პოლიტიკა
მეცნიერება
სამართალი

7

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 13:37-ზე, მთვარე ლომშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად; საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას; გულის გადაღლას, ოპერაციებსა გულსა და ზურგზე; შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის.
საზოგადოება
მსოფლიო
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ანრი ჯოხაძემ ხმა "ნაციონალებსაც" მისცა და "ქართულ ოცნებასაც"
ანრი ჯოხაძემ ხმა "ნაციონალებსაც" მისცა და "ქართულ ოცნებასაც"

ანრი ჯო­ხა­ძის სკან­და­ლურ­მა პო­ლი­ტი­კურ-ერო­ტი­კულ­მა კლიპ­მა ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე მო­ი­ა­რა. "იუ­თუბ­ზე" ბევ­რი მწვა­ვე კო­მენ­ტა­რიც და­იმ­სა­ხუ­რა და ჩვე­ნი ჟურ­ნა­ლის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრშიც მო­ექ­ცა. რომ არა არ­ჩევ­ნე­ბი და პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბის მკვეთ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი, ალ­ბათ, ან­რის­თან შე­და­რე­ბით მშვი­დი სა­უ­ბა­რი გვექ­ნე­ბო­და, რამ­დე­ნა­დაც ეს შე­საძ­ლე­ბე­ლია მისი ტემ­პე­რა­მენ­ტის ადა­მი­ან­თან. ამ­ჯე­რად ყვე­ლა სხვა თემა გვერ­დზე გა­დავ­დეთ და იმა­ზე ვი­სა­უბ­რეთ, რა­ტომ მო­უ­ვი­და თავ­ში აზ­რად სიმ­ღე­რის "მი­ე­ცი" ჩა­წე­რა და პო­ლი­ტი­კის სექ­სის კონ­ტექ­სტში გან­ხილ­ვა. მისი კლი­პი მკვეთ­რად ერო­ტი­კუ­ლი კად­რე­ბით არის და­ხუნძლუ­ლი. ბევ­რმა ისიც თქვა, რომ ან­რიმ პო­ლი­ტი­კურ სი­ტუ­ა­ცი­ას კარ­გად აუღო ალღო და შუ­ა­ლე­დუ­რი სათ­ქმე­ლი თქვა, არც მწვა­დი დაწ­ვა და არც შამ­ფუ­რი.

- ახა­ლი კლი­პი "ფე­ის­ბუქ­ზე" არ­ჩევ­ნე­ბამ­დე ერთი დღით ადრე დადე. რა იყო ამის მი­ზა­ნი და უფრო ადრე რა­ტომ არ გა­მო­აქ­ვეყ­ნე?

- მინ­დო­და, რამ­დე­ნი­მე დღით ადრე გა­მო­მექ­ვეყ­ნე­ბი­ნა, მაგ­რამ კლი­პი ვერ და­მონ­ტაჟ­და იმ დრო­ის­თვის, ამი­ტომ ვე­ღარ მო­ვას­წა­რი. ერთი თვეა, ცოტა მე­ტიც, ამ იდე­ა­ზე ვმუ­შა­ობ. კლი­პის იდეა სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას მო­მი­ვი­და და ამ პრო­ცე­სებ­მა გა­მო­იწ­ვია, რაც ზო­გა­დად იმ პე­რი­ოდ­ში ხდე­ბო­და, რაც სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნია და­ი­წყო და ეს ყვე­ლა პარ­ტი­ას ეხე­ბა, ვი­ფიქ­რე, სა­ხა­ლი­სო წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო სიმ­ღე­რას ჩავ­წერ და კლიპ­საც გა­და­ვი­ღებ-მეთ­ქი. უცებ გა­მახ­სენ­და პოეტ ბერ­დია ბე­რი­აშ­ვი­ლის ლექ­სი, დღეს ეს ადა­მი­ა­ნი ცო­ცხა­ლი აღარ არის... მახ­სოვს, ჩემს ბავ­შვო­ბა­ში ეს ლექ­სი თა­ვის ქალ­წულ მე­გო­ბარს მი­უ­ძღვნა, შარ­ჟი­ვით და­უ­წე­რა ქალ­ბა­ტონს, რო­მე­ლიც 60 წლის ასაკ­შიც ქალ­წუ­ლი გახ­ლდათ. ეს ლექ­სი წა­ი­კი­თხა ერთხელ სუფ­რას­თან და ჩე­მე­ბი მოკ­ვდნენ სი­ცი­ლით. მეც და­მა­მახ­სოვ­რდა. და­ვუ­რე­კე ბერ­დი­ას შვილს და ვთხო­ვე, იქ­ნებ, სად­მე გაქვს შე­მორ­ჩე­ნი­ლი ის შარ­ჟი-მეთ­ქი. ორ დღე­ში იპო­ვეს და გად­მო­მიგ­ზავ­ნეს. სიმ­ღე­რის ტექ­სტი აბ­სო­ლუ­ტუ­რად შე­ე­სა­ბა­მე­ბო­და ჩვე­ნი ქვეყ­ნის პო­ლი­ტი­კურ ტემ­პე­რა­ტუ­რას.

- ღიად არას­დროს გა­მოთ­ქვამ პო­ლი­ტი­კურ შე­ხე­დუ­ლე­ბებს. ახლა შე­გიძ­ლია თქვა, რამ გა­გა­ღი­ზი­ა­ნა ასე?

- ბევ­რი რამ მა­ღი­ზი­ა­ნებს, მაგ­რამ ჩემი აზრი უმ­ნიშ­ვნე­ლოა იმას­თან შე­და­რე­ბით, ქვე­ყა­ნა­ში რა სო­ცი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბაც გვაქვს. კლიპ­ში გა­მო­ვი­ყე­ნე იმ პო­ლი­ტი­კო­სე­ბის გა­მო­ნათ­ქვა­მე­ბი, რომ­ლე­ბიც ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში გან­ხილ­ვის თე­მად იქცა. ასე­ვე ჩავ­რთე სექ­სის სცე­ნე­ბი.

- რა­ტომ გა­გო­ნებს ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კა სექ­სის პრო­ცეს­სა და აღებ-მი­ცე­მო­ბას?

- არ არის ასე?!. ხალ­ხო, ეს ფაქ­ტია. აღებ-მი­ცე­მო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში ისევ მო­და­შია, ისე­ვე, რო­გორც ყო­ველ­თვის იყო. ჩემი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ასე გა­მო­ი­ხა­ტე­ბა - რო­დე­საც ადა­მი­ა­ნე­ბი სექ­სით არი­ან და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი, არ მინ­და, ტე­ლე­ვი­ზი­ით გა­მოხ­ტეს ვი­ღაც პო­ლი­ტი­კო­სი და იძა­ხოს, მო­მე­ცით ხმაო... არც ერთ ნორ­მა­ლურ, ცი­ვი­ლი­ზე­ბულ ქვე­ყა­ნა­ში პო­ლი­ტი­კა შო­უ­ბიზ­ნეს­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი არ არის. პო­ლი­ტი­კო­სე­ბი მომ­ღერ­ლებ­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლე­ბი არი­ან სა­ქარ­თვე­ლო­ში. ბევ­რი წე­ლია, ასე გრძელ­დე­ბა. იმ შემ­თხვე­ვა­შიც კი, როცა არც კარ­გს აკე­თე­ბენ და არც ცუდს, მა­ინც პო­პუ­ლა­რუ­ლე­ბად რჩე­ბი­ან. ამ კლიპ­ში ასე­ვე გა­მო­ვეხ­მა­უ­რე ცი­ხის მოვ­ლე­ნებს.

- შენი აზრი გვი­თხა­რი ამა­ზე...

- რა გინ­დათ, რომ გი­თხრათ? კლიპ­ში არის კად­რი, რო­დე­საც ქარ­თლის დე­დას ცო­ცხი უჭი­რავს. დღეს ასე­თი ქვე­ყა­ნა გვაქვს. აქ იზ­რდე­ბი­ან ცო­ცხებ და აქან­და­ზებ­მო­მარ­ჯვე­ბუ­ლი დე­დე­ბის შვი­ლე­ბი. კარ­გად და­უკ­ვირ­დით ამ სი­ტყვებს. დროა, ადა­მი­ა­ნე­ბი მიხ­ვდნენ, რომ შვი­ლი უნდა გა­ზარ­დოს გა­ნათ­ლე­ბულ­მა ქალ­მა და არა მარ­ტო ცო­ცხი­ან­მა. ერში სიბ­ნე­ლეა. გინდ, მიშა მო­ვი­დეს და წა­ვი­დეს, გინდ ივა­ნიშ­ვი­ლი. ხალ­ხში თუ არ გაჩ­ნდა გა­ნათ­ლე­ბი­სა და შრო­მის მო­თხოვ­ნი­ლე­ბა, ვინ გვიშ­ვე­ლის? ზო­გი­ერ­თი ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც ინ­ტე­ლექ­ტი ნულს ქვე­ვით აქვს, გა­ნათ­ლე­ბა­ზე ზედ­მე­ტია ლა­პა­რა­კი, მთხოვ­და, სამ­სა­ხუ­რი მი­შო­ვეო. რომ და­ფიქ­რდე, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა და­ეხ­მა­რო, ვერ მო­ი­ფიქ­რებ. ასე­თი ადა­მი­ა­ნი მე­უბ­ნე­ბო­და, ისე­თი სამ­სა­ხუ­რი მი­შო­ვე, ექ­ვსას ლარ­ზე ნაკ­ლე­ბი ანა­ზღა­უ­რე­ბა რომ არ მქონ­დე­სო. ეს არ არის პრობ­ლე­მა?

- შენ რა­ტომ გთხოვ­დნენ და­საქ­მე­ბას?

- ახ­ლო­ბე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი მთხოვ­დნენ ხოლ­მე...

- ამ­ბო­ბენ, რომ პო­ლი­ტი­კამ ყვე­ლა­ფე­რი შთან­თქა. ეს რისი ან ვისი ბრა­ლია, შენი აზ­რით? პო­ლი­ტი­კო­სებს არა­ფერს აბ­რა­ლებ?

- პო­ლი­ტი­კო­სე­ბი იმა­ვე სა­ზო­გა­დო­ე­ბის წევ­რე­ბი არი­ან. სა­ქარ­თვე­ლო­ში ძა­ლი­ან და­ე­ცა ხე­ლო­ვა­ნი ხალ­ხის ავ­ტო­რი­ტე­ტი, მათი, ვინც ჩან­დნენ და მათ აზრს პა­ტივს ვცემ­დით. პო­ლი­ტი­კამ მოს­პო ავ­ტო­რი­ტე­ტე­ბი. არა­და, ამ სფე­როს წევ­რი ვე­რას­დროს იმა­ზე მეტს ვერ გა­ა­კე­თებს, ვიდ­რე ხე­ლო­ვა­ნი. ერ­თმა ხე­ლო­ვან­მა შე­იძ­ლე­ბა რე­ვო­ლუ­ცია მო­ახ­დი­ნოს...

- შენი ბევ­რი მე­გო­ბა­რი შო­უ­ბიზ­ნე­სი­დან ღიად უჭერს მხარს სა­ა­კაშ­ვილ­სა და მის პარ­ტი­ას. შენ ვის უჭერ მხარს?

- ერთ და მე­ო­რე მხა­რე­საც მყავს მე­გობ­რე­ბი და სხვა­თა შო­რის, არ­ჩევ­ნებ­ზეც სწო­რედ ამის შე­სა­ბა­მი­სად მო­ვი­ქე­ცი. ხმა მი­ვე­ცი "ნა­ცი­ო­ნა­ლებ­საც" და "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­საც".

- ეს რო­გორ მო­ა­ხერ­ხე?

- პრო­პორ­ცი­უ­ლი სიით "ნა­ცი­ო­ნა­ლებს" მი­ვე­ცი ხმა, მა­ჟო­რი­ტა­რო­ბის კან­დი­და­ტი კი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­დან" შე­მოვ­ხა­ზე, თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი, მას დიდ პა­ტივს ვცემ და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, მისი სა­ხით ნა­ძა­ლა­დე­ვის რა­ი­ონს კარ­გი დე­პუ­ტა­ტი ეყო­ლე­ბა პარ­ლა­მენ­ტში. არც და­მი­მა­ლავს ჩემი არ­ჩე­ვა­ნი და ღიად ვთქვი. ეს აბ­სო­ლუ­ტუ­რად ნორ­მა­ლუ­რია.

- შენი კლი­პიც შუ­ა­ლე­დუ­რია და შენი არ­ჩე­ვა­ნიც ასე­თი ყო­ფი­ლა.

- შე­საძ­ლოა, სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო სის­ტე­მა­ში რა­ღაც არ მოგ­წონ­დეს, მაგ­რამ ხე­ლა­ღე­ბით ვე­რა­ვინ იტყვის, რომ ყვე­ლა, ვინც "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­შია", ნა­გა­ვია. იქ უამ­რა­ვი ღირ­სე­უ­ლი ადა­მი­ა­ნია, მა­გა­ლი­თად, ნიკო ხა­ჩი­რაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ღირ­სე­უ­ლად და­მარ­ცხდა, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, აჩი­კო გე­გე­ნა­ვა ცუდი ადა­მი­ა­ნი იყოს?!. ასე­ვე "ოც­ნე­ბა­ში" ბევ­რი კარ­გი ადა­მი­ა­ნია. ხალ­ხი უნდა მი­ეჩ­ვი­ოს კარ­გი­სა და ცუ­დის გარ­ჩე­ვას. აქ კი­დევ მე­ო­რე ფაქ­ტო­რია. ამ არ­ჩევ­ნებ­ზე "ოც­ნე­ბის" უმ­რავ­ლე­სო­ბა მი­ვი­ღეთ, მაგ­რამ ამის გამო, ვინც "ნა­ცი­ო­ნა­ლებს" მხა­რი და­უ­ჭი­რა, მათ ცე­ცხლი უნდა წა­ვუ­კი­დოთ?!.

- სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ბევ­რი ლან­ძღვა-გი­ნე­ბა ის­მის "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" მხარ­დამ­ჭე­რე­ბის მი­მართ.

- ჩემი აზ­რით, სი­ტუ­ა­ცია და­წყნარ­დე­ბა. პარ­ლა­მენ­ტი შე­იკ­რი­ბე­ბა და იქ ან­გა­რიშს­წო­რე­ბის მიზ­ნით კი არა, საქ­მის კე­თე­ბის გამო უნდა შე­იკ­რი­ბონ. ღიად ვამ­ბობ იმა­საც, რომ ვინც და­სას­ჯე­ლია, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა და­ი­სა­ჯოს. კრი­მი­ნა­ლებ­ზე მაქვს სა­უ­ბა­რი. თუკი ეს არ მოხ­დე­ბა, მა­შინ სა­ქარ­თვე­ლოს არა­ფე­რი ეშ­ვე­ლე­ბა.

- შო­უ­ბიზ­ნესს თუ ეშ­ვე­ლე­ბა რამე? აქაც ძა­ლი­ან პო­ლა­რი­ზე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­აა ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში. შო­უ­ბი­ზნე­სი და­მო­კი­დე­ბუ­ლი იყო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ზე...

- არა­ნა­ი­რად არ იყო და­მო­კი­დე­ბუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ზე...

- რო­გორ არა, ძი­რი­თა­დად, სამ­თავ­რო­ბო კონ­ცერ­ტებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და ყვე­ლა ცნო­ბი­ლი სახე. სხვა კონ­ცერ­ტე­ბი არც ყო­ფი­ლა.

- ეს ჩემი პრობ­ლე­მა არას­დროს ყო­ფი­ლა. პი­რა­დად ანრი ჯო­ხა­ძის­თვის სა­ერ­თოდ არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, ვინ იქ­ნე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში, თუკი შო­უ­ბიზ­ნე­სის კუ­თხით გან­ვი­ხი­ლავთ ამ თე­მას. მე მა­ინც უნდა დავ­ჯდე და ვი­ფიქ­რო, რა ჰიტი ჩავ­წე­რო, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბას მო­ე­წო­ნოს, გა­ი­ყი­დოს და ვიყო კო­მერ­ცი­უ­ლი მომ­ღე­რა­ლი. ამის სა­შუ­ა­ლე­ბა მე ყო­ველ­თვის მქონ­და. არა­ვინ თქვას, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ვა­კი­თხავ­დი და კლი­პე­ბის ფული მომ­ქონ­და. მსგავ­სი არა­ფე­რი ყო­ფი­ლა. ამი­ტომ ვამ­ბობ, თუკი შო­უ­ბიზ­ნე­სის სფე­რო­ში სა­სი­კე­თოდ შე­იც­ვლე­ბა რა­ი­მე, ეს მხო­ლოდ გა­მი­ხარ­დე­ბა. მი­ვე­სალ­მე­ბი მუ­სი­კა­ლუ­რი არ­ხის შექ­მნას. ამას წი­ნათ, "მა­ესტრო­დან" და­მი­რე­კეს, კლი­პე­ბი მოგ­ვა­წო­დეო, მა­მუ­კა ღლონ­ტი აკე­თებს მუ­სი­კა­ლურ არხს. ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და. იცით, რას გე­ტყვით, მომ­ღერ­ლე­ბი უნდა აკე­თებ­დნენ თა­ვი­ანთ საქ­მეს.

- თუკი ეძ­ლე­ვათ ამის სა­შუ­ა­ლე­ბა.

- მეტ-ნაკ­ლე­ბად... ქარ­თუ­ლი ბა­ზა­რი ძა­ლი­ან პა­ტა­რაა. ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, სა­ქარ­თვე­ლო­ში სო­ცი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა გა­მოს­წორ­დეს. ზუს­ტად უნდა ვი­ცო­დე, რომ ადა­მი­ა­ნებს 5-10 ლარი ექ­ნე­ბათ, რომ კონ­ცერ­ტზე ბი­ლე­თის ფული გა­და­ი­ხა­დონ. აქამ­დე ეს მეტ-ნაკ­ლე­ბად ხდე­ბო­და და კომ­პრო­მის­ზე წას­ვლა მი­წევ­და, მა­გა­ლი­თად, ნა­ხევ­რად ცა­რი­ელ დარ­ბაზ­ში სიმ­ღე­რა.

- ახლა თუ გაქვს სი­ტუ­ა­ცი­ის გა­მოს­წო­რე­ბის იმე­დი?

- ადა­მი­ანს იმე­დი ყო­ველ­თვის აქვს. როცა ახა­ლი სის­ხლი მო­დის მთავ­რო­ბა­ში, ხალ­ხის­თვის სა­სი­კე­თო და პო­ზი­ტი­ვი უნდა მო­ი­ტა­ნოს და ამ ხალ­ხში ჩვენც შევ­დი­ვართ.

- რაც შე­ე­ხე­ბა კლიპს, რა­ტომ აღიქ­ვა სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წილ­მა მძაფრ პორ­ნოგ­რა­ფი­ად?

- ეს არ არის პორ­ნოგ­რა­ფია, რად­გან არ ჩანს სა­ს­ქე­სო ორ­გა­ნო­ე­ბი ახ­ლო­დან. მე ამას და­ვარ­ქმევ­დი მძაფრ ერო­ტი­კას. არა­ვინ არ დამ­წა­მოს, რომ პორ­ნოგ­რა­ფი­ას ვუ­კე­თებ პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას. იცით, რა­ტომ ამ­ბო­ბენ ამას? ვინც რა­დი­კა­ლუ­რი აზრი გა­მოთ­ქვა ამ კლი­პის შე­სა­ხებ, სა­კუ­თა­რი თავი და­ი­ნა­ხა იქ.

- იქ­ნებ, უბ­რა­ლოდ, არ მო­ე­წო­ნათ?

- რა თქმა უნდა, ესეც შე­საძ­ლე­ბე­ლია, მაგ­რამ პრობ­ლე­მა ის არის, რომ ამ კლიპ­ში მხო­ლოდ სექსს ხე­და­ვენ. ყვე­ლა მო­ნა­წი­ლეს დიდ მად­ლო­ბას გა­და­ვუხ­დი. თა­მარ მა­ყაშ­ვი­ლი, გი­ორ­გი გას­ვი­ა­ნი, გი­ორ­გი ნა­ზღა­ი­ძე, ნინო შავ­გუ­ლი­ძე, რო­მე­ლიც მდი­ვანს თა­მა­შობს. სხვა გო­გო­ნე­ბი სა­მე­გობ­რო წრე­ში მოვ­ძებ­ნეთ, თა­მამ გო­გო­ნებს ვე­ძებ­დით. სა­ერ­თო ჯამ­ში არ მქო­ნია იდე­ფიქ­სი, რომ პირ­და­პი­რი ნა­ჯა­ხი­ვით კლი­პი გა­მო­სუ­ლი­ყო. თა­ვად გა­და­ვი­ღე, "ლომ­თა სტუ­დიო" და­მეხ­მა­რა, ამას იმი­ტომ აღ­ვნიშ­ნავ, რომ ვი­ღა­ცებ­მა გა­მოთ­ქვეს აზრი, სად აქვს ჯო­ხა­ძეს ამ­დე­ნი ფუ­ლიო. ეს კლი­პი ერთი ფინ­ჯა­ნი ყა­ვის ფული დაჯ­და. რაც შე­ე­ხე­ბა სექ­სის კად­რებს, მინ­დო­და, მსუ­ბუ­ქი ერო­ტი­კა გა­მო­სუ­ლი­ყო, სკან­და­ლუ­რი ელ­ფე­რით, მაგ­რამ მსა­ხი­ო­ბე­ბი იმ­დე­ნად შე­ვიდ­ნენ რო­ლებ­ში, რომ არ შე­იძ­ლე­ბო­და, ეს არ მეჩ­ვე­ნე­ბი­ნა. ბევ­რი ჯან­სა­ღი აზ­რიც მო­ვის­მი­ნე ჩემს ახალ კლი­პთან და­კავ­ში­რე­ბით, თუმ­ცა ვინც ამას პორ­ნოგ­რა­ფი­ად აღიქ­ვამს, მისი პრობ­ლე­მაა - სა­ვა­ლა­ლო მდგო­მა­რე­ო­ბაა და თა­ვი­ანთ თავ­ზე და­ფიქ­რდნენ. პორ­ნოგ­რა­ფია არის ტინ­ტო ბრა­სის ფილ­მე­ბი.

- პო­ლი­ტი­კო­სე­ბის რე­აქ­ცია ხომ არ იცი? კი გვი­თხა­რი, თა­ვად გა­და­ვი­ღეო, მაგ­რამ ით­ქვა, რომ ან ერ­თმა, ან მე­ო­რე მხა­რემ გა­და­ი­ხა­და ამა­ში ფული.

- პო­ლი­ტი­კო­სე­ბის აზრი არ მა­ინ­ტე­რე­სებს. რაც შე­ე­ხე­ბა და­ფი­ნან­სე­ბას, კარ­გით, ახლა, არ გა­მა­ცი­ნოთ?.. ორი­ვე აზრი მო­ვის­მი­ნე, თით­ქოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ და­მი­ფი­ნან­სა და თით­ქოს "ოც­ნე­ბამ" (იცი­ნის). გა­მო­აქ­ვეყ­ნონ რა­ი­მე ინ­ფორ­მა­ცია, თუ აქვთ, მაგ­რამ ვე­რა­ფერს გა­მო­აქ­ვეყ­ნე­ბენ. აქამ­დე პო­ლი­ტი­კუ­რი კლი­პი "ბედ­ნი­ე­რი ერი" მაქვს გა­კე­თე­ბუ­ლი. ჩემ­თვის ეს პრინ­ცი­პუ­ლი თე­მაა. როცა ასეთ კრი­ტი­კულ დროს ვა­კე­თებ სკან­და­ლურ კლიპს, ფი­ნან­სუ­რად აბ­სო­ლუ­ტუ­რად სუფ­თა უნდა ვიყო. არ მი­ჭირს ისე, რომ კა­მე­რა ვერ ვი­შო­ვო. სახ­ლში და­ვა­მონ­ტა­ჟე და ამი­ტო­მაც ამას ფი­ნან­სე­ბი არ სჭირ­დე­ბო­და.

- ანრი მიხ­ვდა, რაც ხდე­ბო­და და ამი­ტო­მაც გა­და­ი­ღო ასე­თი კლი­პიო, ამ­ბო­ბენ...

- ეს კლი­პი ერთ-ერთი ტე­ლე­არ­ხის ეთერ­ში უნდა გა­სუ­ლი­ყო, მაგ­რამ არ გა­ვი­და. ვერ ვი­ტყვი, რო­მე­ლი არ­ხის ეთერ­ში უნდა გა­სუ­ლი­ყო. ვერ გე­ტყვით, რა­ტომ დაბ­ლო­კეს, მა­ნამ­დე ცი­ხე­ში გა­და­ღე­ბუ­ლი ისე­თი კად­რე­ბი გა­დი­ო­და, ცენ­ზუ­რას ვერ და­ვაბ­რა­ლებ. ჩემს კლიპ­ში კი ისე­თი არა­ფე­რი ხდე­ბა, რაც კი­ნო­ში ან ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში არ უნა­ხავს მა­ყუ­რე­ბელს. დავ­წე­რე კი­დეც "ფე­ის­ბუქ­ზე", რომ ვერც ერთი არ­ხის მო­წყა­ლე­ბას ვერ და­ვე­ლო­დე­ბო­დი და თა­ვად გა­მო­ვაქ­ვეყ­ნე. ასე რომ, რო­გორც კი მონ­ტა­ჟი დას­რულ­და და და­ვა­რენ­დერე კლი­პი, იმა­ვე წამს დავ­დე "იუ­თუბ­ზე".

- შენ­მა კო­ლე­გებ­მა რო­გორ მი­ი­ღეს შენი ნა­მუ­შე­ვა­რი?

- მე­გობ­რებ­მა კარ­გად და კო­ლე­გე­ბის აზრი რა­ტომ უნდა მა­ინ­ტე­რე­სებ­დეს? თუკი ვინ­მეს უნდა აზ­რის გა­მოთ­ქმა, მი­თხრან. ჩემ­მა მე­გობ­რებ­მა კი ჯან­სა­ღად მი­ი­ღეს და გა­ი­ცი­ნეს. აქ მარ­ტო სექსს რა­ტომ ხე­დავს ხალ­ხი? აქ ბევ­რი და­სა­ფიქ­რე­ბე­ლი კად­რია.

- ამ ცხრა წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, რაზე გაგ­ჩე­ნია პრო­ტეს­ტი და თუ გა­მო­გი­ხა­ტავს?

- მი­ტინ­გებ­ზე სირ­ბი­ლით არ გა­მო­მი­ხა­ტავს. აღარ ვარ 22 წლის, როცა მი­ხა­რო­და აქ­ცი­ა­ზე გა­მოს­ვლა. გა­ცი­ლე­ბით სხვა აზ­როვ­ნე­ბა შე­მიძ­ლია და მოვ­ლე­ნებს საღი, ცივი გო­ნე­ბით ვუ­ყუ­რებ. პრო­ტეს­ტი ყო­ველ­თვის იყო. არა­ვინ თქვას, რომ თვი­თონ არ ჰქონ­და, მაგ­რამ რა­ღა­ცებს აიგ­ნო­რებ, რა­ღა­ცებს აღ­წევ. ვფიქ­რობ, ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მარ­ცხი სწო­რედ პე­ნი­ტენ­ცი­ურ სის­ტე­მა­ში კრი­მი­ნა­ლურ­მა ქმე­დე­ბებ­მა გა­მო­იწ­ვია. ამ კად­რებ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას დიდი დარ­ტყმა მი­ა­ყე­ნა. ეს რომ არ ეჩ­ვე­ნე­ბი­ნათ, არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გი სხვა­ნა­ი­რი იქ­ნე­ბო­და. შე­იძ­ლე­ბა, სა­ბა­ჟო­ზე არ­სე­ბულ პრობ­ლე­მა­ზე და­ხუ­ჭო თვა­ლი, მაგ­რამ რაც სი­ცო­ცხლეს ეხე­ბა, ამა­ზე ვერ და­ხუ­ჭავ. მგო­ნია, რომ ამ კად­რე­ბის ხილ­ვით მი­ღე­ბუ­ლი შო­კის­გან ჯე­რაც ვერ გა­მოვ­სულ­ვართ. ძა­ლი­ან მი­ხა­რია, რომ არ­ჩევ­ნე­ბი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლად ჩა­ტარ­და. ორი­ვე მხა­რე იმ­დე­ნად კმა­ყო­ფი­ლი იყო, რომ მე­გო­ნა, სექ­სუ­ა­ლურ აქტს ჰქონ­და ად­გი­ლი. ეს სა­ინ­ტე­რე­სოა. ვფიქ­რობ, დე­მოკ­რა­ტი­ის ამო­ნა­ხეთ­ქი იყო ამ არ­ჩევ­ნებ­ზე.

- შენ­თვის, რო­გორც მო­ქა­ლა­ქის­თვის, რა­ი­მე თუ შე­იც­ვლე­ბა?

- ღმერ­თმა ქნას, აღა­რას­დროს გა­და­ვი­ღო პო­ლი­ტი­კუ­რი კლი­პე­ბი. რო­გორც ადა­მი­ანს, აბ­სო­ლუ­ტუ­რად არ მსი­ა­მოვ­ნებს ამ მა­რაზმზე მუ­შა­ო­ბა. მახ­სოვს, "ბედ­ნი­ერ ერზე" მუ­შა­ო­ბა რამ­დე­ნად დამ­თრგუნ­ვე­ლი იყო. იმე­დი მაქვს, აღარ მო­მი­წევს. სი­ა­მოვ­ნე­ბით ვიმ­ღე­რებ პატ­რი­ო­ტულ სიმ­ღე­რებს, აღარ მინ­და პო­ლი­ტი­კა. სა­ერ­თოდ, სა­ქარ­თვე­ლო­ში პო­ლი­ტი­კა მი­ნი­მა­ლუ­რად უნდა იყოს რეკ­ლა­მი­რე­ბუ­ლი.

- ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს თუ გა­ა­შარ­ჟებ კლიპ­ში?

- არა მგო­ნია (იღი­მის). მე ხომ ამ საქ­მის სპე­ცი­ა­ლის­ტი არ ვარ.

- და­ბო­ლოს, ვიცი, რომ კლი­პის გა­და­ღე­ბი­სას ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო სი­ტუ­ა­ცია შე­იქ­მნა...

- ისე­თი "შავი" მა­სა­ლა დამ­რჩა, ის კი ნამ­დვი­ლად იყო ტინ­ტო ბრა­სის პორ­ნოგ­რა­ფია (იცი­ნის). თით­ქოს ორა­ლუ­რი სექ­სით რომ კავ­დე­ბი­ან კლიპ­ში, მაქვს კად­რე­ბი, სა­დაც ნამ­დვი­ლად კავ­დე­ბი­ან ამით... მე არ მო­მი­თხო­ვია და შოკ­ში ვი­ყა­ვი, ისე შე­ვიდ­ნენ აუზ­ზე გოგო და ბიჭი ეშხში, რომ ქალს პი­რი­დან ვერ გა­მო­ვა­ღე­ბი­ნე!.. (იცი­ნის). ხვდე­ბით, რა სა­ინ­ტე­რე­სო ცხოვ­რე­ბა მაქვს?!.

- ის ქალი მსა­ხი­ო­ბი იყო?

- (იცი­ნის)...

ნინო მურ­ღუ­ლია

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საპროტესტო აქციებზე დაკავებული მომიტინგეების ოჯახის წევრები 8 აპრილს დაგეგმილი დემონსტრაციისთვის ემზადებიან

ანრი ჯოხაძემ ხმა "ნაციონალებსაც" მისცა და "ქართულ ოცნებასაც"

ანრი ჯოხაძემ ხმა "ნაციონალებსაც" მისცა და "ქართულ ოცნებასაც"

ანრი ჯოხაძის სკანდალურმა პოლიტიკურ-ეროტიკულმა კლიპმა ინტერნეტსივრცე მოიარა. "იუთუბზე" ბევრი მწვავე კომენტარიც დაიმსახურა და ჩვენი ჟურნალის ყურადღების ცენტრშიც მოექცა. რომ არა არჩევნები და პოლიტიკური პროცესების მკვეთრი ცვლილებები, ალბათ, ანრისთან შედარებით მშვიდი საუბარი გვექნებოდა, რამდენადაც ეს შესაძლებელია მისი ტემპერამენტის ადამიანთან. ამჯერად ყველა სხვა თემა გვერდზე გადავდეთ და იმაზე ვისაუბრეთ, რატომ მოუვიდა თავში აზრად სიმღერის "მიეცი" ჩაწერა და პოლიტიკის სექსის კონტექსტში განხილვა. მისი კლიპი მკვეთრად ეროტიკული კადრებით არის დახუნძლული. ბევრმა ისიც თქვა, რომ ანრიმ პოლიტიკურ სიტუაციას კარგად აუღო ალღო და შუალედური სათქმელი თქვა, არც მწვადი დაწვა და არც შამფური.

- ახალი კლიპი "ფეისბუქზე" არჩევნებამდე ერთი დღით ადრე დადე. რა იყო ამის მიზანი და უფრო ადრე რატომ არ გამოაქვეყნე?

- მინდოდა, რამდენიმე დღით ადრე გამომექვეყნებინა, მაგრამ კლიპი ვერ დამონტაჟდა იმ დროისთვის, ამიტომ ვეღარ მოვასწარი. ერთი თვეა, ცოტა მეტიც, ამ იდეაზე ვმუშაობ. კლიპის იდეა საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას მომივიდა და ამ პროცესებმა გამოიწვია, რაც ზოგადად იმ პერიოდში ხდებოდა, რაც საარჩევნო კამპანია დაიწყო და ეს ყველა პარტიას ეხება, ვიფიქრე, სახალისო წინასაარჩევნო სიმღერას ჩავწერ და კლიპსაც გადავიღებ-მეთქი. უცებ გამახსენდა პოეტ ბერდია ბერიაშვილის ლექსი, დღეს ეს ადამიანი ცოცხალი აღარ არის... მახსოვს, ჩემს ბავშვობაში ეს ლექსი თავის ქალწულ მეგობარს მიუძღვნა, შარჟივით დაუწერა ქალბატონს, რომელიც 60 წლის ასაკშიც ქალწული გახლდათ. ეს ლექსი წაიკითხა ერთხელ სუფრასთან და ჩემები მოკვდნენ სიცილით. მეც დამამახსოვრდა. დავურეკე ბერდიას შვილს და ვთხოვე, იქნებ, სადმე გაქვს შემორჩენილი ის შარჟი-მეთქი. ორ დღეში იპოვეს და გადმომიგზავნეს. სიმღერის ტექსტი აბსოლუტურად შეესაბამებოდა ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ტემპერატურას.

- ღიად არასდროს გამოთქვამ პოლიტიკურ შეხედულებებს. ახლა შეგიძლია თქვა, რამ გაგაღიზიანა ასე?

- ბევრი რამ მაღიზიანებს, მაგრამ ჩემი აზრი უმნიშვნელოა იმასთან შედარებით, ქვეყანაში რა სოციალური მდგომარეობაც გვაქვს. კლიპში გამოვიყენე იმ პოლიტიკოსების გამონათქვამები, რომლებიც ინტერნეტსივრცეში განხილვის თემად იქცა. ასევე ჩავრთე სექსის სცენები.

- რატომ გაგონებს ქართული პოლიტიკა სექსის პროცესსა და აღებ-მიცემობას?

- არ არის ასე?!. ხალხო, ეს ფაქტია. აღებ-მიცემობა საქართველოში ისევ მოდაშია, ისევე, როგორც ყოველთვის იყო. ჩემი დამოკიდებულება ასე გამოიხატება - როდესაც ადამიანები სექსით არიან დაკავებულები, არ მინდა, ტელევიზიით გამოხტეს ვიღაც პოლიტიკოსი და იძახოს, მომეცით ხმაო... არც ერთ ნორმალურ, ცივილიზებულ ქვეყანაში პოლიტიკა შოუბიზნესზე პოპულარული არ არის. პოლიტიკოსები მომღერლებზე პოპულარულები არიან საქართველოში. ბევრი წელია, ასე გრძელდება. იმ შემთხვევაშიც კი, როცა არც კარგს აკეთებენ და არც ცუდს, მაინც პოპულარულებად რჩებიან. ამ კლიპში ასევე გამოვეხმაურე ციხის მოვლენებს.

- შენი აზრი გვითხარი ამაზე...

- რა გინდათ, რომ გითხრათ? კლიპში არის კადრი, როდესაც ქართლის დედას ცოცხი უჭირავს. დღეს ასეთი ქვეყანა გვაქვს. აქ იზრდებიან ცოცხებ და აქანდაზებმომარჯვებული დედების შვილები. კარგად დაუკვირდით ამ სიტყვებს. დროა, ადამიანები მიხვდნენ, რომ შვილი უნდა გაზარდოს განათლებულმა ქალმა და არა მარტო ცოცხიანმა. ერში სიბნელეა. გინდ, მიშა მოვიდეს და წავიდეს, გინდ ივანიშვილი. ხალხში თუ არ გაჩნდა განათლებისა და შრომის მოთხოვნილება, ვინ გვიშველის? ზოგიერთი ადამიანი, რომელსაც ინტელექტი ნულს ქვევით აქვს, განათლებაზე ზედმეტია ლაპარაკი, მთხოვდა, სამსახური მიშოვეო. რომ დაფიქრდე, როგორ შეიძლება დაეხმარო, ვერ მოიფიქრებ. ასეთი ადამიანი მეუბნებოდა, ისეთი სამსახური მიშოვე, ექვსას ლარზე ნაკლები ანაზღაურება რომ არ მქონდესო. ეს არ არის პრობლემა?

- შენ რატომ გთხოვდნენ დასაქმებას?

- ახლობელი ადამიანები მთხოვდნენ ხოლმე...

- ამბობენ, რომ პოლიტიკამ ყვე­ლაფერი შთანთქა. ეს რისი ან ვისი ბრალია, შენი აზრით? პოლიტიკოსებს არა­ფერს აბრალებ?

- პოლიტიკოსები იმავე საზოგადოების წევრები არიან. საქართველოში ძალიან დაეცა ხელოვანი ხალხის ავტორიტეტი, მათი, ვინც ჩანდნენ და მათ აზრს პატივს ვცემდით. პოლიტიკამ მოსპო ავტორიტეტები. არადა, ამ სფეროს წევრი ვერასდროს იმაზე მეტს ვერ გააკეთებს, ვიდრე ხელოვანი. ერთმა ხელოვანმა შეიძლება რევოლუცია მოახდინოს...

- შენი ბევრი მეგობარი შოუბიზნესიდან ღიად უჭერს მხარს სააკაშვილსა და მის პარტიას. შენ ვის უჭერ მხარს?

- ერთ და მეორე მხარესაც მყავს მეგობრები და სხვათა შორის, არჩევნებზეც სწორედ ამის შესაბამისად მოვიქეცი. ხმა მივეცი "ნაციონალებსაც" და "ქართულ ოცნებასაც".

- ეს როგორ მოახერხე?

- პროპორციული სიით "ნაციონალებს" მივეცი ხმა, მაჟორიტარობის კანდიდატი კი "ქართული ოცნებიდან" შემოვხაზე, თეა წულუკიანი, მას დიდ პატივს ვცემ და დარწმუნებული ვარ, მისი სახით ნაძალადევის რაიონს კარგი დეპუტატი ეყოლება პარლამენტში. არც დამიმალავს ჩემი არჩევანი და ღიად ვთქვი. ეს აბსოლუტურად ნორმალურია.

- შენი კლიპიც შუალედურია და შენი არჩევანიც ასეთი ყოფილა.

- შესაძლოა, სახელისუფლებო სისტემაში რაღაც არ მოგწონდეს, მაგრამ ხელაღებით ვერავინ იტყვის, რომ ყველა, ვინც "ნაციონალურ მოძრაობაშია", ნაგავია. იქ უამრავი ღირსეული ადამიანია, მაგალითად, ნიკო ხაჩირაშვილი, რომელიც ღირსეულად დამარცხდა, როგორ შეიძლება, აჩიკო გეგენავა ცუდი ადამიანი იყოს?!. ასევე "ოცნებაში" ბევრი კარგი ადამიანია. ხალხი უნდა მიეჩვიოს კარგისა და ცუდის გარჩევას. აქ კიდევ მეორე ფაქტორია. ამ არჩევნებზე "ოცნების" უმრავლესობა მივიღეთ, მაგრამ ამის გამო, ვინც "ნაციონალებს" მხარი დაუჭირა, მათ ცეცხლი უნდა წავუკიდოთ?!.

- სოციალურ ქსელებში ბევრი ლანძღვა-გინება ისმის "ნაციონალების" მხარდამჭერების მიმართ.

- ჩემი აზრით, სიტუაცია დაწყნარდება. პარლამენტი შეიკრიბება და იქ ანგარიშსწორების მიზნით კი არა, საქმის კეთების გამო უნდა შეიკრიბონ. ღიად ვამბობ იმასაც, რომ ვინც დასასჯელია, აუცილებლად უნდა დაისაჯოს. კრიმინალებზე მაქვს საუბარი. თუკი ეს არ მოხდება, მაშინ საქართველოს არაფერი ეშველება.

- შოუბიზნესს თუ ეშველება რამე? აქაც ძალიან პოლარიზებული სიტუაციაა ამ წლების განმავლობაში. შოუბი­ზნესი დამოკიდებული იყო ხელისუფლებაზე...

- არანაირად არ იყო დამოკიდებული ხელისუფლებაზე...

- როგორ არა, ძირითადად, სამთავრობო კონცერტებში მონაწილეობდა ყველა ცნობილი სახე. სხვა კონცერტები არც ყოფილა.

- ეს ჩემი პრობლემა არასდროს ყოფილა. პირადად ანრი ჯოხაძისთვის საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება ხელისუფლებაში, თუკი შოუბიზნესის კუთხით განვიხილავთ ამ თემას. მე მაინც უნდა დავჯდე და ვიფიქრო, რა ჰიტი ჩავწერო, რომ საზოგადოებას მოეწონოს, გაიყიდოს და ვიყო კომერციული მომღერალი. ამის საშუალება მე ყოველთვის მქონდა. არავინ თქვას, რომ ხელისუფლებას ვაკითხავდი და კლიპების ფული მომქონდა. მსგავსი არაფერი ყოფილა. ამიტომ ვამბობ, თუკი შოუბიზნესის სფეროში სასიკეთოდ შეიცვლება რაიმე, ეს მხოლოდ გამიხარდება. მივესალმები მუსიკალური არხის შექმნას. ამას წინათ, "მაესტროდან" დამირეკეს, კლიპები მოგვაწოდეო, მამუკა ღლონტი აკეთებს მუსიკალურ არხს. ძალიან გამიხარდა. იცით, რას გეტყვით, მომღერლები უნდა აკეთებდნენ თავიანთ საქმეს.

- თუკი ეძლევათ ამის საშუალება.

- მეტ-ნაკლებად... ქართული ბაზარი ძალიან პატარაა. ჩემთვის მნიშვნელოვანია, საქართველოში სოციალური მდგომარეობა გამოსწორდეს. ზუსტად უნდა ვიცოდე, რომ ადამიანებს 5-10 ლარი ექნებათ, რომ კონცერტზე ბილეთის ფული გადაიხადონ. აქამდე ეს მეტ-ნაკლებად ხდებოდა და კომპრომისზე წასვლა მიწევდა, მაგალითად, ნახევრად ცარიელ დარბაზში სიმღერა.

- ახლა თუ გაქვს სიტუაციის გამოსწორების იმედი?

- ადამიანს იმედი ყოველთვის აქვს. როცა ახალი სისხლი მოდის მთავრობაში, ხალხისთვის სასიკეთო და პოზიტივი უნდა მოიტანოს და ამ ხალხში ჩვენც შევდივართ.

- რაც შეეხება კლიპს, რატომ აღიქვა საზოგადოების ნაწილმა მძაფრ პორნოგრაფიად?

- ეს არ არის პორნოგრაფია, რადგან არ ჩანს სასქესო ორგანოები ახლოდან. მე ამას დავარქმევდი მძაფრ ეროტიკას. არავინ არ დამწამოს, რომ პორნოგრაფიას ვუკეთებ პოპულარიზაციას. იცით, რატომ ამბობენ ამას? ვინც რადიკალური აზრი გამოთქვა ამ კლიპის შესახებ, საკუთარი თავი დაინახა იქ.

- იქნებ, უბრალოდ, არ მოეწონათ?

- რა თქმა უნდა, ესეც შესაძლებელია, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ამ კლიპში მხოლოდ სექსს ხედავენ. ყველა მონაწილეს დიდ მადლობას გადავუხდი. თამარ მაყაშვილი, გიორგი გასვიანი, გიორგი ნაზღაიძე, ნინო შავგულიძე, რომელიც მდივანს თამაშობს. სხვა გოგონები სამეგობრო წრეში მოვძებნეთ, თამამ გოგონებს ვეძებდით. საერთო ჯამში არ მქონია იდეფიქსი, რომ პირდაპირი ნაჯახივით კლიპი გამოსულიყო. თავად გადავიღე, "ლომთა სტუდიო" დამეხმარა, ამას იმიტომ აღვნიშნავ, რომ ვიღაცებმა გამოთქვეს აზრი, სად აქვს ჯოხაძეს ამდენი ფულიო. ეს კლიპი ერთი ფინჯანი ყავის ფული დაჯდა. რაც შეეხება სექსის კადრებს, მინდოდა, მსუბუქი ეროტიკა გამოსულიყო, სკანდალური ელფერით, მაგრამ მსახიობები იმდენად შევიდნენ როლებში, რომ არ შეიძლებოდა, ეს არ მეჩვენებინა. ბევრი ჯანსაღი აზრიც მოვისმინე ჩემს ახალ კლიპთან დაკავშირებით, თუმცა ვინც ამას პორნოგრაფიად აღიქვამს, მისი პრობლემაა - სავალალო მდგომარეობაა და თავიანთ თავზე დაფიქრდნენ. პორნოგრაფია არის ტინტო ბრასის ფილმები.

- პოლიტიკოსების რეაქცია ხომ არ იცი? კი გვითხარი, თავად გადავიღეო, მაგრამ ითქვა, რომ ან ერთმა, ან მეორე მხარემ გადაიხადა ამაში ფული.

- პოლიტიკოსების აზრი არ მაინტერესებს. რაც შეეხება დაფინანსებას, კარგით, ახლა, არ გამაცინოთ?.. ორივე აზრი მოვისმინე, თითქოს ხელისუფლებამ დამიფინანსა და თითქოს "ოცნებამ" (იცინის). გამოაქვეყნონ რაიმე ინფორმაცია, თუ აქვთ, მაგრამ ვერაფერს გამოაქვეყნებენ. აქამდე პოლიტიკური კლიპი "ბედნიერი ერი" მაქვს გაკეთებული. ჩემთვის ეს პრინციპული თემაა. როცა ასეთ კრიტიკულ დროს ვაკეთებ სკანდალურ კლიპს, ფინანსურად აბსოლუტურად სუფთა უნდა ვიყო. არ მიჭირს ისე, რომ კამერა ვერ ვიშოვო. სახლში დავამონტაჟე და ამიტომაც ამას ფინანსები არ სჭირდებოდა.

- ანრი მიხვდა, რაც ხდებოდა და ამიტომაც გადაიღო ასეთი კლიპიო, ამბობენ...

- ეს კლიპი ერთ-ერთი ტელეარხის ეთერში უნდა გასულიყო, მაგრამ არ გავიდა. ვერ ვიტყვი, რომელი არხის ეთერში უნდა გასულიყო. ვერ გეტყვით, რატომ დაბლოკეს, მანამდე ციხეში გადაღებული ისეთი კადრები გადიოდა, ცენზურას ვერ დავაბრალებ. ჩემს კლიპში კი ისეთი არაფერი ხდება, რაც კინოში ან ინტერნეტსივრცეში არ უნახავს მაყურებელს. დავწერე კიდეც "ფეისბუქზე", რომ ვერც ერთი არხის მოწყალებას ვერ დაველოდებოდი და თავად გამოვაქვეყნე. ასე რომ, როგორც კი მონტაჟი დასრულდა და დავარენდერე კლიპი, იმავე წამს დავდე "იუთუბზე".

- შენმა კოლეგებმა როგორ მიიღეს შენი ნამუშევარი?

- მეგობრებმა კარგად და კოლეგების აზრი რატომ უნდა მაინტერესებდეს? თუკი ვინმეს უნდა აზრის გამოთქმა, მითხრან. ჩემმა მეგობრებმა კი ჯანსაღად მიიღეს და გაიცინეს. აქ მარტო სექსს რატომ ხედავს ხალხი? აქ ბევრი დასაფიქრებელი კადრია.

- ამ ცხრა წლის განმავლობაში, რაზე გაგჩენია პროტესტი და თუ გამოგიხატავს?

- მიტინგებზე სირბილით არ გამომიხატავს. აღარ ვარ 22 წლის, როცა მიხაროდა აქციაზე გამოსვლა. გაცილებით სხვა აზროვნება შემიძლია და მოვლენებს საღი, ცივი გონებით ვუყურებ. პროტესტი ყოველთვის იყო. არავინ თქვას, რომ თვითონ არ ჰქონდა, მაგრამ რაღაცებს აიგნორებ, რაღაცებს აღწევ. ვფიქრობ, ჩვენი ხელისუფლების მარცხი სწორედ პენიტენციურ სისტემაში კრიმინალურმა ქმედებებმა გამოიწვია. ამ კადრებმა ხელისუფლებას დიდი დარტყმა მიაყენა. ეს რომ არ ეჩვენებინათ, არჩევნების შედეგი სხვანაირი იქნებოდა. შეიძლება, საბაჟოზე არსებულ პრობლემაზე დახუჭო თვალი, მაგრამ რაც სიცოცხლეს ეხება, ამაზე ვერ დახუჭავ. მგონია, რომ ამ კადრების ხილვით მიღებული შოკისგან ჯერაც ვერ გამოვსულვართ. ძალიან მიხარია, რომ არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდა. ორივე მხარე იმდენად კმაყოფილი იყო, რომ მეგონა, სექსუალურ აქტს ჰქონდა ადგილი. ეს საინტერესოა. ვფიქრობ, დემოკრატიის ამონახეთქი იყო ამ არჩევნებზე.

- შენთვის, როგორც მოქალაქისთვის, რაიმე თუ შეიცვლება?

- ღმერთმა ქნას, აღარასდროს გადავიღო პოლიტიკური კლიპები. როგორც ადამიანს, აბსოლუტურად არ მსიამოვნებს ამ მარაზმზე მუშაობა. მახსოვს, "ბედნიერ ერზე" მუშაობა რამდენად დამთრგუნველი იყო. იმედი მაქვს, აღარ მომიწევს. სიამოვნებით ვიმღერებ პატრიოტულ სიმღერებს, აღარ მინდა პოლიტიკა. საერთოდ, საქართველოში პოლიტიკა მინიმალურად უნდა იყოს რეკლამირებული.

- ბიძინა ივანიშვილს თუ გააშარჟებ კლიპში?

- არა მგონია (იღიმის). მე ხომ ამ საქმის სპეციალისტი არ ვარ.

- დაბოლოს, ვიცი, რომ კლიპის გადაღებისას ბევრი საინტერესო სიტუაცია შეიქმნა...

- ისეთი "შავი" მასალა დამრჩა, ის კი ნამდვილად იყო ტინტო ბრასის პორნოგრაფია (იცინის). თითქოს ორალური სექსით რომ კავდებიან კლიპში, მაქვს კადრები, სადაც ნამდვილად კავდებიან ამით... მე არ მომითხოვია და შოკში ვიყავი, ისე შევიდნენ აუზზე გოგო და ბიჭი ეშხში, რომ ქალს პირიდან ვერ გამოვაღებინე!.. (იცინის). ხვდებით, რა საინტერესო ცხოვრება მაქვს?!.

- ის ქალი მსახიობი იყო?

- (იცინის)...

ნინო მურღულია

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"