პოლიტიკა
მეცნიერება
სამართალი

7

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 13:37-ზე, მთვარე ლომშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად; საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას; გულის გადაღლას, ოპერაციებსა გულსა და ზურგზე; შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის.
საზოგადოება
მსოფლიო
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვალერი გელაშვილი - ხაშურის მაჟორიტარულ ოლქს არ დავთმობთ
ვალერი გელაშვილი - ხაშურის მაჟორიტარულ ოლქს არ დავთმობთ

ხა­შურ­ში ისევ რთუ­ლი ვი­თა­რე­ბაა და ჩვენ ამ მა­ჟო­რი­ტა­რუ­ლი ოლ­ქის დათ­მო­ბას არ ვა­პი­რებთ, - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ხა­შუ­რის მა­ჟო­რი­ტა­რო­ბის კან­დი­დატ­მა ვა­ლე­რი გე­ლაშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ოლ­ქო კო­მი­სია მათი 10 სა­ჩივ­რის გან­ხილ­ვას აჭი­ა­ნუ­რებს და სხდო­მას არ ატა­რებს.

"ჩვენ ხა­შუ­რის მა­ჟო­რი­ტა­რულ ოლქს არ დავ­თმობთ, რად­გან ჩემს რა­ი­ონ­ში უკვე მე­სა­მედ გა­ვი­მარ­ჯვე. კო­მი­სი­ე­ბის წევ­რე­ბი ღიად აცხა­დე­ბენ, რომ ყალბ ოქ­მებ­ზე ხელ­მო­წე­რა სპეც­რაზმმა აი­ძუ­ლა. სა­ოლ­ქო კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რემ კი კრი­მი­ნა­ლი ჩა­ი­დი­ნა, რო­დე­საც გა­ყალ­ბე­ბუ­ლი ოქ­მე­ბი და­ა­რე­გის­ტრი­რა. მო­ვი­თხოვთ იმ უბ­ნე­ბის ბა­თი­ლად ცნო­ბას, რომ­ლებ­ზეც სპეც­რაზ­მი იყო შე­სუ­ლი ან რე­ა­ლუ­რი შე­დე­გე­ბის

და­წე­რას, რაც სი­ნამ­დვი­ლე­ში და­ფიქ­სირ­და", - აღ­ნიშ­ნა გე­ლაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, სი­ტუ­ა­ცი­ის არე­ვა არ სურს, მაგ­რამ ხალ­ხის შე­ჩე­რე­ბა არ შე­უძ­ლია, რად­გან მათი მო­თხოვ­ნე­ბი სა­მარ­თლი­ა­ნია.

"ხალ­ხი რომ გა­ვა­ჩე­რო, ხვალ მე გა­და­მივ­ლი­ან. ჩვენ უნდა და­ვიც­ვათ ის მხარ­და­ჭე­რა, რაც ამ ოლ­ქში გა­მოგ­ვი­ცხა­დეს", - აღ­ნიშ­ნა ვა­ლე­რი გე­ლაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, სა­ოლ­ქო კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რე ცეს­კოს თავ­მჯდო­მა­რის, ზუ­რაბ ხა­რა­ტიშ­ვი­ლის მი­თი­თე­ბით, სახ­ლი­დან არ გა­მო­დის და კო­მი­სი­ის სხდო­მას არ ატა­რებს.

ამას­თან, სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნებ­ზე და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი დარ­ღვე­ვე­ბი ეუთო-ს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტე­ბი­სა და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის ოფი­სის, ეუთო-ს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ის, ევ­რო­პის საბ­ჭოს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ის, ევ­რო­პის პარ­ლა­მენ­ტის და ნატო-ს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ის ერ­თობ­ლივ წი­ნას­წარ დას­კვნა­შიც აი­სა­ხა.

კერ­ძოდ, წი­ნას­წა­რი დას­კვნის თა­ნახ­მად, სა­ერ­თა­შო­რი­სო დამ­კვირ­ვებ­ლებ­მა პრო­ცე­დუ­რუ­ლი პრობ­ლე­მის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა შეძ­ლეს.

"სა­ერ­თა­შო­რი­სო დამ­კვირ­ვებ­ლებ­მა შე­ამ­ჩნი­ეს, რომ ამომ­რჩევ­ლე­ბი თა­ვი­ანთ არ­ჩე­ვანს ყო­ველ­თვის სა­ი­დუმ­ლოდ არ აკე­თებ­დნენ, დამ­კვირ­ვებ­ლებ­მა მო­ნა­ხუ­ლე­ბუ­ლი სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნე­ბის 5%-ში ჯგუ­ფუ­რად ხმის მი­ცე­მის ფაქ­ტე­ბი და­ა­ფიქ­სი­რეს. გარ­კვე­უ­ლი არა­თან­მიმ­დევ­რუ­ლო­ბა ასე­ვე და­ფიქ­სირ­და მარ­კი­რე­ბის­თვის გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი მელ­ნის გა­მო­ყე­ნე­ბი­სას და შე­მოწ­მე­ბი­სას, მარ­კი­რე­ბა ერთი ადა­მი­ა­ნის მიერ ხმის მრა­ვალ­ჯერ მი­ცე­მის აღ­კვე­თის­თვის გა­მო­ი­ყე­ნე­ბა (მარ­კი­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი მო­ნა­ხუ­ლე­ბუ­ლი უბ­ნე­ბის 7%-ში იქნა და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი). ამომ­რჩე­ველ­თა იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბის პრო­ცე­დუ­რე­ბი მთლი­ა­ნო­ბა­ში და­ცუ­ლი იყო. მო­ნა­ხუ­ლე­ბუ­ლი სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნე­ბის 7.5%-ში გარ­კვე­უ­ლი რა­ო­დე­ნო­ბის ადა­მი­ა­ნებს არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე უარი უთხრეს რად­გან მათი გვა­რე­ბი არ აღ­მოჩ­ნდა შე­სა­ბა­მის ამომ­რჩე­ველ­თა სი­ებ­ში. მარ­თა­ლია, ხმის დათ­ვლის პრო­ცე­დუ­რე­ბი მთლი­ა­ნო­ბა­ში შეს­რუ­ლე­ბუ­ლი იყო, მაგ­რამ სა­ერ­თა­შო­რი­სო დამ­კვირ­ვებ­ლებ­მა დათ­ვლის პრო­ცე­სი ხმის მი­ცე­მის პრო­ცეს­თან შე­და­რე­ბით ნაკ­ლე­ბად პო­ზი­ტი­უ­რად შე­ა­ფა­სეს. მო­ნა­ხუ­ლე­ბუ­ლი სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნე­ბის თით­ქმის ერთ მე­ექ­ვსედ­ში ხმის დათ­ვლის პრო­ცე­სი ნე­გა­ტი­უ­რად იქნა შე­ფა­სე­ბუ­ლი. მო­ნა­ხუ­ლე­ბუ­ლი 135 სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნე­ბის ერთ მე­სა­მედ­ში სა­უბ­ნო სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ას შე­დე­გე­ბის ოქ­მის შედ­გე­ნა გა­უ­ჭირ­და, რა­მაც პრო­ცე­დუ­რუ­ლი შეც­დო­მე­ბი გა­მო­იწ­ვია, მათ შო­რის მო­ნა­ხუ­ლე­ბუ­ლი სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნე­ბის ერთ მე­ა­თედ­ში ოქ­მებ­ზე ხე­ლის წი­ნას­წარ მო­წე­რა იქნა და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი. შე­დე­გე­ბის ოქ­მე­ბი ყო­ველ­თვის გა­მოკ­რუ­ლი არ იყო, რაც კა­ნო­ნის მო­თხოვ­ნას ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა და გამ­ჭირ­ვა­ლო­ბის პრინ­ცი­პი­დან გა­დახ­ვე­ვას წარ­მო­ად­გენს. იყო იმის ნიშ­ნე­ბი, რომ მა­ნამ­დე მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით 7 შემ­თხვე­ვა­ში სა­არ­ჩევ­ნო ყუ­თებ­ში ბი­უ­ლე­ტი­ნე­ბის ჩაყ­რა მოხ­და, მათ შო­რის ასეთ შემ­თხვე­ვას ად­გი­ლი ჰქონ­და ხა­შურ­ში, სა­დაც ხმის დათ­ვლის პრო­ცე­სი მოგ­ვი­ა­ნე­ბით ჩა­ი­შა­ლა. ცეს­კომ გა­ნა­ცხა­და რომ რა­მო­დე­ნი­მე სა­არ­ჩევ­ნო უბან­ზე არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბის გა­უქ­მე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა გა­ნი­ხი­ლე­ბა. ხმე­ბის შე­ჯა­მე­ბის პრო­ცე­სი ძი­რი­თა­დად გამჭვირ­ვა­ლედ მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, ზო­გი­ერთ სა­ოლ­ქო სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ა­ში ზედ­მე­ტი ხალ­ხმრავ­ლო­ბა შე­იმ­ჩნე­ო­და. სა­ერ­თა­შო­რი­სო დამ­კვირ­ვებ­ლე­ბის მო­ნა­ცე­მე­ბით რვა შემ­თხვე­ვა­ში სა­უბ­ნო სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ე­ბის მა­სა­ლე­ბი წე­სი­ე­რად და­ლუ­ქუ­ლი არ ყო­ფი­ლა და შე­ჯა­მე­ბის პრო­ცეს­ზე დაკ­ვირ­ვე­ბი­სას (87-ე უბან­ზე) 9 შემ­თხვე­ვა­ში სა­უბ­ნო სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის ოქ­მში და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი ციფ­რე­ბი სწო­რად შე­ჯა­მე­ბუ­ლი არ ყო­ფი­ლა. თეთ­რი­წყა­რო­ში სულ ცოტა ორმა სა­უბ­ნო სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ამ მათი ბი­უ­ლე­ტი­ნე­ბი და ოქ­მე­ბი პირ­და­პირ ცენ­ტრა­ლურ სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ა­ში გა­აგ­ზავ­ნა, რად­გან ხალ­ხმრავ­ლო­ბის გამო მათ ამ დო­კუ­მენ­ტე­ბის სა­ოლ­ქო სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ა­ში შე­ტა­ნა ვერ მო­ა­ხერ­ხეს", - ნათ­ქვა­მია დას­კვნა­ში.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საპროტესტო აქციებზე დაკავებული მომიტინგეების ოჯახის წევრები 8 აპრილს დაგეგმილი დემონსტრაციისთვის ემზადებიან

ვალერი გელაშვილი - ხაშურის მაჟორიტარულ ოლქს არ დავთმობთ

ვალერი გელაშვილი - ხაშურის მაჟორიტარულ ოლქს არ დავთმობთ

ხაშურში ისევ რთული ვითარებაა და ჩვენ ამ მაჟორიტარული ოლქის დათმობას არ ვაპირებთ, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "ქართული ოცნების" ხაშურის მაჟორიტარობის კანდიდატმა ვალერი გელაშვილმა განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, საოლქო კომისია მათი 10 საჩივრის განხილვას აჭიანურებს და სხდომას არ ატარებს.

"ჩვენ ხაშურის მაჟორიტარულ ოლქს არ დავთმობთ, რადგან ჩემს რაიონში უკვე მესამედ გავიმარჯვე. კომისიების წევრები ღიად აცხადებენ, რომ ყალბ ოქმებზე ხელმოწერა სპეცრაზმმა აიძულა. საოლქო კომისიის თავმჯდომარემ კი კრიმინალი ჩაიდინა, როდესაც გაყალბებული ოქმები დაარეგისტრირა. მოვითხოვთ იმ უბნების ბათილად ცნობას, რომლებზეც სპეცრაზმი იყო შესული ან რეალური შედეგების

დაწერას, რაც სინამდვილეში დაფიქსირდა", - აღნიშნა გელაშვილმა.

მისივე განმარტებით, სიტუაციის არევა არ სურს, მაგრამ ხალხის შეჩერება არ შეუძლია, რადგან მათი მოთხოვნები სამართლიანია.

"ხალხი რომ გავაჩერო, ხვალ მე გადამივლიან. ჩვენ უნდა დავიცვათ ის მხარდაჭერა, რაც ამ ოლქში გამოგვიცხადეს", - აღნიშნა ვალერი გელაშვილმა.

მისივე თქმით, საოლქო კომისიის თავმჯდომარე ცესკოს თავმჯდომარის, ზურაბ ხარატიშვილის მითითებით, სახლიდან არ გამოდის და კომისიის სხდომას არ ატარებს.

ამასთან, საარჩევნო უბნებზე დაფიქსირებული დარღვევები ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის, ევროპის პარლამენტის და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ერთობლივ წინასწარ დასკვნაშიც აისახა.

კერძოდ, წინასწარი დასკვნის თანახმად, საერთაშორისო დამკვირვებლებმა პროცედურული პრობლემის იდენტიფიცირება შეძლეს.

"საერთაშორისო დამკვირვებლებმა შეამჩნიეს, რომ ამომრჩევლები თავიანთ არჩევანს ყოველთვის საიდუმლოდ არ აკეთებდნენ, დამკვირვებლებმა მონახულებული საარჩევნო უბნების 5%-ში ჯგუფურად ხმის მიცემის ფაქტები დააფიქსირეს. გარკვეული არათანმიმდევრულობა ასევე დაფიქსირდა მარკირებისთვის გამოყენებული მელნის გამოყენებისას და შემოწმებისას, მარკირება ერთი ადამიანის მიერ ხმის მრავალჯერ მიცემის აღკვეთისთვის გამოიყენება (მარკირებასთან დაკავშირებული პრობლემები მონახულებული უბნების 7%-ში იქნა დაფიქსირებული). ამომრჩეველთა იდენტიფიცირების პროცედურები მთლიანობაში დაცული იყო. მონახულებული საარჩევნო უბნების 7.5%-ში გარკვეული რაოდენობის ადამიანებს არჩევნებში მონაწილეობაზე უარი უთხრეს რადგან მათი გვარები არ აღმოჩნდა შესაბამის ამომრჩეველთა სიებში. მართალია, ხმის დათვლის პროცედურები მთლიანობაში შესრულებული იყო, მაგრამ საერთაშორისო დამკვირვებლებმა დათვლის პროცესი ხმის მიცემის პროცესთან შედარებით ნაკლებად პოზიტიურად შეაფასეს. მონახულებული საარჩევნო უბნების თითქმის ერთ მეექვსედში ხმის დათვლის პროცესი ნეგატიურად იქნა შეფასებული. მონახულებული 135 საარჩევნო უბნების ერთ მესამედში საუბნო საარჩევნო კომისიას შედეგების ოქმის შედგენა გაუჭირდა, რამაც პროცედურული შეცდომები გამოიწვია, მათ შორის მონახულებული საარჩევნო უბნების ერთ მეათედში ოქმებზე ხელის წინასწარ მოწერა იქნა დაფიქსირებული. შედეგების ოქმები ყოველთვის გამოკრული არ იყო, რაც კანონის მოთხოვნას ეწინააღმდეგება და გამჭირვალობის პრინციპიდან გადახვევას წარმოადგენს. იყო იმის ნიშნები, რომ მანამდე მთელი ქვეყნის მასშტაბით 7 შემთხვევაში საარჩევნო ყუთებში ბიულეტინების ჩაყრა მოხდა, მათ შორის ასეთ შემთხვევას ადგილი ჰქონდა ხაშურში, სადაც ხმის დათვლის პროცესი მოგვიანებით ჩაიშალა. ცესკომ განაცხადა რომ რამოდენიმე საარჩევნო უბანზე არჩევნების შედეგების გაუქმების შესაძლებლობა განიხილება. ხმების შეჯამების პროცესი ძირითადად გამჭვირვალედ მიმდინარეობდა, ზოგიერთ საოლქო საარჩევნო კომისიაში ზედმეტი ხალხმრავლობა შეიმჩნეოდა. საერთაშორისო დამკვირვებლების მონაცემებით რვა შემთხვევაში საუბნო საარჩევნო კომისიების მასალები წესიერად დალუქული არ ყოფილა და შეჯამების პროცესზე დაკვირვებისას (87-ე უბანზე) 9 შემთხვევაში საუბნო საარჩევნო კომისიის ოქმში დაფიქსირებული ციფრები სწორად შეჯამებული არ ყოფილა. თეთრიწყაროში სულ ცოტა ორმა საუბნო საარჩევნო კომისიამ მათი ბიულეტინები და ოქმები პირდაპირ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გააგზავნა, რადგან ხალხმრავლობის გამო მათ ამ დოკუმენტების საოლქო საარჩევნო კომისიაში შეტანა ვერ მოახერხეს", - ნათქვამია დასკვნაში.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"