მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ გაემგზავრა ზურა დოიჯაშვილი რუსეთში
რატომ გაემგზავრა ზურა დოიჯაშვილი რუსეთში

შე­იძ­ლე­ბა პა­რა­დოქ­სია, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლო­ზე უზო­მოდ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ზურა დო­ი­ჯაშ­ვი­ლი რუ­სეთ­ში ცხოვ­რობს და ამ­ბობს, რომ სწო­რედ ამ ქვე­ყა­ნა­ში ჩას­ვლის შემ­დეგ "ამო­ი­სუნ­თქა"... 49 წლის მუ­სი­კო­სი ოპ­ტი­მის­ტურ გან­წყო­ბი­ლე­ბას ინარ­ჩუ­ნებს და სა­კუ­თარ მსმე­ნელს ახლო მო­მა­ვალ­ში ბევრ სი­ახ­ლეს ჰპირ­დე­ბა.

- სამი შვი­ლი და ერთი შვი­ლიშ­ვი­ლი - ან­დრია მყავს. მარ­თა­ლია, სხვა ქვე­ყა­ნა­ში, მაგ­რამ ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ ჩემი პრო­ფე­სი­ით ვმუ­შა­ობ და საქ­მის კე­თე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მო­მე­ცა. ცოტა ხნის წინ, სა­ქარ­თვე­ლო­დან რუ­სეთ­ში კონ­ცერ­ტზე ჩა­მო­ვე­დი. კარ­გი სა­მუ­შაო შე­მომ­თა­ვა­ზეს და ცხა­დია, დავ­რჩი... ვფიქ­რობ, მუ­სი­კო­სი უსაქ­მოდ არ უნდა იჯ­დეს. მას უნდა ჰქონ­დეს იმის სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ სა­კუ­თა­რი ხე­ლოვ­ნე­ბა სხვებს გა­უ­ზი­ა­როს. ვფიქ­რობ, ამ ქვე­ყა­ნა­ში ქარ­თულ საქ­მეს ვა­კე­თებ. რეს­ტო­რან­ში ვმღე­რი და საკ­მა­ოდ ბევ­რი მსმე­ნე­ლი მყავს.

- სად და­ი­წყო თქვე­ნი ცხოვ­რე­ბის გზა?

- თბი­ლი­სის ერთ-ერთ ძველ უბან­ში, ვერ­ცხლის ქუ­ჩა­ზე და­ვი­ბა­დე. მარ­თლაც, კარ­გი ბავ­შვო­ბა მქონ­და. და­ახ­ლო­ე­ბით ექ­ვსი წლი­დან, რო­გორც კი ქუ­ჩა­ში გა­მო­ვე­დი, ბევ­რი კარ­გი მე­გო­ბა­რი შე­ვი­ძი­ნე. ისი­ნი დღემ­დე ჩემ გვერ­დით არი­ან. მახ­სოვს, ფორ­ტე­პი­ა­ნო­ზე დაკ­ვრის შე­სას­წავ­ლად პე­და­გოგ­თან ჩუ­მად დავ­დი­ო­დი. არ მინ­დო­და, ეს ამ­ბა­ვი ბი­ჭებს გა­ე­გოთ (იცი­ნის). დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­სი­კა შე­მიყ­ვარ­და და საკ­მა­ოდ კარგ მე­ლო­მა­ნად ჩა­მოვ­ყა­ლიბ­დი. არ მე­გო­ნა, თუ ეს ჩემს პრო­ფე­სი­ად იქ­ცე­ო­და. ბევ­რი კარ­გი რამ ვნა­ხე ცხოვ­რე­ბა­ში და ბევ­რი ცუდი ამ­ბის შემ­სწრეც გავ­ხდი. ცხოვ­რე­ბა მარ­თლაც რომ ბრძო­ლაა და წლე­ბის მა­ტე­ბას­თან ერ­თად ვაც­ნო­ბი­ე­რებ - ამ­ქვეყ­ნად სი­კე­თე­ზე უკე­თესს, ვე­რა­ფერს გა­ა­კე­თებ.

- სცე­ნა­ზე რო­გორ აღ­მოჩ­ნდით?

- კაკო ვარ­შა­ლო­მი­ძეს­თან ერ­თად რუს­თა­ველ­ზე, ე.წ. კავ­შირ­გაბ­მუ­ლო­ბის კლუბ­ში ვუკ­რავ­დი და ჩემ­თვის ვერ­თო­ბო­დი. მერე ამ ყვე­ლა­ფერს შე­ვეშ­ვი და მუ­შა­ო­ბა პრო­ფე­სი­ით და­ვი­წყე - სამ­შე­ნებ­ლო ფა­კულ­ტე­ტი მაქვს დამ­თავ­რე­ბუ­ლი. რა­ღაც პე­რი­ო­დის შემ­დეგ, კა­კომ თა­მაზ სი­ჭი­ნა­ვას ან­სამ­ბლის - "პი­რა­მი­და" ვო­კა­ლის­ტად ჩემი თავი შეს­თა­ვა­ზა; ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი სა­ქარ­თვე­ლო­ში იურ­მა­ლის ფეს­ტი­ვა­ლის ტურ­ში და მა­ყუ­რე­ბელ­თა სიმ­პა­თია და­ვიმ­სა­ხუ­რე, შემ­დეგ კი მე, ეკა კვა­ლი­აშ­ვი­ლი და მე­რაბ სე­ფაშ­ვი­ლი "რე­როს­თან" ერ­თად, გას­ტროლ­ზე წა­ვე­დით. აი, ასე და­ი­წყო ჩემი სას­ცე­ნო კა­რი­ე­რა...

- და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ხმის ტემ­ბრი გაქვთ. ეს და­გეხ­მა­რათ თუ არა, რომ სხვე­ბის­გან გა­მორ­ჩე­უ­ლი მომ­ღე­რა­ლი ყო­ფი­ლი­ყა­ვით?

- ვფიქ­რობ, მა­ღალ ნოტს აი­ღებ თუ და­ბალს, ამას გა­დამ­წყვე­ტი მნიშ­ვნე­ლო­ბა არა აქვს. მთა­ვა­რია, მიმ­ბაძ­ვე­ლი არ იყო და ნამ­ღერ­ში ყო­ველ­თვის რა­ღაც ახა­ლი შე­ი­ტა­ნო. პი­რა­დად მე, ისე­თი სიმ­ღე­რაც მიმ­ღე­რია, რო­მე­ლიც არ მომ­წონ­და. არ მინ­და, თა­ვის ქე­ბა­ში ჩა­მეთ­ვა­ლოს, მაგ­რამ დი­ა­პა­ზო­ნი მაქვს და სიმ­ღე­რა ვიცი. პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი გა­მოც­დი­ლე­ბი­დან მო­დის, რაც ნამ­დვი­ლად არ მაკ­ლია.

- სიმ­ღე­რებ­საც წერთ?

- დიახ. მაქვს ბევ­რი სა­კუ­თა­რი სიმ­ღე­რა, რომ­ლებ­საც ხალ­ხი მალე მო­ის­მენს.

- რო­გორ გა­ი­ცა­ნით მო­მა­ვა­ლი მე­უღ­ლე?

- ჩემი მე­უღ­ლე ჩემი პირ­ვე­ლი სიყ­ვა­რუ­ლია. ბორ­ჯომ­ში სახ­ლი გვაქვს. ყო­ველ წელს იქ ვის­ვე­ნებ­დი. ერთხელ ქეთი სა­ნა­ტო­რი­უმ­ში და­სას­ვე­ნებ­ლად ჩა­მო­ვი­და და იქ გა­ვი­ცა­ნი. მერე რა­ღაც პე­რი­ო­დი ერ­თმა­ნე­თი არ გვი­ნა­ხავს, ექ­ვსი წლის შემ­დეგ კი ისევ შევ­ხვდი და ორ კვი­რა­ში ხელი მო­ვა­წე­რეთ კი­დეც. 20 წე­ლია, ოჯა­ხი გვაქვს.

- თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში მე­გობ­რებს რა ად­გი­ლი უკა­ვი­ათ?

- ჩემ­თვის უპირ­ვე­ლე­სი, ოჯა­ხი და მე­გობ­რე­ბია. უმე­გობ­როდ უბ­რა­ლოდ, ვერ ვი­ცხოვ­რებ. სხვა­თა შო­რის, მე­გობ­რებ­ში გა­მი­მარ­თლა და სი­მარ­თლე გი­თხრათ, მათ­გან ღა­ლა­ტის შემ­თხვე­ვა არ მქო­ნია. ადრე ვამ­ბობ­დი, - ადა­მი­ანს მხო­ლოდ 2-3 მე­გო­ბა­რი უნდა ჰყავ­დეს-მეთ­ქი, მაგ­რამ ახლა ასე ნამ­დვი­ლად არ ვფიქ­რობ. რაც უფრო მეტი მე­გო­ბა­რი გყავს, მით უფრო მდი­და­რი და ძლი­ე­რი ხარ. მე­გობ­რო­ბა სიყ­ვა­რულ­ზე უნდა იყოს დამ­ყა­რე­ბუ­ლი და არა - მა­ტე­რი­ა­ლურ ინ­ტე­რე­სებ­ზე.

- ცხოვ­რე­ბა­ში რთუ­ლი პე­რი­ო­დე­ბიც გექ­ნე­ბო­დათ...

- ჩემი ცხოვ­რე­ბის რთუ­ლი პე­რი­ო­დი ჩემი ქვეყ­ნის რთულ პე­რი­ოდს ემ­თხვე­ვა და მო­ი­ცავს. 20 წე­ლია, ვერ ამო­ვი­სუნ­თქეთ. ზოგ­ჯერ მგო­ნია, იმ ვირ­თხებს ვემ­სგავ­სე­ბით, რომ­ლე­ბიც რკი­ნის ყუთ­ში არი­ან გა­მომ­წყვდე­უ­ლი და შიმ­ში­ლის­გან და­ო­სე­ბუ­ლე­ბი, ერ­თმა­ნეთს ჭა­მენ... ძა­ლი­ან მინ­და, ეს და­ძა­ბუ­ლო­ბა დას­რულ­დეს. ღმერ­თმა სიყ­ვა­რუ­ლის­თვის შეგვქმნა, და­ნარ­ჩე­ნი ყვე­ლა­ფე­რი კი დრო­ე­ბი­თია. ყო­ველ­თვის "მაღ­ლა" ვერ იქ­ნე­ბი. ყვე­ლამ უნდა ვი­ცო­დეთ, რომ აღ­მართს დაღ­მარ­თი მოჰ­ყვე­ბა და დაღ­მარ­თზე ჩა­მო­სულს ღირ­სე­ბა უნდა შეგ­რჩეს. ჩემი ქვე­ყა­ნა არა­ვის­ზე ნაკ­ლე­ბად არ მიყ­ვარს; დაე, ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნი შე­მე­ჯიბ­როს, ნე­ბის­მი­ე­რი გა­გე­ბით! პო­ლი­ტი­კა არ მა­ინ­ტე­რე­სებს, მაგ­რამ უსა­მარ­თლო­ბას თუ და­ვი­ნა­ხავ, ხმას ავი­მაღ­ლებ, რად­გან ეს ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან მა­წუ­ხებს და მტკი­ვა. რაც შე­ე­ხე­ბა პი­რად გა­ჭირ­ვე­ბას, ბოლო ოთხი წელი მარ­თლა ძა­ლი­ან გვი­ჭირ­და, თუმ­ცა, ეს არა­ვის­თვის შე­მი­ჩივ­ლია. ისე ვი­ყა­ვი გა­დარ­თუ­ლი ყო­ფი­თი პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბა­ზე, რომ კარ­გა ხანს მუ­სი­კის­თვის ვერც კი მო­ვი­ცა­ლე. მას შემ­დეგ, რაც აქ ჩა­მო­ვე­დი, ამო­ვი­სუნ­თქე რო­გორც პრო­ფე­სი­უ­ლი, ისე ფი­ნან­სუ­რი თვალ­საზ­რი­სი­თაც... მე­გობ­რო­ბის თე­მას და­ვუბ­რუნ­დე­ბი და ვი­ტყვი, რომ დღეს ჩემი ფი­ზი­კუ­რი არ­სე­ბო­ბაც კი მათი დამ­სა­ხუ­რე­ბაა - მქონ­და ჯან­მრთე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი, რომ­ლის მოგ­ვა­რე­ბა­შიც სწო­რედ ისი­ნი და­მეხ­მარ­ნენ. დღე­საც მე­გობ­რე­ბის დახ­მა­რე­ბით ვაგ­რძე­ლებ წარ­მა­ტე­ბულ საქ­მი­ა­ნო­ბას.

- ე.წ. "ქუ­ჩის ინ­სტი­ტუ­ტი" თუ გა­ი­ა­რეთ თა­ვის დრო­ზე?

- ეს მარ­თლაც, სა­ჭი­რო და აუ­ცი­ლე­ბე­ლი რამ არის. ადა­მი­ანს სწო­რედ ქუ­ჩა­ში გი­ყა­ლიბ­დე­ბა სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის რწმე­ნა და რაც მთა­ვა­რია, მე­გობ­რო­ბის ფასს იგებ. ქარ­თვე­ლებს თა­ვი­სუ­ფა­ლი მენ­ტა­ლი­ტე­ტი გვაქვს და ვინც და რო­გორც არ უნდა აგ­ვიკ­რძა­ლოს, არის რა­ღა­ცე­ბი, რაც არ შე­იც­ვლე­ბა.

- თბი­ლი­სუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი თუ შე­იც­ვა­ლა?

- ადრე უფ­რო­სი თა­ო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს უფრო მე­ტად სცემ­დნენ პა­ტივს. ქუ­ჩა­ში სი­გა­რეტს იშ­ვი­ა­თად ვე­წე­ო­დით და მა­ში­ნაც, თუ ასა­კით უფ­როსს და­ვი­ნახ­ვდით, ვმა­ლავ­დით. უბ­ნე­ლი გო­გო­ნა ქუ­ჩა­ში ამა­ყად და თა­ვი­სუფ­ლად და­დი­ო­და, რად­გან იცო­და, ზედ­მეტს არა­ვინ არა­ფერს აკად­რებ­და. თუკი თა­ნა­ტოლ­თან კონ­ფლიქ­ტი გვქონ­და და ის გო­გო­ნას­თან ერ­თად გა­მოჩ­ნდე­ბო­და, გა­მო­რი­ცხუ­ლი იყო, მის­თვის რა­ი­მე გვეთ­ქვა - იყო ასე­თი "და­უ­წე­რე­ლი კა­ნო­ნე­ბი", რომ­ლე­ბიც ახლა ნაკ­ლე­ბა­დაა. დღეს ახალ­გაზ­რდო­ბა ცოტა არ იყოს, აგ­რე­სი­უ­ლი გახ­და. თუმ­ცა, ეს მათი ბრა­ლი არ არის. ეს ყვე­ლა­ფე­რი ალ­ბათ, დრომ და არას­წორ­მა პო­ლი­ტი­კამ მო­ი­ტა­ნა.

- თქვე­ნი აზ­რით, რო­გო­რი უნდა იყოს იდე­ა­ლუ­რი ქალი?

- იდე­ა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნი არ­სე­ბობს?! თუ ქალი კა­რი­ე­რა­ში წარ­მა­ტე­ბუ­ლია, შე­იძ­ლე­ბა, ვერ ას­წრებ­დეს სა­დი­ლის მომ­ზა­დე­ბას და ეს ნორ­მა­ლუ­რია. ვფიქ­რობ, მთა­ვა­რი სიყ­ვა­რუ­ლია! როცა გიყ­ვარს, თა­ვის­თა­ვად, მე­უღ­ლე­ზეც იზ­რუ­ნებ... 20 წე­ლია, მე და ჩემი მე­უღ­ლე ერ­თად ვართ. მას არ სჭირ­დე­ბა დი­რექ­ტი­ვე­ბი, წი­ნას­წარ გაფრ­თხი­ლე­ბა და და­რეკ­ვა, რომ სა­დი­ლი უნდა მო­ამ­ზა­დოს და ა.შ. ეს ბუ­ნებ­რი­ვად ხდე­ბა! ყვე­ლა ქალს თა­ვი­სე­ბუ­რი სი­ლა­მა­ზე აქვს. ერ­თსაც და­ვა­მა­ტებ: ყვე­ლა­ზე ლა­მა­ზი ქალი მა­ინც, ქარ­თვე­ლი ქა­ლია!..

შო­რე­ნა ლა­ბა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

რატომ გაემგზავრა ზურა დოიჯაშვილი რუსეთში

რატომ გაემგზავრა ზურა დოიჯაშვილი რუსეთში

შეიძლება პარადოქსია, მაგრამ საქართველოზე უზომოდ შეყვარებული ზურა დოიჯაშვილი რუსეთში ცხოვრობს და ამბობს, რომ სწორედ ამ ქვეყანაში ჩასვლის შემდეგ "ამოისუნთქა"... 49 წლის მუსიკოსი ოპტიმისტურ განწყობილებას ინარჩუნებს და საკუთარ მსმენელს ახლო მომავალში ბევრ სიახლეს ჰპირდება.

- სამი შვილი და ერთი შვილიშვილი - ანდრია მყავს. მართალია, სხვა ქვეყანაში, მაგრამ ბედნიერი ვარ, რომ ჩემი პროფესიით ვმუშაობ და საქმის კეთების საშუალება მომეცა. ცოტა ხნის წინ, საქართველოდან რუსეთში კონცერტზე ჩამოვედი. კარგი სამუშაო შემომთავაზეს და ცხადია, დავრჩი... ვფიქრობ, მუსიკოსი უსაქმოდ არ უნდა იჯდეს. მას უნდა ჰქონდეს იმის საშუალება, რომ საკუთარი ხელოვნება სხვებს გაუზიაროს. ვფიქრობ, ამ ქვეყანაში ქართულ საქმეს ვაკეთებ. რესტორანში ვმღერი და საკმაოდ ბევრი მსმენელი მყავს.

- სად დაიწყო თქვენი ცხოვრების გზა?

- თბილისის ერთ-ერთ ძველ უბანში, ვერცხლის ქუჩაზე დავიბადე. მართლაც, კარგი ბავშვობა მქონდა. დაახლოებით ექვსი წლიდან, როგორც კი ქუჩაში გამოვედი, ბევრი კარგი მეგობარი შევიძინე. ისინი დღემდე ჩემ გვერდით არიან. მახსოვს, ფორტეპიანოზე დაკვრის შესასწავლად პედაგოგთან ჩუმად დავდიოდი. არ მინდოდა, ეს ამბავი ბიჭებს გაეგოთ (იცინის). დროთა განმავლობაში მუსიკა შემიყვარდა და საკმაოდ კარგ მელომანად ჩამოვყალიბდი. არ მეგონა, თუ ეს ჩემს პროფესიად იქცეოდა. ბევრი კარგი რამ ვნახე ცხოვრებაში და ბევრი ცუდი ამბის შემსწრეც გავხდი. ცხოვრება მართლაც რომ ბრძოლაა და წლების მატებასთან ერთად ვაცნობიერებ - ამქვეყნად სიკეთეზე უკეთესს, ვერაფერს გააკეთებ.

- სცენაზე როგორ აღმოჩნდით?

- კაკო ვარშალომიძესთან ერთად რუსთაველზე, ე.წ. კავშირგაბმულობის კლუბში ვუკრავდი და ჩემთვის ვერთობოდი. მერე ამ ყველაფერს შევეშვი და მუშაობა პროფესიით დავიწყე - სამშენებლო ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული. რაღაც პერიოდის შემდეგ, კაკომ თამაზ სიჭინავას ანსამბლის - "პირამიდა" ვოკალისტად ჩემი თავი შესთავაზა; ვმონაწილეობდი საქართველოში იურმალის ფესტივალის ტურში და მაყურებელთა სიმპათია დავიმსახურე, შემდეგ კი მე, ეკა კვალიაშვილი და მერაბ სეფაშვილი "რეროსთან" ერთად, გასტროლზე წავედით. აი, ასე დაიწყო ჩემი სასცენო კარიერა...

- დამახასიათებელი ხმის ტემბრი გაქვთ. ეს დაგეხმარათ თუ არა, რომ სხვებისგან გამორჩეული მომღერალი ყოფილიყავით?

- ვფიქრობ, მაღალ ნოტს აიღებ თუ დაბალს, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს. მთავარია, მიმბაძველი არ იყო და ნამღერში ყოველთვის რაღაც ახალი შეიტანო. პირადად მე, ისეთი სიმღერაც მიმღერია, რომელიც არ მომწონდა. არ მინდა, თავის ქებაში ჩამეთვალოს, მაგრამ დიაპაზონი მაქვს და სიმღერა ვიცი. პროფესიონალიზმი გამოცდილებიდან მოდის, რაც ნამდვილად არ მაკლია.

- სიმღერებსაც წერთ?

- დიახ. მაქვს ბევრი საკუთარი სიმღერა, რომლებსაც ხალხი მალე მოისმენს.

- როგორ გაიცანით მომავალი მეუღლე?

- ჩემი მეუღლე ჩემი პირველი სიყვარულია. ბორჯომში სახლი გვაქვს. ყოველ წელს იქ ვისვენებდი. ერთხელ ქეთი სანატორიუმში დასასვენებლად ჩამოვიდა და იქ გავიცანი. მერე რაღაც პერიოდი ერთმანეთი არ გვინახავს, ექვსი წლის შემდეგ კი ისევ შევხვდი და ორ კვირაში ხელი მოვაწერეთ კიდეც. 20 წელია, ოჯახი გვაქვს.

- თქვენს ცხოვრებაში მეგობრებს რა ადგილი უკავიათ?

- ჩემთვის უპირველესი, ოჯახი და მეგობრებია. უმეგობროდ უბრალოდ, ვერ ვიცხოვრებ. სხვათა შორის, მეგობრებში გამიმართლა და სიმართლე გითხრათ, მათგან ღალატის შემთხვევა არ მქონია. ადრე ვამბობდი, - ადამიანს მხოლოდ 2-3 მეგობარი უნდა ჰყავდეს-მეთქი, მაგრამ ახლა ასე ნამდვილად არ ვფიქრობ. რაც უფრო მეტი მეგობარი გყავს, მით უფრო მდიდარი და ძლიერი ხარ. მეგობრობა სიყვარულზე უნდა იყოს დამყარებული და არა - მატერიალურ ინტერესებზე.

- ცხოვრებაში რთული პერიოდებიც გექნებოდათ...

- ჩემი ცხოვრების რთული პერიოდი ჩემი ქვეყნის რთულ პერიოდს ემთხვევა და მოიცავს. 20 წელია, ვერ ამოვისუნთქეთ. ზოგჯერ მგონია, იმ ვირთხებს ვემსგავსებით, რომლებიც რკინის ყუთში არიან გამომწყვდეული და შიმშილისგან დაოსებულები, ერთმანეთს ჭამენ... ძალიან მინდა, ეს დაძაბულობა დასრულდეს. ღმერთმა სიყვარულისთვის შეგვქმნა, დანარჩენი ყველაფერი კი დროებითია. ყოველთვის "მაღლა" ვერ იქნები. ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ აღმართს დაღმართი მოჰყვება და დაღმართზე ჩამოსულს ღირსება უნდა შეგრჩეს. ჩემი ქვეყანა არავისზე ნაკლებად არ მიყვარს; დაე, ნებისმიერი ადამიანი შემეჯიბროს, ნებისმიერი გაგებით! პოლიტიკა არ მაინტერესებს, მაგრამ უსამართლობას თუ დავინახავ, ხმას ავიმაღლებ, რადგან ეს ყველაფერი ძალიან მაწუხებს და მტკივა. რაც შეეხება პირად გაჭირვებას, ბოლო ოთხი წელი მართლა ძალიან გვიჭირდა, თუმცა, ეს არავისთვის შემიჩივლია. ისე ვიყავი გადართული ყოფითი პრობლემების მოგვარებაზე, რომ კარგა ხანს მუსიკისთვის ვერც კი მოვიცალე. მას შემდეგ, რაც აქ ჩამოვედი, ამოვისუნთქე როგორც პროფესიული, ისე ფინანსური თვალსაზრისითაც... მეგობრობის თემას დავუბრუნდები და ვიტყვი, რომ დღეს ჩემი ფიზიკური არსებობაც კი მათი დამსახურებაა - მქონდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, რომლის მოგვარებაშიც სწორედ ისინი დამეხმარნენ. დღესაც მეგობრების დახმარებით ვაგრძელებ წარმატებულ საქმიანობას.

- ე.წ. "ქუჩის ინსტიტუტი" თუ გაიარეთ თავის დროზე?

- ეს მართლაც, საჭირო და აუცილებელი რამ არის. ადამიანს სწორედ ქუჩაში გიყალიბდება საკუთარი შესაძლებლობების რწმენა და რაც მთავარია, მეგობრობის ფასს იგებ. ქართველებს თავისუფალი მენტალიტეტი გვაქვს და ვინც და როგორც არ უნდა აგვიკრძალოს, არის რაღაცები, რაც არ შეიცვლება.

- თბილისური ურთიერთობები თუ შეიცვალა?

- ადრე უფროსი თაობის წარმომადგენლებს უფრო მეტად სცემდნენ პატივს. ქუჩაში სიგარეტს იშვიათად ვეწეოდით და მაშინაც, თუ ასაკით უფროსს დავინახვდით, ვმალავდით. უბნელი გოგონა ქუჩაში ამაყად და თავისუფლად დადიოდა, რადგან იცოდა, ზედმეტს არავინ არაფერს აკადრებდა. თუკი თანატოლთან კონფლიქტი გვქონდა და ის გოგონასთან ერთად გამოჩნდებოდა, გამორიცხული იყო, მისთვის რაიმე გვეთქვა - იყო ასეთი "დაუწერელი კანონები", რომლებიც ახლა ნაკლებადაა. დღეს ახალგაზრდობა ცოტა არ იყოს, აგრესიული გახდა. თუმცა, ეს მათი ბრალი არ არის. ეს ყველაფერი ალბათ, დრომ და არასწორმა პოლიტიკამ მოიტანა.

- თქვენი აზრით, როგორი უნდა იყოს იდეალური ქალი?

- იდეალური ადამიანი არსებობს?! თუ ქალი კარიერაში წარმატებულია, შეიძლება, ვერ ასწრებდეს სადილის მომზადებას და ეს ნორმალურია. ვფიქრობ, მთავარი სიყვარულია! როცა გიყვარს, თავისთავად, მეუღლეზეც იზრუნებ... 20 წელია, მე და ჩემი მეუღლე ერთად ვართ. მას არ სჭირდება დირექტივები, წინასწარ გაფრთხილება და დარეკვა, რომ სადილი უნდა მოამზადოს და ა.შ. ეს ბუნებრივად ხდება! ყველა ქალს თავისებური სილამაზე აქვს. ერთსაც დავამატებ: ყველაზე ლამაზი ქალი მაინც, ქართველი ქალია!..

შორენა ლაბაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება