საზოგადოება
პოლიტიკა

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მაესტროს" კუთვნილ ანტენებს ყადაღა მოეხსნა
"მაესტროს" კუთვნილ ანტენებს ყადაღა მოეხსნა

ტე­ლე­კომ­პა­ნია "მა­ესტროს" კუთ­ვნილ ან­ტე­ნებს ყა­და­ღა მო­ეხ­სნა, - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" არ­ხის დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა მა­მუ­კა ღლონტმა გა­ნუ­ცხა­და.

"მე თბი­ლის­ში არ ვიმ­ყო­ფე­ბი. "მა­ესტროს" გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა და­მი­რე­კა და მი­თხრა, რომ ყა­და­ღა მოხ­სნეს და შეგ­ვიძ­ლია ჩვე­ნი ქო­ნე­ბის დაბ­რუ­ნე­ბა. რა თქმა უნდა, რო­გორც და­გეგ­მი­ლი იყო, ჩვენ მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის ამ ან­ტე­ნე­ბის და­რი­გე­ბას და­ვი­წყებთ", - აღ­ნიშ­ნა ღლონტმა.

ამას­თან, მან "მასთ ქე­რის" პრინ­ცი­პთან და­კავ­ში­რე­ბი­თაც გა­ა­კე­თა გან­ცხა­დე­ბა და გან­მარ­ტა, რომ მისი მოქ­მე­დე­ბის ვა­დის ამო­წურ­ვის მი­უ­ხე­და­ვად სა­კა­ბე­ლო კომ­პა­ნი­ე­ბის მხრი­დან ტე­ლე­კომ­პა­ნი­ე­ბის სა­კუ­თა­რი პა­კე­ტი­დან გა­თიშ­ვის სა­შიშ­რო­ე­ბა ამ ეტაპ­ზე აღარ არ­სე­ბობს.

"ჩვენ სა­კა­ბე­ლო­ებს გან­ცხა­დე­ბით მივ­მარ­თეთ და ვთხო­ვეთ, რომ პა­კე­ტი­დან არ გა­მო­ვერ­თეთ. რად­გან არ გაგ­ვთი­შეს, ე.ი. მათ­ზე ზე­წო­ლა აღარ ხორ­ცი­ელ­დე­ბა და ამ ეტაპ­ზე გა­მორ­თვის სა­შიშ­რო­ე­ბა­საც ვე­ღარ ვხე­დავ, მაგ­რამ ეს სა­კი­თხი ბო­ლომ­დეა მი­საყ­ვა­ნი და სა­კა­ნონ­მდებ­ლო დო­ნე­ზე უნდა მოხ­დეს იმის რე­გუ­ლი­რე­ბა, რომ ვე­რას­დროს ვერც ერ­თმა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ვერ გა­ბე­დოს მე­დი­ით მა­ნი­პუ­ლი­რე­ბა", - აღ­ნიშ­ნა ღლონტმა.

"მა­ესტროს" კუთ­ვნილ ტექ­ნი­კურ სა­შუ­ა­ლე­ბებს - ან­ტე­ნებ­სა და მათ მა­კომ­პლექ­ტე­ბელ ნა­წი­ლებს ყა­და­ღა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­თა კო­ლე­გი­ის 11 და 14 ივ­ლი­სის გან­ჩი­ნე­ბე­ბით და­ე­დო. აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის ოფი­ცი­ა­ლურ მო­ტი­ვა­ცი­ად და­სა­ხელ­და ის გა­რე­მო­ე­ბა, რომ "მა­ესტროს" მიერ თვალ­თმაქ­ცუ­რი გა­რი­გე­ბით შე­მო­ტა­ნი­ლი ათა­სო­ბით სა­ტე­ლი­ტუ­რი ან­ტე­ნა უნდა და­რი­გე­ბუ­ლი­ყო ამომ­რჩე­ველ­თა მოს­ყიდ­ვის მიზ­ნით, პო­ლი­ტი­კუ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" სა­სარ­გებ­ლოდ, პრაქ­ტი­კუ­ლად უსას­ყიდ­ლოდ. ბრალ­დე­ბა ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის მხრი­დან მა­შინ­ვე შე­ფას­და, რო­გორც უკა­ნო­ნო.

ყა­და­ღა ტე­ლე­კომ­პა­ნია "მა­ესტროს" კუთ­ვნილ 30 ათა­სამ­დე ან­ტე­ნას და 15 ათა­სამ­დე რე­სი­ვერს ედო.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

"მაესტროს" კუთვნილ ანტენებს ყადაღა მოეხსნა

"მაესტროს" კუთვნილ ანტენებს ყადაღა მოეხსნა

ტელეკომპანია "მაესტროს" კუთვნილ ანტენებს ყადაღა მოეხსნა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" არხის დამფუძნებელმა მამუკა ღლონტმა განუცხადა.

"მე თბილისში არ ვიმყოფები. "მაესტროს" გენერალურმა დირექტორმა დამირეკა და მითხრა, რომ ყადაღა მოხსნეს და შეგვიძლია ჩვენი ქონების დაბრუნება. რა თქმა უნდა, როგორც დაგეგმილი იყო, ჩვენ მოსახლეობისთვის ამ ანტენების დარიგებას დავიწყებთ", - აღნიშნა ღლონტმა.

ამასთან, მან "მასთ ქერის" პრინციპთან დაკავშირებითაც გააკეთა განცხადება და განმარტა, რომ მისი მოქმედების ვადის ამოწურვის მიუხედავად საკაბელო კომპანიების მხრიდან ტელეკომპანიების საკუთარი პაკეტიდან გათიშვის საშიშროება ამ ეტაპზე აღარ არსებობს.

"ჩვენ საკაბელოებს განცხადებით მივმართეთ და ვთხოვეთ, რომ პაკეტიდან არ გამოვერთეთ. რადგან არ გაგვთიშეს, ე.ი. მათზე ზეწოლა აღარ ხორციელდება და ამ ეტაპზე გამორთვის საშიშროებასაც ვეღარ ვხედავ, მაგრამ ეს საკითხი ბოლომდეა მისაყვანი და საკანონმდებლო დონეზე უნდა მოხდეს იმის რეგულირება, რომ ვერასდროს ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ გაბედოს მედიით მანიპულირება", - აღნიშნა ღლონტმა.

"მაესტროს" კუთვნილ ტექნიკურ საშუალებებს - ანტენებსა და მათ მაკომპლექტებელ ნაწილებს ყადაღა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 11 და 14 ივლისის განჩინებებით დაედო. აღნიშნული გადაწყვეტილების ოფიციალურ მოტივაციად დასახელდა ის გარემოება, რომ "მაესტროს" მიერ თვალთმაქცური გარიგებით შემოტანილი ათასობით სატელიტური ანტენა უნდა დარიგებულიყო ამომრჩეველთა მოსყიდვის მიზნით, პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნების" სასარგებლოდ, პრაქტიკულად უსასყიდლოდ. ბრალდება ტელეკომპანიის ხელმძღვანელობის მხრიდან მაშინვე შეფასდა, როგორც უკანონო.

ყადაღა ტელეკომპანია "მაესტროს" კუთვნილ 30 ათასამდე ანტენას და 15 ათასამდე რესივერს ედო.

"ინტერპრესნიუსი"

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები