პოლიტიკა
მეცნიერება
სამართალი

7

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:02-ზე, მთვარე ქალწულში გადავა 17:43-ზე დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად; ნიშნობისა და ქორწინებისათვის. მოერიდეთ გულის გადაღლას, შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
საზოგადოება
მსოფლიო
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნინო ლეჟავა: "თურმე რისი გაკეთება შეგვძლებია ჩვენი ხალხისთვის!"
ნინო ლეჟავა: "თურმე რისი გაკეთება შეგვძლებია ჩვენი ხალხისთვის!"

რუბ­რი­კა "ფსი­ქოს" შე­კი­თხვებს პა­სუ­ხობს მო­ზარდ მა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი ნინო ლეჟა­ვა, რო­მე­ლიც ბო­ლოდ­რო­ინ­დე­ლი მოვ­ლე­ნე­ბით შეძრწუ­ნე­ბუ­ლია და ინ­ტერ­ვი­უც სწო­რედ ამ თე­მა­ზე ლა­პა­რა­კით და­ი­წყო:

- წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი რამ ვი­ხი­ლე, შოკ­ში ვარ! თუ ასე­თი ამ­ბე­ბი დიდ­ხანს ხდე­ბო­და ცი­ხე­ებ­ში, რო­გორ იყ­ვნენ მშვი­დად?! ან რო­გორ აწა­მებ­დნენ ასე პა­ტიმ­რებს, ისი­ნი ხომ ისე­დაც იხ­დიდ­ნენ სას­ჯელს?! ალ­ბათ, რამ­დე­ნი ინა­ნი­ებ­და კი­დეც ჩა­დე­ნილ და­ნა­შა­ულს... კი ბა­ტო­ნო, ცი­ხე­ებ­ში ოდით­გან­ვე არ­სე­ბობ­და რა­ღაც ხერ­ხე­ბი პა­ტიმ­რის გა­მო­სა­ტე­ხად, მაგ­რამ ასე­თი დამ­ცი­რე­ბა, ასე­თი სა­დიზ­მი?!... ყვე­ლა­ზე მე­ტად იმან შე­მაძ­რწუ­ნა, რომ ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ასეთ სა­ში­ნე­ლე­ბას იკად­რე­ბენ. ქარ­თვე­ლო­ბა ყო­ველ­თვის ზნე­ობ­რივ, გამ­ტან, სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე ერად მი­მაჩ­ნდა და ამით ვტრა­ბა­ხობ­დი. თურ­მე რის გა­კე­თე­ბა შეგვძლე­ბია ჩვე­ნი ხალ­ხის­თვის... სა­ში­ნე­ლე­ბაა!

- მო­ზარდ მა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რში ახა­ლი სე­ზო­ნი გა­იხ­სნა...

- ძვე­ლი სპექ­ტაკ­ლე­ბი რე­პერ­ტუ­ა­რი­დან მოხ­სნეს. სე­ზო­ნი რამ­დე­ნი­მე დღის წინ გა­იხ­სნა ჩემი მე­უღ­ლის, რე­ჟი­სორ გოგა ქა­ჩი­ბა­ი­ას სპექ­ტაკ­ლით - "სტუ­მა­რი". პი­ე­სის ავ­ტო­რი ნი­კუ­შა ან­თა­ძეა. იმან, რაც ქვე­ყა­ნა­ში ხდე­ბა, ყვე­ლა მსა­ხი­ობს შოკი მოგ­ვგვა­რა, მაგ­რამ რა გა­ე­წყო­ბა, ჩვე­ნი პრო­ფე­სია ეს არის და თავს იქით ძალა არ გვაქვს.

- რამ­დე­ნი­მე თვის წინ მო­ზარდ მა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რი­დან ორ­მო­ცამ­დე თა­ნამ­შრო­მე­ლი და­ი­თხო­ვეს...

- მათ მი­მართ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა არ შე­მიც­ვლია, ყვე­ლა ძვე­ლე­ბუ­რად მიყ­ვარს. მი­მაჩ­ნია, რომ ყვე­ლას აქვს თვალ­საზ­რი­სის გა­მო­ხატ­ვის უფ­ლე­ბა. ოჯა­ხის წევრთა შო­რი­საც კი არის აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბა. ხომ არ შე­იძ­ლე­ბა, ამის გამო ოჯა­ხებ­ში გან­ხეთ­ქი­ლე­ბა მოხ­დეს? მსა­ხი­ო­ბის­თვის თე­ატ­რი მე­ო­რე ოჯა­ხია, ამი­ტომ ასე­თი რამ არ უნდა ხდე­ბო­დეს, აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბა პი­რად შე­უ­რა­ცხყო­ფა­სა და და­პი­რის­პი­რე­ბა­ში არ უნდა გა­და­ვი­დეს. ძა­ლი­ან მტკი­ვა გული, რომ ეს ხალ­ხი ჩვენ­თან აღარ არის. ბო­ლოს და ბო­ლოს, სა­ერ­თო სარ­კე გვქონ­და, ერ­თმა­ნე­თის რო­ლებს ვთა­მა­შობ­დით და ერ­თმა­ნე­თის კოს­ტი­უ­მებს ვიც­ვამ­დით.

- მა­შა­სა­და­მე, პო­ლი­ტი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სის გამო და­ი­თხო­ვა თე­ატ­რის მმარ­თველ­მა ამ­დე­ნი თა­ნამ­შრო­მე­ლი?

- თე­ატ­რში ისე­დაც შე­ამ­ცი­რეს შტა­ტე­ბი, მათ კი კონ­ტრაქ­ტი და­უმ­თავ­რდათ და მმარ­თველ­მა ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ხე­ლახ­ლა გა­ფორ­მე­ბა სა­ჭი­როდ აღარ მი­იჩ­ნია. მერე ხელ­ფასს მი­ე­წე­რა ეს ამ­ბა­ვი, მაგ­რამ, რო­გორც ვიცი, მხო­ლოდ ეს არ ყო­ფი­ლა მათი თე­ატ­რი­დან და­თხოვ­ნის მი­ზე­ზი

- უმე­ტე­სო­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სის გამო გა­უშ­ვეს.

- ნინო, შენ რომ ჩა­გა­ბა­რონ პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სის­ტე­მა, რას გა­ა­კე­თებ­დი?

- ქარ­თვე­ლე­ბი მუ­დამ ევ­რო­პე­ლებს ბა­ძა­ვენ. რა­ტომ ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვა­ში არ მი­ბა­ძეს?! პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სის­ტე­მის ხელ­მძღვა­ნე­ლი რომ ვიყო, არ და­ვუშ­ვებ­დი, კომ­ფორ­ტულ გა­რე­მო­ში ეცხოვ­რათ მო­ძა­ლა­დე­ებს, სა­შიშ დამ­ნა­შა­ვე­ებს, დე­დებს, რომ­ლე­ბიც ჩვილ ბავ­შვებს ნა­გავ­საყ­რელ­ზე ყრი­ან, თუმ­ცა არც მათ წა­მე­ბას და­ვუშ­ვებ­დი.

- მსა­ხი­ო­ბო­ბა რომ არა, ვინ იქ­ნე­ბო­და პრო­ფე­სი­ით ნინო ლეჟა­ვა?

- ალ­ბათ, სა­ბავ­შვო ბა­ღის გამ­გე. შინ სა­ბავ­შვო ბა­ღის აღ­მზრდე­ლი ისე­დაც ვარ - ოთხი ვაჟი მყავს (იცი­ნის). ვგიჟ­დე­ბი ბავ­შვებ­ზე. მი­ხა­რია, რომ თე­ატ­რშიც მათ­თან მი­წევს ურ­თი­ერ­თო­ბა.

- რო­მელ ლი­ტე­რა­ტუ­რულ პერ­სო­ნაჟ­თან იმე­გობ­რებ­დი?

- უიი... რო­მე­ლი ერთი ჩა­მო­გით­ვა­ლო. გუ­ლი­ვე­რი­დან და­წყე­ბუ­ლი, ზღაპ­რის გმი­რე­ბით დამ­თავ­რე­ბუ­ლი, ყვე­ლას­თან. სხვა­თა შო­რის, ხა­სი­ა­თით სა­კუ­თარ თავს ჟანა დ,არკს ვამ­სგავ­სებ.

- სე­რე­ნა­და თუ უმ­ღე­რი­ათ შენ­თვის?

- გი­ტა­რით ხელ­ში ჩემს ფან­ჯრებს არა­ვინ მოს­დგო­მია, თუმ­ცა მო­წა­ფე­ო­ბი­სას თა­ნაკ­ლა­სელს ვუყ­ვარ­დი, რო­მე­ლიც ჩემ უკან იჯდა და გაკ­ვე­თილ­ზე რა­ღაც სა­ში­ნელ სიმ­ღე­რებს მიმ­ღე­რო­და ხოლ­მე (იცი­ნის).

- წარ­მო­იდ­გი­ნე, რომ პო­ლი­ტი­კოს­მა ნუგ­ზარ წიკ­ლა­ურ­მა სა­სიყ­ვა­რუ­ლო ბა­რა­თი და დიდი თა­ი­გუ­ლი გა­მო­გიგ­ზავ­ნა. რო­გო­რი რე­აქ­ცია გექ­ნე­ბა?

- ყვა­ვი­ლებს გა­მო­ვარ­თმევ და მად­ლო­ბას გა­და­ვუხ­დი, თუმ­ცა ვკი­თხავ: რა დამ­სა­ხუ­რე­ბის­თვის და სა­ი­დან მიც­ნობ-მეთ­ქი (იცი­ნის). არც ჩემი მე­უღ­ლე იეჭ­ვი­ა­ნებ­და, რად­გან ერ­თმა­ნეთს სა­ოც­რად ვენ­დო­ბით. ალ­ბათ, ძა­ლი­ან იცი­ნებ­და ამ ყვე­ლა­ფერ­ზე.

- წარ­მო­იდ­გი­ნე, რომ დი­ლით ყი­დუ­ლობ პრე­სას და ხე­დავ, რომ ერთ-ერთ ჟურ­ნალ­ში შენი შიშ­ვე­ლი ფო­ტო­ე­ბია და­ბეჭ­დი­ლი...

- გა­ვარ­კვევ, ვინ და­ა­მონ­ტა­ჟა და ვისი იდეა იყო ეს ყვე­ლა­ფე­რი. ყვე­ლამ კარ­გად იცის, რომ მე ამის გამ­კე­თე­ბე­ლი არ ვარ. ვი­ნა­ი­დან სა­ხალ­ხოდ არას­დროს გავ­შიშ­ვლდე­ბი, უამ­რავ კი­ნო­როლ­ზე ვთქვი უარი.

- რას აჩუ­ქებ­დი სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტს?

- სა­ა­კაშ­ვილს უკან და­ვუბ­რუ­ნებ­დი სა­ჩუ­ქარს - ვარდს, რომ­ლი­თაც ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მო­ვი­და.

ფსი­ქო­ლო­გის დას­კვნა

მა­რი­ამ ღონ­ღა­ძე, ფსი­ქო­ლო­გი: - ემო­ცი­უ­რია, თუმ­ცა თა­ვის გა­კონ­ტრო­ლე­ბა შე­უძ­ლია. იცის, სად და რო­დის რა თქვას. არის ერ­თგუ­ლი მე­უღ­ლე და მომ­თხოვ­ნი დედა.

ნინო მა­ი­სუ­რა­ძე

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საპროტესტო აქციებზე დაკავებული მომიტინგეების ოჯახის წევრები 8 აპრილს დაგეგმილი დემონსტრაციისთვის ემზადებიან

ნინო ლეჟავა: "თურმე რისი გაკეთება შეგვძლებია ჩვენი ხალხისთვის!"

ნინო ლეჟავა: "თურმე რისი გაკეთება შეგვძლებია ჩვენი ხალხისთვის!"

რუბრიკა "ფსიქოს" შეკითხვებს პასუხობს მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობი ნინო ლეჟავა, რომელიც ბოლოდროინდელი მოვ­ლე­ნებით შეძრწუ­ნებულია და ინტერვიუც სწორედ ამ თემაზე ლაპარაკით დაიწყო:

- წარმოუდგენელი რამ ვიხილე, შოკში ვარ! თუ ასეთი ამბები დიდხანს ხდებოდა ციხეებში, როგორ იყვნენ მშვიდად?! ან როგორ აწამებდნენ ასე პატიმრებს, ისინი ხომ ისედაც იხდიდნენ სასჯელს?! ალბათ, რამდენი ინანიებდა კიდეც ჩადენილ დანაშაულს... კი ბატონო, ციხეებში ოდითგანვე არსებობდა რაღაც ხერხები პატიმრის გამოსატეხად, მაგრამ ასეთი დამცირება, ასეთი სადიზმი?!... ყველაზე მეტად იმან შემაძრწუნა, რომ ჩვენს ქვეყანაში არიან ადამიანები, რომლებიც ასეთ საშინელებას იკადრებენ. ქართველობა ყოველთვის ზნეობრივ, გამტან, სტუმართმოყვარე ერად მიმაჩნდა და ამით ვტრაბახობდი. თურმე რის გაკეთება შეგვძლებია ჩვენი ხალხისთვის... საშინელებაა!

- მოზარდ მაყურებელთა თეატრში ახალი სეზონი გაიხსნა...

- ძველი სპექტაკლები რეპერტუარიდან მოხსნეს. სეზონი რამდენიმე დღის წინ გაიხსნა ჩემი მეუღლის, რეჟისორ გოგა ქაჩიბაიას სპექტაკლით - "სტუმარი". პიესის ავტორი ნიკუშა ანთაძეა. იმან, რაც ქვეყანაში ხდება, ყველა მსახიობს შოკი მოგვგვარა, მაგრამ რა გაეწყობა, ჩვენი პროფესია ეს არის და თავს იქით ძალა არ გვაქვს.

- რამდენიმე თვის წინ მოზარდ მაყურებელთა თეატრიდან ორმოცამდე თანამშრომელი დაითხოვეს...

- მათ მიმართ დამოკიდებულება არ შემიცვლია, ყველა ძველებურად მიყვარს. მიმაჩნია, რომ ყველას აქვს თვალსაზრისის გამოხატვის უფლება. ოჯახის წევრთა შორისაც კი არის აზრთა სხვადასხვაობა. ხომ არ შეიძლება, ამის გამო ოჯახებში განხეთქილება მოხდეს? მსახიობისთვის თეატრი მეორე ოჯახია, ამიტომ ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს, აზრთა სხვადასხვაობა პირად შეურაცხყოფასა და დაპირისპირებაში არ უნდა გადავიდეს. ძალიან მტკივა გული, რომ ეს ხალხი ჩვენთან აღარ არის. ბოლოს და ბოლოს, საერთო სარკე გვქონდა, ერთმანეთის როლებს ვთამაშობდით და ერთმანეთის კოსტიუმებს ვიცვამდით.

- მაშასადამე, პოლიტიკური თვალსაზრისის გამო დაითხოვა თეატრის მმართველმა ამდენი თანამშრომელი?

- თეატრში ისედაც შეამცირეს შტატები, მათ კი კონტრაქტი დაუმთავრდათ და მმართველმა ხელშეკრულების ხელახლა გაფორმება საჭიროდ აღარ მიიჩნია. მერე ხელფასს მიეწერა ეს ამბავი, მაგრამ, როგორც ვიცი, მხოლოდ ეს არ ყოფილა მათი თეატრიდან დათხოვნის მიზეზი

- უმეტესობა პოლიტიკური თვალსაზრისის გამო გაუშვეს.

- ნინო, შენ რომ ჩაგაბარონ პენიტენციური სისტემა, რას გააკეთებდი?

- ქართველები მუდამ ევროპელებს ბაძავენ. რატომ ადამიანის უფლებათა დაცვაში არ მიბაძეს?! პენიტენციური სისტემის ხელმძღვანელი რომ ვიყო, არ დავუშვებდი, კომფორტულ გარემოში ეცხოვრათ მოძალადეებს, საშიშ დამნაშავეებს, დედებს, რომლებიც ჩვილ ბავშვებს ნაგავსაყრელზე ყრიან, თუმცა არც მათ წამებას დავუშვებდი.

- მსახიობობა რომ არა, ვინ იქნებოდა პროფესიით ნინო ლეჟავა?

- ალბათ, საბავშვო ბაღის გამგე. შინ საბავშვო ბაღის აღმზრდელი ისედაც ვარ - ოთხი ვაჟი მყავს (იცინის). ვგიჟდები ბავშვებზე. მიხარია, რომ თეატრშიც მათთან მიწევს ურთიერთობა.

- რომელ ლიტერატურულ პერსონაჟთან იმეგობრებდი?

- უიი... რომელი ერთი ჩამოგითვალო. გულივერიდან დაწყებული, ზღაპრის გმირებით დამთავრებული, ყველასთან. სხვათა შორის, ხასიათით საკუთარ თავს ჟანა დ,არკს ვამსგავსებ.

- სერენადა თუ უმღერიათ შენთვის?

- გიტარით ხელში ჩემს ფანჯრებს არავინ მოსდგომია, თუმცა მოწაფეობისას თანაკლასელს ვუყვარდი, რომელიც ჩემ უკან იჯდა და გაკვეთილზე რაღაც საშინელ სიმღერებს მიმღეროდა ხოლმე (იცინის).

- წარმოიდგინე, რომ პოლიტიკოსმა ნუგზარ წიკლაურმა სასიყვარულო ბარათი და დიდი თაიგული გამოგიგზავნა. როგორი რეაქცია გექნება?

- ყვავილებს გამოვართმევ და მადლობას გადავუხდი, თუმცა ვკითხავ: რა დამსახურებისთვის და საიდან მიცნობ-მეთქი (იცინის). არც ჩემი მეუღლე იეჭვიანებდა, რადგან ერთმანეთს საოცრად ვენდობით. ალბათ, ძალიან იცინებდა ამ ყველაფერზე.

- წარმოიდგინე, რომ დილით ყიდულობ პრესას და ხედავ, რომ ერთ-ერთ ჟურნალში შენი შიშველი ფოტოებია დაბეჭდილი...

- გავარკვევ, ვინ დაამონტაჟა და ვისი იდეა იყო ეს ყველაფერი. ყველამ კარგად იცის, რომ მე ამის გამკეთებელი არ ვარ. ვინაიდან სახალხოდ არასდროს გავშიშვლდები, უამრავ კინოროლზე ვთქვი უარი.

- რას აჩუქებდი საქართველოს პრეზიდენტს?

- სააკაშვილს უკან დავუბრუნებდი საჩუქარს - ვარდს, რომლითაც ის ხელისუფლებაში მოვიდა.

ფსიქოლოგის დასკვნა

მარიამ ღონღაძე, ფსიქოლოგი: - ემოციურია, თუმცა თავის გაკონტროლება შეუძლია. იცის, სად და როდის რა თქვას. არის ერთგული მეუღლე და მომთხოვნი დედა.

ნინო მაისურაძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება