საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირაკლი ოქრუაშვილის მძღოლის აღსარება - ”როგორც მოვკალი გურამ შარაძე, ისე ”გაგასაღებ” შენცო”
ირაკლი ოქრუაშვილის მძღოლის აღსარება - ”როგორც მოვკალი გურამ შარაძე, ისე ”გაგასაღებ” შენცო”

ამ დღე­ებ­ში ბევ­რს სა­უბ­რო­ბენ ძმე­ბი ახა­ლა­ი­ე­ბის ბრა­ლე­უ­ლო­ბა­ზე. სა­ყუ­რა­დღე­ბოა, რომ პა­ტიმ­რებ­მა უკვე კონ­კრე­ტუ­ლი ფაქ­ტე­ბის და­სა­ხე­ლე­ბა და­ი­წყეს. პირ­ვე­ლი, ვინც დათა ახა­ლა­ი­ას უპი­რის­პირ­დე­ბა და სკან­და­ლურ ჩვე­ნე­ბას იძ­ლე­ვა, ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლის მძღო­ლი, გი­ორ­გი ჩიხ­ლა­ძეა. ამ ბრალ­დე­ბე­ბის შე­სა­ხებ მისი ად­ვო­კა­ტი, ედი­შერ ქარ­ჩა­ვა გვე­სა­უბ­რა.

ედი­შერ ქარ­ჩა­ვა:

- 2011 წლის 30 ივ­ნისს გი­ორ­გი ჩიხ­ლა­ძე უკა­ნო­ნო შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ფორ­მი­რე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბი­სა და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის შე­ძე­ნა-ტა­რე­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს და პირ­და­პირ კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტში (კუდ-ი), დათა ახა­ლა­ი­ას კა­ბი­ნეტ­ში შე­იყ­ვა­ნეს. საქ­მის მა­სა­ლე­ბის მი­ხედ­ვით თით­ქოს იკ­ვე­თე­ბო­და, რომ ის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ჯგუ­ფის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი იყო და ოქ­რუ­აშ­ვილ­თან ერ­თად, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დამ­ხო­ბას აპი­რებ­და. ჩიხ­ლა­ძე კარ­გად იც­ნობ­და დათა ახა­ლა­ი­ას, რად­გან ორი­ვე "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი", თა­ნა­მებ­რძო­ლე­ბი და მე­გობ­რე­ბი იყ­ვნენ, ბევ­რჯერ ერ­თა­დაც უქე­ი­ფი­ათ. მერე მათი გზე­ბი გა­ი­ყო. ჩიხ­ლა­ძე ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლის პი­რა­დი მძღო­ლი, მცვე­ლი, მისი ნათ­ლუ­ლი და ოჯახ­თან ძალ­ზე და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი პი­რია, ამი­ტო­მაც გან­ხორ­ცი­ელ­და მას­ზე ძა­ლა­დო­ბის წნე­ხი... რო­გორც ჩემი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი ამ­ბობს, დათა ახა­ლა­ია ნარ­კო­ტი­კით თრო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და და პირ­და­პირ უთხრა, - ხომ იცი, ვინ­ცა ვარ და რისი გამ­კე­თე­ბე­ლიც ვარ; ახლა არ და­მი­წყო აქ ზღაპ­რე­ბის მო­ყო­ლა, ყვე­ლა­ფე­რი მი­თხა­რი, თო­რემ, რო­გორც დავ­გეგ­მე და მოვ­კა­ლი გუ­რამ შა­რა­ძე, ისე "გა­გა­სა­ღებ" შენ­ცო!.. ჩიხ­ლა­ძემ რა­ღაც ჩვე­ნე­ბა მის­ცა. ახა­ლა­ია გაბ­რაზ­და: შენ რა­საც ახლა გვიყ­ვე­ბი, ეს ჩვენ ისე­დაც ვი­ცით, სხვა დე­ტა­ლე­ბი მი­თხა­რიო. მის­გან იმა­ზე მეტ ინ­ფორ­მა­ცი­ას ითხოვ­დნენ, ვიდ­რე ჰქონ­და. სხვა ვე­რა­ფე­რი რომ ვერ ათ­ქმე­ვი­ნეს, მერე უთ­ქვამთ, - ჩვენ დავ­წერთ და ხელი მოგ­ვი­წე­რეო. ეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მე­თო­დია. ვი­ნა­ი­დან დათა ახა­ლა­ი­ას ეჭვი შე­ე­პა­რა, რომ ჩიხ­ლა­ძე რე­ა­ლურ ჩვე­ნე­ბას იძ­ლე­ო­და, პა­ტა­რა ფლა­კო­ნი ამო­ი­ღო და მას სა­ხე­ში რა­ღაც ნივ­თი­ე­რე­ბა შე­ას­ხუ­რა. ჩიხ­ლა­ძე ამ­ბობს, - გო­ნე­ბა არ და­მი­კარ­გავს, მაგ­რამ ტან­სა და სხე­ულს, ფაქ­ტობ­რი­ვად, ვე­ღარ ვგრძნობ­დიო. დას­ძენს, - ამის შემ­დეგ, დათა ახა­ლა­ი­ამ ხელ­კე­ტით სას­ტი­კად მცე­მაო. მას­თან ერ­თად ამ დროს კა­ბი­ნეტ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და რამ­დე­ნი­მე პი­როვ­ნე­ბა, რომ­ლებ­საც ნიღ­ბე­ბი ეკე­თათ. და­თამ გული რომ იჯე­რა ცე­მით, მერე სხვებ­მაც წა­მარ­ტყე­სო, - ამ­ბობს ჩიხ­ლა­ძე.

- ბა­ტო­ნო ედი­შერ, თქვე­ნი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი სე­რი­ო­ზულ ბრალ­დე­ბას უყე­ნებს დათა ახა­ლა­ი­ას - პირ­ველ რიგ­ში, გუ­რამ შა­რა­ძის მკვლე­ლო­ბას ვგუ­ლის­ხმობ. ამის თქმის რე­ა­ლუ­რი სა­ფუძ­ვე­ლი თუ არ­სე­ბობს? ან რა­ტომ დუმ­და აქამ­დე?

- მი­თხრა, - იმ კად­რე­ბის შემ­დეგ, რო­მე­ლიც ტე­ლე­ეკ­რან­ზე უჩ­ვე­ნეს, მო­რა­ლუ­რი უფ­ლე­ბა აღარ მაქვს, ჩუ­მად ვი­ყოო, - და შა­რა­ძის საქ­მე­ზე ეს მი­თხრა. ეს დათა ახა­ლა­ი­ას სი­ტყვე­ბი იყო. მან თურ­მე სხვა პი­როვ­ნე­ბე­ბიც ჩა­მო­უთ­ვა­ლა მა­შინ; "ეი­ფო­რი­ა­ში" იყო, თან ყვი­რო­და, - იმ მე­თო­დით "გა­გა­სა­ღებ" შენ­ცო!.. ჩემ­თვის სრუ­ლი­ად და­სა­ბუ­თე­ბუ­ლია მისი პო­ზი­ცია: რაღა შა­რა­ძე­ზე თქვა და სხვა­ზე - არა?! მის ქმე­დე­ბას რომ და­მა­ჯე­რებ­ლო­ბა მის­ცე­მო­და, ალ­ბათ ამი­ტომ თქვა ასე. ჩიხ­ლა­ძემ მთხო­ვა, ეს გან­ცხა­დე­ბა გა­მე­კე­თე­ბი­ნა. რაც შე­ე­ხე­ბა მისი წა­მე­ბის დე­ტა­ლებს, ეს ჩემ­თვის ისე­დაც ცნო­ბი­ლი იყო.

- რა გაგ­რძე­ლე­ბა ჰქონ­და ამ ამ­ბავს?

- ახა­ლა­ი­ას მიერ ნა­ცე­მი ჩიხ­ლა­ძე რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მოხ­ვდა. კუდ-ში, როცა მის და­სა­ცა­ვად მი­ვე­დი, პა­ტი­მა­რი ვერ­სად ვი­პო­ვე. მი­თხრეს, რომ ბრა­ლი წა­რუდ­გი­ნეს და ბრალ­დე­ბის დად­გე­ნი­ლე­ბა უნდა მი­მე­ღო. და­კა­ვე­ბუ­ლის ნახ­ვას ვი­თხოვ­დი, მაგ­რამ არ მახ­ვედ­რებ­დნენ. დიდი ბრძო­ლის შემ­დეგ მი­თხრეს, რომ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში იწვა და ბად­რა­გი იცავ­და. ჩემს კო­ლე­გებ­თან - ცის­მარ ონი­ან­თან და ზვი­ად ხუ­ხი­ას­თან ერ­თად წა­ვე­დი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში და რაც იქ ვნა­ხეთ, ეს სა­ში­ნე­ლე­ბა იყო: ადა­მი­ანს სახე სა­ერ­თოდ არ უჩან­და, ცე­მის შე­დე­გად ისე ჰქონ­და მთე­ლი სხე­უ­ლი და­სი­ვე­ბუ­ლი, რომ გა­ოგ­ნე­ბუ­ლი დავ­რჩი. რამ­დე­ნი­მე აპა­რატ­ზე იყო შე­ერ­თე­ბუ­ლი, ვერ ლა­პა­რა­კობ­და. არ­სე­ბობს ამის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი ცნო­ბაც და ის ხელთ მაქვს. დას­კვნა­ში წე­რია, რომ ჩიხ­ლა­ძის მდგო­მა­რე­ო­ბა არის მძი­მე, გა­ნუ­ვი­თარ­და თირკმლის უკ­მა­რი­სო­ბა; ჩა­მოთ­ვლი­ლია დი­აგ­ნო­ზე­ბი და ასე­ვე მი­თი­თე­ბუ­ლია, რომ სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბებ­ში მისი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არ შე­იძ­ლე­ბა. იმ რა­ღაც ნივ­თი­ე­რე­ბის შეს­ხუ­რე­ბი­სა და წა­მე­ბის შემ­დეგ, როცა მო­მაკ­ვდა­ვი ჩიხ­ლა­ძე ბი­ჭებს ახა­ლა­ი­ას კა­ბი­ნე­ტი­დან გა­უყ­ვა­ნი­ათ, და­თას უთ­ქვამს, - კარ­გი, არ მოკ­ლათ, სის­ხლი გა­უ­ფილტრე­თო... ესეც გა­კეთ­და. გა­მო­ძი­ე­ბის სა­გა­ნი უნდა გახ­დეს და უნდა დად­გინ­დეს, რა ნივ­თი­ე­რე­ბა შე­ას­ხუ­რა მან ჩიხ­ლა­ძეს. რამ­დე­ნი­მე დღე უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და და თვი­თო­ნაც უკ­ვირს, რო­გორ გა­დარ­ჩა. ვერ სა­უბ­რობ­და, მაგ­რამ მა­ნიშ­ნა, რომ არ გა­მეხ­მა­უ­რე­ბი­ნა... იმ დროს რომ გვეყ­ვი­რა, ჩიხ­ლა­ძე დღეს ცო­ცხა­ლი აღარ იქ­ნე­ბო­და. მის სი­ცო­ცხლეს გა­ვუფრ­თხილ­დით. იუ­რის­ტე­ბი ვართ და ფაქ­ტე­ბით გე­სა­უბ­რე­ბით... მერე უთხრეს, - ცი­ხის სამ­კურ­ნა­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში იმ შემ­თხვე­ვა­ში გა­და­გიყ­ვანთ და გიმ­კურ­ნა­ლებთ, თუ ხელს მო­ა­წერ და იტყვი, რომ ეს და­ზი­ა­ნე­ბე­ბი შე­ნით მი­ი­ღეო. ამა­საც მო­ა­წე­რა ხელი. სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნო­ში მორ­წმუ­ნე ბი­ჭე­ბი, გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბი მუ­შა­ო­ბენ და მათ ვთხოვ­დი, - არ მოკ­ლან ეს კაცი, თუ რამე იცის, გა­მოჩ­ნდე­ბა, ვკი­თხოთ და ისე მი­ვი­ღოთ მის­გან მეტი ინ­ფორ­მა­ცია-მეთ­ქი...

მარ­თა­ლია, მას 6 წელი მის­ჯი­ლი აქვს საპ­რო­ცე­სო გა­რი­გე­ბით, მაგ­რამ დღემ­დე არ გა­და­უყ­ვა­ნი­ათ სხვა და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში და გლ­და­ნის სა­პყრო­ბი­ლე­ში რჩე­ბა. როცა გა­დაყ­ვა­ნა მო­ვი­თხო­ვე, მი­თხრეს, - ნუ წერ გან­ცხა­დე­ბებს, არა­ვინ გა­და­იყ­ვანს, სა­ნამ ამას დათა ახა­ლა­ია არ გა­და­წყვეტ­სო. დღეს მხო­ლოდ რი­გი­თი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, შემ­სრუ­ლებ­ლე­ბი არი­ან და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი. ჩიხ­ლა­ძე კი უშუ­ა­ლოდ კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლეს ამ­ხელს ცემა-წა­მე­ბა­ში და იმა­ში, რომ მან თა­ნა­მედ­რო­ვე ქი­მი­უ­რი სა­შუ­ა­ლე­ბა გა­მო­ი­ყე­ნა მის წი­ნა­აღ­მდეგ. ამას მსვლე­ლო­ბა უნდა მი­ე­ცეს და საქ­მე უნდა აღიძ­რას. კი­დევ ერთ მნიშ­ვნე­ლო­ვან, სრუ­ლი­ად გა­უ­გე­ბარ და აღ­მაშ­ფო­თე­ბელ დე­ტალ­ზე მინ­და გა­ვა­მახ­ვი­ლო ყუ­რა­დღე­ბა. ჩიხ­ლა­ძე ამ­ბობს, - ახა­ლა­ია ჩემს ცემა-წა­მე­ბას რომ მორ­ჩა, უბი­დან ღვთის­მშობ­ლის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბით მე­და­ლი­ო­ნი ამო­ი­ღო, რო­მე­ლიც მკერ­დზე ეკი­და; მაჩ­ვე­ნა, რამ­დენ­ჯერ­მე ეამ­ბო­რა, ჩა­ი­ღი­მა და ისევ უბე­ში ჩა­ი­დოო. მას აქვს თუ არა ასე­თი მე­და­ლი­ო­ნი, მის­მა გა­რე­მოც­ვამ ხომ კარ­გად იცის, მაგ­რამ ამ ქცე­ვის ახ­სნას ვერ ვპო­უ­ლობ: თუ კაცს აწა­მებ, ამ დროს ღვთის­მშო­ბე­ლი რას გიშ­ვე­ლის?!. 13 დე­კემ­ბერს ჩიხ­ლა­ძეს სა­კან­ში გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბაც და­უ­პი­რეს. იმ ხალ­ხი­დან დღეს ორი პირი უკვე და­ჭე­რი­ლია. ჩემი დაც­ვის ქვეშ მყოფს ცი­ხის სამ­კურ­ნა­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში უმ­კურ­ნა­ლეს, მაგ­რამ მის ოთახ­ში სულ ჩარ­თუ­ლი იყო შუქი და ძი­ლის სა­შუ­ა­ლე­ბას არ აძ­ლევ­დნენ, ესეც წა­მე­ბის ერთ-ერთი ფორ­მაა. მერე, რო­დე­საც მთა­ვარ კორ­პუს­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, სპე­ცი­ა­ლურ სა­კან­ში შე­აგ­დეს; იქ მყო­ფებ­მა უთხრეს, - მო­ემ­ზა­დე, უნდა გა­გა­უ­პა­ტი­უ­რო­თო. შვე­ლას ითხოვ­და. მა­შინ­ვე საქ­მის კურ­სში ჩა­ვა­ყე­ნე და­წე­სე­ბუ­ლე­ბის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე და დამ­პირ­და, - რაც ჩემ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თე­ბო. ალ­ბათ გა­გიკ­ვირ­დე­ბათ, მაგ­რამ იმა­ვე დღეს ასე­თი­ვე გან­ცხა­დე­ბით მივ­მარ­თე დათა ახა­ლა­ი­ას და ვთხო­ვე, არ გა­ნე­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნათ ძა­ლა­დო­ბა. სას­წა­უ­ლი პრე­ცე­დენ­ტია, მაგ­რამ ახა­ლა­ი­ამ გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის­გან და­იც­ვა. და­იც­ვა კაც­მა, რო­მელ­მაც ასე სა­დის­ტუ­რად აწა­მა... მერე ისევ პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის­თვის გან­კუთ­ვნილ სა­კან­ში და­აბ­რუ­ნეს და ახ­ლაც იქ იმ­ყო­ფე­ბა.

ხა­თუ­ნა ბახ­ტუ­რი­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

ირაკლი ოქრუაშვილის მძღოლის აღსარება - ”როგორც მოვკალი გურამ შარაძე, ისე ”გაგასაღებ” შენცო”

ირაკლი ოქრუაშვილის მძღოლის აღსარება - ”როგორც მოვკალი გურამ შარაძე, ისე ”გაგასაღებ” შენცო”

ამ დღეებში ბევრს საუბრობენ ძმები ახალაიების ბრალეულობაზე. საყურადღებოა, რომ პატიმრებმა უკვე კონკრეტული ფაქტების დასახელება დაიწყეს. პირველი, ვინც დათა ახალაიას უპირისპირდება და სკანდალურ ჩვენებას იძლევა, ირაკლი ოქრუაშვილის მძღოლი, გიორგი ჩიხლაძეა. ამ ბრალდებების შესახებ მისი ადვოკატი, ედიშერ ქარჩავა გვესაუბრა.

ედიშერ ქარჩავა:

- 2011 წლის 30 ივნისს გიორგი ჩიხლაძე უკანონო შეიარაღებულ ფორმირებაში მონაწილეობისა და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-ტარების ბრალდებით დააკავეს და პირდაპირ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტში (კუდ-ი), დათა ახალაიას კაბინეტში შეიყვანეს. საქმის მასალების მიხედვით თითქოს იკვეთებოდა, რომ ის შეიარაღებული ჯგუფის ორგანიზატორი იყო და ოქრუაშვილთან ერთად, ხელისუფლების დამხობას აპირებდა. ჩიხლაძე კარგად იცნობდა დათა ახალაიას, რადგან ორივე "ნაციონალები", თანამებრძოლები და მეგობრები იყვნენ, ბევრჯერ ერთადაც უქეიფიათ. მერე მათი გზები გაიყო. ჩიხლაძე ირაკლი ოქრუაშვილის პირადი მძღოლი, მცველი, მისი ნათლული და ოჯახთან ძალზე დაახლოებული პირია, ამიტომაც განხორციელდა მასზე ძალადობის წნეხი... როგორც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ამბობს, დათა ახალაია ნარკოტიკით თრობის მდგომარეობაში იმყოფებოდა და პირდაპირ უთხრა, - ხომ იცი, ვინცა ვარ და რისი გამკეთებელიც ვარ; ახლა არ დამიწყო აქ ზღაპრების მოყოლა, ყველაფერი მითხარი, თორემ, როგორც დავგეგმე და მოვკალი გურამ შარაძე, ისე "გაგასაღებ" შენცო!.. ჩიხლაძემ რაღაც ჩვენება მისცა. ახალაია გაბრაზდა: შენ რასაც ახლა გვიყვები, ეს ჩვენ ისედაც ვიცით, სხვა დეტალები მითხარიო. მისგან იმაზე მეტ ინფორმაციას ითხოვდნენ, ვიდრე ჰქონდა. სხვა ვერაფერი რომ ვერ ათქმევინეს, მერე უთქვამთ, - ჩვენ დავწერთ და ხელი მოგვიწერეო. ეს ჩვეულებრივი მეთოდია. ვინაიდან დათა ახალაიას ეჭვი შეეპარა, რომ ჩიხლაძე რეალურ ჩვენებას იძლეოდა, პატარა ფლაკონი ამოიღო და მას სახეში რაღაც ნივთიერება შეასხურა. ჩიხლაძე ამბობს, - გონება არ დამიკარგავს, მაგრამ ტანსა და სხეულს, ფაქტობრივად, ვეღარ ვგრძნობდიო. დასძენს, - ამის შემდეგ, დათა ახალაიამ ხელკეტით სასტიკად მცემაო. მასთან ერთად ამ დროს კაბინეტში იმყოფებოდა რამდენიმე პიროვნება, რომლებსაც ნიღბები ეკეთათ. დათამ გული რომ იჯერა ცემით, მერე სხვებმაც წამარტყესო, - ამბობს ჩიხლაძე.

- ბატონო ედიშერ, თქვენი დაცვის ქვეშ მყოფი სერიოზულ ბრალდებას უყენებს დათა ახალაიას - პირველ რიგში, გურამ შარაძის მკვლელობას ვგულისხმობ. ამის თქმის რეალური საფუძველი თუ არსებობს? ან რატომ დუმდა აქამდე?

- მითხრა, - იმ კადრების შემდეგ, რომელიც ტელეეკრანზე უჩვენეს, მორალური უფლება აღარ მაქვს, ჩუმად ვიყოო, - და შარაძის საქმეზე ეს მითხრა. ეს დათა ახალაიას სიტყვები იყო. მან თურმე სხვა პიროვნებებიც ჩამოუთვალა მაშინ; "ეიფორიაში" იყო, თან ყვიროდა, - იმ მეთოდით "გაგასაღებ" შენცო!.. ჩემთვის სრულიად დასაბუთებულია მისი პოზიცია: რაღა შარაძეზე თქვა და სხვაზე - არა?! მის ქმედებას რომ დამაჯერებლობა მისცემოდა, ალბათ ამიტომ თქვა ასე. ჩიხლაძემ მთხოვა, ეს განცხადება გამეკეთებინა. რაც შეეხება მისი წამების დეტალებს, ეს ჩემთვის ისედაც ცნობილი იყო.

- რა გაგრძელება ჰქონდა ამ ამბავს?

- ახალაიას მიერ ნაცემი ჩიხლაძე რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოხვდა. კუდ-ში, როცა მის დასაცავად მივედი, პატიმარი ვერსად ვიპოვე. მითხრეს, რომ ბრალი წარუდგინეს და ბრალდების დადგენილება უნდა მიმეღო. დაკავებულის ნახვას ვითხოვდი, მაგრამ არ მახვედრებდნენ. დიდი ბრძოლის შემდეგ მითხრეს, რომ საავადმყოფოში იწვა და ბადრაგი იცავდა. ჩემს კოლეგებთან - ცისმარ ონიანთან და ზვიად ხუხიასთან ერთად წავედი საავადმყოფოში და რაც იქ ვნახეთ, ეს საშინელება იყო: ადამიანს სახე საერთოდ არ უჩანდა, ცემის შედეგად ისე ჰქონდა მთელი სხეული დასივებული, რომ გაოგნებული დავრჩი. რამდენიმე აპარატზე იყო შეერთებული, ვერ ლაპარაკობდა. არსებობს ამის დამადასტურებელი ცნობაც და ის ხელთ მაქვს. დასკვნაში წერია, რომ ჩიხლაძის მდგომარეობა არის მძიმე, განუვითარდა თირკმლის უკმარისობა; ჩამოთვლილია დიაგნოზები და ასევე მითითებულია, რომ საგამოძიებო მოქმედებებში მისი მონაწილეობა არ შეიძლება. იმ რაღაც ნივთიერების შესხურებისა და წამების შემდეგ, როცა მომაკვდავი ჩიხლაძე ბიჭებს ახალაიას კაბინეტიდან გაუყვანიათ, დათას უთქვამს, - კარგი, არ მოკლათ, სისხლი გაუფილტრეთო... ესეც გაკეთდა. გამოძიების საგანი უნდა გახდეს და უნდა დადგინდეს, რა ნივთიერება შეასხურა მან ჩიხლაძეს. რამდენიმე დღე უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფებოდა და თვითონაც უკვირს, როგორ გადარჩა. ვერ საუბრობდა, მაგრამ მანიშნა, რომ არ გამეხმაურებინა... იმ დროს რომ გვეყვირა, ჩიხლაძე დღეს ცოცხალი აღარ იქნებოდა. მის სიცოცხლეს გავუფრთხილდით. იურისტები ვართ და ფაქტებით გესაუბრებით... მერე უთხრეს, - ციხის სამკურნალო დაწესებულებაში იმ შემთხვევაში გადაგიყვანთ და გიმკურნალებთ, თუ ხელს მოაწერ და იტყვი, რომ ეს დაზიანებები შენით მიიღეო. ამასაც მოაწერა ხელი. საგამოძიებო ორგანოში მორწმუნე ბიჭები, გამომძიებლები მუშაობენ და მათ ვთხოვდი, - არ მოკლან ეს კაცი, თუ რამე იცის, გამოჩნდება, ვკითხოთ და ისე მივიღოთ მისგან მეტი ინფორმაცია-მეთქი...

მართალია, მას 6 წელი მისჯილი აქვს საპროცესო გარიგებით, მაგრამ დღემდე არ გადაუყვანიათ სხვა დაწესებულებაში და გლდანის საპყრობილეში რჩება. როცა გადაყვანა მოვითხოვე, მითხრეს, - ნუ წერ განცხადებებს, არავინ გადაიყვანს, სანამ ამას დათა ახალაია არ გადაწყვეტსო. დღეს მხოლოდ რიგითი თანამშრომლები, შემსრულებლები არიან დაკავებულები. ჩიხლაძე კი უშუალოდ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეს ამხელს ცემა-წამებაში და იმაში, რომ მან თანამედროვე ქიმიური საშუალება გამოიყენა მის წინააღმდეგ. ამას მსვლელობა უნდა მიეცეს და საქმე უნდა აღიძრას. კიდევ ერთ მნიშვნელოვან, სრულიად გაუგებარ და აღმაშფოთებელ დეტალზე მინდა გავამახვილო ყურადღება. ჩიხლაძე ამბობს, - ახალაია ჩემს ცემა-წამებას რომ მორჩა, უბიდან ღვთისმშობლის გამოსახულებით მედალიონი ამოიღო, რომელიც მკერდზე ეკიდა; მაჩვენა, რამდენჯერმე ეამბორა, ჩაიღიმა და ისევ უბეში ჩაიდოო. მას აქვს თუ არა ასეთი მედალიონი, მისმა გარემოცვამ ხომ კარგად იცის, მაგრამ ამ ქცევის ახსნას ვერ ვპოულობ: თუ კაცს აწამებ, ამ დროს ღვთისმშობელი რას გიშველის?!. 13 დეკემბერს ჩიხლაძეს საკანში გაუპატიურებაც დაუპირეს. იმ ხალხიდან დღეს ორი პირი უკვე დაჭერილია. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ციხის სამკურნალო დაწესებულებაში უმკურნალეს, მაგრამ მის ოთახში სულ ჩართული იყო შუქი და ძილის საშუალებას არ აძლევდნენ, ესეც წამების ერთ-ერთი ფორმაა. მერე, როდესაც მთავარ კორპუსში გადაიყვანეს, სპეციალურ საკანში შეაგდეს; იქ მყოფებმა უთხრეს, - მოემზადე, უნდა გაგაუპატიუროთო. შველას ითხოვდა. მაშინვე საქმის კურსში ჩავაყენე დაწესებულების უფროსის მოადგილე და დამპირდა, - რაც ჩემზეა დამოკიდებული, ყველაფერს გავაკეთებო. ალბათ გაგიკვირდებათ, მაგრამ იმავე დღეს ასეთივე განცხადებით მივმართე დათა ახალაიას და ვთხოვე, არ განეხორციელებინათ ძალადობა. სასწაული პრეცედენტია, მაგრამ ახალაიამ გაუპატიურებისგან დაიცვა. დაიცვა კაცმა, რომელმაც ასე სადისტურად აწამა... მერე ისევ პოლიციელებისთვის განკუთვნილ საკანში დააბრუნეს და ახლაც იქ იმყოფება.

ხათუნა ბახტურიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"