პოლიტიკა
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
სპორტი
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას შეეწირა 10 თვის ბავშვის სიცოცხლე?
რას შეეწირა 10 თვის ბავშვის სიცოცხლე?

30 სექ­ტემ­ბერს გურ­ჯა­ა­ნის რა­ი­ო­ნის სო­ფელ კო­ლაგ­ში ენით აუ­წე­რე­ლი ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და - 10 თვის ჩვი­ლი, ბარ­ბა­რე რა­ფა­ლი­ან­ცი მშობ­ლებ­მა წყლით სავ­სე ქვევრში დამ­ხრჩვა­ლი იპო­ვეს. ოჯა­ხის წევ­რე­ბის გად­მო­ცე­მით, ბავ­შვს პირ­ველ სარ­თულ­ზე ეძი­ნა, მშობ­ლე­ბი კი ნა­თე­სა­ვებ­თან ერ­თად მე­ო­რე სარ­თულ­ზე იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. იმ სა­ბე­დის­წე­რო ღა­მით პა­ტა­რა ბარ­ბა­რეს დედა დას­თან იყო სტუმ­რად. "მე მტრე­ბი არ მყო­ლია, ჩემი შვი­ლი გი­ორ­გი ღვი­ნი­აშ­ვი­ლის ბი­ძაშ­ვი­ლე­ბის მუ­ქა­რის შემ­დეგ მოკ­ლეს", - გა­ნა­ცხა­და და­ღუ­პუ­ლი ჩვი­ლის დე­დამ თა­თია მე­ქე­რიშ­ვილ­მა.

მან­ვე იმ ადა­მი­ა­ნე­ბის გვა­რე­ბიც და­ა­სა­ხე­ლა, რომ­ლე­ბიც, ტრა­გე­დი­ის დღეს იმუქ­რე­ბოდ­ნენ. ესე­ნი არი­ან "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მხარ­დამ­ჭე­რე­ბი, ძმე­ბი ილია და გი­ორ­გი მე­ქე­რიშ­ვი­ლე­ბი, აგ­რეთ­ვე, ზურა მე­ქე­რიშ­ვი­ლი.

"სა­ნამ ეს უბე­დუ­რე­ბა და­მა­ტყდე­ბო­და, ილია, გი­ორ­გი და ზურა მა­ღა­ზი­ას­თან შემ­ხვდნენ, გა­ვი­გო­ნე, რო­გორ იმუქ­რე­ბოდ­ნენ: ვი­ღა­ცას ბომ­ბი უკვე შე­ვუგ­დეთ და ახლა გზის ქვე­ვით ვინც ცხოვ­რობს, ნა­ხა­ვენ, ამა­ღამ რა დღე და­ად­გე­ბა­თო. სწო­რედ იმ სა­ღა­მოს მო­მიკ­ლეს შვი­ლი. მე სხვა მტე­რი არ მყო­ლია და არ ვიცი, სხვა რა ვი­ფიქ­რო. მე მათი გვა­რე­ბი პო­ლი­ცი­ე­ლებ­თა­ნაც და­ვა­სა­ხე­ლე, თუმ­ცა ჯერ­ჯე­რო­ბით არც ერთი მათ­გა­ნი არ და­უ­კი­თხავთ", - გა­ნა­ცხა­და და­ღუ­პუ­ლი ჩვი­ლის დე­დამ.

შს მი­ნის­ტრის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლებ­ელმა ეკა­ტე­რი­ნე ზღუ­ლა­ძემ ბარ­ბა­რე რა­ფა­ლი­ან­ცის საქ­მე პი­რად კონ­ტროლ­ზე აიყ­ვა­ნა და სა­ზო­გა­დო­ე­ბას "შე­დე­გის სწრა­ფად და­დე­ბას" შეჰ­პირ­და.

მა­ნა­ნა ბე­რი­კაშ­ვი­ლი, გურ­ჯა­ა­ნის რა­ი­ო­ნის "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მა­ჟო­რი­ტა­რო­ბის კან­დი­და­ტი.

- ქალ­ბა­ტო­ნო მა­ნა­ნა, პარ­ლა­მენ­ტა­რი გოკა გა­ბაშ­ვი­ლი გა­ნა­რის­ხა თქვენ­მა პირ­ველ­მა კო­მენ­ტარ­მა, რო­მე­ლიც შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე იყო ჩა­წე­რი­ლი, და ის "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" პო­ლი­ტი­კუ­რი ქუ­ლე­ბის ჩა­წე­რის მცდე­ლო­ბად ჩა­გით­ვა­ლათ...

- ბა­ტო­ნი გა­ბაშ­ვი­ლი სხვა რა­მე­ზე რომ გან­რის­ხდეს, უკე­თე­სი იქ­ნე­ბა. მე რა კო­მენ­ტა­რიც აღელ­ვე­ბულ­მა გა­ვა­კე­თე, ეს იყო ის, რა­საც ამ­ბობ­დნენ პა­ტა­რა ბარ­ბა­რეს დედა, დე­ი­და და მე­ზობ­ლე­ბი. ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩა­წე­რი­ლია, მათ­გან მი­ღე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­აა, ასე რომ, ნუ გან­რის­ხდე­ბი­ან. სა­მარ­ცხვი­ნო ის არის, რა­საც გა­ბაშ­ვი­ლი ამ­ბობს. მობ­რძა­ნე­ბუ­ლი­ყო გოკა გა­ბაშ­ვი­ლი იქ, და­ე­ნა­ხა ქვევრში ჩამ­ხრჩვა­ლი ბავ­შვი და ვნა­ხავ­დი, რა კო­მენ­ტარს გა­ა­კე­თებ­და. რა­ტომ არ მობ­რძან­და იქ არა­ვინ? მომ­ხდა­რი­დან ერთი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში შო­კი­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, მარ­ტო მე კი არა, ყვე­ლა შოკ­ში იყო.

მე­ო­რეც, იცით, ამ ტრა­გე­დი­ას წინ რაც უძღო­და - პა­ტიმ­რე­ბის თე­მას რომ ამ ბავ­შვის ტრა­გე­დი­აც და­ერ­თო, ეს იყო გა­მა­ოგ­ნე­ბე­ლი.

- ახლა რა მდგო­მა­რე­ო­ბაა გარ­დაც­ვლი­ლი ჩვი­ლის ოჯახ­ში და სო­ფელ­ში?

- ბავ­შვის მამა მთე­ლი ღამე ჰყავ­დათ და­კი­თხვა­ზე პო­ლი­ცი­ა­ში, დი­ლით გა­მო­უშ­ვეს. იმა­ვე ღა­მით, თბი­ლი­სი­დან ჩა­მო­ვიდ­ნენ ად­ვო­კა­ტე­ბი, მაგ­რამ ბავ­შვის მა­მამ ად­ვო­კა­ტის მომ­სა­ხუ­რე­ბა­ზე უარი თქვა. ამას­თა­ნა­ვე, შე­ვი­ტყვეთ, რომ გურ­ჯა­ა­ნის ერთ-ერთ სო­ფელ­ში სცემ­დნენ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წარ­მო­მად­გენ­ლებს. ჩვე­ნი ად­ვო­კა­ტე­ბი იქ გაც­ვივ­დნენ, რა დრო­საც მა­თაც უმო­წყა­ლოდ გა­უს­წორ­დნენ. სულ წიხ­ლე­ბით არი­ან ნა­ცე­მი. ერთ მათ­განს ტუჩი და თავი ჰქონ­და გა­ხეთ­ქი­ლი, ქალ­ბა­ტონ­მა ტვი­ნის შერ­ყე­ვა მი­ი­ღო. ისი­ნი რე­ა­ნო­მო­ბი­ლით წა­იყ­ვა­ნეს თბი­ლის­ში. მოკ­ლედ, ეს იყო კოშ­მა­რე­ბის ღამე.

- ით­ქვა, რომ ჩვი­ლის დე­დას ეჭვი აქვს ვინ­მე გი­ორ­გი მე­ქე­რიშ­ვილ­ზე...

- რო­გორც ბავ­შვის დედა და დე­ი­და ამ­ბო­ბენ, სწო­რედ ეს ადა­მი­ა­ნი ცდი­ლობ­და მათ­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბას. ეს ყვე­ლა­ფე­რი "მე-9 არ­ხის" ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა ჩა­ი­წე­რეს. გამ­წა­რე­ბუ­ლი დედა კი­ო­და, ამათ მო­მიკ­ლეს შვი­ლიო.

ტრა­გე­დი­ის ღა­მეს თბი­ლი­სი­დან ჩა­მო­ვიდ­ნენ ქეთი დო­ლი­ძე, ნი­ნე­ლი ჭანკვე­ტა­ძე, ირაკ­ლი ალა­სა­ნია, სხვე­ბიც... ამ ტრა­გე­დი­ამ ყვე­ლა შეგვძრა. შე­სა­ბა­მის­მა ორ­გა­ნო­ებ­მა უნდა გა­მო­ი­ძი­ონ ეს საქ­მე და დამ­ნა­შა­ვე მკაც­რად და­ი­სა­ჯოს.

გი­ორ­გი ცა­გა­რე­იშ­ვი­ლი, პარ­ლა­მენ­ტა­რი, "თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბის" წევ­რი:

- ეს არის ყო­ველ­გვარ ზღვარს გა­და­სუ­ლი სი­სას­ტი­კე. არ მინ­და და­ვი­ჯე­რო, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ისეა ჭკუ­ი­დან გა­და­სუ­ლი, ასეთ რა­მეს სჩა­დის. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბევ­რი მათ­გა­ნი ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩა­მო­ყა­ლიბ­და კრი­მი­ნა­ლად, მა­ინც ვერ ვი­ჯე­რებ, რომ ქარ­თველ­მა კაც­მა ასე­თი რამ ჩა­ი­დი­ნა. ხე­ლა­ღე­ბით ვე­რა­ვის და­ვა­და­ნა­შა­უ­ლებ, მაგ­რამ რო­დე­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა შე­იც­ვლე­ბა, ეს და სხვა მსგავ­სი შემ­ზა­რა­ვი და­ნა­შა­უ­ლის ფაქ­ტე­ბი აუ­ცი­ლებ­ლად იქ­ნე­ბა გა­მო­ძი­ე­ბუ­ლი და ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი, ვინც უნდა იყოს ის, მი­ე­ცე­მა პა­სუ­ხის­გე­ბა­ში, ამის პი­რო­ბას გაძ­ლევთ. რამ გა­ნა­რის­ხა გოკა გა­ბაშ­ვი­ლი? რა­ტომ მა­შინ არ გან­რის­ხდა, როცა სან­დრო გირ­გვლი­ანს კლავ­დნენ, როცა მა­მა­კა­ცებს ცო­ცხით და ჯო­ხით აუ­პა­ტი­უ­რებ­დნენ, ან მა­შინ, როცა მი­ტინ­გებს არ­ბევ­დნენ.ამი­ტომ, კო­მენ­ტა­რი იმ ადა­მი­ა­ნე­ბის გა­მო­ნათ­ქვა­მებ­ზე, რომ­ლე­ბიც სექ­სუ­ა­ლურ მა­ნი­ა­კებს ამარ­თლე­ბენ, მათ­თან მე­გობ­რო­ბენ და მათ ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან, ჩემ­თვის შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი იქ­ნე­ბა. აბა, სხვა რა უნდა თქვას გა­ბაშ­ვილ­მა? სა­ერ­თოდ, ადა­მი­ა­ნი თა­ვი­სი გა­თახ­სი­რე­ბუ­ლო­ბის ხა­რის­ხის მი­ხედ­ვით მსჯე­ლობს. ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას იმ­დე­ნი სი­სას­ტი­კე აქვს ჩა­დე­ნი­ლი, ყვე­ლა­ფე­რია მო­სა­ლოდ­ნე­ლი, მაგ­რამ მინ­და და­ვი­ტო­ვო მცი­რე იმე­დი, რომ ეს სა­ში­ნე­ლი და­ნა­შა­უ­ლი არ არის ჩა­დე­ნი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დაკ­ვე­თით და მათი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის მიერ. თუ სი­გა­რე­ტით და ცო­ცხე­ბით პა­ტიმ­რე­ბის გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის შემ­დეგ სა­ა­კაშ­ვი­ლი ჩვი­ლი ბავ­შვე­ბის ხოც­ვა-ჟლე­ტა­ზე გა­და­ვი­და, აქ აღარ არის ლა­პა­რა­კი მარ­ტო პო­ლი­ტი­კურ გა­დაც­დო­მა­ზე, ეს არის უკვე და­ნა­შა­უ­ლი კა­ცობ­რი­ო­ბის წი­ნა­შე. ესე­ნი არა მარ­ტო კარ­გა­ვენ მა­ტე­რი­ა­ლურ დოვ­ლათს და მდგო­მა­რე­ო­ბას სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, ბევ­რი მათ­გა­ნი - ღვი­ნი­აშ­ვი­ლე­ბი, გა­ბაშ­ვი­ლე­ბი, სა­ა­კაშ­ვი­ლე­ბი და სხვა სუ­ბი­ექ­ტე­ბი, სა­ვა­რა­უ­დოდ, ხან­გრძლი­ვი დრო­ით ჩაჯ­დე­ბი­ან სა­პა­ტიმ­რო­ებ­ში, რომ­ლებ­საც ჩვენ­თვის და ჩვე­ნი შვი­ლე­ბის­თვის აშე­ნებ­დნენ ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში.

ეკა­ტე­რი­ნე ხერ­ხე­უ­ლი­ძე, უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რი:

- პირ­ველ რიგ­ში, მი­ვუ­სამ­ძიმ­რებ პა­ტა­რა ბარ­ბა­რეს ოჯახს. რა თქმა უნდა, ეს გა­ნუ­ზომ­ლად დიდი ტრა­გე­დი­აა, მაგ­რამ ამაზ­რზე­ნი და აუ­ტა­ნე­ლია ამ ფაქ­ტის უკან გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი, პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ფა­სე­ბე­ბი. რო­დე­საც ბავ­შვის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქ­ტი რო­მე­ლი­მე პო­ლი­ტი­კურ­მა ჯგუფ­მა შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ი­ყე­ნოს სა­წი­ნა­აღ­მდე­გო გუნ­დის მი­მართ, ბუ­ნებ­რი­ვია, ეს არის სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა­ზე დიდი ტრა­გე­დია. ვფიქ­რობ, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა ამას გას­ცემს პა­სუხს და ეს არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გებ­ზე აი­სა­ხე­ბა.

- მაგ­რამ პირ­ვე­ლად ხომ ოჯა­ხის წევ­რებ­მა და­ა­დეს ხელი ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის მომ­ხრე­ებს, ბავ­შვის დე­ი­დამ თქვა, რომ შვი­ლის გა­ტა­ცე­ბით და­ე­მუქრნენ.

- ასე­თი რამ არ უთ­ქვამს ოჯა­ხის არც ერთ წევ­რს. მე ვა­დევ­ნე თვა­ლი მთლი­ან სი­უ­ჟეტს, ყვე­ლა­ნი ვი­ყა­ვით და­ზაფ­რუ­ლე­ბი, მაგ­რამ შეგ­ვრჩა იმ­დე­ნი გო­ნე­ბა, რომ ყვე­ლა­ფე­რი დაგ­ვე­მახ­სოვ­რე­ბი­ნა. თქვეს, რომ მათ კო­ორ­დი­ნა­ტორს ემუქ­რე­ბოდ­ნენ, თუმ­ცა ესეც და­სად­გე­ნია, ემუქ­რე­ბოდ­ნენ თუ არა. მას ბავ­შვი სა­ერ­თოდ არ უხ­სე­ნე­ბია. არ უთ­ქვამს, რომ ბავ­შვის ირ­გვლივ იყო მუ­ქა­რა. ბუ­ნებ­რი­ვია, ეს იყო გა­მო­სავ­ლის ძი­ე­ბა იმ უპა­სუ­ხის­მგებ­ლო რე­პორ­ტა­ჟის გამო, როცა უმ­ძი­მე­სი კად­რე­ბი, სა­ში­ნე­ლე­ბა­თა ფილმშიც რომ შეგძრავს, აჩ­ვე­ნეს ქარ­თველ სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რო­მელ­საც მე­ო­რე დღეს არ­ჩევ­ნე­ბი ჰქონ­და.

- ბარ­ბა­რეს დე­დამ და­ა­სა­ხე­ლა ადა­მი­ა­ნი, ვის­ზეც ეჭვი აქვს - გი­ორ­გი ღვი­ნი­აშ­ვი­ლის ნა­თე­სა­ვი გი­ორ­გი მე­ქე­რიშ­ვი­ლი.

- თქვენ ეს და­კი­თხვის ოქ­მებ­ში ამო­ი­კი­თხეთ? აღარ გვინ­და, რა, ნი­უ­სე­ბი. ძნე­ლი წარ­მო­სად­გე­ნია, რომ ასე­თი ტრა­გე­დი­ის შემ­დეგ დედა და დე­ი­და პო­ლი­ტი­კურ გან­ცხა­დე­ბებს აკე­თებ­დნენ. ამი­ტომ კო­მენ­ტა­რის­გან თავს შე­ვი­კა­ვებ.

სა­ლო­მე მა­ხა­რა­ძე, შსს-ს პრეს­სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი.

- ქალ­ბა­ტო­ნო სა­ლო­მე, თუ და­ი­კი­თხა ოჯა­ხის წევ­რე­ბის მიერ ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი გი­ორ­გი მე­ქე­რიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც, რო­გორც ით­ქვა, ძა­ლო­ვა­ნი უწყე­ბის თა­ნამ­შრო­მე­ლი ყო­ფი­ლა?

- უკაც­რა­ვად, ასეთ მო­საზ­რე­ბებს და კი­თხვებს პა­სუხს ვერ გავ­ცემ. მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა და ყვე­ლა­ფერს მა­შინ გე­ტყვით, როცა კი ხელთ გვექ­ნე­ბა ინ­ფორ­მა­ცია. "ვი­ღა­ცამ რა­ღაც თქვა" - ასეთ ვერ­სი­ებს პა­სუხს ვერ გავ­ცემ. ეს საქ­მე ქალ­ბა­ტონ­მა ეკა ზღუ­ლა­ძემ პი­რად კონ­ტროლ­ზე აიყ­ვა­ნა და გა­მო­ძი­ე­ბა ცდი­ლობს, მაქ­სი­მა­ლუ­რად სწრა­ფად და­დოს შე­დე­გი.

P.S. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ღუ­პუ­ლი გო­გო­ნას მა­მამ გა­ნა­ცხა­და, რომ პო­ლი­ცი­ამ 2 ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი და­ა­კა­ვა. და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის ვი­ნა­ო­ბა ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია.

ნანა ფი­ცხე­ლა­უ­რი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

იხი­ლეთ: - შემ­ზა­რა­ვი კად­რე­ბი10 თვის ბარ­ბა­რე რა­ფა­ლი­ა­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით (+18)

- ქვევრში დამ­ხრჩვა­ლი ჩვი­ლის ოჯა­ხი მომ­ხდარს პო­ლი­ტი­კუ­რი მო­ტი­ვით ხსნის

- "ზე­წო­ლას ჩვენ გვი­კე­თე­ბენ, ვი­თომ ჩვენ მოვ­კა­ლით ბავ­შვი" - რას ყვე­ბი­ან კა­ხეთ­ში და­ღუ­პუ­ლი ჩვი­ლის ოჯა­ხის წევ­რე­ბი

რას შეეწირა 10 თვის ბავშვის სიცოცხლე?

რას შეეწირა 10 თვის ბავშვის სიცოცხლე?

30 სექტემბერს გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგში ენით აუწერელი ტრაგედია დატრიალდა - 10 თვის ჩვილი, ბარბარე რაფალიანცი მშობლებმა წყლით სავსე ქვევრში დამხრჩვალი იპოვეს. ოჯახის წევრების გადმოცემით, ბავშვს პირველ სართულზე ეძინა, მშობლები კი ნათესავებთან ერთად მეორე სართულზე იმყოფებოდნენ. იმ საბედისწერო ღამით პატარა ბარბარეს დედა დასთან იყო სტუმრად. "მე მტრები არ მყოლია, ჩემი შვილი გიორგი ღვინიაშვილის ბიძაშვილების მუქარის შემდეგ მოკლეს", - განაცხადა დაღუპული ჩვილის დედამ თათია მექერიშვილმა.

მანვე იმ ადამიანების გვარებიც დაასახელა, რომლებიც, ტრაგედიის დღეს იმუქრებოდნენ. ესენი არიან "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები, ძმები ილია და გიორგი მექერიშვილები, აგრეთვე, ზურა მექერიშვილი.

"სანამ ეს უბედურება დამატყდებოდა, ილია, გიორგი და ზურა მაღაზიასთან შემხვდნენ, გავიგონე, როგორ იმუქრებოდნენ: ვიღაცას ბომბი უკვე შევუგდეთ და ახლა გზის ქვევით ვინც ცხოვრობს, ნახავენ, ამაღამ რა დღე დაადგებათო. სწორედ იმ საღამოს მომიკლეს შვილი. მე სხვა მტერი არ მყოლია და არ ვიცი, სხვა რა ვიფიქრო. მე მათი გვარები პოლიციელებთანაც დავასახელე, თუმცა ჯერჯერობით არც ერთი მათგანი არ დაუკითხავთ", - განაცხადა დაღუპული ჩვილის დედამ.

შს მინისტრის მოვალეობის შემსრულებ­ელმა ეკატერინე ზღულაძემ ბარბარე რაფალიანცის საქმე პირად კონტროლზე აიყვანა და საზოგადოებას "შედეგის სწრაფად დადებას" შეჰპირდა.

მანანა ბერიკაშვილი, გურჯაანის რაიონის "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი.

- ქალბატონო მანანა, პარლამენტარი გოკა გაბაშვილი განარისხა თქვენმა პირველმა კომენტარმა, რომელიც შემთხვევის ადგილზე იყო ჩაწერილი, და ის "ქართული ოცნების" პოლიტიკური ქულების ჩაწერის მცდელობად ჩაგითვალათ...

- ბატონი გაბაშვილი სხვა რამეზე რომ განრისხდეს, უკეთესი იქნება. მე რა კომენტარიც აღელვებულმა გავაკეთე, ეს იყო ის, რასაც ამბობდნენ პატარა ბარბარეს დედა, დეიდა და მეზობლები. ეს ყველაფერი ჩაწერილია, მათგან მიღებული ინფორმაციაა, ასე რომ, ნუ განრისხდებიან. სამარცხვინო ის არის, რასაც გაბაშვილი ამბობს. მობრძანებულიყო გოკა გაბაშვილი იქ, დაენახა ქვევრში ჩამხრჩვალი ბავშვი და ვნახავდი, რა კომენტარს გააკეთებდა. რატომ არ მობრძანდა იქ არავინ? მომხდარიდან ერთი საათის განმავლობაში შოკირებული ვიყავი, მარტო მე კი არა, ყველა შოკში იყო.

მეორეც, იცით, ამ ტრაგედიას წინ რაც უძღოდა - პატიმრების თემას რომ ამ ბავშვის ტრაგედიაც დაერთო, ეს იყო გამაოგნებელი.

- ახლა რა მდგომარეობაა გარდაცვლილი ჩვილის ოჯახში და სოფელში?

- ბავშვის მამა მთელი ღამე ჰყავდათ დაკითხვაზე პოლიციაში, დილით გამოუშვეს. იმავე ღამით, თბილისიდან ჩამოვიდნენ ადვოკატები, მაგრამ ბავშვის მამამ ადვოკატის მომსახურებაზე უარი თქვა. ამასთანავე, შევიტყვეთ, რომ გურჯაანის ერთ-ერთ სოფელში სცემდნენ "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს. ჩვენი ადვოკატები იქ გაცვივდნენ, რა დროსაც მათაც უმოწყალოდ გაუსწორდნენ. სულ წიხლებით არიან ნაცემი. ერთ მათგანს ტუჩი და თავი ჰქონდა გახეთქილი, ქალბატონმა ტვინის შერყევა მიიღო. ისინი რეანომობილით წაიყვანეს თბილისში. მოკლედ, ეს იყო კოშმარების ღამე.

- ითქვა, რომ ჩვილის დედას ეჭვი აქვს ვინმე გიორგი მექერიშვილზე...

- როგორც ბავშვის დედა და დეიდა ამბობენ, სწორედ ეს ადამიანი ცდილობდა მათზე ზემოქმედებას. ეს ყველაფერი "მე-9 არხის" ჟურნალისტებმა ჩაიწერეს. გამწარებული დედა კიოდა, ამათ მომიკლეს შვილიო.

ტრაგედიის ღამეს თბილისიდან ჩამოვიდნენ ქეთი დოლიძე, ნინელი ჭანკვეტაძე, ირაკლი ალასანია, სხვებიც... ამ ტრაგედიამ ყველა შეგვძრა. შესაბამისმა ორგანოებმა უნდა გამოიძიონ ეს საქმე და დამნაშავე მკაცრად დაისაჯოს.

გიორგი ცაგარეიშვილი, პარლამენტარი, "თავისუფალი დემოკრატების" წევრი:

- ეს არის ყოველგვარ ზღვარს გადასული სისასტიკე. არ მინდა დავიჯერო, რომ ხელისუფლება ისეა ჭკუიდან გადასული, ასეთ რამეს სჩადის. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მათგანი ამ წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა კრიმინალად, მაინც ვერ ვიჯერებ, რომ ქართველმა კაცმა ასეთი რამ ჩაიდინა. ხელაღებით ვერავის დავადანაშაულებ, მაგრამ როდესაც ხელისუფლება შეიცვლება, ეს და სხვა მსგავსი შემზარავი დანაშაულის ფაქტები აუცილებლად იქნება გამოძიებული და ყველა ადამიანი, ვინც უნდა იყოს ის, მიეცემა პასუხისგებაში, ამის პირობას გაძლევთ. რამ განარისხა გოკა გაბაშვილი? რატომ მაშინ არ განრისხდა, როცა სანდრო გირგვლიანს კლავდნენ, როცა მამაკაცებს ცოცხით და ჯოხით აუპატიურებდნენ, ან მაშინ, როცა მიტინგებს არბევდნენ.ამიტომ, კომენტარი იმ ადამიანების გამონათქვამებზე, რომლებიც სექსუალურ მანიაკებს ამართლებენ, მათთან მეგობრობენ და მათ ემსახურებიან, ჩემთვის შეურაცხმყოფელი იქნება. აბა, სხვა რა უნდა თქვას გაბაშვილმა? საერთოდ, ადამიანი თავისი გათახსირებულობის ხარისხის მიხედვით მსჯელობს. ამ ხელისუფლებას იმდენი სისასტიკე აქვს ჩადენილი, ყველაფერია მოსალოდნელი, მაგრამ მინდა დავიტოვო მცირე იმედი, რომ ეს საშინელი დანაშაული არ არის ჩადენილი ხელისუფლების დაკვეთით და მათი გულშემატკივრების მიერ. თუ სიგარეტით და ცოცხებით პატიმრების გაუპატიურების შემდეგ სააკაშვილი ჩვილი ბავშვების ხოცვა-ჟლეტაზე გადავიდა, აქ აღარ არის ლაპარაკი მარტო პოლიტიკურ გადაცდომაზე, ეს არის უკვე დანაშაული კაცობრიობის წინაშე. ესენი არა მარტო კარგავენ მატერიალურ დოვლათს და მდგომარეობას საზოგადოებაში, ბევრი მათგანი - ღვინიაშვილები, გაბაშვილები, სააკაშვილები და სხვა სუბიექტები, სავარაუდოდ, ხანგრძლივი დროით ჩაჯდებიან საპატიმროებში, რომლებსაც ჩვენთვის და ჩვენი შვილებისთვის აშენებდნენ ამ ხნის განმავლობაში.

ეკატერინე ხერხეულიძე, უმრავლესობის წევრი:

- პირველ რიგში, მივუსამძიმრებ პატარა ბარბარეს ოჯახს. რა თქმა უნდა, ეს განუზომლად დიდი ტრაგედიაა, მაგრამ ამაზრზენი და აუტანელია ამ ფაქტის უკან განვითარებული მოვლენები, პოლიტიკური შეფასებები. როდესაც ბავშვის გარდაცვალების ფაქტი რომელიმე პოლიტიკურმა ჯგუფმა შეიძლება გამოიყენოს საწინააღმდეგო გუნდის მიმართ, ბუნებრივია, ეს არის საქართველოში ყველაზე დიდი ტრაგედია. ვფიქრობ, რომ საზოგადოება ამას გასცემს პასუხს და ეს არჩევნების შედეგებზე აისახება.

- მაგრამ პირველად ხომ ოჯახის წევრებმა დაადეს ხელი ნაციონალების მომხრეებს, ბავშვის დეიდამ თქვა, რომ შვილის გატაცებით დაემუქრნენ.

- ასეთი რამ არ უთქვამს ოჯახის არც ერთ წევრს. მე ვადევნე თვალი მთლიან სიუჟეტს, ყველანი ვიყავით დაზაფრულები, მაგრამ შეგვრჩა იმდენი გონება, რომ ყველაფერი დაგვემახსოვრებინა. თქვეს, რომ მათ კოორდინატორს ემუქრებოდნენ, თუმცა ესეც დასადგენია, ემუქრებოდნენ თუ არა. მას ბავშვი საერთოდ არ უხსენებია. არ უთქვამს, რომ ბავშვის ირგვლივ იყო მუქარა. ბუნებრივია, ეს იყო გამოსავლის ძიება იმ უპასუხისმგებლო რეპორტაჟის გამო, როცა უმძიმესი კადრები, საშინელებათა ფილმშიც რომ შეგძრავს, აჩვენეს ქართველ საზოგადოებას, რომელსაც მეორე დღეს არჩევნები ჰქონდა.

- ბარბარეს დედამ დაასახელა ადამიანი, ვისზეც ეჭვი აქვს - გიორგი ღვინიაშვილის ნათესავი გიორგი მექერიშვილი.

- თქვენ ეს დაკითხვის ოქმებში ამოიკითხეთ? აღარ გვინდა, რა, ნიუსები. ძნელი წარმოსადგენია, რომ ასეთი ტრაგედიის შემდეგ დედა და დეიდა პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებდნენ. ამიტომ კომენტარისგან თავს შევიკავებ.

სალომე მახარაძე, შსს-ს პრესსამსახურის უფროსი.

- ქალბატონო სალომე, თუ დაიკითხა ოჯახის წევრების მიერ ეჭვმიტანილი გიორგი მექერიშვილი, რომელიც, როგორც ითქვა, ძალოვანი უწყების თანამშრომელი ყოფილა?

- უკაცრავად, ასეთ მოსაზრებებს და კითხვებს პასუხს ვერ გავცემ. მიმდინარეობს გამოძიება და ყველაფერს მაშინ გეტყვით, როცა კი ხელთ გვექნება ინფორმაცია. "ვიღაცამ რაღაც თქვა" - ასეთ ვერსიებს პასუხს ვერ გავცემ. ეს საქმე ქალბატონმა ეკა ზღულაძემ პირად კონტროლზე აიყვანა და გამოძიება ცდილობს, მაქსიმალურად სწრაფად დადოს შედეგი.

P.S. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპული გოგონას მამამ განაცხადა, რომ პოლიციამ 2 ეჭვმიტანილი დააკავა. დაკავებულების ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.

ნანა ფიცხელაური

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

იხილეთ: - შემზარავი კადრები10 თვის ბარბარე რაფალიანის გარდაცვალებასთან დაკავშირებით (+18)

- ქვევრში დამხრჩვალი ჩვილის ოჯახი მომხდარს პოლიტიკური მოტივით ხსნის

- "ზეწოლას ჩვენ გვიკეთებენ, ვითომ ჩვენ მოვკალით ბავშვი" - რას ყვებიან კახეთში დაღუპული ჩვილის ოჯახის წევრები

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"