვექნება. ამ ფილმით მერაბზე ბევრი საინტერესო რამ გახდება ცნობილი.

- მის გარდაცვალებასთან დაკავშირებით...

- (მაწყვეტინებს) ეს დღემდე დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ არის. ავტორიტარული რეჟიმები სიმართლეს ხომ არ იძიებენ. 22 წელიწადია, მერაბის სიკვდილი ბურუსითაა მოცული, არც ერთმა ხელისუფალმა არ მოინდომა ამ საქმისთვის ნათელი მოეფინა.

- 1865 წელს, ლონდონში ცნობილი სამხედრო ქირურგი, ჯეიმს ბერი გარდაიცვალა. ის არმიის გენერალური სამედიცინო ინსპექტორი და საველე პირობებში ჰიგიენის წესების ერთ-ერთი დამნერგავი იყო. მისი გარდაცვალების შემდეგ ლონდონის მაღალ საზოგადოებაში გრანდიოზული სკანდალი აგორდა, მაგრამ თავად სამინისტრომ ამბის მიჩუმათება მოახერხა. რით განსხვავდებოდა ჯეიმს ბერი თავისი სამხედრო კოლეგებისგან?

- ქალი იყო.

- ერთხელ ჩერჩილს ჰკითხეს, რით განსხვავდება სტალინი ჰიტლერისგანო? მისი პასუხი ერთსიტყვიანი იყო. დაასახელეთ ეს სიტყვა.

- რა უნდა ეთქვა? არ ვიცი.

- მიგანიშნებთ, სტალინისა და ჰიტლერის ვიზუალურ მხარეს მიაქციეთ ყურადღება.

- ულვაშებით ხომ არა?

- გამოიცანით.

- კროსვორდებს არ ვავსებ, არც თარიღებს ვიმახსოვრებ, თუ ძალიან მნიშვნელოვანი არ არის.

- რა ერქვა მცხეთელ ქალბატონს, რომელმაც იერუსალიმიდან ჩამოტანილი ქრისტეს კვართი გულში ჩაიკრა და სული განუტევა?

- სიდონია, მისი სახით უფალი შემოვიდა საქართველოში.

- რომელი ცნობილი ფრანგი იმპერატორი ამბობდა: "ყველა ჩემი ჯარისკაცის ზურგჩანთაში მარშლის კვერთხი დევს"?

- ნაპოლეონი იტყოდა.

- ვინ შეასრულა პაატას (ბავშვობა) როლი...

- (მაწყვეტინებს) ვიცნობ, მაგრამ გვარს ვეღარ ვიხსენებ.

- მერაბ კოკოჩაშვილმა.

- რაა?

- ფილმ "გიორგი სააკაძეზეა" ლაპარაკი.

- მე სხვა რამეს ვფიქრობდი, შემეშალა.

- ბატონმა მერაბმა ამის შესახებ ერთ-ერთ ინტერვიუში თავად მიამბო; გავიგე, რომ პაატასთვის თავი უნდა მოეკვეთათ და სულ ვნერვიულობდი, სიბნელეში არ შევდიოდი, არ ვიცოდი, ამას როგორ გააკეთებდნენო.

- ბავშვი ინერვიულებდა, აბა, რას იზამდა?

- როგორ ბალიშებზე ეძინათ ძველ ეგვიპტელებს?

- სულ ადრე ქვას ბალიშად იყენებდნენ, მერე - პაპირუსს. პაპირუსის ბალიშზე მეც მძინებია. მხატვარ კოკა იგნატოვთან ვმეგობრობდი, ერთ ზაფხულს მე და ჩემი და გონიოში მასთან სახლში დავრჩით და პაპირუსის ბალიშზე დაძინება შემომთავაზა.

- ძველ იუდეველებში არსებობდა ჩვეულება, რომლის მიხედვითაც, ისინი თავის ცოდვებს სიმბოლურად თხას "აჰკიდებდნენ" და უდაბნოში გზავნიდნენ. ამ ჩვეულების თანახმად, ისინი ცოდვებისგან თავისუფლდებოდნენ. რომელი ცნობილი გამოთქმა წარმოიშვა აქედან?

- "განტევების ვაცი".

- ლიმონი უფრო მეტ შაქარს შეიცავს თუ მარწყვი?

- მარწყვი ლიმონზე ტკბილია, მაგრამ მეტ შაქარს რომ შეიცავდეს, ამ კითხვას არ დამისვამდით. ჩემი პასუხია ლიმონი.

- ის საქართველოში XII საუკუნეში თურქეთიდან შემოვიდა, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში გამოჩენისთანავე ომი გამოუცხადეს. შაჰ-აბას დიდის ბრძანებით, ვისაც მას აღმოუჩენდნენ, ტუჩებს და ცხვირს აჭრიდნენ. რუსეთში ის ინგლისიდან გავრცელდა. რაზეა ლაპარაკი?

- თამბაქოზე.

- რომელი ქართველი მეფეები არიან დაკრძალული შაჰ-აბას I-ის გვერდით?

- მეფე როსტომი.

- და ვახტანგ V შაჰნავაზი. შეიძლება თუ არა, მამაკაცი, რომელიც ლონდონში ცხოვრობს, დაქორწინდეს საკუთარი ქვრივის დაზე, რომელიც სხვა ქვეყანაში იმყოფება?

- შეიძლება, ახლა ადამიანები ინტერნეტითაც ქორწინდებიან.

- ბატონო გოგა, მგონი დაიბენით.

- მე დავიბენი?

- კითხვას გაგიმეორებთ...

- (მაწყვეტინებს) კარგად გისმენდით, გამეორება არ მინდა.

- ქალს ქვრივი რა შემთხვევაში შეიძლება ვუწოდოთ?

- როცა ქმარი გარდაეცვლება.

- მერე?

- კაი, ბატონო, გამომიჭირეთ.

- სირბილში შეჯიბრებაში გაუსწარით მორბენალს, რომელიც მეორე პოზიციაზე იმყოფებოდა, რომელ პოზიციას დაიკავებთ გადასწრების შემდეგ?

- მეორეს.

- დაბოლოს, დაასრულეთ ჩარლი ჩაპლინის ცნობილი გამონათქვამი: "ჩემი გულისტკივილი შეიძლება იყოს ვინმეს სიცილის მიზეზი, მაგრამ ჩემი სიცილის მიზეზი არასოდეს იქნება ვინმეს გულის"...

- "...ტკენის მიზეზი".

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"