მსოფლიო
საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მუმიების" დაბრუნება" და სააკაშვილის კათარზისი
"მუმიების" დაბრუნება" და სააკაშვილის კათარზისი

რო­გორც იქნა მო­ვა­ხერ­ხეთ და სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­ჩევ­ნე­ბით შეი­ცვა­ლა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, ეს ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბის მშე­ნებ­ლო­ბის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ეტა­პია, გი­ლო­ცავთ! ვუ­ლო­ცავ, უპირ­ვე­ლე­სად, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს, ვუ­ლო­ცავ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლის­თვის გამ­ზა­დე­ბულ "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" და ვუ­ლო­ცავ ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­დან წას­ვლის სამ­ზა­დის­ში მყოფ პრე­ზი­დენტს და მთავ­რო­ბას!

გა­ცი­ლე­ბით რთუ­ლი და ლა­მის გა­უ­საძ­ლი­სი აღ­მოჩ­ნდა ქვე­ყა­ნა­ში წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სი, ვიდ­რე თვი­თონ არ­ჩევ­ნე­ბის დღე, თუ მისი მომ­დევ­ნო დღე­ე­ბი. არა­და, მარ­თლაც ბეწ­ვის ხიდი გა­ვი­ა­რეთ ყვე­ლამ ერ­თად. ბოლო ხანს ჩემი სა­წე­რი თემა, ძი­რი­თა­დად, პრე­ზი­დენ­ტი სა­ა­კაშ­ვი­ლი იყო, რად­გან მი­ვიჩ­ნევ­დი, რომ არა­ვინ იყო ქვე­ყა­ნა­ში მას­ზე მე­ტად პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი აქ მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­ზე, არც მას­ზე მე­ტად აქ­ტი­უ­რი და არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი, თუმ­ცა, რო­გორც ჩანს, სა­ა­კაშ­ვი­ლის კა­თარ­ზი­სის დროც დად­გა. მან ხმა­მაღ­ლა, მშვი­დად, აუ­ღელ­ვებ­ლად აც­ნო­ბა ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბას, რომ და­მარ­ცხდა და რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" ოპო­ზი­ცი­ა­ში მი­დის. ეს გან­ცხა­დე­ბა ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლის­თვის ისე­თი მო­უ­ლოდ­ნე­ლი აღ­მოჩ­ნდა, რომ მა­ვან­ნი არ იჯე­რებ­დნენ, და­ნარ­ჩე­ნე­ბი ქვე­ტექ­სტსა და რა­ღაც ვე­რა­გო­ბას ეძებ­დნენ, მცი­რე ნა­წი­ლი, შალ­ვა ნა­თე­ლაშ­ვი­ლის წამ­ბაძ­ვე­ლო­ბით, სა­ა­კაშ­ვი­ლი­სა და ივა­ნიშ­ვი­ლის გა­რი­გე­ბა­ზე ლა­პა­რა­კობ­და. ჩემ­და გა­საკ­ვი­რად, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი გა­ცი­ლე­ბით ადეკ­ვა­ტუ­რი აღ­მოჩ­ნდა, ვიდ­რე გია ნო­დია. პრე­ზი­დენ­ტის თქმით, ქვე­ყა­ნა­ში "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" კი და­მარ­ცხდა, მაგ­რამ დე­მოკ­რა­ტი­ამ გა­ი­მარ­ჯვა. გია ნო­დი­ას აზ­რით კი - ქარ­თუ­ლი დე­მოკ­რა­ტია ფულ­თან და­მარ­ცხდა. ბა­ტო­ნო პრე­ზი­დენ­ტო, აქამ­დე ყო­ფი­ლი­ყო თქვე­ნი ქცე­ვა და ლა­პა­რა­კი ასე­თი მშვი­დი, გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი და ადეკ­ვა­ტუ­რი და იქ­ნებ...

ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ამ­ტკი­ცებს, სა­ა­კაშ­ვილს ამ­გვა­რი კა­თარ­ზი­სის­თვის ჩვენ შე­ვუქ­მე­ნით პი­რო­ბე­ბი და შე­ვუ­წყვეთ ხე­ლიო... რა ვიცი, რა ვიცი...

P.S. და­სას­რულ, გთა­ვა­ზობთ სო­ცი­ა­ლურ ქსელ ფე­ის­ბუ­კის ერთ-ერთი მომ­ხმა­რებ­ლის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ სტა­ტუსს, სა­ხელ­წო­დე­ბით "მუ­მი­ე­ბის" დაბ­რუ­ნე­ბა":

"რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე ას­ფალ­ტის აყრა და­ი­წყეს; ქუ­ჩა­ში პატ­რუ­ლი უკვე შემ­ცირ­და; სა­პატ­რუ­ლო მან­ქა­ნებ­ში ორი კა­ცის ნაც­ვლად ახლა მხო­ლოდ მძღო­ლი ზის; შუქი წა­ვი­და უკვე, ამ­ბო­ბენ გრა­ფი­კით იქ­ნე­ბაო; გა­ზიც არ გვექ­ნე­ბა ზამ­თარ­ში, "კე­რა­სინ­კა" უნდა ამო­ვი­ტა­ნო სარ­და­ფი­დან და ვიდ­რე გაძ­ვი­რე­ბუ­ლა, ყვი­თე­ლი "დვი­ჟო­კი" უნდა შე­ვი­ძი­ნო; კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბით გა­ტე­ნი­ლი 3 თვითმფრი­ნა­ვი თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტში დაჯ­და, მათ პი­რა­დად ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი დახ­ვდა და სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა მი­უ­ლო­ცა."

ეს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" კოშ­მა­რია...

ქარ­თველ სა­ზო­გა­დო­ე­ბას კი, იმე­დია, ახა­ლი დღის გა­თე­ნე­ბის აღარ შე­ე­შინ­დე­ბა!

ნა­თია დო­ლი­ძე

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

"მუმიების" დაბრუნება" და სააკაშვილის კათარზისი

"მუმიების" დაბრუნება" და სააკაშვილის კათარზისი

როგორც იქნა მოვახერხეთ და საქართველოში არჩევნებით შეი­ცვა­ლა ხელისუფლება, ეს ჩვენი სახელმწიფოებრიობის მშენებლობის უმნიშვნელოვანესი ეტაპია, გილოცავთ! ვულოცავ, უპირველესად, საქართველოს მოქალაქეებს, ვულოცავ ხელისუფლებაში მოსვლისთვის გამზადებულ "ქართულ ოცნებას" და ვულოცავ ხელისუფლებიდან წასვლის სამზადისში მყოფ პრეზიდენტს და მთავრობას!

გაცილებით რთული და ლამის გაუსაძლისი აღმოჩნდა ქვეყანაში წინასაარჩევნო პროცესი, ვიდრე თვითონ არჩევნების დღე, თუ მისი მომდევნო დღეები. არადა, მართლაც ბეწვის ხიდი გავიარეთ ყველამ ერთად. ბოლო ხანს ჩემი საწერი თემა, ძირითადად, პრეზიდენტი სააკაშვილი იყო, რადგან მივიჩნევდი, რომ არავინ იყო ქვეყანაში მასზე მეტად პასუხისმგებელი აქ მიმდინარე პროცესებზე, არც მასზე მეტად აქტიური და არაადეკვატური, თუმცა, როგორც ჩანს, სააკაშვილის კათარზისის დროც დადგა. მან ხმამაღლა, მშვიდად, აუღელვებლად აცნობა ქვეყნის მოსახლეობას, რომ დამარცხდა და რომ "ნაციონალური მოძრაობა" ოპოზიციაში მიდის. ეს განცხადება ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ისეთი მოულოდნელი აღმოჩნდა, რომ მავანნი არ იჯერებდნენ, დანარჩენები ქვეტექსტსა და რაღაც ვერაგობას ეძებდნენ, მცირე ნაწილი, შალვა ნათელაშვილის წამბაძველობით, სააკაშვილისა და ივანიშვილის გარიგებაზე ლაპარაკობდა. ჩემდა გასაკვირად, მიხეილ სააკაშვილი გაცილებით ადეკვატური აღმოჩნდა, ვიდრე გია ნოდია. პრეზიდენტის თქმით, ქვეყანაში "ნაციონალური მოძრაობა" კი დამარცხდა, მაგრამ დემოკრატიამ გაიმარჯვა. გია ნოდიას აზრით კი - ქართული დემოკრატია ფულთან დამარცხდა. ბატონო პრეზიდენტო, აქამდე ყოფილიყო თქვენი ქცევა და ლაპარაკი ასეთი მშვიდი, გაწონასწორებული და ადეკვატური და იქნებ...

ბიძინა ივანიშვილი ამტკიცებს, სააკაშვილს ამგვარი კათარზისისთვის ჩვენ შევუქმენით პირობები და შევუწყვეთ ხელიო... რა ვიცი, რა ვიცი...

P.S. დასასრულ, გთავაზობთ სოციალურ ქსელ ფეისბუკის ერთ-ერთი მომხმარებლის მიერ გამოქვეყნებულ სტატუსს, სახელწოდებით "მუმიების" დაბრუნება":

"რუსთაველის გამზირზე ასფალტის აყრა დაიწყეს; ქუჩაში პატრული უკვე შემცირდა; საპატრულო მანქანებში ორი კაცის ნაცვლად ახლა მხოლოდ მძღოლი ზის; შუქი წავიდა უკვე, ამბობენ გრაფიკით იქნებაო; გაზიც არ გვექნება ზამთარში, "კერასინკა" უნდა ამოვიტანო სარდაფიდან და ვიდრე გაძვირებულა, ყვითელი "დვიჟოკი" უნდა შევიძინო; კანონიერი ქურდებით გატენილი 3 თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაჯდა, მათ პირადად ბიძინა ივანიშვილი დახვდა და სამშობლოში დაბრუნება მიულოცა."

ეს "ნაციონალური მოძრაობის" კოშმარია...

ქართველ საზოგადოებას კი, იმედია, ახალი დღის გათენების აღარ შეეშინდება!

ნათია დოლიძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა