ცნობილმა მსახიობმა და პენელოპა კრუზის მეუღლემ, ხავიერ ბარდემმა მამაკაცების ჟურნალ GQ-ს ინტერვიუ მისცა და ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა. ინტერვიუში ვარსკვლავმა კარიერაზე, ოჯახსა და გრძნობებზე ისაუბრა.
"ის ფაქტი, რომ მომწონს როლის მორგება და პერსონაჟის განსახიერება, არ ნიშნავს იმას, რომ მიყვარს შედეგის ხილვა. არ შემიძლია ამ დაწყევლილი ცხვირის დანახვა, ხმის გაგონება. როდესაც მე ვთამაშობ, არ მესმის ხმა, ვერ ვხედავ ცხვირს. ამ დროს რაღაც ძალიან ძლიერს ვგრძნობ, რომელიც აუცილებლად უნდა გამოვამჟღავნო", - ამბობს ბარდემი.
"მე ისე გამზარდეს, რომ არასოდეს მეშინოდა საკუთარი გრძნობების გამომჟღავნება და შთაბეჭდილებების გამხელა... თითქოს ჩემს სხეულში გაერთიანდნენ კაცი და ქალი, ჩემში არის ქალური და კაცური ფასეულობები. მე ბედნიერი კაცი ვარ. მაქვს ბედნიერი ქორწინება, ვცხოვრობ მშვიდად, მშვიდად ვსუნთქავ და ძალიან მადლობელი ვარ იმ ვიღაცის, ცაში, რომ მომცა საშუალება, ვინმეს ვყვარებოდი", - განაცხადა მსახიობმა.
მომზადებულია GQ-ს მიხედვით.