სამართალი
საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ამსტერდამის უხუცესი მეძავები - 70 წლის ტყუპი და
ამსტერდამის უხუცესი მეძავები - 70 წლის ტყუპი და

უხუ­ცეს­მა ჰო­ლან­დი­ელ­მა მე­ძა­ვებ­მა მო­გო­ნე­ბე­ბის წიგ­ნი და­წე­რეს. არც ლუ­ი­ზა და არც მარ­ტი­ნა ფო­კე­ნე­ბი არ შე­ე­სა­ბა­მე­ბი­ან ამ­სტერ­და­მის წი­თე­ლი ფარ­ნე­ბის ქუ­ჩის სხვა "ბი­ნად­რე­ბის" სტე­რე­ო­ტიპს.

ფან­ჯრებ­ში გა­მო­ფე­ნილ მე­ძა­ვებს შო­რის ძი­რი­თა­დად ახალ­გაზ­რდა და მომ­ხიბ­ვლე­ლი უცხო­ე­ლე­ბი არი­ან. დები ფო­კე­ნე­ბი კი 70 წლი­სა­ნი არი­ან და თა­ნაც ნამ­დვი­ლი ჰო­ლან­დი­ე­ლე­ბი.

ისი­ნი გახ­დნენ მთა­ვა­რი გმი­რე­ბი ფილ­მი­სა "ფო­კე­ნე­ბის გაც­ნო­ბა" და და­წე­რეს წიგ­ნი თა­ვი­ან­თი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ.

"ოც წელ­ზე ცოტა მე­ტის ვი­ყა­ვი, როცა ქმარ­მა ქუ­ჩა­ში გა­მაგ­დო, - ჰყვე­ბა ლუ­ი­ზა, - მი­თხრა, რომ თუ ფულს არ ვი­შო­ვი­დი, მი­მა­ტო­ვებ­და, მე კი შვი­ლე­ბიც მყავ­და და მიყ­ვარ­და ისი­ნი, ასე რომ, მო­მიხ­და ამ საქ­მე­ში ჩარ­თვა".

ორი­ვე დას ჰქონ­და ძა­ლა­დო­ბის, შე­უ­რა­ცხყო­ფი­სა და ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის შემ­თხვე­ვე­ბი, ამ "ბიზ­ნეს­ში" მათი პირ­ვე­ლი წლე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე იყო.

ლუ­ი­ზამ ორი წლის წინ დრო­ე­ბით მი­ა­ტო­ვა პროს­ტი­ტუ­ცია ართრი­ტის გამო ("ვე­ღარ ვი­ღებ­დი სა­თა­ნა­დო პო­ზებს"), მაგ­რამ მისი ცხოვ­რე­ბა ისე გა­უ­ა­რეს­და, კვლავ და­უბ­რუნ­და ამ საქ­მეს.

2000 წელს ქვე­ყა­ნა­ში პროს­ტი­ტუ­ცი­ის ლე­გა­ლი­ზე­ბამ მე­ძა­ვე­ბის ცხოვ­რე­ბა ვერ გა­ა­უმ­ჯო­ბე­სა. გო­გო­ნებ­მა სახ­ლებ­ში და­ი­წყეს მუ­შა­ო­ბა, ინ­ტერ­ნე­ტით უთან­ხმდე­ბი­ან კლი­ენ­ტებს, რომ გა­და­სა­ხა­დე­ბის გა­დახ­დას აა­რი­დონ თავი... ეს კარ­გია სუ­ტე­ნი­ო­რე­ბი­სა და ჩა­მო­სუ­ლე­ბის­თვის და არა ჰო­ლან­დი­ე­ლი გო­გო­ე­ბის­თვის.

როცა მარ­ტი­ნამ გა­ი­გო, რომ ლუ­ი­ზა მე­ძა­ვი გახ­და, მო­უნ­და დახ­მა­რე­ბო­და დას. "ბორ­დელ­ში დამ­ლა­გე­ბე­ლი სჭირ­დე­ბო­დათ და მარ­ტი­ნა აიყ­ვა­ნეს. კლი­ენ­ტე­ბი მა­საც სთხოვ­დნენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას და ასე და­ვი­წყეთ სექ­სი სამ­მა, ასე ავ­მუ­შავ­დით ერ­თად", - ჰყვე­ბა ლუ­ი­ზა.

სრუ­ლი­ად გა­უ­გე­ბა­რია, ნა­ნო­ბენ თუ არა დები იმას, რომ მე­ძა­ვე­ბი გახ­დნენ. ინ­ტერ­ვი­უს დროს მხო­ლოდ მა­შინ შე­წყვი­ტეს სი­ცი­ლი და ოხუნ­ჯო­ბა, როცა გა­იხ­სე­ნეს ის სა­ში­ნე­ლი ამ­ბა­ვი, როცა მათ­მა ოჯახ­მა გა­ი­გო მათი საქ­მი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ.

იხი­ლეთ ვი­დეო

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

ამსტერდამის უხუცესი მეძავები - 70 წლის ტყუპი და

ამსტერდამის უხუცესი მეძავები - 70 წლის ტყუპი და

უხუცესმა ჰოლანდიელმა მეძავებმა მოგონებების წიგნი დაწერეს. არც ლუიზა და არც მარტინა ფოკენები არ შეესაბამებიან ამსტერდამის წითელი ფარნების ქუჩის სხვა "ბინადრების" სტერეოტიპს.

ფანჯრებში გამოფენილ მეძავებს შორის ძირითადად ახალგაზრდა და მომხიბვლელი უცხოელები არიან. დები ფოკენები კი 70 წლისანი არიან და თანაც ნამდვილი ჰოლანდიელები.

ისინი გახდნენ მთავარი გმირები ფილმისა "ფოკენების გაცნობა" და დაწერეს წიგნი თავიანთი ცხოვრების შესახებ.

"ოც წელზე ცოტა მეტის ვიყავი, როცა ქმარმა ქუჩაში გამაგდო, - ჰყვება ლუიზა, - მითხრა, რომ თუ ფულს არ ვიშოვიდი, მიმატოვებდა, მე კი შვილებიც მყავდა და მიყვარდა ისინი, ასე რომ, მომიხდა ამ საქმეში ჩართვა".

ორივე დას ჰქონდა ძალადობის, შეურაცხყოფისა და ექსპლუატაციის შემთხვევები, ამ "ბიზნესში" მათი პირველი წლები განსაკუთრებით მძიმე იყო.

ლუიზამ ორი წლის წინ დროებით მიატოვა პროსტიტუცია ართრიტის გამო ("ვეღარ ვიღებდი სათანადო პოზებს"), მაგრამ მისი ცხოვრება ისე გაუარესდა, კვლავ დაუბრუნდა ამ საქმეს.

2000 წელს ქვეყანაში პროსტიტუციის ლეგალიზებამ მეძავების ცხოვრება ვერ გააუმჯობესა. გოგონებმა სახლებში დაიწყეს მუშაობა, ინტერნეტით უთანხმდებიან კლიენტებს, რომ გადასახადების გადახდას აარიდონ თავი... ეს კარგია სუტენიორებისა და ჩამოსულებისთვის და არა ჰოლანდიელი გოგოებისთვის.

როცა მარტინამ გაიგო, რომ ლუიზა მეძავი გახდა, მოუნდა დახმარებოდა დას. "ბორდელში დამლაგებელი სჭირდებოდათ და მარტინა აიყვანეს. კლიენტები მასაც სთხოვდნენ მონაწილეობას და ასე დავიწყეთ სექსი სამმა, ასე ავმუშავდით ერთად", - ჰყვება ლუიზა.

სრულიად გაუგებარია, ნანობენ თუ არა დები იმას, რომ მეძავები გახდნენ. ინტერვიუს დროს მხოლოდ მაშინ შეწყვიტეს სიცილი და ოხუნჯობა, როცა გაიხსენეს ის საშინელი ამბავი, როცა მათმა ოჯახმა გაიგო მათი საქმიანობის შესახებ.

იხილეთ ვიდეო

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს