საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ე.წ. გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით კენჭისყრის პროცედურა არჩევნების დღეს 09:00-დან 19:00 საათამდე იწარმოებს
 ე.წ. გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით კენჭისყრის პროცედურა არჩევნების დღეს 09:00-დან 19:00 საათამდე იწარმოებს

ე.წ. გა­და­სა­ტა­ნი სა­არ­ჩევ­ნო ყუ­თის მეშ­ვე­ო­ბით კენ­ჭისყ­რის პრო­ცე­დუ­რა არ­ჩევ­ნე­ბის დღეს 09:00 სა­ა­თი­დან და­ი­წყე­ბა და 19:00 სა­ათ­ზე დას­რულ­დე­ბა.

გა­და­სა­ტა­ნი სა­არ­ჩევ­ნო ყუ­თის მეშ­ვე­ო­ბით ხმას აძ­ლე­ვენ და შე­სა­ბა­მი­სი სია დგე­ბა ამომ­რჩე­ველ­თა ერ­თი­ა­ნი და სპე­ცი­ა­ლუ­რი სი­ე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, თუ ამომ­რჩე­ველს შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის ან ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გამო კენ­ჭისყ­რის შე­ნო­ბა­ში მის­ვლა და­მო­უ­კი­დებ­ლად არ შე­უძ­ლია; თუ ამომ­რჩე­ვე­ლი იმ­ყო­ფე­ბა პა­ტიმ­რო­ბა­ში; თუ წევს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ან სხვა სტა­ცი­ო­ნა­რულ სამ­კურ­ნა­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში და მას­ში სა­არ­ჩევ­ნო უბა­ნი არ იხ­სნე­ბა.

გარ­და ამი­სა, გა­და­სა­ტა­ნი სა­არ­ჩევ­ნო ყუ­თით ხმას აძ­ლევს სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე, რო­მე­ლიც სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვარ­ზე გან­ლა­გე­ბულ ისეთ სამ­ხედ­რო ნა­წილ­ში მსა­ხუ­რობს, რო­მე­ლიც სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნი­დან შორ­საა გან­ლა­გე­ბუ­ლი და მას­ში სა­არ­ჩევ­ნო უბა­ნი არ იხ­სნე­ბა. მი­სით სარ­გებ­ლო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას კა­ნო­ნი ისეთ ამომ­რჩე­ველ­საც აძ­ლევს, რო­მე­ლიც სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე იმ­ყო­ფე­ბა, მაგ­რამ ძნე­ლად მი­სად­გომ ად­გი­ლას.

ამომ­რჩე­ვე­ლი გა­და­სა­ტა­ნი სა­არ­ჩევ­ნო ყუ­თის მეშ­ვე­ო­ბით ხმის მი­ცე­მის მო­თხოვ­ნით სა­უბ­ნო სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ას კენ­ჭისყ­რის დღემ­დე ორი დღით ადრე მა­ინც უნდა მი­მარ­თოს. კენ­ჭისყ­რის დღეს სტა­ცი­ო­ნა­რულ სამ­კურ­ნა­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მყო­ფი ამომ­რჩევ­ლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ოლ­ქო სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სია შე­სა­ბა­მის სა­უბ­ნო სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ას გა­დას­ცემს კენ­ჭისყ­რის დღემ­დე არა უგ­ვი­ა­ნეს ორი დღი­სა.

ამომ­რჩე­ვე­ლი გა­და­სა­ტა­ნი სა­არ­ჩევ­ნო ყუ­თის სი­ა­ში შეჰ­ყავთ მას შემ­დეგ, რაც: სა­უბ­ნო სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის მდი­ვა­ნი სა­რე­გის­ტრა­ციო ჟურ­ნალ­ში რე­გის­ტრა­ცი­ა­ში გა­ა­ტა­რებს და ხელ­მო­წე­რით და­ა­დას­ტუ­რებს ამომ­რჩევ­ლის წე­რი­ლო­ბით გან­ცხა­დე­ბას ან სა­ტე­ლე­ფო­ნო ზე­პირ გან­ცხა­დე­ბას, სა­ტე­ლე­ფო­ნო შე­ტყო­ბი­ნე­ბის ზუს­ტი დრო­ი­სა და შე­სა­ბა­მი­სი ტე­ლე­ფო­ნის ნომ­რის მი­თი­თე­ბით; ამომ­რჩე­ველ­თა ერ­თი­ან ან სპე­ცი­ა­ლურ სი­ა­ში აღი­ნიშ­ნე­ბა ამომ­რჩევ­ლის გა­დაყ­ვა­ნა გა­და­სა­ტა­ნი სა­არ­ჩევ­ნო ყუ­თის სი­ა­ში, რაც დას­ტურ­დე­ბა სა­უბ­ნო სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რი­სა და კო­მი­სი­ის მდივ­ნის ხელ­მო­წე­რე­ბით.

გა­და­სა­ტა­ნი სა­არ­ჩევ­ნო ყუ­თის სი­ა­ში შე­საყ­ვა­ნი ამომ­რჩევ­ლე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია და­უ­ყოვ­ნებ­ლივ უნდა გა­მო­იკ­რას სა­არ­ჩევ­ნო უბან­ში თვალ­სა­ჩი­ნო ად­გილ­ზე. სა­უბ­ნო სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის წევ­რებს, სა­არ­ჩევ­ნო სუ­ბი­ექ­ტის წარ­მო­მად­გენ­ლებ­სა და დამ­კვირ­ვებ­ლებს უფ­ლე­ბა აქვთ, გა­და­ა­მოწ­მონ გა­და­სა­ტა­ნი სა­არ­ჩევ­ნო ყუ­თის მეშ­ვე­ო­ბით ხმის მი­ცე­მის მო­თხოვ­ნის სა­ფუძ­ვლი­ა­ნო­ბა და არ­ჩევ­ნე­ბის დღემ­დე ნე­ბის­მი­ერ დროს დას­ვან სა­უბ­ნო სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის წი­ნა­შე ამ პი­რე­ბის გა­და­სა­ტა­ნი სა­არ­ჩევ­ნო ყუ­თის სი­ა­ში შეყ­ვა­ნის მი­ზან­შე­წო­ნი­ლო­ბის სა­კი­თხი.

გა­და­სა­ტა­ნი სა­არ­ჩევ­ნო ყუ­თის მეშ­ვე­ო­ბით ხმის მი­ცე­მის პრო­ცეს­ზე ვრცელ­დე­ბა ყვე­ლა პრო­ცე­დუ­რა, რომ­ლე­ბიც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია სა­არ­ჩევ­ნო უბან­ზე ხმის მი­ცე­მას­თან; იდენ­ტუ­რია წარ­მო­მად­გენ­ლი­სა და დამ­კვირ­ვებ­ლის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბე­ბიც.

გა­და­სა­ტა­ნი სა­არ­ჩევ­ნო ყუთი სა­არ­ჩევ­ნო უბან­ში უნდა დაბ­რუნ­დეს არა უგ­ვი­ა­ნეს 20 სა­ა­თი­სა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

ე.წ. გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით კენჭისყრის პროცედურა არჩევნების დღეს 09:00-დან 19:00 საათამდე იწარმოებს

 ე.წ. გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით კენჭისყრის პროცედურა არჩევნების დღეს 09:00-დან 19:00 საათამდე იწარმოებს

ე.წ. გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით კენჭისყრის პროცედურა არჩევნების დღეს 09:00 საათიდან დაიწყება და 19:00 საათზე დასრულდება.

გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმას აძლევენ და შესაბამისი სია დგება ამომრჩეველთა ერთიანი და სპეციალური სიების საფუძველზე, თუ ამომრჩეველს შეზღუდული შესაძლებლობის ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო კენჭისყრის შენობაში მისვლა დამოუკიდებლად არ შეუძლია; თუ ამომრჩეველი იმყოფება პატიმრობაში; თუ წევს საავადმყოფოში ან სხვა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებაში და მასში საარჩევნო უბანი არ იხსნება.

გარდა ამისა, გადასატანი საარჩევნო ყუთით ხმას აძლევს სამხედრო მოსამსახურე, რომელიც სახელმწიფო საზღვარზე განლაგებულ ისეთ სამხედრო ნაწილში მსახურობს, რომელიც საარჩევნო უბნიდან შორსაა განლაგებული და მასში საარჩევნო უბანი არ იხსნება. მისით სარგებლობის შესაძლებლობას კანონი ისეთ ამომრჩეველსაც აძლევს, რომელიც საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე იმყოფება, მაგრამ ძნელად მისადგომ ადგილას.

ამომრჩეველი გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის მოთხოვნით საუბნო საარჩევნო კომისიას კენჭისყრის დღემდე ორი დღით ადრე მაინც უნდა მიმართოს. კენჭისყრის დღეს სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებაში მყოფი ამომრჩევლის შესახებ ინფორმაციას საოლქო საარჩევნო კომისია შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას გადასცემს კენჭისყრის დღემდე არა უგვიანეს ორი დღისა.

ამომრჩეველი გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში შეჰყავთ მას შემდეგ, რაც: საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი სარეგისტრაციო ჟურნალში რეგისტრაციაში გაატარებს და ხელმოწერით დაადასტურებს ამომრჩევლის წერილობით განცხადებას ან სატელეფონო ზეპირ განცხადებას, სატელეფონო შეტყობინების ზუსტი დროისა და შესაბამისი ტელეფონის ნომრის მითითებით; ამომრჩეველთა ერთიან ან სპეციალურ სიაში აღინიშნება ამომრჩევლის გადაყვანა გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში, რაც დასტურდება საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის მდივნის ხელმოწერებით.

გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში შესაყვანი ამომრჩევლების შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ უნდა გამოიკრას საარჩევნო უბანში თვალსაჩინო ადგილზე. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს, საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლებსა და დამკვირვებლებს უფლება აქვთ, გადაამოწმონ გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის მოთხოვნის საფუძვლიანობა და არჩევნების დღემდე ნებისმიერ დროს დასვან საუბნო საარჩევნო კომისიის წინაშე ამ პირების გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში შეყვანის მიზანშეწონილობის საკითხი.

გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის პროცესზე ვრცელდება ყველა პროცედურა, რომლებიც დაკავშირებულია საარჩევნო უბანზე ხმის მიცემასთან; იდენტურია წარმომადგენლისა და დამკვირვებლის უფლებამოსილებებიც.

გადასატანი საარჩევნო ყუთი საარჩევნო უბანში უნდა დაბრუნდეს არა უგვიანეს 20 საათისა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა