საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ყვება ჩიორა თაქთაქიშვილზე მისი თანაკლასელი
რას ყვება ჩიორა თაქთაქიშვილზე მისი თანაკლასელი

სა­ქარ­თვე­ლოს ცი­ხე­ებ­ში პა­ტიმ­რე­ბის წა­მე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ო­კად­რე­ბის ხილ­ვით აღ­შფო­თე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა ემო­ცი­ის გა­მო­ხატ­ვას არც სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თავ­შეყ­რის ად­გი­ლებ­ში გა­ურ­ბო­და და არც სა­ქა­ლა­ქო ტრან­სპორ­ტში. სწო­რედ სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სი­ში ამ თე­მა­ზე სა­უბ­რი­სას გა­ვი­ცა­ნი გო­გო­ნა, რო­მე­ლიც "გა­მო­მი­ტყდა", რომ ნაც­მოძ­რა­ო­ბის პრესს­პი­კე­რის, ჩი­ო­რა თაქთა­ქიშ­ვი­ლის ყო­ფი­ლი კლა­სე­ლი იყო... პრო­ფე­სი­ით კი­ნოჟურ­ნა­ლის­ტი სოფო სურ­გუ­ლა­ძე ნაც­მოძ­რა­ო­ბის პრესს­პი­კე­რის ბავ­შვო­ბა­სა და მას­თან ბოლო შეხ­ვედ­რა­ზე გვი­ამ­ბობს:

- მე და ჩი­ო­რა თაქთა­ქიშ­ვი­ლი 57-ე სკო­ლა­ში (ფა­ლი­აშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე) ერთ კლას­ში ვსწავ­ლობ­დით. საკ­მა­ოდ გულ­ჩა­თხრო­ბი­ლი გო­გო­ნა იყო, თუმ­ცა ყო­ველ­თვის კარ­გად სწავ­ლობ­და და მას­წავ­ლებ­ლებ­საც უყ­ვარ­დათ. ბა­ბუ­ა­ჩე­მი, რეზო სურ­გუ­ლა­ძე, ის­ტო­რი­ას ას­წავ­ლი­და და ბა­ბუ­აც აქებ­და. თუმ­ცა აქ­ტი­უ­რი, სი­ცო­ცხლით სავ­სე ბავ­შვი არას­დროს ყო­ფი­ლა... კლა­სე­ლე­ბი სა­ხე­ლის გამო ეხუმ­რე­ბოდ­ნენ. გამ­ხდა­რი, სათ­ვა­ლი­ა­ნი ბავ­შვი იყო, არას­დროს იპ­რან­ჭე­ბო­და. უბ­რა­ლოდ, ჯიბ­რი­ა­ნი იყო, ძა­ლი­ან უყ­ვარ­და რა­ღა­ცის მტკი­ცე­ბა.

- კონ­ფლიქ­ტუ­რი იყო?

- არა, "კო­მსო­მო­ლა" ხუ­თო­სა­ნი გახ­ლდათ. მის­თვის მთა­ვა­რი მა­ღა­ლი ნიშ­ნის მი­ღე­ბა იყო. არც შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ჰყო­ლია და არც არას­დროს უთ­ქვამს ვინ­მე­ზე, მომ­წონ­სო. სხვა­თა შო­რის, ახ­ლა­ხან რომ ვნა­ხე, გა­მო­მი­ტყდა, გავ­თხოვ­დიო, ვის­ზე, არ უთ­ქვამს. მხო­ლოდ ის მი­თხრა, ბავ­შვის გა­ჩე­ნას ჯერ არ ვჩ­ქა­რობ­თო.

- ახლა თუ გაქვს ჩი­ო­რას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა?

- სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ არ მყავ­და ნა­ნა­ხი. არ­ჩევ­ნე­ბამ­დე ცოტა ხნის წინ შევ­ხვდი. მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი მყავს, უმუ­შე­ვა­რი ვი­ყა­ვი და იქ­ნებ სამ­სა­ხუ­რის და­წყე­ბა­ში მო­მეხ­მა­როს-მეთ­ქი. შეხ­ვედ­რა რომ ვთხო­ვე, პარ­ლა­მენ­ტში და­მი­ბა­რა. საკ­მა­ოდ თბი­ლად შემ­ხვდა, ბა­ბუა მო­ი­კი­თხა, ვუ­თხა­რი, გარ­და­იც­ვა­ლა-მეთ­ქი. არც სკო­ლის პე­რი­ო­დი უხ­სე­ნე­ბია და არც ჩვე­ნი კლა­სე­ლე­ბი­დან ვინ­მე. შევ­ჩივ­ლე, უმუ­შე­ვა­რი ვარ, ძა­ლი­ან მი­ჭირს, დიდი ხა­ნია სხვა­დას­ხვა ვა­კან­სი­ა­ზე ვგზავ­ნი ჩემს მო­ნა­ცე­მებს, მაგ­რამ არა­ვინ შე­მეხ­მი­ა­ნა, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ხომ სამ­სა­ხურს მხო­ლოდ ნაც­ნო­ბო­ბით თუ და­ი­წყებ-მეთ­ქი. სხვა­თა შო­რის, ჩი­ო­რა და­მე­თან­ხმა - სწო­რედ ამ პრობ­ლე­მას ვებ­რძვი­თო და მი­თხრა, მხო­ლოდ ის შე­მიძ­ლია, ნაც­მოძ­რა­ო­ბის სა­ხე­ლით რე­კო­მენ­და­ცია გა­გი­წიო რო­მელ­მე სა­არ­ჩევ­ნო უბან­ზეო.... ისე, ბევ­რი მე­კი­თხე­ბა, ჩი­ო­რამ ამ­დენს რო­გორ მი­აღ­წი­აო. არ ვიცი, თუმ­ცა მიკ­ვირს, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ან­მა იცო­დე პე­ნი­ტენ­ცი­ურ სის­ტე­მა­ში რაც ხდე­ბა და მა­ინც უტიფ­რად იცავ­დე ხე­ლი­სუფ­ლე­ბას?! რო­გორ შე­უძ­ლია ამ­დე­ნი სი­ყალ­ბის გა­ზი­ა­რე­ბა?! სხვა­თა შო­რის, ჩი­ო­რას­თან შეხ­ვედ­რი­სას შე­ვეს­წა­რი, რომ საფ­რან­გე­თი­დან ელოდ­ნენ სტუმ­რებს და ბჭობ­დნენ, სად წა­ეყ­ვა­ნათ, რო­მელ რეს­ტო­რან­ში ექე­ი­ფე­ბი­ნათ და რა ეჩ­ვე­ნე­ბი­ნათ, სა­ქარ­თვე­ლო­ზე კარ­გი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა რომ შექ­მნო­დათ. შე­ვა­ტყვე, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იყო, რომ არ­ჩევ­ნებ­ში გა­ი­მარ­ჯვებ­დნენ და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში დარ­ჩე­ბოდ­ნენ.

- ამ­დე­ნი წლის უნა­ხავ თა­ნაკ­ლა­სელ­თან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ რა გან­ცდა და­გე­უფ­ლა?

- ში­შის... შუ­შის თვა­ლე­ბი აქვს, ადა­მი­ა­ნუ­რი აღა­რა­ფე­რი აქვს შერ­ჩე­ნი­ლი. არა­და, კარ­გი მშობ­ლე­ბი ჰყავს, წე­სი­ე­რი, უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ლექ­ცი­ებს კი­თხუ­ლობ­დნენ. ნუთუ არ ეუბ­ნე­ბი­ან, რომ მისი მოქ­მე­დე­ბა ადა­მი­ა­ნო­ბის ჩარ­ჩო­ებს სცილ­დე­ბა?

მხო­ლოდ ჩი­ო­რას კი არა, მთლი­ა­ნად ნაც­მოძ­რა­ო­ბას აქვს შუ­შის თვა­ლე­ბი და ერ­თმა­ნეთს გაჭ­რი­ლი ვაშ­ლი­ვით ჰგვა­ნან. რო­გორ იპო­ვეს ერ­თმა­ნე­თი, სად შე­იკ­რიბ­ნენ, არ ვიცი.

- რო­გორ ფიქ­რობ, ჩი­ო­რა ამ ინ­ტერ­ვი­უს რომ წა­ი­კი­თხავს, რა გან­ცდა და­ე­უფ­ლე­ბა?

- დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, გა­უკ­ვირ­დე­ბა, რად­გან პი­რა­დად ჩემ­თვის არა­ფე­რი და­უ­შა­ვე­ბია. თუმ­ცა მაქვს უფ­ლე­ბა, მისი საქ­ცი­ე­ლი გა­ვაპ­რო­ტეს­ტო. ან რა­ტომ უნდა გავ­ჩუმ­დე? ცხო­ვე­ლი არ გა­ა­კე­თებს იმას, რაც ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ჩა­ი­დი­ნა. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, კარ­გად იცოდ­ნენ, რაც ხდე­ბო­და ცი­ხე­ებ­ში და ვი­თომც აქ არა­ფე­რი, მშვი­დად გა­ნაგ­რძობ­დნენ დე­მა­გო­გო­ბას. მარ­თლა ძა­ლი­ან მიკ­ვირს, ჩემი კლა­სე­ლი ასეთ არა­ა­და­მი­ა­ნად რო­გორ ჩა­მო­ყა­ლიბ­და.

ინ­ტერ­ვიუ: "რო­გორ ახა­სი­ა­თებს ჩი­ო­რა თაქთა­ქიშ­ვილს მისი კლა­სე­ლი"

ნინო მა­ი­სუ­რა­ძე

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

რას ყვება ჩიორა თაქთაქიშვილზე მისი თანაკლასელი

რას ყვება ჩიორა თაქთაქიშვილზე მისი თანაკლასელი

საქართველოს ციხეებში პატიმრების წამების ამსახველი ვიდეოკადრების ხილვით აღშფოთებული საზოგადოება ემოციის გამოხატვას არც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გაურბოდა და არც საქალაქო ტრანსპორტში. სწორედ სამარშრუტო ტაქსიში ამ თემაზე საუბრისას გავიცანი გოგონა, რომელიც "გამომიტყდა", რომ ნაცმოძრაობის პრესსპიკერის, ჩიორა თაქთაქიშვილის ყოფილი კლასელი იყო... პროფესიით კინოჟურნალისტი სოფო სურგულაძე ნაცმოძრაობის პრესსპიკერის ბავშვობასა და მასთან ბოლო შეხვედრაზე გვიამბობს:

- მე და ჩიორა თაქთაქიშვილი 57-ე სკოლაში (ფალიაშვილის ქუჩაზე) ერთ კლასში ვსწავლობდით. საკმაოდ გულჩათხრობილი გოგონა იყო, თუმცა ყოველთვის კარგად სწავლობდა და მასწავლებლებსაც უყვარდათ. ბაბუაჩემი, რეზო სურგულაძე, ისტორიას ასწავლიდა და ბაბუაც აქებდა. თუმცა აქტიური, სიცოცხლით სავსე ბავშვი არასდროს ყოფილა... კლასელები სახელის გამო ეხუმრებოდნენ. გამხდარი, სათვალიანი ბავშვი იყო, არასდროს იპრანჭებოდა. უბრალოდ, ჯიბრიანი იყო, ძალიან უყვარდა რაღაცის მტკიცება.

- კონფლიქტური იყო?

- არა, "კომსომოლა" ხუთოსანი გახლდათ. მისთვის მთავარი მაღალი ნიშნის მიღება იყო. არც შეყვარებული ჰყოლია და არც არასდროს უთქვამს ვინმეზე, მომწონსო. სხვათა შორის, ახლახან რომ ვნახე, გამომიტყდა, გავთხოვდიო, ვისზე, არ უთქვამს. მხოლოდ ის მითხრა, ბავშვის გაჩენას ჯერ არ ვჩქარობთო.

- ახლა თუ გაქვს ჩიორასთან ურთიერთობა?

- სკოლის დამთავრების შემდეგ არ მყავდა ნანახი. არჩევნებამდე ცოტა ხნის წინ შევხვდი. მცირეწლოვანი შვილი მყავს, უმუშევარი ვიყავი და იქნებ სამსახურის დაწყებაში მომეხმაროს-მეთქი. შეხვედრა რომ ვთხოვე, პარლამენტში დამიბარა. საკმაოდ თბილად შემხვდა, ბაბუა მოიკითხა, ვუთხარი, გარდაიცვალა-მეთქი. არც სკოლის პერიოდი უხსენებია და არც ჩვენი კლასელებიდან ვინმე. შევჩივლე, უმუშევარი ვარ, ძალიან მიჭირს, დიდი ხანია სხვადასხვა ვაკანსიაზე ვგზავნი ჩემს მონაცემებს, მაგრამ არავინ შემეხმიანა, ჩვენს ქვეყანაში ხომ სამსახურს მხოლოდ ნაცნობობით თუ დაიწყებ-მეთქი. სხვათა შორის, ჩიორა დამეთანხმა - სწორედ ამ პრობლემას ვებრძვითო და მითხრა, მხოლოდ ის შემიძლია, ნაცმოძრაობის სახელით რეკომენდაცია გაგიწიო რომელმე საარჩევნო უბანზეო.... ისე, ბევრი მეკითხება, ჩიორამ ამდენს როგორ მიაღწიაო. არ ვიცი, თუმცა მიკვირს, როგორ შეიძლება ადამიანმა იცოდე პენიტენციურ სისტემაში რაც ხდება და მაინც უტიფრად იცავდე ხელისუფლებას?! როგორ შეუძლია ამდენი სიყალბის გაზიარება?! სხვათა შორის, ჩიორასთან შეხვედრისას შევესწარი, რომ საფრანგეთიდან ელოდნენ სტუმრებს და ბჭობდნენ, სად წაეყვანათ, რომელ რესტორანში ექეიფებინათ და რა ეჩვენებინათ, საქართველოზე კარგი შთაბეჭდილება რომ შექმნოდათ. შევატყვე, დარწმუნებული იყო, რომ არჩევნებში გაიმარჯვებდნენ და ხელისუფლებაში დარჩებოდნენ.

- ამდენი წლის უნახავ თანაკლასელთან შეხვედრის შემდეგ რა განცდა დაგეუფლა?

- შიშის... შუშის თვალები აქვს, ადამიანური აღარაფერი აქვს შერჩენილი. არადა, კარგი მშობლები ჰყავს, წესიერი, უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობდნენ. ნუთუ არ ეუბნებიან, რომ მისი მოქმედება ადამიანობის ჩარჩოებს სცილდება?

მხოლოდ ჩიორას კი არა, მთლიანად ნაცმოძრაობას აქვს შუშის თვალები და ერთმანეთს გაჭრილი ვაშლივით ჰგვანან. როგორ იპოვეს ერთმანეთი, სად შეიკრიბნენ, არ ვიცი.

- როგორ ფიქრობ, ჩიორა ამ ინტერვიუს რომ წაიკითხავს, რა განცდა დაეუფლება?

- დარწმუნებული ვარ, გაუკვირდება, რადგან პირადად ჩემთვის არაფერი დაუშავებია. თუმცა მაქვს უფლება, მისი საქციელი გავაპროტესტო. ან რატომ უნდა გავჩუმდე? ცხოველი არ გააკეთებს იმას, რაც ამ ხელისუფლებამ ჩაიდინა. დარწმუნებული ვარ, კარგად იცოდნენ, რაც ხდებოდა ციხეებში და ვითომც აქ არაფერი, მშვიდად განაგრძობდნენ დემაგოგობას. მართლა ძალიან მიკვირს, ჩემი კლასელი ასეთ არაადამიანად როგორ ჩამოყალიბდა.

ინტერვიუ: "როგორ ახასიათებს ჩიორა თაქთაქიშვილს მისი კლასელი"

ნინო მაისურაძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"