საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავით საგანელიძე - ჩვენი ინფორმაციით, მაჟორიტარულ არჩევნებში "ქართული ოცნება" 47 მანდატს იღებს, პროპორციული სისტემით კი - 63%-ს
დავით საგანელიძე - ჩვენი ინფორმაციით, მაჟორიტარულ არჩევნებში "ქართული ოცნება" 47 მანდატს იღებს, პროპორციული სისტემით კი - 63%-ს

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" მო­მა­ვალ პარ­ლა­მენ­ტში ოპ­ტი­მის­ტუ­რი გათ­ვლე­ბით 97, ხოლო პე­სი­მის­ტუ­რი გათ­ვლე­ბით 90-91 ად­გილს ელო­დე­ბა. ამის შე­სა­ხებ დღეს გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე კო­ა­ლი­ცი­ის ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა და­ვით სა­გა­ნე­ლი­ძემ გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, ამ დრო­ის­თვის "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" ოქ­მე­ბის 93 პრო­ცენ­ტი აქვს მო­პო­ვე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც დათ­ვლი­ლია. ამ 93 პრო­ცენ­ტის მი­ხედ­ვით, მა­ჟო­რი­ტა­რულ არ­ჩევ­ნებ­ში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" 47 მან­დატს იღებს, ხოლო პრო­პორ­ცი­უ­ლი სის­ტე­მით კი 63 პრო­ცენტს, თუმ­ცა და­ვე­ბი პრო­პორ­ცი­უ­ლი სი­ი­თაც არ­სე­ბობს და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის­თვის" და­დე­ბი­თად გა­და­წყვე­ტის შემ­თხვე­ვა­ში ის 65-66 პრო­ცენ­ტამ­დე გა­იზ­რდე­ბა.

"მა­ჟო­რი­ტა­რულ არ­ჩევ­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით და­ვე­ბი არის ყვარ­ლის, ხა­შუ­რის, ქე­დის, წყალ­ტუ­ბოს და დე­დოფ­ლის­წყა­როს ოლ­ქებ­ში, თუმ­ცა მე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ამ სა­დაო რა­ი­ო­ნე­ბის ოლ­ქე­ბის ნა­წილ­ში და­დე­ბი­თად გა­და­წყდე­ბა ჩვე­ნი საქ­მე", - გა­ნა­ცხა­და სა­გა­ნე­ლი­ძემ.

გარ­და ამი­სა, სა­გა­ნე­ლი­ძემ ისა­უბ­რა ზუგ­დიდ­ში მა­ჟო­რი­ტა­რუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის შე­სა­ხე­ბაც. სა­გა­ნე­ლი­ძის თქმით, არ­სე­ბობს ისე­თი ფაქ­ტე­ბი, რომ­ლის დამ­ტკი­ცე­ბის შემ­თხვე­ვა­ში შე­საძ­ლოა, ზუგ­დიდ­ში არ­ჩევ­ნე­ბი სა­ერ­თოდ ჩაშ­ლი­ლად გა­მო­ცხად­დეს.

ამას­თან, სა­გა­ნე­ლი­ძე აცხა­დებს, რომ და­უ­ჯე­რე­ბე­ლია, რომ ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ამ წა­ა­გო ისეთ ადა­მი­ან­თან, რო­გო­რიც არის რო­ლანდ ახა­ლა­ია.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დავით საგანელიძე - ჩვენი ინფორმაციით, მაჟორიტარულ არჩევნებში "ქართული ოცნება" 47 მანდატს იღებს, პროპორციული სისტემით კი - 63%-ს

დავით საგანელიძე - ჩვენი ინფორმაციით, მაჟორიტარულ არჩევნებში "ქართული ოცნება" 47 მანდატს იღებს, პროპორციული სისტემით კი - 63%-ს

"ქართული ოცნება" მომავალ პარლამენტში ოპტიმისტური გათვლებით 97, ხოლო პესიმისტური გათვლებით 90-91 ადგილს ელოდება. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით საგანელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ამ დროისთვის "ქართულ ოცნებას" ოქმების 93 პროცენტი აქვს მოპოვებული, რომელიც დათვლილია. ამ 93 პროცენტის მიხედვით, მაჟორიტარულ არჩევნებში "ქართული ოცნება" 47 მანდატს იღებს, ხოლო პროპორციული სისტემით კი 63 პროცენტს, თუმცა დავები პროპორციული სიითაც არსებობს და "ქართული ოცნებისთვის" დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში ის 65-66 პროცენტამდე გაიზრდება.

"მაჟორიტარულ არჩევნებთან დაკავშირებით დავები არის ყვარლის, ხაშურის, ქედის, წყალტუბოს და დედოფლისწყაროს ოლქებში, თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ სადაო რაიონების ოლქების ნაწილში დადებითად გადაწყდება ჩვენი საქმე", - განაცხადა საგანელიძემ.

გარდა ამისა, საგანელიძემ ისაუბრა ზუგდიდში მაჟორიტარული არჩევნების შესახებაც. საგანელიძის თქმით, არსებობს ისეთი ფაქტები, რომლის დამტკიცების შემთხვევაში შესაძლოა, ზუგდიდში არჩევნები საერთოდ ჩაშლილად გამოცხადდეს.

ამასთან, საგანელიძე აცხადებს, რომ დაუჯერებელია, რომ ირაკლი ალასანიამ წააგო ისეთ ადამიანთან, როგორიც არის როლანდ ახალაია.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა