პოლიტიკა
მეცნიერება
სამართალი

7

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:02-ზე, მთვარე ქალწულში გადავა 17:43-ზე დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად; ნიშნობისა და ქორწინებისათვის. მოერიდეთ გულის გადაღლას, შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
საზოგადოება
მსოფლიო
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცესკო არჩევნების საბოლოო შედეგებს 20 ოქტომბრისთვის შეაჯამებს
ცესკო არჩევნების საბოლოო შედეგებს 20 ოქტომბრისთვის შეაჯამებს

ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სია სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის სა­ბო­ლოო შე­დე­გებს 20 ოქ­ტომ­ბრის­თვის შე­ა­ჯა­მებს. არ­ჩევ­ნე­ბის შე­ჯა­მე­ბი­დან ხუთი დღის ვა­და­ში კი, ზუ­რაბ ხა­რა­ტიშ­ვი­ლის უწყე­ბა პრე­სი­თა და მა­სობ­რი­ვი ინ­ფორ­მა­ცი­ის სხვა სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბის შე­მა­ჯა­მე­ბელ ოქმს გა­მო­აქ­ვეყ­ნებს.

"სა­არ­ჩევ­ნო კო­დექ­სის" გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ცეს­კო პარ­ლა­მენ­ტის არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გებს აჯა­მებს და შე­სა­ბა­მის ოქმს ად­გენს არ­ჩევ­ნე­ბის დღი­დან არა უგ­ვი­ა­ნეს მე-19 დღი­სა.

ხმე­ბის დათ­ვლა და შე­დე­გე­ბის შე­ჯა­მე­ბა შემ­დე­გი პრო­ცე­დუ­რით წა­რი­მარ­თე­ბა: - კენ­ჭისყ­რის შე­დე­გებს თავ­და­პირ­ვე­ლად სა­უბ­ნო სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სია აჯა­მებს და მა­ჟო­რი­ტა­რუ­ლი და პრო­პორ­ცი­უ­ლი სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მე­ბით ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კენ­ჭისყ­რის შე­დე­გე­ბი შე­მა­ჯა­მე­ბელ ოქ­მებ­ში შე­აქვს. პრო­პორ­ცი­უ­ლი სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მით ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კენ­ჭისყ­რის შე­დე­გე­ბის შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი ოქმი პარ­ტი­უ­ლი სი­ე­ბის მი­ხედ­ვით დგე­ბა, ხოლო მა­ჟო­რი­ტა­რუ­ლი სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მით ჩა­ტა­რე­ბუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის ოქმი - მა­ჟო­რი­ტა­რულ სა­არ­ჩევ­ნო ოლ­ქში წარ­დგე­ნი­ლი კან­დი­და­ტე­ბის მი­ხედ­ვით.

ამის შემ­დეგ არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბის შე­ჯა­მე­ბის პრო­ცე­სი სა­ოლ­ქო სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ებ­ში გრძელ­დე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ცე­დუ­რა ოლ­ქებ­ში 12 ოქ­ტომ­ბრი­დან გა­და­ი­ნაც­ვლებს. სა­ოლ­ქო სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სია სა­უბ­ნო სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ე­ბის შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი ოქ­მე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე და ასე­ვე სა­არ­ჩევ­ნო დარ­ღვე­ვის გან­ხილ­ვის შე­დე­გე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, პარ­ლა­მენ­ტის არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გებს შე­ა­ჯა­მებს - ად­გენს შე­დე­გებს, რა­საც შე­მა­ჯა­მე­ბელ ოქ­მებ­ში ასა­ხავს და მას არა უგ­ვი­ა­ნეს მომ­დევ­ნო დღი­სა ცეს­კოს გა­დას­ცემს.

თა­ვის მხრივ ცეს­კო სა­ოლ­ქო და სა­უბ­ნო სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ე­ბის­გან მი­ღე­ბუ­ლი ოქ­მე­ბი­სა და სა­სა­მარ­თლოს სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, არ­ჩევ­ნე­ბის დღი­დან არა უგ­ვი­ა­ნეს მე-19 დღი­სა ანუ 20 ოქ­ტომ­ბერს არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გებს შე­ა­ჯა­მებს და შე­სა­ბა­მის ოქმს შე­ად­გენს. ოქ­მის ერთი ცალი ცეს­კო­ში ინა­ხე­ბა, მე­ო­რე - პარ­ლა­მენტს გა­და­ე­ცე­მა, ხოლო კო­მი­სი­ის ბეჭ­დით და­მოწ­მე­ბუ­ლი ას­ლე­ბი - სა­არ­ჩევ­ნო სუ­ბი­ექ­ტე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს.

მა­ჟო­რი­ტა­რულ სა­არ­ჩევ­ნო ოლ­ქში არ­ჩე­უ­ლად ჩა­ით­ვლე­ბა პარ­ლა­მენ­ტის წევ­რო­ბის ის კან­დი­და­ტი, რო­მე­ლიც მი­ი­ღებს ხმა­თა მეტ რა­ო­დე­ნო­ბას, მაგ­რამ არა ნაკ­ლებ ხმე­ბის 30%-სა(არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­თა ხმე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა­ში არ ჩა­ით­ვლე­ბა ბა­თი­ლად ცნო­ბი­ლი ბი­უ­ლე­ტე­ნე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ხმე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა). პარ­ლა­მენ­ტის წევრთა მან­და­ტე­ბი კი მი­ე­კუთ­ვნე­ბა მხო­ლოდ იმ პარ­ტი­ულ სიას, რო­მელ­მაც მი­ი­ღო არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­თა ხმე­ბის არა ნაკ­ლებ 5%-სა. პრო­პორ­ცი­უ­ლი ბი­უ­ლე­ტე­ბის დათ­ვლის დრო­საც არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­თა ხმე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა­ში ბა­თი­ლად ცნო­ბი­ლი ბი­უ­ლე­ტე­ნე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ხმე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა არ ჩა­ით­ვლე­ბა.

არ­ჩევ­ნე­ბის სა­ბო­ლოო შე­დე­გე­ბის შე­ჯა­მე­ბი­დან ხუთი დღის ვა­და­ში ცეს­კო პრე­სი­თა და მა­სობ­რი­ვი ინ­ფორ­მა­ცი­ის სხვა სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით აქ­ვეყ­ნებს არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბის შე­მა­ჯა­მე­ბელ ოქმს. ამას­თან, 22 ოქ­ტომ­ბრის­თვის ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სია პარ­ლა­მენ­ტის არ­ჩე­ულ წევ­რებს რე­გის­ტრა­ცი­ა­ში გა­ა­ტა­რებს და პარ­ლა­მენ­ტის წევ­რად არ­ჩე­ვის დრო­ე­ბით მოწ­მო­ბას გა­დას­ცემს.

არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბი ბა­თი­ლად იმ შემ­თხვე­ვა­ში ჩა­ით­ვლე­ბა და ცეს­კო ხე­ლა­ხალ არ­ჩევ­ნებს იმ შემ­თხვე­ვა­ში და­ნიშ­ნავს, თუ პრო­პორ­ცი­უ­ლი სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მით ჩა­ტა­რე­ბულ არ­ჩევ­ნებ­ში ამ კა­ნო­ნის მო­თხოვ­ნა­თა უხე­შად დარ­ღვე­ვის გამო ბა­თი­ლად იქ­ნე­ბა ცნო­ბი­ლი კენ­ჭისყ­რის შე­დე­გე­ბი სა­არ­ჩევ­ნო ოლ­ქე­ბის ნა­ხე­ვარ­ზე მეტ­ში ან რამ­დე­ნი­მე ოლ­ქში, რომ­ლებ­შიც ამომ­რჩე­ველ­თა სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ამომ­რჩე­ველ­თა სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბის ნა­ხე­ვარ­ზე მე­ტია.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საპროტესტო აქციებზე დაკავებული მომიტინგეების ოჯახის წევრები 8 აპრილს დაგეგმილი დემონსტრაციისთვის ემზადებიან

ცესკო არჩევნების საბოლოო შედეგებს 20 ოქტომბრისთვის შეაჯამებს

ცესკო არჩევნების საბოლოო შედეგებს 20 ოქტომბრისთვის შეაჯამებს

ცენტრალური საარჩევნო კომისია საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგებს 20 ოქტომბრისთვის შეაჯამებს. არჩევნების შეჯამებიდან ხუთი დღის ვადაში კი, ზურაბ ხარატიშვილის უწყება პრესითა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმს გამოაქვეყნებს.

"საარჩევნო კოდექსის" გათვალისწინებით, ცესკო პარლამენტის არჩევნების შედეგებს აჯამებს და შესაბამის ოქმს ადგენს არჩევნების დღიდან არა უგვიანეს მე-19 დღისა.

ხმების დათვლა და შედეგების შეჯამება შემდეგი პროცედურით წარიმართება: - კენჭისყრის შედეგებს თავდაპირველად საუბნო საარჩევნო კომისია აჯამებს და მაჟორიტარული და პროპორციული საარჩევნო სისტემებით ჩატარებული კენჭისყრის შედეგები შემაჯამებელ ოქმებში შეაქვს. პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი პარტიული სიების მიხედვით დგება, ხოლო მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების ოქმი - მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში წარდგენილი კანდიდატების მიხედვით.

ამის შემდეგ არჩევნების შედეგების შეჯამების პროცესი საოლქო საარჩევნო კომისიებში გრძელდება. აღნიშნული პროცედურა ოლქებში 12 ოქტომბრიდან გადაინაცვლებს. საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმების საფუძველზე და ასევე საარჩევნო დარღვევის განხილვის შედეგების გათვალისწინებით, პარლამენტის არჩევნების შედეგებს შეაჯამებს - ადგენს შედეგებს, რასაც შემაჯამებელ ოქმებში ასახავს და მას არა უგვიანეს მომდევნო დღისა ცესკოს გადასცემს.

თავის მხრივ ცესკო საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებისგან მიღებული ოქმებისა და სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებების საფუძველზე, არჩევნების დღიდან არა უგვიანეს მე-19 დღისა ანუ 20 ოქტომბერს არჩევნების შედეგებს შეაჯამებს და შესაბამის ოქმს შეადგენს. ოქმის ერთი ცალი ცესკოში ინახება, მეორე - პარლამენტს გადაეცემა, ხოლო კომისიის ბეჭდით დამოწმებული ასლები - საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს.

მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში არჩეულად ჩაითვლება პარლამენტის წევრობის ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს ხმათა მეტ რაოდენობას, მაგრამ არა ნაკლებ ხმების 30%-სა(არჩევნებში მონაწილეთა ხმების რაოდენობაში არ ჩაითვლება ბათილად ცნობილი ბიულეტენებით გათვალისწინებული ხმების რაოდენობა). პარლამენტის წევრთა მანდატები კი მიეკუთვნება მხოლოდ იმ პარტიულ სიას, რომელმაც მიიღო არჩევნებში მონაწილეთა ხმების არა ნაკლებ 5%-სა. პროპორციული ბიულეტების დათვლის დროსაც არჩევნებში მონაწილეთა ხმების რაოდენობაში ბათილად ცნობილი ბიულეტენებით გათვალისწინებული ხმების რაოდენობა არ ჩაითვლება.

არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან ხუთი დღის ვადაში ცესკო პრესითა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით აქვეყნებს არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმს. ამასთან, 22 ოქტომბრისთვის ცენტრალური საარჩევნო კომისია პარლამენტის არჩეულ წევრებს რეგისტრაციაში გაატარებს და პარლამენტის წევრად არჩევის დროებით მოწმობას გადასცემს.

არჩევნების შედეგები ბათილად იმ შემთხვევაში ჩაითვლება და ცესკო ხელახალ არჩევნებს იმ შემთხვევაში დანიშნავს, თუ პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში ამ კანონის მოთხოვნათა უხეშად დარღვევის გამო ბათილად იქნება ცნობილი კენჭისყრის შედეგები საარჩევნო ოლქების ნახევარზე მეტში ან რამდენიმე ოლქში, რომლებშიც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა საქართველოს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტია.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა